ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხმაური სასამართლოსთან - ბრალდებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს დაუპირისპირდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და შვილის უკანონო დაკავებაში დაადანაშაულა.

ხმაური სასამართლოსთან - ბრალდებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს დაუპირისპირდა
ხმაური სასამართლოსთან - ბრალდებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს დაუპირისპირდაTV პირველი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ტყუილში დაადანაშაულა.

კონფლიქტი იმ დროს დაიწყო, როცა პროკურორი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

ნია იმნაძის დედამ, თამარ ნავროზაშვილმა მას ინტერვიუ გააწყვეტინა და უთხრა, რომ მისი შვილი უკანონოდ ჰყავს დაჭერილი.

გულწრფელად მითხარი გთხოვ, როგროც დედამ დედას, საერთდო არ გრცხვენია რა ბრალზე გაქვს ხელი მოწერილი? ერთადერთ რაღაცას გეტყვი - ღმერთი იხედება მაღლიდან, ბუმერანგაი ეს ცხოვრება და არ იცი, როდის ვის რა დაუბრუნდება. ერთადერთ რაღაცას გისურვებ და აი იმ ნიასგან გეუბნები, ღმერთს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია, რომ ღმერთმა მოგიტევოს. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ნია უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი", - უთხრა ნია იმნაძის დედამ პროკურორს.

მანამდე ქეთი სონიძე მედიასთან ამბობდა, რომ ნია იმნაძის დედას, თამარ ნავროზაშვილს არ ჰქონდა შიში იმისა, რომ გიგა ავალიანი მის შვილს რაიმე სახით ავიწროებდა.

მოსწავლემ უთხრა მას, რომ აღნიშნული ინფორმაცია იცოდა დედიკომაც, თამარ ნავროზაშვილმა, რომელსაც რომ ჰქონოდა მსგავსი რეალური შიშის საფუძველი და ბავშვი ნამდვილად ყოფილიყო შევიწროების მსხვერპლი, ბუნებრივია ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნებოდა". - განაცხადა ქეთი სონიძემ.

დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა, რა დროსაც ნია იმნაძის მასწავლებლები გამოკითხეს.

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზედმეტ ყურადღებას იჩენდა“
ნია იმნაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი - დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან არაერთ პროვოკაციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც სავარაუდოდ, გამიზნულია დაზარალებულ მხარეზე უკანონო ემოციური ზემოქმედებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები