იაგო ხვიჩია: ბატონო პრემიერო, მოდით დავიწყოთ პაატა მანჯგალაძის საქმით და საჯაროდ გავარჩიოთ ეს საქმე
იაგო ხვიჩია: ბატონ პრემიერთან მხოლოდ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მაქვს “ჩაჭიდებულად” ნალაპარაკევი - პაატა მანჯგალაძის საქმეზე. პაატას თავადაც კარგად იცნობს და იცის რომ არანაირი რევოლუციონერი პაატა არაა!

თხპ-ის ლიდერი, იაგო ხვიჩია:
ბატონ პრემიერთან მხოლოდ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მაქვს “ჩაჭიდებულად” ნალაპარაკევი - პაატა მანჯგალაძის საქმეზე.
თან არაერთხელ!
პაატას თავადაც კარგად იცნობს და იცის რომ არანაირი რევოლუციონერი პაატა არაა!
ახლა მთელმა ქვეყანამ, ვისაც ეს თემა აინტერესებს, იცის რომ ის უდანაშაულოა და უაზრო “სელფის” გამო ზის.
უფრო მეტიც გამოუშვეს ისინი, ვინც პროვოკაციულად მამაკაცური ძალით იმუქრებოდნენ და პრეზიდენტის სასახლეში შერბოდნენ და ციხეში უზით ადამიანი, ვისაც ალიბი აქვს, რომ საერთოდ არ იმყოფებოდა დანაშაულის ადგილას.
მზად ვარ ბატონ პრემიერს სხვა ყველა საქმეზე დაველაპარაკო, რომელსაც პროცესი გააშუქებს, გნებავთ პირადად, გნებავთ საჯაროდ.
თუ ის ამას მოისურვებს, მხოლოდ გამიხარდება.
ბატონო პრემიერო, მოდით დავიწყოთ პაატა მანჯგალაძის საქმით და საჯაროდ გავარჩიოთ ეს საქმე (მე გარჩეული მაქვს, ამ საქმეზე თქვენი საჯარო დასაბუთებული პასუხის ჯერია) და თუ დაგარწმუნებთ, რომ ის უდანაშაულოა, იქნება მოვახერხოთ ისე, რომ ის ახალ წელს სახლში ოჯახთან ერთად შეხვდეს.
დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.
თავისუფლება პაატა მანჯალაძეს!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…