საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეების აცილება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ლელომ მოთხოვეს. ენმ-მ მოსამართლეების სრულად აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა, ლელომ კი - 3 მათგანზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლეების აცილება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ლელომ მოთხოვეს. ენმ-მ მოსამართლეების სრულად აცილებაზე დააყენა შუამდგომლობა, ლელომ კი - 3 მათგანზე.
ენმ-ს წევრმა, ანა წითლიძემ თქვა, რომ ამ საქმის მოსამართლეები თავისუფლები და სამართლიანები არ არიან. მან საქმის წარმოებაში მიღებასაც არაკონსტიტუციური უწოდა და მთლიანად პოლიტიკურ საქმედ შეაფასა.
შუამდგომლობის დაყენებისას, მან შვიდივე მოსამართლეზე ის არგუმენტები წარმოადგინა, რის გამოც, მისივე განცხადებით, ენმ მათ აცილებას ითხოვს.
"სერგო მეთოფიშვილი სოლიდარობას უცხადებდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს. ასევე, ის ცდილობდა, გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა შეემოწმებინა.
ევა გოცირიძეს სასამართლოს კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. ის პრობლემას ვერ ხედავდა აგენტების კანონზეც.
ვასილ როინიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო.
გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა მამამისის გავლენებით, რომელიც ასევე კლანს წარმოადგენს. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ქართულმა ოცნებამ აირჩია.
რევაზ ნადარაიაც კლანს წარმოადგენს. გიორგი მოდებაძე არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა და ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. გიორგი თევდორაშვილიც საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ოცნების ინტერესებს ატარებს". - თქვა წითლიძემ.
ლელო-ძლიერმა საქართველომ საქმის 3 მოსამართლის, ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა.
"ვასილ როინიშვილი როინ შავაძის საქმის განხილვაში მონაწილეობდა, როგორც ზემდგომი პროკურორი. ეს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვს აჩენს". - თქვა ლელოს წარმომადგენელმა.
კიკილაშვილისა და მეთოფიშვილის შემთხვევაში კი პარტიამ ის არგუმენტი დაასახელა, რომ ისინი პროცესების დაჩქარების შემდეგ, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები ჩაანაცვლეს.
"პროცესების იმდაგვარი დაჩქარების დინამიკა მოხდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები არ არიან". - თქვა ლელოს წარმომადგენელმა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაპლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნები სრული შემადგენლობისა და 3 მოსამართლის აცილებაზე
- რადიო თავისუფლებაპარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
- TV პირველისაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
- ალიასაკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.