ნინი ქარსელაძე: ამას კი იმიტომ ვწერ, რომ ერთიკა არ დავარღვიო და წინასწარ გაგაფრთხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს მავნე აქტივობებს
ამიტომ გადავწყვიტე, სამართლებრივ გზას მივმართო და ეს საქმე ჩემს ადვოკატს მივანდო, რომელიც დღიდან არცერთი თქვენგანის უწმაწურობას და უტიფრობას არ დატოვებს ყურადღების მიღმა. ამას კი იმიტომ ვწერ, რომ ერთიკა არ დავარღვიო და წინასწარ გაგაფრთხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს მავნე აქტივობებს" | წერს მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.
"ვინც მიცნობს და თვალს ადევნებს ჩემს შემოქმედებით საქმიანობას, ემახსოვრება, რომ 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ჩემს მთავარ საქმეს - სიმღერასა და ჩემს საყვარელ მსმენელს.
ბოლო წლებია, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ამუშავებულია მიზანმიმართული დამუნათების კამპანია, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, შეურაცხმყოფელი კომენტარები და, მათ შორის, მუქარის შემაცვლელი შეტყობინებებიც.
წლების განმავლობაში თავს ვარიდებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია მუქთახორა და გაბოროტებული ადამიანების აბსურდული ბრალდებებისა და სკაბრეზული გამონათქვამებისთვის.
არც ახლა გავირჯებოდი და მოგაცდენდით ასეთი უბრალო ამბებისთვის, რომ არ ზღვარგადასული სისტემური კამპანია, რომელიც შორდება ლუზერების ყოველდღიური გართობის ფარგლებს და ჩემი და ჩემი ოჯახის დამაზიანებელ სახეს იღებს.
სიმართლე გითხრათ, ამ ტიპის ადამიანებთან არც პოლემიკის სურვილი მაქვს და არც ახსნა-განმარტებების მიცემის. ამიტომ გადავწყვიტე, სამართლებრივ გზას მივმართო და ეს საქმე ჩემს ადვოკატს მივანდო, რომელიც დღიდან არცერთი თქვენგანის უწმაწურობას და უტიფრობას არ დატოვებს ყურადღების მიღმა. ამას კი იმიტომ ვწერ, რომ ერთიკა არ დავარღვიო და წინასწარ გაგაფრთხილოთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს მავნე აქტივობებს" | წერს მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.