მერაბ მეტრეველი: „ქართული ოცნების“ მთელი პატრიოტიზმი და პოლიტიკა დადის მრტივ მიდგომამდე: დაიჭირე, ცემე, აწამე შენი მოქალაქეები, ხოლო სხვა ქვენის მოქალეებს თავზე ხელი გადაუსვი, რადგან „პრგმატული პოლიტიკა“ ამას მოითხოვს
მერაბ მეტრეველი: ესე იგი, გუშინ ბათუმში მომხდარმა ამბავმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა სინამდვილეში რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ და ე. წ. პროქართულების მიერ გაფეტიშებული ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ესე იგი, გუშინ ბათუმში მომხდარმა ამბავმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა სინამდვილეში რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ და ე. წ. პროქართულების მიერ გაფეტიშებული ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა.
ჩვენსავე ქალქში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქართველი პოლიციელები წიხლქვეშ გაიგდეს და მეორე დღეს შს მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ფეხურთის ქომაგებისგან ასეთი რამეები მოსულა.
შეგახნებთ, რომ ამას ამბობს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ჟურნალისტი ქალი უზის ციხეში პოლიცელისთვის სახეზე ხელის მოცაცუნების გამო და ქალი პოლიტიკოსი უზის ციხეში დედაქალაქის მერის საარჩევნო პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო.
ანუ „ქართული ოცნების“ მთელი პატრიოტიზმი და პოლიტიკა დადის მრტივ მიდგომამდე: დაიჭირე, ცემე, აწამე შენი მოქალაქეები, ხოლო სხვა ქვენის მოქალეებს თავზე ხელი გადაუსვი, რადგან „პრგმატული პოლიტიკა“ ამას მოითხოვს.
„პრაგმატული პოლიტიკა“ ჩვენგან მოითხოვს თავი დავუხაროთ რუსებს, რაგდან დიდი ქვეყნაა და გადაგვივლის, თავი დავუხაროთ თურქებს, რადგან ისიც დიდი ქეყნაა და მისი შიშით „დიდგორობაც“ კი ვერ უნდა გამოვაცხადოთ დასვენების დღედ, აზერბაიჯანსაც თავი უნდა დავუხაროთ და სულ რომ წაიღოს დავით გარეჯი, ხმა არ უნდა გავცეთ, რადგან ახლა მასთან დაპირისპირების თავიც არ გვავქს, გაზს გაგვითიშავს, ჯარიც ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიეირი ყავს.
ანუ ე.წ. პროქართული პოზიცია და პრაგმატული პოლიტიკა ყოფილა რეგიონში ყველას წინაშე დაჩმორება (მგონი ერთი სომხეთს შეგვიძლია ვებლატაოთ და ისიც ალბათ ჯერ-ჯერობით.)
ვიცი, ახლა ამაზე ეგ ხალხი რასაც მიპასუხებს: აბა, როგორ გადავრჩეთ ასეთ სიტუაციაში? პატარა ქვეყანა ვართო.
ძალიან მარტივია: ნატო და ევროკავშირი მათი ლამაზი თვალების გამო კი არ გვინდა, სწრედ იმიტომ გვინდა, რომ მარტო გადარჩენა კი არ იყოს ჩვენი მიზანი და სანაცვლოდ ყველას წინაშე დაჩმორება, არამედ ღირსების შენარჩუნებაც.
გუშინ და დღეს კარგად გამოჩნდა, ვინ დგას სინამდვილეში ცალ ფეხზე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…