სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონს“ შეიძენს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია და ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს, ხოლო მეორე მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და პაციენტებზე უახლოეს დღეებში გაიცემა.

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით. "ოცნების" ლიდერის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ კი უკვე საქართველოშია - ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე.
დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე.
ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები 2 თვეზე მეტი თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავდნენ და შვილებისთვის წამალს ითხოვდნენ.
მოგვიანებით, ისინი ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და წამლის შემოტანაში დასახმარებელად გარანტიები მიიღეს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც "ოცნების" გადაწყვეტილებით ბავშვებისთვის მედიკამანტების უზრუნველყოფის საკითხებზე იმუშავებდა და რომელშიც მშობლებიც იქნებოდნენ.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტებს მაქსიმუმ 2 თვის ვადაში ელოდებოდნენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.