პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ქსალატანი

XALATAN

რეცეპტით0,005%ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ქსალატანი არის თვალის წვეთი, რომლის ერთი მილილიტრი შეიცავს 50 მიკროგრამ ლატანოპროსტს. წამალი წარმოდგენილია 5 მლ-იან პლასტმასის ბოთლში, რომელიც 2.5 მილილიტრ გამხსნელს შეიცავს. ქსალატანი პროსტაგლანდინების ანალოგის ჯგუფში შემავალი პრეპარატია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლატანოპროსტი (latanoprost)
ფორმა და შეფუთვა
0,005% 2,5მლ თვალის წვეთები
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
ATC კოდი
S01EE01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0234
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაქსალატანი და სხვა წამალი ერთად

ქსალატანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქსალატანი არის თვალის წვეთი, რომლის ერთი მილილიტრი შეიცავს 50 მიკროგრამ ლატანოპროსტს. წამალი წარმოდგენილია 5 მლ-იან პლასტმასის ბოთლში, რომელიც 2.5 მილილიტრ გამხსნელს შეიცავს.

ქსალატანი პროსტაგლანდინების ანალოგის ჯგუფში შემავალი პრეპარატია. ეს პრეპარატები ზრდის თვალის სითხის სისხლის მიმოქცევის მიმართულებით ბუნებრივ გადინებას.

ქსალატანი გამოიყენება გლაუკომის ერთ-ერთი სახეობის, ღიაკუთხოვანი გლაუკომისა და თვალში მაღალი წნევის (თვალის ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ეს გავლენას ახდენს თქვენს მხედველობაზე, რადგან იზრდება ინტრაოკულური წნევა.

ქსალატანი გამოიყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებსა და ჩვილებში მომატებული თვალის შიდა წნევისა და გლაუკომის სამკურნალოდ.

ქსალატანის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ქსალატანი ყოველთვის ექიმის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად მიიღეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ქსალატანის პირველად გახსნისას ყუთში დაინახავთ ცარიელ ადგილს, რომელზეც უნდა დაწეროთ ბოთლის გახსნის თარიღი, ამგვარად დარწმუნებული იქნებით, რომ წამლის გახსნიდან პრეპარატის მიღებისთვის განკუთვნილი 4 კვირას არ გადააჭარბებთ. გახსნილი ქსალატანი არ შეინახოთ მაცივარში (იხ. მე-5 თავი: ქსალატანის შენახვა).

ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის დოზაა დღეში ერთხელ, დაავადებულ თვალ(ებ)ში ერთი წვეთი. პრეპარატის საღამოს მიღების შემთხვევაში უკეთეს შედეგს მიიღებთ.

არ მიიღოთ ქსალატანი დღეში ერთზე მეტჯერ, რადგან ქსალატანის ხშირი მიღების შემთხვევაში მისი ეფექტი მცირდება.

არ შეწყვიტოთ ქსალატანის ექიმის დანიშნულებისამებრ მიღება, სანამ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის:

თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, პრეპარატის თვალში ჩაწვეთებამდე ლინზები ამოიღეთ. ქსალატანის ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთში შეგიძლიათ ლინზების ჩასმა.

მიღების გზა და მეთოდი:

ქსალატანი თვალში უნდა ჩაიწვეთოთ ქვემოთ მოცემული ფორმით.

დაიბანეთ ხელები და მშვიდად დადექით.

ბოთლის დამცავი გარე თავსახური დაატრიალეთ და მოხსენით

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

ბოთლის შიდა თავსახური დაატრიალეთ და გახსენით.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

თითით ნელა ჩამოიწიეთ დაავადებული თვალის ქვედა ქუთუთო.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

საწვეთურის წვერი თვალთან მიიტანეთ, მაგრამ არ შეახოთ თვალს.

საწვეთურს ნელა მოუჭირეთ ხელი და თვალში მხოლოდ ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ.

თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს თითი დააჭირეთ. ერთი წუთის განმავლობაში თვალი დახუჭული გქონდეთ.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ წამალი ორივე თვალში ჩაიწვეთოთ, იგივე გაიმეორეთ მეორე თვალში ჩაწვეთებისას.

