საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაცია: “საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას”, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის”
ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი „ტრიკაფტა“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო, რისთვისაც ასოციაციის დირექტორმა ნინო თედიაშვილმა მთავრობასა და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადაუხადა.

“ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის!
დღეს განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის გადაიდგა – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას“, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა”, – ნათქვამია ცისტური ფიბროზის ასოციაციის დირექტორის, ნინო თედიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს!
მისი როლი ამ პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. მან აიღო პასუხისმგებლობა, მოგვცა პირობა და ეს პირობა შეასრულა.
ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია, როდესაც პაციენტებისა და მათი ოჯახების იმედი მხოლოდ სიტყვებად არ რჩება და კონკრეტულ საქმედ იქცევა.
ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის „ტრიკაფტა“ მხოლოდ მედიკამენტი არ არის. ეს არის ახალი შესაძლებლობა, უკეთესი მომავლის იმედი და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების შანსი.
ჩვენ, როგორც პაციენტების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, კარგად ვიცით, რამდენი შრომა, მოლოდინი და ბრძოლა დგას ამ შედეგის უკან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ სახელმწიფოსა და პაციენტთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.
მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა და ჩვენი პაციენტების საჭიროებები პრიორიტეტად აქცია.
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
ერთად, პაციენტების უკეთესი მომავლისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი "ტრიკაფტა" საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია - ბენეფიციარებისთვის პრეპარატის უსასყიდლოდ გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად "ტრიკაფტას" ყიდვის ობიექტური საჭიროება არსებობს, არ დაგვიყოვნებია. გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, ტრენინგებიც დაწყებულია, ვფიქრობ სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება - მიხეილ სარჯველაძე
ციტატები სტატიიდან
„ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის! დღეს განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის გადაიდგა – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას“, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა“
„საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს! მისი როლი ამ პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. მან აიღო პასუხისმგებლობა, მოგვცა პირობა და ეს პირობა შეასრულა. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია, როდესაც პაციენტებისა და მათი ოჯახების იმედი მხოლოდ სიტყვებად არ რჩება და კონკრეტულ საქმედ იქცევა. ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის „ტრიკაფტა“ მხოლოდ მედიკამენტი არ არის. ეს არის ახალი შესაძლებლობა, უკეთესი მომავლის იმედი და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების შანსი. ჩვენ, როგორც პაციენტების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, კარგად ვიცით, რამდენი შრომა, მოლოდინი და ბრძოლა დგას ამ შედეგის უკან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ სახელმწიფოსა და პაციენტთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა და ჩვენი პაციენტების საჭიროებები პრიორიტეტად აქცია. 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 ერთად, პაციენტების უკეთესი მომავლისთვის!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…