მაია ომიაძე: ევროპელი ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა ადმინისტრაციის მიზანმიმართული კამპანიების: საერთაშორისო გამოფენების, მასშტაბური გარე რეკლამებისა და გავლენიან, რეპუტაბელურ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია
მაია ომიაძის განცხადებით, მესამე კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტორთა 24%-იანი უპრეცედენტო ზრდა ადმინისტრაციის მიზანმიმართული კამპანიებისა და გავლენიან მედიასთან მუშაობის შედეგია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ქვეყანაში ევროპელი ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა ადმინისტრაციის მიზანმიმართული კამპანიების: საერთაშორისო გამოფენების, მასშტაბური გარე რეკლამებისა და გავლენიან, რეპუტაბელურ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.
მაია ომიაძის თქმით, ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არამხოლოდ ფასიან რეკლამას, არამედ სანდო, ავტორიტეტულ გლობალურ გამოცემებში რედაქციული კონტენტის შექმნას.
„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან 24%-იანი მატება გვაქვს, რაც უპრეცედენტოა — არასოდეს ამდენი ევროპის პასპორტის მფლობელი საქართველოში არ ჩამოსულა! ევროპელი მოგზაური, დაჯავშნამდე, როგორც წესი, ეცნობა სანდო, რეპუტაბელურ მედიას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გავლენიანი გამოცემების რედაქციებთან იმისთვის, რომ რედაქციული კონტენტი შეიქმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის ნაყიდი, არამედ არის საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული.
ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ასეთ მედიებთან, რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან დავამყაროთ მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოში ჩამოვიყვანოთ, გავაცნოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, რათა საკუთარ გამოცდილებაზე მოამზადონ საქართველოს შესახებ მასალები. მოგზაურობის დაჯავშნისას, რეპუტაბელურ მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
ციტატები სტატიიდან
„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან 24%-იანი მატება გვაქვს, რაც უპრეცედენტოა — არასოდეს ამდენი ევროპის პასპორტის მფლობელი საქართველოში არ ჩამოსულა! ევროპელი მოგზაური, დაჯავშნამდე, როგორც წესი, ეცნობა სანდო, რეპუტაბელურ მედიას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გავლენიანი გამოცემების რედაქციებთან იმისთვის, რომ რედაქციული კონტენტი შეიქმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ არის ნაყიდი, არამედ არის საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული. ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ასეთ მედიებთან, რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან დავამყაროთ მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოში ჩამოვიყვანოთ, გავაცნოთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, რათა საკუთარ გამოცდილებაზე მოამზადონ საქართველოს შესახებ მასალები. მოგზაურობის დაჯავშნისას, რეპუტაბელურ მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…