ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე, კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე - ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევის ენერგეტიკასა და საცხოვრებელ სახლზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა, უკრაინას კი პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია, რაც მისი შეფასებით უსამართლობაა.

ზელენსკი: რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე, კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე - ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს
ზელენსკი: რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე, კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე - ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებსიმედინიუსი

13 ოქტომბერს, საღამოს, რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელეს: დაფიქსირებულია რაკეტების მოხვედრა თბოელექტროცენტრალსა და საცხოვრებელ სახლში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებისგან მოსალოდნელი იერიშის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ.

„რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე. კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე. მთავარი სამიზნე ენერგეტიკაა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ამ წუთებში მაშველები ხანძარს აქრობენ. ეს რაკეტები ჩვენმა სისტემამ ფაქტობრივად უკვე კიევთან მოახლოებისას დააფიქსირა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტების ახალი გაშვებისთვის ემზადება.

„ფაქტები აჩვენებს, რომ რუსები საჭიროდ არ თვლიან შეასრულონ ის, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა. უკრაინამ მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი კი მიზანში იღებს მორიგ ელექტროსადგურს და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. და ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე ომის გაგრძელებაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმა კიევზე. კვლავ პარტნიორებისგან გაფრთხილების გარეშე. მთავარი სამიზნე ენერგეტიკაა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ამ წუთებში მაშველები ხანძარს აქრობენ. ეს რაკეტები ჩვენმა სისტემამ ფაქტობრივად უკვე კიევთან მოახლოებისას დააფიქსირა“
„ფაქტები აჩვენებს, რომ რუსები საჭიროდ არ თვლიან შეასრულონ ის, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა. უკრაინამ მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი კი მიზანში იღებს მორიგ ელექტროსადგურს და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. და ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც კი ვერ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე ომის გაგრძელებაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?