ვინ არის ჟურნალისტი რომელმაც ირაკლი კობახიძეს ბევრი კრიტიკული კითხვა დაუსვა

გუშინ ბრიუსელში გამართულ "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს "ევრონიუსის" ჟურნალისტმა, მარია ტადეომ ბევრი კრიტიკული კითხვა დაუსვა.
მარია ტადეო "ევრონიუსის" კორესპონდენტია, რომელიც ბრიუსელში მუშაობს და ევროკავშირის საკითხებს აშუქებს. მას მედიაში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
მარია ტადეოს გაშუქებული აქვს მრავალი არჩევნები, ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ევროპის ცნობილ ფიგურებთან და პირდაპირ ეთერში აშუქებდა მნიშვნელოვან ამბებს ევროპის მასშტაბით — "დიდი შვიდეულის" (G7) შეხვედრებიდან დაწყებული, NATO-ს სამიტებით დამთავრებული.
მარია ტადეო ხშირად მონაწილეობს მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებებში, სადაც მოდერაციას უწევს ისეთ მნიშვნელოვან დისკუსიებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და ბრიუსელის ეკონომიკური ფორუმის ღონისძიებები.
მან წარჩინებით (პირველი კლასის დიპლომით) დაამთავრა ლონდონის სიტის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით და ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსურ ჟურნალისტიკაში.
მარია ტადეო ოთხ ენაზე საუბრობს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…