მედიკამენტების გაცემა დაწყებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებზე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატ „ჯივინოსტას“ გაცემა პრაქტიკულად დაიწყო, ხოლო „ვამოროლონის“ მიწოდება თვის ბოლოდან დაიწყება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის "ჯივინოსტას" გაცემა პრაქტიკულად დაწყებულია, ხოლო "ვამოროლონის" შემთხვევაში მედიკამენტის გაცემის პროცესი თვის ბოლოდან დაიწყება.
როგორც სარჯველაძემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, მედიკამენტის მიღების პროცესი მარტივი არ არის და თითოეული პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.
"დიუშენის სინდრომს რაც შეეხება - ჩვენს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება ორი მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, შეგნებულად არ ვთქვით დასახელებები, რადგან მოლაპარაკებები უნდა გვეწარმოებინა კომპანიებთან, საიდანაც უნდა გვეყიდა მედიკამენტი.
როდესაც ხმაურიც დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი გამოიყურებოდა პერსპექტიულად, რომელზეც სახელმწიფოს შესაძლოა გადაწყვეტილება მიეღო. სხვათა შორის, იმ ხანად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე - "ჯივინოსტატზე" და "ვამოროლონზე" გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, მაისის ბოლოს მიიღო.
ორგანიზაცია NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები უფრო მარტივად მიგვეღო.
სხვათა შორის, მშობლებიც ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირველი ვართ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ევროპული ქვეყანა თავს იკავებს და ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვისაც არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა და ეს აღინიშნა კიდეც მშობლების მხრიდან.
წარიმართა მოლაპარაკება, ერთ შემთხვევაში მარტივად, მეორე შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, წარმატებულად დასრულდა. ყველაფერი შევიძინეთ, ოღონდ ეს არ არის მედიკამენტები, რომლის მიღებაც მარტივად ხდება, ამას სჭირდება შერჩევა, თითოეული პაციენტის მდგომარეობის ზუსტად გარკვევა.
ხდება აღრიცხვა, მონაცემების შეგროვება, ეს ყველაფერი დიდი ხანია დაწყებულია. მედიკამენტის გამოყენების პროცესშიც მნიშვნელოვანია სწორად დაიგეგმოს მონიტორინგი, რა მაჩვენებლებზე როგორ გავლენას ახდენს. რეალურად, მედიკამენტების გაცემა დაწყებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
"ვამოროლონის" შემთხვევაშიც ახლახან დასრულდა მოლაპარაკება, ფიზიკურად ჩამოტანილია, მზადდება ეს პროცესი, პრაქტიკულად იგივე გზას გავდივართ ამ შემთხვევაშიც. ტრენინგებისა და ყველაფრის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკულად, ამ თვის ბოლოს, მზად ვიქნებით, რომ რეალურად გაცემა შევძლოთ ამ მედიკამენტის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ციტატები სტატიიდან
„დიუშენის სინდრომს რაც შეეხება - ჩვენს მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება ორი მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, შეგნებულად არ ვთქვით დასახელებები, რადგან მოლაპარაკებები უნდა გვეწარმოებინა კომპანიებთან, საიდანაც უნდა გვეყიდა მედიკამენტი. როდესაც ხმაურიც დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი გამოიყურებოდა პერსპექტიულად, რომელზეც სახელმწიფოს შესაძლოა გადაწყვეტილება მიეღო. სხვათა შორის, იმ ხანად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე - "ჯივინოსტატზე" და "ვამოროლონზე" გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, მაისის ბოლოს მიიღო. ორგანიზაცია NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები უფრო მარტივად მიგვეღო. სხვათა შორის, მშობლებიც ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირველი ვართ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ევროპული ქვეყანა თავს იკავებს და ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენთვისაც არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა და ეს აღინიშნა კიდეც მშობლების მხრიდან. წარიმართა მოლაპარაკება, ერთ შემთხვევაში მარტივად, მეორე შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, წარმატებულად დასრულდა. ყველაფერი შევიძინეთ, ოღონდ ეს არ არის მედიკამენტები, რომლის მიღებაც მარტივად ხდება, ამას სჭირდება შერჩევა, თითოეული პაციენტის მდგომარეობის ზუსტად გარკვევა. ხდება აღრიცხვა, მონაცემების შეგროვება, ეს ყველაფერი დიდი ხანია დაწყებულია. მედიკამენტის გამოყენების პროცესშიც მნიშვნელოვანია სწორად დაიგეგმოს მონიტორინგი, რა მაჩვენებლებზე როგორ გავლენას ახდენს. რეალურად, მედიკამენტების გაცემა დაწყებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ვამოროლონის" შემთხვევაშიც ახლახან დასრულდა მოლაპარაკება, ფიზიკურად ჩამოტანილია, მზადდება ეს პროცესი, პრაქტიკულად იგივე გზას გავდივართ ამ შემთხვევაშიც. ტრენინგებისა და ყველაფრის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკულად, ამ თვის ბოლოს, მზად ვიქნებით, რომ რეალურად გაცემა შევძლოთ ამ მედიკამენტის“
„შემთხვევაშიც ახლახან დასრულდა მოლაპარაკება, ფიზიკურად ჩამოტანილია, მზადდება ეს პროცესი, პრაქტიკულად იგივე გზას გავდივართ ამ შემთხვევაშიც. ტრენინგებისა და ყველაფრის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკულად, ამ თვის ბოლოს, მზად ვიქნებით, რომ რეალურად გაცემა შევძლოთ ამ მედიკამენტის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.