დეა მეტრეველი: თუ ვინმემ გუშინ ბრიუსელში მასტერკლასი ჩაატარა ეს ნიკოლ ფაშინიანი იყო. ევროკავშირში არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე რომ ისაუბრა
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
“მასტერკლასი ჩაუტარა ჟურნალისტს”, “ღირსეული გამოსვლა ჰქონდა”, “დაადუმა ჟურნალისტი”…. თუ ვინმემ გუშინ ბრიუსელში მასტერკლასი ჩაატარა ეს ნიკოლ ფაშინიანი იყო. ევროკავშირში არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე რომ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ კი იყო უზომოდ სევდიანი და სამარცხვინო და ამის დასტურია ტროლ-ბოტების გუშინდელი უძილო ღამეც.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…