ბოთლის შიდა თავსახურით ბოთლი დახურეთ.

თუ ექიმმა თვალში ჩასაწვეთებლად სხვა წამალიც გამოგიწერათ, პრეპარატები სულ მცირე 5-წუთიანი შუალედებით მიიღეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

ქსალატანი ბავშვებში, მოზარდების მსგავსი დოზით გამოიყენება. ნაადრევად დაბადებულ ჩვილებთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ 1 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფთან დაკავაშირებული მონაცემები შეზღუდულია.

ხანდაზმულები:

დოზა იგივეა, რაც ზრდასრულებისთვის.

განსაკუთრებული მიღების პირობები:

ასეთი შემთხვევები არ არის გათვალისწინებული.

თუ ფიქრობთ, რომ ქსალატანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თვალში ჭარბი რაოდენობით ქსალატანი ჩაიწვეთეთ, თვალებში მცირე წვა, წყლიანობა და შეწითლება შეიძლება გქონდეთ. თუ ეს მდგომარეობა თქვენ ან თქვენს შვილს გაწუხებთ, ექიმისგან მიიღეთ რჩევები.

თუ შემთხვევით ქსალატანი დალიეთ, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს.

თუ დადგენილ დოზაზე მეტი რაოდენობის ქსალატანი მიიღეთ, ექიმს ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ ქსალატანის მიღება დაგავიწყდათ:

თუ ერთი წვეთის ჩაწვეთება დაგავიწყდათ, მომდევნო დოზა დადგენილ დროს ჩაიწვეთეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დავიწყებული წვეთების დასაბალანსებლად ორი წვეთი არ ჩაიწვეთოთ.

ქსალატანით მკურნალობის დასრულებით გამოწვეული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

თუ ქსალატანით მკურნალობის დასრულება გსურთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

დანარჩენი წამლების მსგავსად, ქსალატანის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებზე მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოუვლინდეთ.

ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში):

თვალის ფერადი გარსის სახელით ცნობილი თვალის ფერად ნაწილში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მომატების მიზეზით, თვალის ფერი თანდათანობითი ცვლილება. თუ თქვენი თვალის ფერში რამდენიმე ფერია (ცისფერი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი ან მწვანე-ყავისფერი), ამ გვერდითი მოვლენის ალბათობა იმაზე მეტია, ვიდრე ერთი ფერის (ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი) თვალების მქონე ადამიანებში. თვალის ფერის ცვლილებას, როგორც წესი, წლები შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებიდან 8 თვეში ხდება შესამჩნეველი. ფერის ცვლილება შეიძლება სამუდამო იყოს და, თუ ქსალატანს მხოლოდ ერთ თვალში იწვეთებთ, უფრო ადვილად შესამჩნევია. თვალის ფერის ცვლილება სხვა პრობლემის მიზეზი არ არის. ქსალატანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თვალის ფერის ცვლილება არ გაგრძელდება.

თვალის სიწითლე.

თვალში გაღიზიანების (წვა, წიწკნა, ქავილი და უჩვეულო შერძნება). თუ თვალი მეტისმეტად გიცრემლდებათ ან ისეთი სერიოზული გაღიზიანება გაქვთ, რომ პრეპარატის მიღებას წყვეტთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს (ერთი კვირის განმავლობაში). თქვენი მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობის მისაღებად შეიძლება მკურნალობის გადახედვა გახდეს საჭირო.

სამკურნალო თვალში წამწამების ან ღინღლის ცვლილება (ზრდა, ფერის გამუქება, გახშირება, რაოდენობის მატება). ეს არასასურველი გვერდითი მოვლენა ჩვეულებრივ იაპონურ რასაში გვხვდება.

გავრცელებული გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან ცვლილება, თვალის ქუთუთოს ანთება (ბლეფარიტი), თვალის ტკივილი და შუქზე მგრძნობელობა (ფოტოფობია).

არაგავრცელებული გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თვალის ქუთუთოს შესიება, თვალის სიმშრალე, თვალის ზედაპირზე ანთება ან გაღიზიანება (კერატიტი), ბუნდოვანი მხედველობა და თვალის ზედაპირის გამჭვირვალე გარსის ანთება (კონიუნქტივიტი).

კანის გამონაყარი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თვალის ფერადი ნაწილის, ირისის ანთება (ირიტი/უვეიტი); ბადურის შეშუპება (მაკულარული შეშუპება), თვალის ზედაპირის შეშუპება ან აქერცვლა/დაზიანების სიმპტომები, თვალის ირგვლივ შეშუპება (პერიორბიტალური შეშუპება), არასწორი მიმართულებით წასული ან მეტისმეტად გახშირებული წამწამები.

თვალის ქუთუთოს კანის რეაქციები, თვალის ქუთუთოს კანის გაუხეშება.

ასთმა, ასთმის გამწვავება, მწვავე ასთმის შეტევები და სუნთქვის გაძნელება (ქოშინი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ანგინის (გულმკერდის ტკივილი) გაუარესება.

გულმკერდის ტკივილი.

თვალის ქუთუთოს ნაკეცის გაღრმავებით თვალის ჩავარდნა.

პაციენტები საუბრობენ შემდეგ გვერდით მოვლენებზე:

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის დადგენილი, რამდენად უსაფრთხოა ამ სამედიცინო ნივითიერების გამოყენება ადამიანებში ორსულობის დროს. ორსულობის მიმდინარეობისას მუცლადმყოფი ან ახალშობილი ბავშვისთვის შეიძლება საშიში გვერდითი მოვლენები ჰქონდეს. ამიტომ ორსულობის დროს არ მიიღოთ ქსალატანი.

თუ მკურნალობის დროს გაიგეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქსალატანის შემადგენლობაში შემავალი ლატანოპროსტის დასახელების ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, არ მიიღოთ ქსალატანი ან, თუ ქსალატანის მიღებას გააგრძელებთ, შეწყვიტეთ ბავშვის ძუძუთი კვება.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ქსალატანის თვალში ჩაწვეთებამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ბუნდოვანი მხედველობა. ამ მდგომარეობის აღმოფხვრამდე არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან დანადგარები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსალატანის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებაზე

ქსალატანი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდი დასახელების მქონე დამცავ ნივთიერებას. ამ დამცავმა ნივთიერებამ შეიძლება თვალში გაღიზიანების შეგრძნება გამოიწვიოს. ცნობილია, რომ ეს ნივთიერება უცვლის ფერს რბილ კონტაქტური ლინზებს. ამიტომ მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან შეხებას. პრეპარატის მიღებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები და სულ მცირე 15 წუთი მოიცადეთ კონტაქტური ლინზების ჩადებამდე.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ქსალატანი შეიძლება სხვა წამლებთან რეაქციაში შევიდეს. თუ სხვა წამლებს (მათ შორის, ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს (ან თვალის წვეთებს)) იღებთ ან იღებდით, გთხოვთ, ამაზე ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ სხვა თვალის წვეთების მიღებაც გჭირდებათ, ორი სხვადასხვა წვეთის მიღებას შორის სულ მცირე 5 წუთი მოიცადეთ. გთხოვთ, თქვენს ექიმს უთხრათ, რა წამლებს იღებთ.

ქსალატანს თვალის შიდა წნევის დაწევის ეფექტი მის ჯგუფს გარეთ გლაუკომის სხვა წამლებთან (ბეტა-ადრენერგიული ანტაგონისტები, ადრენერგიული აგონისტები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები და ნაწილობრივი მაინც ქოლინერგული აგონისტები) ერთად შეიძლება გაიზარდოს.

არ მიიღოთ იმავე კლასში (პროსტაგლანდინები) შემავალ თვალის წვეთებთან ერთად.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი.

გაბრუება (თავბრუსხვევა).

კუნთების ტკივილი.

ტაქიკარდია.

სახსრების ტკივილი.

თვალის ფერად ნაწილში წარმოქმნილი სითხით სავსე კისტა (ირისის კისტა).

ჰერპეს-სიმპლექსის სახელით ცნობილი ვირუსით გამოწვეული ინფექციის განვითარება.

ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირში გამონადენი და ქავილი, სიცხე.

