ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - "ვამოროლონის" მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების - "ვამოროლონისა" და "ჯივინოსტატის" შეძენაზე მოლაპარაკებები დასრულებულია და დოკუმენტების ხელმოწერის ეტაპზეა. გარდა ამისა, სახელმწიფომ შეიძინა ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატიც.

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - "ვამოროლონის" მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - "ვამოროლონის" მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდარუსთავი 2

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - "ვამოროლონის" მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა და მიმდინარეობს მუშაობა, რათა მედიკამენტები პაციენტებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი.

„დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. საუბარია ორ ინოვაციურ მედიკამენტზე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე" - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯივინოსტატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, ხოლო დარჩენილი იყო ვამოროლონთან დაკავშირებული მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანა.

„საბედნიეროდ, მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა. დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად, ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ჩართულობა.

"ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ჩართულობისთვის და გადაწყვეტილებისთვის" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტის ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატი უკვე შეიძინა.

"გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შეძენილ იქნა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ესეც წარმოადგენს ძალიან ვერაგ და მძიმე დაავადებას, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა" - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამაში დანერგვასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების დასარეგულირებლად მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ამ საკითხის ირგვლივ, რაც უკავშირდება ლოჯისტიკური საკითხების დარეგულირებას - ვინ განახორციელებს მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება და ა.შ. საჭირო იყო მთავრობის დადგენილებით დარეგულირება, შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მომზადება, მედიკამენტის დანიშვნისა და გამოყენების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტის მომტანი იყოს ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში დანერგვა თითოეული პაციენტისთვის, რომელიც გამოიყენებს" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. საუბარია ორ ინოვაციურ მედიკამენტზე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საბედნიეროდ, მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა. დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად, ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები“
მიხეილ სარჯველაძე
„ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ჩართულობისთვის და გადაწყვეტილებისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შეძენილ იქნა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ესეც წარმოადგენს ძალიან ვერაგ და მძიმე დაავადებას, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ამ საკითხის ირგვლივ, რაც უკავშირდება ლოჯისტიკური საკითხების დარეგულირებას - ვინ განახორციელებს მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება და ა.შ. საჭირო იყო მთავრობის დადგენილებით დარეგულირება, შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მომზადება, მედიკამენტის დანიშვნისა და გამოყენების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტის მომტანი იყოს ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში დანერგვა თითოეული პაციენტისთვის, რომელიც გამოიყენებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.