ნანუკა ჟორჟოლიანი: თოკო, ასეთი ლამაზი კალიგრაფიით, დამლაგებელი მარიზის შვილია. ქალის, რომელსაც პროპაგანდამ “გადაუარა”
ნანუკა ჟორჟოლიანი: არასოდეს გამომიქვეყნებია სინდისის პატიმრის წერილი. თუ არ ჩავთვლით ზვიადის დაბადების დღის მოსალოცს, საკანში, კურდღლები და პეპლები რომ გამომიჭრა:)) რადგან ეს, თოკოს საჯარო წერილია, გადავწყვიტე ჩემმა ვირტუალურმა მეხსიერებამ სამუდამოდ შეინახოს.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
არასოდეს გამომიქვეყნებია სინდისის პატიმრის წერილი. თუ არ ჩავთვლით ზვიადის დაბადების დღის მოსალოცს, საკანში, კურდღლები და პეპლები რომ გამომიჭრა:))
რადგან ეს, თოკოს საჯარო წერილია, გადავწყვიტე ჩემმა ვირტუალურმა მეხსიერებამ სამუდამოდ შეინახოს.
თოკო, ასეთი ლამაზი კალიგრაფიით, დამლაგებელი მარიზის შვილია.
ქალის, რომელსაც პროპაგანდამ “გადაუარა”. დასცინოდნენ ყველაფერზე. სთხოვდნენ მზექალა შანიძის სტანდარტის ქართულს, მაშინ როცა ყოველ ჯერზე ქვეყანა ჩააბარეს კაცს, რომელიც ვერცერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს.
ასეთია ქოცის სტანდარტი.
გვარწმუნებენ რომ ბნელ 90-ებში შუქი იყო, იმიტომ რომ თავად “დვიჟოკები” ჰქონდათ და ქოცის მორალი ეგაა, თვითონ თუ აქვს შუქი გონია ყველას აქვს, თვითონ რომ მაძღარია, ჰგონია ყველა მაძღარია
მარიზიმ დაიმატა დასალაგებელი ობიექტები იმიტომ რომ თოკოს რბილი და დიდი საწოლი უყიდოს. სულ რაღაც 2 კვირაში ჩემი მეგობარი მარიზი, ჩაიკრავს მის მადლიერ შვილს, რომელიც სასჯელს, ბოლო დღემდე იხდის.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…