ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“ყველა, ვინც “ქოცის” დაძახებით შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას, – აგებს პასუხს” – ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სამი წელია მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს. ის აფრთხილებს ყველას, ვინც მის რეპუტაციას შეელახავს ან ცრუ ბრალდებებს გაავრცელებს, რომ კანონის ფარგლებში პასუხს აგებს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს.

“ყველა, ვინც “ქოცის” დაძახებით შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას, – აგებს პასუხს” – ნუცა ბუზალაძე
“ყველა, ვინც “ქოცის” დაძახებით შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას, – აგებს პასუხს” – ნუცა ბუზალაძეალია

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე, განცხადებას ავრცელებს:

“მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან, საკუთარი შრომით, თავდადებითა და უდიდესი ძალისხმევით შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამისთვის არასდროს არაფერი დამიშურებია.

მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს. მუდმივად ვაწყდები ცრუ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელ კომენტარებს, დამამცირებელ განცხადებებსა და იარლიყებს, რომლებსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მაკრავენ.

სიტყვებს, როგორიცაა „ქოცი“, „რუსეთუმე“ და სხვა მსგავსი იარლიყები, რომლებიც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით გამოიყენება, არასდროს მივიღებდი და არც მომავალში მივიღებ.

მე ვარ მომღერალი, არტისტი და, პირველ რიგში, ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ღირსება, პრინციპები და სახელი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით შექმნა.

აქამდე არასდროს ვაქცევდი მსგავს კომენტარებს ყურადღებას. უბრალოდ არ მიმაჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემს დამცირებას, ჩემს დროსა და ენერგიას იმსახურებდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!

ჩემი დუმილი არასდროს ყოფილა სისუსტის ნიშანი და არც იმის უფლება მიუცია ვინმესთვის, რომ დაუსჯელად შელახოს ჩემი სახელი. დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე. ყველა შესაბამისი შემთხვევა გადაეცემა ჩემს ადვოკატს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს”.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.