ეკა კუპატაძე: და სწორედ ნიკას დაკითხვის დროს, ჩემს ხმაზე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკას რომ დაეკარგა ძლივს დაჭერილი სიმშვიდე, მე გამომიყვანეს მდგომარეობიდან

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს დერეფანში - მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულ ნია იმნაძის ბიძამ მათ პროვოკაცია მოუწყო.
ეკა კუპატაძის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ნია იმნაძის პროცესი მიმდინარეობდა, ის კი კართან მანდატურის თანამშრომლის გევრდით იდგა.
ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს:
მინდა ვთქვა რაღაც, მაგრამ ვერ ვახერხებ, რადგან ქმედება, რომელიც უნდა აღვწერო და ინფორმაცია, რომელიც უნდა მოგაწოდოთ, გადამუშავებას არ ექვემდებარება, ჩემი გონებრივი შესაძლებლობების საზღვრებს სცდება.
..........
იმნაძის ოჯახის წევრების პროვოკაციული, გამომწვევი ქმედებები, ირონიული და ლაღი ღიმილები, რეპლიკები, რომ "ჩვენი უფლებაა აქ დგომა და გვინდა დავდგებით, გვინდა არა", სრულად მომართულია ჩემსკენ და ნიკასკენ, წონასწორობდან გამოყვანის მიზნით.
ამას ახერხებენ კიდეც.
სანახაობითი გართობა, ე.წ. სეირი აქვთ პროცესების მიმდინარეობისას დერეფანში.
........
მაააააგრამ დღეს იყო პიკი:
სასამართლოზე ჩვენება არ მისცა არც მალანიამ, არც ჩიქოვანმა, რიკაძე საერთოდ არ გამოცხადდა.
ისევ რომ არ დაკარგულიყო სასამართლოსთვის გამოყოფილი დრო, პროკურორს თადარიგი დაჭერილი ჰქონდა და დასაკითხად შეიყვანა ჩემი შვილი — ნიკა.
და სწორედ ნიკას დაკითხვის დროს, ჩემს ხმაზე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკას რომ დაეკარგა ძლივს დაჭერილი სიმშვიდე, მე გამომიყვანეს მდგომარეობიდან.
მე და ერთი მანდატური, ვიდექით სხდომის დარბაზის მახლობლად.
მე ვიხედებოდი ტელეფონში.
ჩემთან მოვიდა თამარ ნავროზაშვილის ძმა — ლუკას ნავროზაშვილი — (ჰო, აი ის, ეკა კუპატაძემ მესიჯები გამიყალბაო სამყაროს რომ ამცნო.)
და მეუბნება:
"კაი ქალბატონო ეკა, მე წავედი, დაგემშვიდობებით, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ!"
ამას მეუბნება ჩემი შვილის მკვლელობის დამკვეთის დედის ძმა!!!!!!
.......
ჰო, ნია იმნაძემ დაუკვეთა გიგას მკვლელობა და ეს იყო მკვლელობა აბა რა!!!!
მაგრამ იურიდიულად ვერ დაფორმირდა ჩაფარცხული საქმის ხელახალი გამოძიების მერე ყველაფერი ისე, როგორც ეს ცხელ კვალზე მოხდებოდა.
მე წამიერად ჩავარდი აფექტურ მდგომარეობაში.
სასამართლო პროცესიც შეჩერდა.
.....
იმნაძეებს, ნავროზაშვილებს და გიორგი ლეკიშვილს, რომელიც შეურაცხადის შთაბეჭდილებას დღითიდღე აძლიერებს, უნ��ათ ჩვენი სრულად განადგურება.
მაგრამ ვერ ეღირსებიან, მანამდე არ მოვკვდები, სანამ ყველას საკადრის პასუხს არ გავცემ.
.........
გიგა ავალიანს იცავს მისი სიმართლე!
გიგა ავალიანის სიმართლეს იცავს მისი ოჯახი!
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…