კახა ჯაფარიძე: ამ ფოტოს ყურებისას გაიხსენეთ, რომ დაკავებული თურქი ფანები დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 საათიც კი არ გააჩერეს. იმ დროს, როცა ...
კახა ჯაფარიძე: გაიხსენეთ, რომ მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო ორი წელია ციხეშია. გაიხსენეთ, რომ რეზი კიკნაძე ქაღალდის სროლის გამო ზის ციხეში.

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ამ ფოტოს ყურებისას გაიხსენეთ, რომ დაკავებული თურქი ფანები დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 საათიც კი არ გააჩერეს.
იმ დროს, როცა აქციებზე დაკავებულ ქართველ ხალხს 10, 15 და 30 დღითაც უშვებენ იზოლატორებში.
გაიხსენეთ, რომ მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო ორი წელია ციხეშია.
გაიხსენეთ, რომ რეზი კიკნაძე ქაღალდის სროლის გამო ზის ციხეში.
გაიხსენეთ ისიც, რომ ქართული ოცნება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს „რადიკალებს“ ეძახის მაშინ, როცა თურქი ფანების რეალურ აგრესიასა და რადიკალიზაციაზე თავს იმართლებს.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…