თორნიკე რაზმაძე: რა საჭირო იყო ტყუილი? დიპლომატიური სკანდალიც აღარ ჰქვია ამას (ვიდეო)
სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე: რა საჭირო იყო ტყუილი? დიპლომატიური სკანდალიც აღარ ჰქვია ამას .
ცნობისათვის, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ საუბრის შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს გაავრცელა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ საუბრის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
„მიუღებელია ძალადობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პალესტინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას მხარს უჭერენ“, - დაწერა გიურლექმა სოციალურ ქსელში.
გიურლექის თქმით, მან სალიას უთხრა, რომ დაკავებულთა გათავისუფლების გარდა, თურქეთი მოელის თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი პროცედურების დაუყოვნებლივ დაწყებას. მინისტრმა ასევე გამოთქვა მოლოდინი, რომ ქართული მხარე მიიღებს ზომებს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…