Euronews-ის ჟურნალისტი ირაკლი კობახიძეს - იცით, რომ ევროპაში არიან ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ? - ამბობენ: "ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს"
ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის გაფართოების სამიტზე Euronews-ის ჟურნალისტმა მარია ტადეომ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, იცის თუ არა, რომ ევროპელ ლიდერებს მასთან ფოტოს გადაღება არ სურთ, რაზეც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას „ყველასთან აქვს ფოტოები გადაღებული“.

თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს , - ამ კითხივთ მიმართა Euronews-ის ჟურნალისტმა მარია ტადეომ პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ - მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული
ირაკლი კობახიძე Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ - მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული
- დეა მეტრეველი: ამაზე დიდი თავზე ლაფის დასხმა რაღა უნდა იყოს?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…