დეა მეტრეველი: ამაზე დიდი თავზე ლაფის დასხმა რაღა უნდა იყოს?
ცნობისათვის, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
ამაზე დიდი თავზე ლაფის დასხმა რაღა უნდა იყოს?
- ჟურნალისტი: ევროპელ ლიდერებს არ სურთ თქვენთან ერთად ერთ ფოტოზე გამოჩენაც კი.
- ირაკლი: მე თითქმის ყველა მათგანთან მაქვს გადაღებული ფოტო.
ეს იყო საინტერესო და სევდიანი ინტერვიუ იმაზე, თუ როგორ ღარიბდება ევროპა და როგორი საოცარი დემოკრატია, ეკონომიკა და სასამართლო გვაქვს საქართველოში
ყოველ წინადადებაში სიტყვები ევრობიუროკრატები და ღირსება ჭარბობდა:))
გადაირია ჟურნალისტი - ხოდა თუ ასეთი ცუდია ეს ევროკავშირი და ასე თუ ლანძღავთ ევროპელ დეპუტატებს, რატომ გინდათ გაწევრიანებაო? რა უპასუხა ირაკლიმ? თავად უნდა მოუსმინოთ… არ ინანებთ.
აქვე, მადლობა ტელეკომპანია “იმედს” სრული ინტერვიუს ლაივში გადაცემისთვის!
https://www.facebook.com/share/v/1JHMucamdH/?mibextid=wwXIfr
ცნობისათვის, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.
კერძოდ, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს“.
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაEuronews-ის ჟურნალისტი ირაკლი კობახიძეს - იცით, რომ ევროპაში არიან ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ? - ამბობენ: "ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს"
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ - მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული
ირაკლი კობახიძე Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ - მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…