ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკომისიას მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასა და ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევრობიუროკრატიამ განცხადებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში „აგენტურული ოპოზიცია“ საფრთხის წინაშე დადგა.

დავით მათიკაშვილი – ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ
დავით მათიკაშვილი – ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთპირველი არხი

ევრობიუროკრატიამ ზეწოლის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყო, როგორც კი საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოში აგენტურული ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ.

„ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე ძალის უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, რომლის მიზანს ჯერ არშემდგარი სასამართლო პროცესის ფონზე მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ეს მაშინ ხდება, როცა ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მთელი კასკადი იყო უკრაინაში, მოლდოვაში. მაშინ, ამ საკითხზე ხმა არავის ამოუღია. პირიქით, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული მოცემულობა დემოკრატიის აყვავებად მიიჩნიეს. ევრობიუროკრატიამ შესაბამისი განცხადებების გაკეთებაც არ დააკლო. საქართველოსთან მიმართებაში როგორც კი საფრთხის ქვეშ დადგა აგენტურული ოპოზიცია, მეხუთე კოლონა და გაჩნდა ქვეყნის პოლიტიკური სივრციდან მათი გაქრობის რეალური მოცემულობა, ზეწოლის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყეს. მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ. მაშინ, როდესაც ევროკომისია სპიკერის მეშვეობით ცდილობს მოსამართლეებზე გავლენა და ზეწოლა მოახდინოს, ეს ინსტიტუცია ავტორიტეტსაც კარგავს, მნიშვნელობასაც და მისი ორმაგი სტანდარტია სწორედ ევროსკეპტიციზმის გამაღვივებელი, რაც სამწუხაროდ, ქვეყანაში გროვდება და კიდევ უფრო მეტად დაგროვდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე ძალის უხეშ და თავხედურ თავდასხმას ვხედავთ, რომლის მიზანს ჯერ არშემდგარი სასამართლო პროცესის ფონზე მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ეს მაშინ ხდება, როცა ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მთელი კასკადი იყო უკრაინაში, მოლდოვაში. მაშინ, ამ საკითხზე ხმა არავის ამოუღია. პირიქით, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული მოცემულობა დემოკრატიის აყვავებად მიიჩნიეს. ევრობიუროკრატიამ შესაბამისი განცხადებების გაკეთებაც არ დააკლო. საქართველოსთან მიმართებაში როგორც კი საფრთხის ქვეშ დადგა აგენტურული ოპოზიცია, მეხუთე კოლონა და გაჩნდა ქვეყნის პოლიტიკური სივრციდან მათი გაქრობის რეალური მოცემულობა, ზეწოლის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყეს. მოსამართლეებზე ზეწოლის უფლება არავის არ აქვს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ. მაშინ, როდესაც ევროკომისია სპიკერის მეშვეობით ცდილობს მოსამართლეებზე გავლენა და ზეწოლა მოახდინოს, ეს ინსტიტუცია ავტორიტეტსაც კარგავს, მნიშვნელობასაც და მისი ორმაგი სტანდარტია სწორედ ევროსკეპტიციზმის გამაღვივებელი, რაც სამწუხაროდ, ქვეყანაში გროვდება და კიდევ უფრო მეტად დაგროვდება“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი: თუკი ვინმეს სურს ქართველი ხალხი დააშოროს თავის ისტორიულ არჩევანს - ევროპას, ეს არის ევრობიუროკრატიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები