რუსეთის ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს - ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ენერგოსისტემა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გახდა
რუსეთის ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. დარტყმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი და ენერგოსისტემა გახდა, რის გამოც დედაქალაქში ელექტროტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერდა.

რუსეთის ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბალისტიკური რაკეტების სამიზნე დედაქალაქის ენერგოსისტემა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გახდა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 3 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბავშვი.
დესნიანსკის რაიონში რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა, შენობაში ამ დრომდე ხანძარია.
პარალელურად, დარტყმა განხორციელდა კიევის ერთ-ერთ მთავარ თბოელექტროცენტრალზე და ენერგო ობიექტებზე.
დაზიანებების გამო დედაქალაქის ნაწილში დროებით შეჩერებულია ელექტროტრანსპორტის - მათ შორის მატარებლების მოძრაობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.