ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა ენერგოობიექტებს დაარტყა კიევსა და კიევის ოლქში

რუსეთის ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით კიევისა და კიევის ოლქის ენერგოობიექტებს მასირებულად დაარტყეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი ენერგეტიკული ზავის პირობებს არ ასრულებს.

რუსეთმა ენერგოობიექტებს დაარტყა კიევსა და კიევის ოლქში
რუსეთმა ენერგოობიექტებს დაარტყა კიევსა და კიევის ოლქშირადიო თავისუფლება

პირველი ცნობები ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა 14 ოქტომბერს გამთენიისას. კლიჩკოს თანახმად, რუსეთის ჯარებმა რამდენიმე ენერგოობიექტს დაარტყეს.

კიევის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, დარნიცკის და პეჩერის რაიონებში ელექტროტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა.

დილის რვა საათისთვის კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მორიგი ცნობა, რომ ბალისტიკური რაკეტებით მასირებული შეტევა იყო დედაქალაქ კიევის და კიევის ოლქის ენერგოობიექტებზე. ენერგომომარაგება შეფერხებულია.

წინასწარი მონაცემებით, კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსეთის ჯარებმა რაკეტებთან ერთად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.

რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს 13 ოქტომბერს ღამითაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 9-სართულიან სახლზე დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დარტყმა იყო კიევის ერთ-ერთ ძირითად ენერგოობიექტზეც, თბოელექტროცენტრალ-4-ზე.

ზელენსკის განცხადებით, ფაქტები აჩვენებენ, რომ რუსები საჭიროდ არ მიიჩნევენ იმის შესრულებას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა (ენერგეტიკული ზავი). უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას უკრაინამ მხარი დაუჭირა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?