ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით - პროკურორი

საქართველოს პროკურატურა

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, გური ჟვანიამ, ირაკლი ჩხვირკვიამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს. მათი საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო და შეთანხმება სასამართლოში უახლოეს ორ კვირაში დამტკიცდება.

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით - პროკურორი
მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით - პროკურორირუსთავი 2

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.

როგორც საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ განაცხადა, ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს ქმედება და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადების თხოვნით მიმართეს. პროკურორის თქმით, მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

"მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით.

ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება და დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები, მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობებზე.

თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ, აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და წარვადგინეთ სასამართლოში მათი მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზნით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება ამ მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება," - განაცხადა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.

პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება და დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები, მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობებზე. თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ, აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და წარვადგინეთ სასამართლოში მათი მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზნით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება ამ მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება,“
ვაჟა თოდუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?