როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად "ტრიკაფტას" ყიდვის ობიექტური საჭიროება არსებობს, არ დაგვიყოვნებია. გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, ტრენინგებიც დაწყებულია, ვფიქრობ სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებულ პრეპარატ „ტრიკაფტაზე“ სახელმწიფომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა და პაციენტებისთვის მისი მიწოდება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსების მიმართულებებზე ისაუბრა.
საქართველოში უკვე ჩამოტანილია სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატი "ტრიკაფტა", ასევე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დიუშენის დაავადების პარალელურად, უწყებამ აქტიურად იმუშავა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტ "ტრიკაფტას" სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე. მიუხედავად პრეპარატების განსაკუთრებით მაღალი ღირებულებისა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მათი შეძენის შესახებ.
სარჯველაძის თქმით, მედიკამენტებზე უკვე გაფორმებულია ოფიციალური ხელშეკრულებები, დაწყებულია საჭირო ტრენინგები და პრეპარატები პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში სრულად ხელმისაწვდომი იქნება.
"როდესაც დიუშენზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან სწრაფადვე დაეწია საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებით. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო, დიდი შრომა გაიწია. წამალსაც ჰქონდა ბუნებრივია ბევრი კონტროვერსიული ახსნაც, მაგრამ ჩამოვყალიბდით. თუ მეტად არა, ნაკლებად ფასის მქონე ეს "ტრიკაფტა "არ არის. დიუშენის წამლები რაც ღირს, არანაკლებად ძვირფასია ეს მედიკამენტიც, თუმცა, ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად ამის ყიდვის ობიექტური წანამძღვრები და საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, აბსოლუტურად არ დაგვიყოვნებია გადაწყვეტილებაც და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა.
რეალურად გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, საკმაოდ კარგად წარიმართა ეს მოლაპარაკებაც, ტრენინგებიც დაწყებულია, დაგეგმილია პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება და რეალურად შვებას მოუტანს იმ ხალხს, ვისაც ეს სჭირდება.
აქაც, სხვათა შორის, მანამდეც ამ ცისტურ ფიბროზზე, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა, ბავშვების, მოზარდების ბევრ საკმაოდ დიდია რაოდენობა, თუმცა იშვიათი დაავადებაა, აი მათ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მედიკამენტის, არამედ სხვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც, სხვა პრეპარატების გარდა სამკურნალო საშუალებებზე, გარკვეულ პროცედურებზე და მანიპულაციებზე, კვლევებზე ხელმისაწვდომობა, რაზეც პარალელურად ვმუშაობთ და ამასაც ვაკეთებთ. ამასაც ბუნებრივია მივაპყრობთ ყურადღებას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი "ტრიკაფტა" საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაცია: “საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას”, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის”
მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია - ბენეფიციარებისთვის პრეპარატის უსასყიდლოდ გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ციტატები სტატიიდან
„როდესაც დიუშენზე დავიწყეთ მუშაობა, ძალიან სწრაფადვე დაეწია საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებით. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო, დიდი შრომა გაიწია. წამალსაც ჰქონდა ბუნებრივია ბევრი კონტროვერსიული ახსნაც, მაგრამ ჩამოვყალიბდით. თუ მეტად არა, ნაკლებად ფასის მქონე ეს "ტრიკაფტა "არ არის. დიუშენის წამლები რაც ღირს, არანაკლებად ძვირფასია ეს მედიკამენტიც, თუმცა, ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად ამის ყიდვის ობიექტური წანამძღვრები და საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, აბსოლუტურად არ დაგვიყოვნებია გადაწყვეტილებაც და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. რეალურად გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, საკმაოდ კარგად წარიმართა ეს მოლაპარაკებაც, ტრენინგებიც დაწყებულია, დაგეგმილია პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება და რეალურად შვებას მოუტანს იმ ხალხს, ვისაც ეს სჭირდება. აქაც, სხვათა შორის, მანამდეც ამ ცისტურ ფიბროზზე, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა, ბავშვების, მოზარდების ბევრ საკმაოდ დიდია რაოდენობა, თუმცა იშვიათი დაავადებაა, აი მათ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მედიკამენტის, არამედ სხვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც, სხვა პრეპარატების გარდა სამკურნალო საშუალებებზე, გარკვეულ პროცედურებზე და მანიპულაციებზე, კვლევებზე ხელმისაწვდომობა, რაზეც პარალელურად ვმუშაობთ და ამასაც ვაკეთებთ. ამასაც ბუნებრივია მივაპყრობთ ყურადღებას,“
„არ არის. დიუშენის წამლები რაც ღირს, არანაკლებად ძვირფასია ეს მედიკამენტიც, თუმცა, ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად ამის ყიდვის ობიექტური წანამძღვრები და საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, აბსოლუტურად არ დაგვიყოვნებია გადაწყვეტილებაც და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. რეალურად გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, საკმაოდ კარგად წარიმართა ეს მოლაპარაკებაც, ტრენინგებიც დაწყებულია, დაგეგმილია პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება და რეალურად შვებას მოუტანს იმ ხალხს, ვისაც ეს სჭირდება. აქაც, სხვათა შორის, მანამდეც ამ ცისტურ ფიბროზზე, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა, ბავშვების, მოზარდების ბევრ საკმაოდ დიდია რაოდენობა, თუმცა იშვიათი დაავადებაა, აი მათ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მედიკამენტის, არამედ სხვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც, სხვა პრეპარატების გარდა სამკურნალო საშუალებებზე, გარკვეულ პროცედურებზე და მანიპულაციებზე, კვლევებზე ხელმისაწვდომობა, რაზეც პარალელურად ვმუშაობთ და ამასაც ვაკეთებთ. ამასაც ბუნებრივია მივაპყრობთ ყურადღებას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…