იშვიათად პაციენტებს, რომელთაც თვალის წინა გამჭვირვალე შრე (რქოვანა) სერიოზულად დაუზიანდათ, მკურნალობის დროს აქ კალციუმის დაგროვებასთან დაკავშირებული ჩრდილოვანი ლაქები შეიძლება განუვითარდეთ.

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, რომელზეც ამ პრეპარატის მიღების ინსტრუქციების დოკუმენტში არ არის საუბარი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ ქსალატანი?

შეინახეთ ქსალატანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

გაუხსნელი ქსალატანი უნდა ინახებოდეს 2-8°C-ზე ტემპერატურაზე (მაცივარში). მოარიდეთ სინათლეს.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ბოთლის პირველად გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში, ამ პერიოდში პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, შეფუთვაში, დღის შუქისგან შორს.

პრეპარატი მიიღეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, ქსალატანი არ მიიღოთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ გადაყაროთ! წამალი გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ პუნქტს.

ლიცენზიატი: Pfizer İlaçları Ltd. Şti.

თურქეთი, სტამბოლი, 34347ორთაქოი, მუალიმ ნაჯის გამზ. 55

წარმოების ადგილი: Pfizer Manufacturing Belgium, N.V./S.A., ბელგია, პურსი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია 19.12.2016 წელს დამტკიცდა.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

PAA100710

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მოხმარების ინსტრუქცია

ფაიზერი, ქსალატანი (XALATAN), 0.005% თვალის წვეთები, გამხსენილი, თვალში ჩასაწვეთებელი

PAA100710

283

აქტიური ნივთიერება: ყოველი მლ შეიცავს 50 მიკროგრამ ლატანოპროსტს.

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ბენზალკონიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის ქსალატანი და რისთვის გამოიყენება?

ქსალატანის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ ქსალატანი?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ ქსალატანი?

რა არის ქსალატანი და რისთვის გამოიყენება?

ქსალატანი არის თვალის წვეთი, რომლის ერთი მილილიტრი შეიცავს 50 მიკროგრამ ლატანოპროსტს. წამალი წარმოდგენილია 5 მლ-იან პლასტმასის ბოთლში, რომელიც 2.5 მილილიტრ გამხსნელს შეიცავს.

ქსალატანი პროსტაგლანდინების ანალოგის ჯგუფში შემავალი პრეპარატია. ეს პრეპარატები ზრდის თვალის სითხის სისხლის მიმოქცევის მიმართულებით ბუნებრივ გადინებას.

ქსალატანი გამოიყენება გლაუკომის ერთ-ერთი სახეობის, ღიაკუთხოვანი გლაუკომისა და თვალში მაღალი წნევის (თვალის ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ეს გავლენას ახდენს თქვენს მხედველობაზე, რადგან იზრდება ინტრაოკულური წნევა.

ქსალატანი გამოიყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებსა და ჩვილებში მომატებული თვალის შიდა წნევისა და გლაუკომის სამკურნალოდ.

ქსალატანის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

არ მიიღოთ ქსალატანი შემდეგ სიტუაციებში, თუ თქვენ ან თქვენს შვილს:

აქტიურ ნივთიერება ლატანოპროსტზე ან ქსალატანის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე განგივითარდათ ალერგიული რეაქცია;

ორსულად ხართ ან ცდილობთ დაორსულებას;

ხართ ძუძუთი კვებაზე.

ქსალატანის მიღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ:

გაიკეთეთ ან გეგმავთ თვალის ოპერაციის გაკეთებას (კატარაქტის ოპერაციის ჩათვლით);

გაქვთ თვალის პრობლემები (მაგ.: ტკივილი თვალში, გაღიზიანება ან ანთება, ბუნდოვანი მხედველობა);

თუ იცით, რომ თვალში სიმშრალე გაქვთ;

გაქვთ ძლიერი ასთმა ან ასთმას კარგად ვერ აკონტროლებთ;

იყენებთ კონტაქტურ ლინზებს, შეგიძლიათ ქსალატანის მიღება, თუმცა უნდა დააკამყოფილოთ მე-3 თავში მოცემული კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის განკუთვნილი მითითებები;

გქონდათ ან გაქვთ ჰერპეს-სიმპლექსის ვირუსით გამოწვეული თვალის ინფექცია.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ქსალატანის მიღება სასმელსა და საჭმელთან ერთად.

არ მოქმედებს გამოყენების წესის გამო.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის დადგენილი, რამდენად უსაფრთხოა ამ სამედიცინო ნივითიერების გამოყენება ადამიანებში ორსულობის დროს. ორსულობის მიმდინარეობისას მუცლადმყოფი ან ახალშობილი ბავშვისთვის შეიძლება საშიში გვერდითი მოვლენები ჰქონდეს. ამიტომ ორსულობის დროს არ მიიღოთ ქსალატანი.

თუ მკურნალობის დროს გაიგეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ქსალატანის შემადგენლობაში შემავალი ლატანოპროსტის დასახელების ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, არ მიიღოთ ქსალატანი ან, თუ ქსალატანის მიღებას გააგრძელებთ, შეწყვიტეთ ბავშვის ძუძუთი კვება.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

ქსალატანის თვალში ჩაწვეთებამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ბუნდოვანი მხედველობა. ამ მდგომარეობის აღმოფხვრამდე არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან დანადგარები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსალატანის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებაზე

ქსალატანი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდი დასახელების მქონე დამცავ ნივთიერებას. ამ დამცავმა ნივთიერებამ შეიძლება თვალში გაღიზიანების შეგრძნება გამოიწვიოს. ცნობილია, რომ ეს ნივთიერება უცვლის ფერს რბილ კონტაქტური ლინზებს. ამიტომ მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან შეხებას. პრეპარატის მიღებამდე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები და სულ მცირე 15 წუთი მოიცადეთ კონტაქტური ლინზების ჩადებამდე.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ქსალატანი შეიძლება სხვა წამლებთან რეაქციაში შევიდეს. თუ სხვა წამლებს (მათ შორის, ურეცეპტოდ გაცემულ წამლებს (ან თვალის წვეთებს)) იღებთ ან იღებდით, გთხოვთ, ამაზე ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ სხვა თვალის წვეთების მიღებაც გჭირდებათ, ორი სხვადასხვა წვეთის მიღებას შორის სულ მცირე 5 წუთი მოიცადეთ. გთხოვთ, თქვენს ექიმს უთხრათ, რა წამლებს იღებთ.

ქსალატანს თვალის შიდა წნევის დაწევის ეფექტი მის ჯგუფს გარეთ გლაუკომის სხვა წამლებთან (ბეტა-ადრენერგიული ანტაგონისტები, ადრენერგიული აგონისტები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები და ნაწილობრივი მაინც ქოლინერგული აგონისტები) ერთად შეიძლება გაიზარდოს.

არ მიიღოთ იმავე კლასში (პროსტაგლანდინები) შემავალ თვალის წვეთებთან ერთად.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ ქსალატანი?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ქსალატანი ყოველთვის ექიმის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად მიიღეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ქსალატანის პირველად გახსნისას ყუთში დაინახავთ ცარიელ ადგილს, რომელზეც უნდა დაწეროთ ბოთლის გახსნის თარიღი, ამგვარად დარწმუნებული იქნებით, რომ წამლის გახსნიდან პრეპარატის მიღებისთვის განკუთვნილი 4 კვირას არ გადააჭარბებთ. გახსნილი ქსალატანი არ შეინახოთ მაცივარში (იხ. მე-5 თავი: ქსალატანის შენახვა).

ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის დოზაა დღეში ერთხელ, დაავადებულ თვალ(ებ)ში ერთი წვეთი. პრეპარატის საღამოს მიღების შემთხვევაში უკეთეს შედეგს მიიღებთ.

არ მიიღოთ ქსალატანი დღეში ერთზე მეტჯერ, რადგან ქსალატანის ხშირი მიღების შემთხვევაში მისი ეფექტი მცირდება.

არ შეწყვიტოთ ქსალატანის ექიმის დანიშნულებისამებრ მიღება, სანამ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის:

თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, პრეპარატის თვალში ჩაწვეთებამდე ლინზები ამოიღეთ. ქსალატანის ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთში შეგიძლიათ ლინზების ჩასმა.

მიღების გზა და მეთოდი:

ქსალატანი თვალში უნდა ჩაიწვეთოთ ქვემოთ მოცემული ფორმით.

დაიბანეთ ხელები და მშვიდად დადექით.

ბოთლის დამცავი გარე თავსახური დაატრიალეთ და მოხსენით

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

ბოთლის შიდა თავსახური დაატრიალეთ და გახსენით.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

თითით ნელა ჩამოიწიეთ დაავადებული თვალის ქვედა ქუთუთო.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

საწვეთურის წვერი თვალთან მიიტანეთ, მაგრამ არ შეახოთ თვალს.

საწვეთურს ნელა მოუჭირეთ ხელი და თვალში მხოლოდ ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ.

თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს თითი დააჭირეთ. ერთი წუთის განმავლობაში თვალი დახუჭული გქონდეთ.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ წამალი ორივე თვალში ჩაიწვეთოთ, იგივე გაიმეორეთ მეორე თვალში ჩაწვეთებისას.

ბოთლის შიდა თავსახურით ბოთლი დახურეთ.

თუ ექიმმა თვალში ჩასაწვეთებლად სხვა წამალიც გამოგიწერათ, პრეპარატები სულ მცირე 5-წუთიანი შუალედებით მიიღეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები:

ქსალატანი ბავშვებში, მოზარდების მსგავსი დოზით გამოიყენება. ნაადრევად დაბადებულ ჩვილებთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ 1 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფთან დაკავაშირებული მონაცემები შეზღუდულია.

ხანდაზმულები:

დოზა იგივეა, რაც ზრდასრულებისთვის.

განსაკუთრებული მიღების პირობები:

ასეთი შემთხვევები არ არის გათვალისწინებული.

თუ ფიქრობთ, რომ ქსალატანის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ საჭიროზე მეტი ქსალატანი:

თუ თვალში ჭარბი რაოდენობით ქსალატანი ჩაიწვეთეთ, თვალებში მცირე წვა, წყლიანობა და შეწითლება შეიძლება გქონდეთ. თუ ეს მდგომარეობა თქვენ ან თქვენს შვილს გაწუხებთ, ექიმისგან მიიღეთ რჩევები.

თუ შემთხვევით ქსალატანი დალიეთ, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს.

თუ დადგენილ დოზაზე მეტი რაოდენობის ქსალატანი მიიღეთ, ექიმს ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ ქსალატანის მიღება დაგავიწყდათ:

თუ ერთი წვეთის ჩაწვეთება დაგავიწყდათ, მომდევნო დოზა დადგენილ დროს ჩაიწვეთეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დავიწყებული წვეთების დასაბალანსებლად ორი წვეთი არ ჩაიწვეთოთ.

ქსალატანით მკურნალობის დასრულებით გამოწვეული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

თუ ქსალატანით მკურნალობის დასრულება გსურთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

დანარჩენი წამლების მსგავსად, ქსალატანის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებზე მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოუვლინდეთ.

ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში):

თვალის ფერადი გარსის სახელით ცნობილი თვალის ფერად ნაწილში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მომატების მიზეზით, თვალის ფერი თანდათანობითი ცვლილება. თუ თქვენი თვალის ფერში რამდენიმე ფერია (ცისფერი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი ან მწვანე-ყავისფერი), ამ გვერდითი მოვლენის ალბათობა იმაზე მეტია, ვიდრე ერთი ფერის (ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი) თვალების მქონე ადამიანებში. თვალის ფერის ცვლილებას, როგორც წესი, წლები შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებიდან 8 თვეში ხდება შესამჩნეველი. ფერის ცვლილება შეიძლება სამუდამო იყოს და, თუ ქსალატანს მხოლოდ ერთ თვალში იწვეთებთ, უფრო ადვილად შესამჩნევია. თვალის ფერის ცვლილება სხვა პრობლემის მიზეზი არ არის. ქსალატანით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თვალის ფერის ცვლილება არ გაგრძელდება.

თვალის სიწითლე.

თვალში გაღიზიანების (წვა, წიწკნა, ქავილი და უჩვეულო შერძნება). თუ თვალი მეტისმეტად გიცრემლდებათ ან ისეთი სერიოზული გაღიზიანება გაქვთ, რომ პრეპარატის მიღებას წყვეტთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს (ერთი კვირის განმავლობაში). თქვენი მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობის მისაღებად შეიძლება მკურნალობის გადახედვა გახდეს საჭირო.

სამკურნალო თვალში წამწამების ან ღინღლის ცვლილება (ზრდა, ფერის გამუქება, გახშირება, რაოდენობის მატება). ეს არასასურველი გვერდითი მოვლენა ჩვეულებრივ იაპონურ რასაში გვხვდება.

გავრცელებული გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან ცვლილება, თვალის ქუთუთოს ანთება (ბლეფარიტი), თვალის ტკივილი და შუქზე მგრძნობელობა (ფოტოფობია).

არაგავრცელებული გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თვალის ქუთუთოს შესიება, თვალის სიმშრალე, თვალის ზედაპირზე ანთება ან გაღიზიანება (კერატიტი), ბუნდოვანი მხედველობა და თვალის ზედაპირის გამჭვირვალე გარსის ანთება (კონიუნქტივიტი).

კანის გამონაყარი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თვალის ფერადი ნაწილის, ირისის ანთება (ირიტი/უვეიტი); ბადურის შეშუპება (მაკულარული შეშუპება), თვალის ზედაპირის შეშუპება ან აქერცვლა/დაზიანების სიმპტომები, თვალის ირგვლივ შეშუპება (პერიორბიტალური შეშუპება), არასწორი მიმართულებით წასული ან მეტისმეტად გახშირებული წამწამები.

თვალის ქუთუთოს კანის რეაქციები, თვალის ქუთუთოს კანის გაუხეშება.

ასთმა, ასთმის გამწვავება, მწვავე ასთმის შეტევები და სუნთქვის გაძნელება (ქოშინი).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ანგინის (გულმკერდის ტკივილი) გაუარესება.

გულმკერდის ტკივილი.

თვალის ქუთუთოს ნაკეცის გაღრმავებით თვალის ჩავარდნა.

პაციენტები საუბრობენ შემდეგ გვერდით მოვლენებზე:

გვერდითი მოვლენები (მოპოვებული მონაცემებით პროგნოზირება შეუძლებელია), რომელთა სიხშირე უცნობია:

თავის ტკივილი.

გაბრუება (თავბრუსხვევა).

კუნთების ტკივილი.

ტაქიკარდია.

სახსრების ტკივილი.

თვალის ფერად ნაწილში წარმოქმნილი სითხით სავსე კისტა (ირისის კისტა).

ჰერპეს-სიმპლექსის სახელით ცნობილი ვირუსით გამოწვეული ინფექციის განვითარება.

ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირში გამონადენი და ქავილი, სიცხე.

იშვიათად პაციენტებს, რომელთაც თვალის წინა გამჭვირვალე შრე (რქოვანა) სერიოზულად დაუზიანდათ, მკურნალობის დროს აქ კალციუმის დაგროვებასთან დაკავშირებული ჩრდილოვანი ლაქები შეიძლება განუვითარდეთ.

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, რომელზეც ამ პრეპარატის მიღების ინსტრუქციების დოკუმენტში არ არის საუბარი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ ქსალატანი?

შეინახეთ ქსალატანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

გაუხსნელი ქსალატანი უნდა ინახებოდეს 2-8°C-ზე ტემპერატურაზე (მაცივარში). მოარიდეთ სინათლეს.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ბოთლის პირველად გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში, ამ პერიოდში პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, შეფუთვაში, დღის შუქისგან შორს.

პრეპარატი მიიღეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, ქსალატანი არ მიიღოთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ გადაყაროთ! წამალი გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ პუნქტს.

ლიცენზიატი: Pfizer İlaçları Ltd. Şti.

თურქეთი, სტამბოლი, 34347ორთაქოი, მუალიმ ნაჯის გამზ. 55

წარმოების ადგილი: Pfizer Manufacturing Belgium, N.V./S.A., ბელგია, პურსი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია 19.12.2016 წელს დამტკიცდა.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

PAA100710

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა