თამო კეშელავა: შსს–მ ეგ რაა, მიშა სულუხიამ აქეთ ჩამიდო თავისი ბანკის ბარათი და მობილურიო. თუ მჯეროდეს რომ ეს მართლა შსს–ს განცხადებაა
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
შსს–მ ეგ რაა, მიშა სულუხიამ აქეთ ჩამიდო თავისი ბანკის ბარათი და მობილურიო.
თუ მჯეროდეს რომ ეს მართლა შსს–ს განცხადებაა.
სულუხია წერს, პოლიციის ფორმა არ ეცვათ, გამაჩერეს, მცემეს, ტელეფონი დამიზიანეს და ჩამომართვეს და გამოვექეციო, რა ვქნა, კარგად დავრბივარ და ვერ დამიჭირესო.
შსს–მ ბრძანა, გაჩერება ვთხოვეთო, უცებ, მობილური და ბანკის ბარათი მოგვიგდოო, (ჩაუდო პრაქტიკულად) და გაიქცაო, არა, რა ჩვენ მივსდევდით, ისე გარბოდაო. გარბოდა და ვერ დავიჭირეთ, რადგან არ მივსდევდით, გარბოდა და არ მივსდევდით, მაგრამ მაინც პოლიციის დაუმორჩილებლობააო.
ესებუა 2 ამბავი გაიჩითა.
ეძებედნენ პირს, რომელიც ვერ დაიჭირეს, მაგრამ არ მისდევდნენ და სახლშია.
დაზიანებული ტელეფონი პატრონის ბრალია და ახლა, ბანკის ბარათს ვინ არ უტოვებს შსს–ს? იქნება, დაგიმატოს ცოტა, არა?
რაც მთავარია, ეგა, მიშა სულუხია, უკვე ნასამართლევიაო, და მერე?
რაკი ნასამართლევია, უეჭველად დააშავებდა, ხომ?
სტიგმაა ეგ და მაგ სტიგმის გაღრმავებაა დანაშაული.
და იმ შავ პარკში გამოკრული რა იყოო, მიშა რომ ამბობს, ჩადება უნდოდათო?
რატომ ამოიტრიალა ჯიბეები პირმა, ისე, რომ ბანკის ბარათიც კი არ წაიღო და უკაპიკოდ გაიქცა, ოღონდ თავისთვის ეშველა?
ხომ ამბობთ, რომ არა, თქვენ არ გიცემიათ და წაგირთმევიათ და თავად დაყარაო და რატომ?
და რა იყო იმ შავ პარკში გამოკრული – ღვეზელი? აბა, პოლიციის ფორმა, რომელიც ჩაცმაც ასე გეზარებათ ხოლმე?
ისე, გეზარებათ, თუ რამე სხვა ამბავიცაა?
პ.ს.
ქოცები ხომ უდანაშაულობის პრეზუმციას არ ცნობენ და არც ცილისწამებას დაგიდევენ, კითხვის დასმის ნაცვლად, მტკიცებით ფორმაში წერენ, იტყუებაო.
კითხვა დასვით, აბა?
მაგალითად, რომ წერთ, ტყუილს რომ წერთ, ორი შემთხვევა, აბა, პოლიციის ძალადობის ერთ დღეს როგორ მოხდაო, კითხვა დასვით, თუ პატიოსანი ადამიანები ხართ და გიპასუხებთ, რომ, ერთ დღეს არ მომხდარა, ერთმა, ქვეყნის დატოვების მერეღა გაამჟღავნა სასაფლაოზე მომხდარი, თუმცა, ერთ დღესაც რომ მომხდარიყო, გაგახსენოთ, ყოველ ღამე, რამდენ ადამიანს ლეწავდნენ რუსთაველზე? ერთ ღამეში, რამდენს სცემდნენ და რა – უჭირდათ?
შეგახსნებეთ, რომ მომღერალმა მიშო სულუხიამ პოლიცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ ძალადობასა და უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა, ხოლო შსს აცხადებს, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. პარალელურად, პროევროპული აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…