დეა მეტრეველი: უცნაური დამთხვევაა, რომ პარტიების აკრძალვის პროცესის ფონზე „მწერალთა სახლმა“ 17 ოქტომბერს უმასპინძლა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრების და მხარდამჭერების შეხვედრას
„მწერალთა სახლში“ „ქართულ ოცნებასაც“ კი არ გაუკეთებია პარტიული იდეების განსახილველი ღონისძიება და სრულებით გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სივრცე დაეთმო პარტია „ერთიან ნეიტრალური საქართველოს“ და განსაკუთრეებულად საგანგაშო და ანტიკონსტიტუციური იდეების გარშემო მსჯელობას.
პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
უცნაური დამთხვევაა, რომ პარტიების აკრძალვის პროცესის ფონზე „მწერალთა სახლმა“ 17 ოქტომბერს უმასპინძლა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრების და მხარდამჭერების შეხვედრას.
როდესაც „მწერალთა სახლში“, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მქონე, რუსულ იმპერიალიზმთან მებრძოლი და რეპრესირებული ქართველი მწერლების და ხელოვანების სიმბოლოდ ქცეული ჩვენი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იმართება ისეთი ორგანიზაციის, მით უფრო პოლიტიკური პარტიის, შეხვედრა, სადაც განიხილება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის იდეები და მათი აუცილელბლობა, რაც ჩვენს ისტორიულ კონსტიტუციურ დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება და ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აღიარებას და ჩვენს კაპიტულაციას გულისხმობს, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშოა!
„მწერალთა სახლში“ „ქართულ ოცნებასაც“ კი არ გაუკეთებია პარტიული იდეების განსახილველი ღონისძიება და სრულებით გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სივრცე დაეთმო პარტია „ერთიან ნეიტრალური საქართველოს“ და განსაკუთრეებულად საგანგაშო და ანტიკონსტიტუციური იდეების გარშემო მსჯელობას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.