პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის

ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია და სახელმწიფო მას პაციენტებს უსასყიდლოდ გადასცემს. პრეპარატი განკუთვნილია შესაბამისი გენეტიკური მუტაციის მქონე ბენეფიციარებისთვის, რომელთა რიცხვი ქვეყანაში 60-ს აღემატება.

ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
რუსთავი 2

ბარბარე ბოჭორიშვილი ერთ-ერთია იმ პაციენტებს შორის, რომელიც ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს სრულიად უფასოდ მიიღებს. პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების სამკურნალო ინოვაციური პრეპარატი - "ტრიკაფტა" საქართველოშია. მისი გაცემა ბენეფიციარებისთვის უახლოეს დღეებში დაიწყება.

მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს, პირადად მიაწოდა.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა უნდა გაიაროს. შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. სახელმწიფო მედიკამენტს იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

"ტრიკაფტა" 2 წლის და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა გენეტიკური მუტაციები აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს შეესაბამება. საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია, საიდანაც გენეტიკური მუტაცია 60-ზე მეტ ბენეფიციარს აქვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
  2. რუსთავი 2სამთავრობოცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი "ტრიკაფტა" საქართველოშია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
  4. ფორმულაოპოზიციურიცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
  5. POSTVსამთავრობოპროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება
  6. ალიაოპოზიციურიცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
  7. POSTVსამთავრობოსაქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაცია: “საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას”, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის”
  8. იმედინიუსისამთავრობომედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია - ბენეფიციარებისთვის პრეპარატის უსასყიდლოდ გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  9. რუსთავი 2სამთავრობოროგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ რეალურად "ტრიკაფტას" ყიდვის ობიექტური საჭიროება არსებობს, არ დაგვიყოვნებია. გაფორმებულია ხელშეკრულება მედიკამენტზე, ტრენინგებიც დაწყებულია, ვფიქრობ სწრაფად ხელმისაწვდომობაც გაჩნდება - მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები