ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პოდკასტში ნათქვამი სიტყვის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ” – იაგო ხვიჩია გია ბარამიძეზე

თავისუფალი ხალხის პარტიის (გირჩი) ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, გია ბარამიძე პოლიტპატიმარია და სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პოდკასტში ნათქვამი სიტყვის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ. ხვიჩიას თქმით, მას ბარამიძის ნათქვამში კრიმინალი არ დაუნახავს და რესპონდენტები ნათქვამის გამო ციხეში არ უნდა აღმოჩნდნენ.

,, სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პოდკასტში ნათქვამი სიტყვის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ” – იაგო ხვიჩია გია ბარამიძეზე
,, სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პოდკასტში ნათქვამი სიტყვის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ” – იაგო ხვიჩია გია ბარამიძეზეალია

თავისუფალი ხალხის პარტიის(გირჩი) ლიდერი იაგო ხვიჩია აცახდებს:

,,გია ბარამიძე პოლიტპატიმარია.

მინდა მივმართო მის დამცველებსაც: თუკი მეუბნებით, რომ მისი ნათქვამი ეთერში არ უნდა გამეშვა, ამით ავტომატურად ამბობთ, რომ ის დამნაშავეა.

ამ ლოგიკით, ჩემი 300-მდე გადაცემიდან ნახევარი ეთერში არ უნდა გამეშვა, რადგან ამ სტანდარტით იქ უამრავი ადამიანი შეიძლება გამხდარიყო სისხლის სამართლის დამნაშავე.

მე გია ბარამიძის ნათქვამში კრიმინალი არ დამინახავს.

სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს პოდკასტში ნათქვამი სიტყვის გამო სამშობლოს ღალატის ბრალდებით ასამართლებენ.

მარტო ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ მიაგნო ამას, არავის თავში აზრად არ მოსვლია, ადამიანი 32 წლის წინანდელი ამბის მოყოლის გამო გაესამართლებინა.

გადაცემას ვაკეთებ საქართველოს ისტორიაზე და მე ისტორიას ვერ გადავაკეთებ! ჩემი რესპონდენტები კი მათი ნათქვამის გამო ციხეში არ უნდა აღმოჩნდნენ.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები