ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მისი განცხადებით, მისთვის მძიმე იყო პროცესზე ბრალდებულებისა და მათი ადვოკატის დამოკიდებულება.

ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო
ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭიროინტერპრესნიუსი

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

მას სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

როგორც ეკა კუპატაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების დამოკიდებულება და განწყობა.

“გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნია იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გარდაცვლილია, მოკლულია, უდანაშაულო ახალგაზრდა და საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი“
ეკა კუპატაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.