ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია და ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტებისთვის მისი გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. ქვეყანაში აღნიშნული დიაგნოზით 110 ადამიანია რეგისტრირებული, საიდანაც პრეპარატი დაახლოებით 60-ს ესაჭიროება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.
უწყების ცნობით, მედიკამენტი დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე მოქმედებს, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.
პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს.
საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან პრეპარატის გამოყენებისთვის შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.
„ტრიკაფტა“ განკუთვნილია ორი წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები მედიკამენტის გამოყენებისთვის დამტკიცებულ კრიტერიუმებს შეესაბამება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი "ტრიკაფტა" საქართველოშია
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაცია: “საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას”, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის”
მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია - ბენეფიციარებისთვის პრეპარატის უსასყიდლოდ გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად "ტრიკაფტას" ყიდვის ობიექტური საჭიროება არსებობს, არ დაგვიყოვნებია. გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, ტრენინგებიც დაწყებულია, ვფიქრობ სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება - მიხეილ სარჯველაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…