დეა მეტრეველი: ვუყურებ სასამართლო პროცესს და მიმძიმს იმის აღიარება, რომ ეს სწორედ ის საათებია, როცა მთელი ქართულ სახელმწიფოს და მის თავისუფლება და სუვერენიტეტი სამარდება!
დეა მეტრეველი: მრჩება გონივრული განცდა, რომ ეჩქარებათ პროცესის დასრულება მოკლე ვადებში, ოპოზიციისთვი არ რჩება სივრცე და საშუალება სარჩელის უსამართლობა სამართლებლივად ამხილოს. საქართველოს დემოკრატიის ადვოკატირება სრულფასოვნად შეძლოს. გვიყვარს და გვტკივა საქართველო
პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
იყოს ეს პოსტი აქ, ჩემი არქივისთვის!
ისტორიული კადრები - 2026 წელს საქართველოში აიკრძალა პროევროპული ოპოზიციური პარტიები და დამყარდა დიქტატურა. ასევე, 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს გამართლდა რუსეთის ფედერაცია, რითაც შესუსტდა საქართველოს ტერიტოროული მთლიანობის აღდგენის ნებისმიერი ძალისხმევა.
ეს რეალობა ჯერ არ დამდგარა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს “ქართული ოცნების” სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი საფუძველიც (რასაც სარჩელი ეყრდნობა) 2008 წლის ომის ქართული სახელმწიფოსთვის დაბრალებაა.
ვუყურებ სასამართლო პროცესს და მიმძიმს იმის აღიარება, რომ ეს სწორედ ის საათებია, როცა მთელი ქართულ სახელმწიფოს და მის თავისუფლება და სუვერენიტეტი სამარდება! ვუყურებ “როგორ ვკვდებით, როგორც ქვეყანა”.
სასამართლოზე ოპოზიციური პარტიების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს მოსამართლებმა (მოწმეების დაბარებაზე მიიღეს მკაცრი უარი), ოპოზიციური პარტიების მოპასუხე მომხსენებლებს საუბარს არ აძლევენ, დარბაზიდან აძევებენ.
მრჩება გონივრული განცდა, რომ ეჩქარებათ პროცესის დასრულება მოკლე ვადებში, ოპოზიციისთვი არ რჩება სივრცე და საშუალება სარჩელის უსამართლობა სამართლებლივად ამხილოს. საქართველოს დემოკრატიის ადვოკატირება სრულფასოვნად შეძლოს.
გვიყვარს და გვტკივა საქართველო
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.