დავით ჩხეიძე: უნდათ, რომ სული ამოხადონ, ფინანსურად გაწყვიტონ წელში ისინიც და მათი ოჯახებიც… კონსტიტუციის და საკუთარი შემოქმედების დაცვის გულისთვის…
ევროკავშირთან ურთიერთობა ჩაშლილია და დღითიდღე უარესდება, საქართველოს არ იწვევენ გაფართოების შეხვედრებზე და პროპაგანდა გვატყუებს: ახრჩობენ ქვეყანას! ქართულ კინოს, თეატრს, მწერლობას (რაც ნოდარ დუმბაძის ქომაგობით გადაფარეს!), სახელმწიფო ინსტიტუტებს... ბიზნესი, რომელიც შიშით ვერ მიდის მსახიობთან, რომელიც გაუასმაგებს ცნობადობას, თავისუფალი ბიზნესი აღარ არის.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხეიძე:
ევროკავშირთან ურთიერთობა ჩაშლილია და დღითიდღე უარესდება, საქართველოს არ იწვევენ გაფართოების შეხვედრებზე და პროპაგანდა გვატყუებს:
ბატონი ი.კობახიძე ევრონიუსის მიერ მოწყობილ გაფართოების სამიტზეა მიწვეულიო.
რეჟიმმა ჩაშალა კინოცენტრი, მსახიობების და რეჟისორების უდიდესი უმრავლესობა ქუჩაში დგას - მეორე წელი სრულდება.
ყველა ბიზნესი გაფრთხილებული ჰყავთ, რომ რაიმე შეკვეთა არ მისცენ - ან წამყვანის, ან რეკლამის, ან გახმოვანების…
უნდათ, რომ მოახრჩონ დარგი საერთოდ. სწრაფად ცვლადი კულტურის მინისტრები უსხედან, ვინმეს გვარი და სახელი არ გაიპაროს…
უნდათ, რომ სული ამოხადონ, ფინანსურად გაწყვიტონ წელში ისინიც და მათი ოჯახებიც… კონსტიტუციის და საკუთარი შემოქმედების დაცვის გულისთვის…
და პროპაგანდა გვატყუებს უკვე მერამდენე დღეა, რომ ბატონმა ლევან კოღუაშვილმა „ოქროს გლობუსის“ ჯილდო მიიღო.
ვითომ ამერიკული კინოპრემია, სინამდვილეში - მისი შუააზიური ვერსიის სპეციალური ჯილდო, რეგიონში (ცენტრალური აზიისა და რეგიონის ქვეყნებისთვის).
თეატრები გაუქმებულია, სატელევიზიო სტუდიებად გადააკეთეს და ყოველდღე უკვე მერამდენე სიუჟეტი გადის ბატონი რობერტ სტურუას სიბერის შესახებ...
ახრჩობენ ქვეყანას! ქართულ კინოს, თეატრს, მწერლობას (რაც ნოდარ დუმბაძის ქომაგობით გადაფარეს!), სახელმწიფო ინსტიტუტებს...
ბიზნესი, რომელიც შიშით ვერ მიდის მსახიობთან, რომელიც გაუასმაგებს ცნობადობას, თავისუფალი ბიზნესი აღარ არის.
მარტო სასამართლოს კლავენ?
მარტო პოლიციას?
მარტო პროკურატურას?
მარტო პარტიებს?
პასკვილების მწერლები და რუსული პროპაგანდისტები გვაგუებენ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თვითმკვლელობას.
ციხეები და სავადმყოფოები გამოავსო რეჟიმმა, გააქცია ქვეყნიდან ახალგაზრდობა, ვინც დარჩა წელში წყვეტს, კრიმინალებად აქცევს
და საფრანგეთში ჰყავს გაშვებული კორესპონდენტები, რომ ტვინი ამოურეცხოს თავის მაყურებელს, რა საშინელება ხდება ევროპაში!
ეს სიბნელე და მავნებლობა უნდა დასრულდეს!
რეჟიმი უნდა დასრულდეს!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…