პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ოთხმა პირმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ იმედი აქვთ, მათი აღიარება რეალურია და საქმე თვალთმაქცობასთან არ გვაქვს.

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
რუსთავი 2

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს.

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად სახელმწიფო ბრალდებას საკუთარი სურვილით მიმართეს. მათ საკითხს მოსამართლე დაახლოებით 2 კვირის ვადაში გადაწყვეტს. საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით შეეფარდებათ, რეალური სასჯელი კი 1 წლით და ერთი თვით და ეს ვადა, თითქმის გასულია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნულმა აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გასული წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი სცენარი და იმედოვნებენ, რომ აღიარება და მონანიება რეალურია.

"ე.წ ოპოზიციის ერთი ნაწილი, მიუთითებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით არის ელემენტარულად თვალთმაქცობა და ცდილობენ გაამართლონ ეს ლიდერები. დაველოდოთ პროცესების განვითარებას და მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თაღლითობას და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ე.წ ოპოზიციის ერთი ნაწილი, მიუთითებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით არის ელემენტარულად თვალთმაქცობა და ცდილობენ გაამართლონ ეს ლიდერები. დაველოდოთ პროცესების განვითარებას და მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თაღლითობას და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი,“
გიორგი ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე: ლიდერები ადრე თუ გვიან ამბობენ იმას, რაც რეალობაა და იმ ჯარისკაცების ციხეში ყოფნა, რომლებიც მათ აჰყვნენ, კონკრეტული ამოცანის შესრულებას უკავშირდება, რათა შემდეგ მარტა კოსმა თქვას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და არსებობენ პოლიტიკური პატიმრებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები