პროტანი თვალის წვეთები
PROTAN® Eye Drops
მომატებული თვალის შიდა წნევის მკურნალობა შემდეგ პაციენტებში: მოზრდილები ღია-კუთხოვანი გლაუკომა, ქრონიკული დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა, თვალის ჰიპერტენზია ბავშვები პედიატრიული გლაუკომა, თვალის ჰიპერტენზია
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლატანოპროსტი (latanoprost)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,05მგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Hanlim Pharm. Co., Ltd, კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
- ATC კოდი
- S01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026839
- რეგისტრირებულია
- 6 დეკემბერი 2018, მოქმედებს 6 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
- GMP
- -
პროტანი თვალის წვეთები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მომატებული თვალის შიდა წნევის მკურნალობა შემდეგ პაციენტებში:
მოზრდილები
ღია-კუთხოვანი გლაუკომა, ქრონიკული დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა,
თვალის ჰიპერტენზია
ბავშვები
პედიატრიული გლაუკომა, თვალის ჰიპერტენზია
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
ერთი წვეთი დღეში, დაზიანებულ თვალში (თვალებში). ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა ლატანოპროსტის თვალის წვეთების საღამოს გამოყენებისას.
ლატანოპროსტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დღეში ერთხელ, ვიაიდან ნაჩვენებია, რომ უფრო ხშირად გამოყენება ამცირებს თვალის შიდა წნევის დამწევ მოქმედებას.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ოფთალმიური პრეპარატი, პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალებით.
პედიატრიული
ლატანოპროსტის თვალის წვეთები გამოყენება შეიძლება პედიატრიულ პაციენტებში ისეთივე დოზებით, როგორი მოზრდილებში. მონაცემები დღენაკლულ ჩვილებში არ არსებობს (36 კვირაზე ნაკლები ასაკის). შეზღუდულია მონაცემები <1 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
სიფრთხილის ზომები
ეს პრეპარატი იწვევს პიგმენტირებული ქსოვილების ცვლილებებს. ყველაზე ხშირად გამოვლენილი ცვლილებებია ირისის, პერიორბიტალური ქსოვილის მომატებული პიგმენტაცია, წამწამების ზრდა და პიგმენტაციის მმატება. პიგმენტაციის მომატება მოსალოდნელია პრეპარატის გამოყენების მთელ პერიოდში. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ირისის პიგმენტაცია შეიძლება მუდმივად დარჩეს, ხოლო პერიორბიტალური ქსოვილის პიგმენტაცია და წამწამების ცვლილებები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შექცევადი იყოს. ამ პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მომატებული პიგმენტაციის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. მომატებული პიგმენტაციის ეფექტების შესახებ 5 წელზე მეტი დროის შემდეგ ცნობილი არ არის.
- ფერის ცვლილება განპირობებულია ირისის მელანოციტებში მელანოსომის მომატებით (პიგმენტის გრანულა) და არა მელანოციტების რაოდენობის ზრდით. როგორც წესი, თვალის გუგის გარშემო ყავისფერი პიგმენტაცია ვრცელდება კონცენტრირებულად დაზიანებული თვალების პერიფერიებზე, თუმცა ირისი მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება უფრო მეტად ყავისფერი გახდეს. მელანოციტების გრძელვადიანი მოქმედება, თვალის სხვა ნაწილებში პიგმენტაცია ან მელანოციტებზე დაზიანების შედეგი არ აღინიშნა. უმეტეს შემთხვევებში, ირისის ცვლილება უმნიშვნელოა და კლინიკურად შეიძლება არ გამოვლინდეს. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია თვალის ფერის მუდმივად შეცვლის შესაძლებლობის შესხებ.
- ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა ქუთუთოს კანის გამუქება.
- ლატანოპროსტმა შეიძლება ნელ-ნელა შეცვალოს წამწამები და ბალანი ნამკურნალებ თვალში და მის მიმდებარე უბნებზე; ეს ცვლილებები მოიცავს წამწამების ან თმის სიგრძის, სისქის, პიგმენტაციის, რაოდენობის ზრდას და წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილებას. წამწამების მხრივ ცვლილებები შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- აუცილებელია პაციენტების ინფორმირება, რომ პირდაპირი მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს ჰეტეროქრომია, გამოწვეული ირისის, ქუთუთოების, წამწამების ყავისფერი პიგმენტაციის ზრდით და თვალებს შორის წამწამების სიგრძის, სისქის, რაოდენობის დისბალანსი.
- არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლატანოპროსტის, ბენზალკონიუმის ქლორიდ ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ პაციენტებში.
- ეს პრეპარატი შესწავლილ იქნა ანთებაზე, ნეოვასკულარულ, თანდაყოლილ გლაუკომაზე. ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით აღნიშნული მდგომარეობების დროს, ვიდრე უფრო მეტი გამოცდილება არ იქნება მიღებული.
- ირიტის, უვეიტის მქონე პაციენტები.
- აფაქიის, ფსევდოაფაქიის მქონე პაციენტები, რომლებშიც გახეთქილია უკანა ლინზის კაფსულა და მაკულარული შეშუპების დადასტურებული რისკის ფაქტორების მქონე პაციენტები (შეიძლება იყოს რისკის ფაქტორი მაკულარულ შეშუპებაზე, მათ შორის ცისტოიდურ მაკულარულ შეშუპებაზე).
- ანამნეზში ჰერპესული კერატიტის მქონე პაციენტები.
- ღვიძლის დაავადების ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები (კვლევები ასეთ პაციენტებში ჩატარებული არ არის).
- ამჟამად ან ანამნეზში ბრონქსული ასთმის მქონე პაციენტები (შეიძლება გამწვავდეს ან გამოიწვიოს ასთმური შეტევა).
- უარყოფითი რეაქციები
- 6-თვიანი კლინიკური ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი უარყოფითი რეაქიები.
(1) უარყოფითი რეაქციები თვალის მხრივ
- 1) 5~15%: მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება (წვა, ჩხვლეტა), კონიუნქტივალური ჰიპერემია, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი, ირისის პიგმენტაციის მომატება და პუნქტატური ეპითელიური კერატოპათია (აღინიშნა ადგილობრივი კონიუნქტივალური ჰიპერემია; ამ პრეპარატით მკურნალობისას პაციენტთა 1%-ზე ნაკლებში საჭირო გახდა თერაპიის შეწყვეტა კონიუნქტივალური ჰიპერემიის გადაუტანლობის გამო).
- 2)1~4%: თვალის სიმშრალე, ჭარბცრემლიანობა, თვალის ტკივილი, ქუთუთოს - , დისკომფორტი ქუთუთოს არეში, ქუთუთოს ტკივილი, ქუთუთოს შეშუპება, ქუთუთოს ერითემა, ფოტოფობია და ბლეფარიტი.
- 3)1%-ზე ნაკლები: კონიუნქტივიტი, დიპლოპია და გამონადენი თვალიდან.
- 4)0.01%-ზე ნაკლები: ბადურის არტერიის ემბოლია, ბადურის აშრევება, ჰიალინური ჰემორაგია დიაბეტური რეტინოპათიის შედეგად.
(2) სისტემური მოვლენები
- 1) დაახლოებით 4%: ზემო სასუნთქი გზების ინფექცია/გაცივება/გრიპი
- 2) დაახლოებით 1~2%: ტკივილი გულის არეში/სტენოკარდია, კუნთების/სახსრების/ზურგის ტკივილი, პირექსია/კანის ალერგიული რეაქციები და გამონაყარი
- 2 მოკლევადიანი კლინიკური ანალიზის დროს (12 კვირამდე), სულ 93 პაციენტის მონაწილეობით (25 და 68 სუბიექტი თითოელ კვლევაში შესაბამისად), პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების პროფილი იყო ისეთივე, როგორიც მოზრდილებში და ახალი უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა. შედეგები თითოეულ მცირე ჯგუფში ერთიდაიგივე იყო. მოზრდილებთან შედარებით უფრო ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები იყო ფარინგოლარინგიტი და პირექსია.
- ქვემოთ მოცემულია პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას გამოვლენილი უარყოფითი მოვლენები მათი სიმძიმის, სიხშირის, სავარაუდოდ ამ პრეპარატთან კავშირის გათვალისწინებით.
(1) უარყოფითი რეაქციები თვალის მხრივ: რქოვანას შეშუპება და ეროზიები, წამწამებისა და ბალანის მხრივ ცვლილებები (მომატებული სიგრძე, სისქე, პიგმენტაცია და რაოდენობა), ქუთუთოს კანის გამუქება, ლოკალიზებული კანისმიერი რეაქციები ქუთუთოებზე, ჰერპესული კერატიტი, თვალის შიდა ანთება (ირიტი, უვეიტი), კერატიტი, მაკულარული შეშუპება კისტოიდური მაკულარული შეშუპების ჩათვლით, წამწამების მიმართულების ცვლილება, რაც იწვევს თვალის გაღიზიანებას, კონიუნქტივიტი, მხედველობის დაბინდვა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
(2) ინფექცია: ჰერპესული კერატიტი (უცნობი მიზეზით).
(3) სხვა: ასთმა და ასთმის გამწვავება, ასთმის მწვავე შეტევა და სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, არასპეციფიკური ტკივილი გული არეში, პალპიტაცია.
- შიდა პოსტმარკეტინგული გაყიდვების კვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა 6 წლის განმავლობაში 3,633 სუბიექტში, უარყოფითი რეაქციების სიხშირე იყო 6.33% (230 შემთხვევა/3,663 შემთხვევა) მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე, აქედან 5.95% (216 შემთხვევა/3,663 შემთხვევა) აღინიშნა ამ პრეპარატთან კავშირში. ახალი უარყოფითი რეაქცია, რომელიც არ გამოვლინდა პრემარკეტინგული გაყიდვებისას ან საზღვარგარეთ პოსტმარკეტინგული გაყიდვებისას იყო მხედველობის დაქვეითება, წინა ანთების გამწვავება 2 შემთხვევაში, სიცივის შეგრძნება თვალებში, ოპტიკური დისკის შეშუპება, ჰერპესული კერატიტი, თვალის შიდა ანთება, ჰიპერტენზია, გულისრევა, თითოეული ამ მოვლენის 1 შემთხვევა.
- დამხმარე საშუალებები: ეს პრეპარატი შეიცავს ფოსფატს.
რქოვანას მძიმე დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში იშვიათად (0.01%-ზე ნაკლები) აღინიშნა რქოვანას კალციფიკაცია ისეთი თვალის წვეთების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ფოსფატს.
- ზოგადი
- ეს პრეპარატი ჰიდროლიზდება რქოვანაში. უწყვეტად გამოყენებისას შიდა რქოვანაზე ეფექტი სრულყოფილად არ გამოვლენილა.
- აღინიშნა ბაქტერიული კერატიტის შემთხვევები ასოცირებული ტოპიკალური ოფთალმიური პროდუქტების მრავალდოზიანი კონტეინერების გამოყენებასთან, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, კონტეინერების დაბინძურება ხდებოდა გაუფრთხილებად იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც იმვადროულად ჰქონდათ რქოვანას დაავადება ან თვალის ეპითელიური ზედაპირის დაზიანება. მოერიდეთ კონტეინერის წვერის შეხებას თვალთან, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს კონტეინერის თავის ან ზედაპირის დაინფიცირება ისეთი ბაქტერიით, რომელიც იწვევს თვალის ინფექციას. დაინფიცირებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება და შემდგომი მხედველობის დაკარგვა.
- თვალის ფერის ცვლილება უპირატესად აღინიშნება შერეული ფერების ირიდების მქონე პაციენტებში, მაგ. ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი (იხილეთ გაფრთხილებები). ტოპიკალური ყავისფერი პიგმენტაცია ვრცელდება კონცენტრირებულად გუგის გარშემო მიდამოდან ირისის პერიფერიისკენ, თუმცა, ირისი მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება უფრო მეტად ყავისფერი გახდეს. 5-წლიანი კლინიკური კვლევის დროს, რომელიც ჩატარდა ირისის პიგმენტაციის შესაფასებლად, ამ პრეპარატის უწყვეტად გამოყენების დროსაც კი, არ აღინიშნა მომატებული პიგმენტაციით გამოწვეული უარყოფითი მოვლენები. ეს შედეგი 1996 წელს ჩატარებული პოსტმარკეტინგული გაყიდვების კვლევის შესაბამისია. გარდა ამისა, ანალოგიური იყო თვალის შიდა წნევის დაწევის მაჩვენებელი, მიუხედავად ირისის მომატებული პიგმენტაციისა. აქედან გამომდინარე, ირისის მომატებული პიგმენტაციის მქონე პაციენტებს შეუძლიათ ამ პრეპარატის სამკურნალოდ გამოყენება. აუცილებელია ამ პაციენტების რეგულარულად შემოწმება და კლინიკური ნიშნების მიხედვიტ ამ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. ცვლილება, როგორც წესი, იწყება მკურნალობის პირველ წელს, იშვიათად - მეორე ან მესამე წელს და მკურნალობის მეოთხე წელს უკვე აღარ აღინიშნება. ირისის პიგმენტაციის განვითარების სიჩქარე მცირდება, თუ დადასრურებულია მომატებული პიგმენტაცია. კლინიკური კვლევებისას, გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ირისის პიგმენტაცია აღარ ვლინებოდა, თუმცა, უკვე განვითარებული პიგმენტაცია შეიძლება იყოს სამუდამო. მკურნალობა გავლენას არ ახდენს ირისზე არსებულ ნევუსზე ან ლაქებზე. პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ქსელში ან სხვა ადგილას თვალის წინა განყოფილებაში არ აღინიშნა კლინიკური ცდებისას.
- ეს პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება შეწოვილ იქნას კონტაქტური ლინზების მიერ. ამიტომ, პრეპარატის გამოყენებისას ლინზები უნდა მოიხსნათ და ხხელახლა გაიკეთოთ ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.
- თვალის ინფექციების, კერძოდ, კონიუნქტივალური რეაქციების განვითარებისას პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თავიანთ ექიმს კონსულტაციისთვის.
- ჩაწვეთებისას დროებით შეიძლება განვიტარდეს მხედველობის დაბინდვა, ამიტომ, სიმპტომების გავლამდე არ მართოთ ავტომობილები და მექანიზმები.
- ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში მეტაჰერპესული კერატიტის მქონე პაციენტებში და თავიდან უნდა იქნას აცილებული აქტიური მარტივი ჰერპესული კერატიტის და მარტივი ჰერპესული კერატიტის შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია პროსტაგლანდინის ანალოგებთან.
- პაციენტებს ურჩიეთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ საკუთარ ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, თვალის ტკივილი და სხვა, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება (ზედაპირული პუნქტატური კერატიტი, ფილამენტური კერატიტი, რქოვანას ეროზიები).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
- ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ თიმეროსალის შემცველი თვალის წვეთების ამ პრეპარატთან შერევისას ვითარდება ნალექი. თუ ასეთი პრეპარატი გამოიყენება ლატანოპროსტის თვალის წვეთებთან ერთად, მათი მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალებით.
- მოკლევადიანი კლინიკური კვლევის მიხედვით, მომატებული თვალის შიდა წნევის შემცირება იზრდება ტიმოლოლთან, დიპივეფრინთან, აცეტაზოლამიდთან ერთად გამოყენებისას, ხოლო ნაწილობრივ იზრდება პილოკარპინით.
- ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მისი ანალოგების ან წარმოებულების კომბინაციური გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ნაჩვენებია, რომ ამ პრეპარატების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის შიდა წნევის პარადოქსული მომატებები. ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან შესწავლილი არ არის.
- პედიატრიული კვლევა: ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
- ტერატოგენური ტესტის დროს ვირთხების გამოყენებით მაღალი მოცულობით (5.0უგ/კგ/დღეში, ი.ვ.), აღინიშნა მუცლის მოშლა, წონაში მომატება, საკვების მოხმარების შემცირება, პოსტაბსორბციის მომატება, ნაყოფის წონის შემცირება.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის ანალიზი ჩატარდა ვირთხებსა და კურდღლებში და კურდღლებში, 16-დან 4 მდედრს არ ჰყავდა სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი ისეთი დოზის გამოყენებისას, რომელიც ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზას დაახლოებით 80-ჯერ აღემატებოდა და უმაღლესი არაემბრიოციდური დოზა კურდღლებში იყო ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 15-ჯერ მეტი.
არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულ ქალებში ან დაორსულების პოტენციალის ქალებში.
- არ არსებობს კლინიკური ტესტის მონაცემები მეძუძურ დედებში გამოყენების შესახებ, თუმცა, ეს პრეპარატი და მეტაბოლომი შეიძლება გადავიდეს ადამიანის დედის რძეში, ამიტომ, არ გამოიყენება მეძუძურ ქალებში, ხოლო მისი გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოება და ეფექტიანობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან (4 სუბიექტი) ატრიბუციული, ხოლო 36 კვირის ასაკამდე ჩვილებში მონაცემები არ არსებობს. პირველადი თანდაყოლილი გლაუკომის მქონე 3 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტების პირველადი მკურნალობა მაინც მოიცავს ქირურგიას (მაგ. ტრაბეკულექტომია/გონიოტომია).
ამ პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
- გამოყენება ხანდაზმულებში
სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში მათი დაბალი ფიზიოლოგიური ფუნქციის გამო.
ჭარბი დოზა
- ადგილობრივად ჭარბი დოზის გამოყენებისას, აღინიშნა მხოლოდ ისეთი უარყოფითი რეაქციები, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, კონიუნქტივას ჰიპერემია ან ეპისკლერა.
- ეს პრეპარატი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ. არ აღინიშნა რაიმე უარყოფითი რეაქცია ჯანმრთელ მოხალისეებში ვენებში წვეთებით შეყვანისას დოზით 3µგ/კგ (მოცულობა, რომლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია 200-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე კლინიკური გამოყენებისას), ხოლო ვენებში შეყვანისას დოზით 5.5~10 µგ/კგ, აღინიშნა გულისრევა, კუჭის ტკივილი, დაღლილობა, სისხლის მოწოლა, ოფლიანობა, სხვ.
მაიმუნებში ინტრავენური გზით ჭარბი დოზის შეყვანისას აღინიშნა დროებითი ბრონქოკონსტრიქცია. თუმცა, მძიმე ბრონქული ასთმის მქონე 11 პაციენტში ადგილობრივად შეყვანისას კლინიკურ დოზაზე 7-გზის მეტი მოცულობით ბრონქოკონსტრიქცია არ გამოვლენილა.
- ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა.
- ინფორმაცია პაციენტებისთვის
- გამოიყენება მხოლოდ თვალებში.
- ფრთხილად იყავით, რომ კონტეინერის წვერი არ შეეხოს ქუთუთოს ან წამწამებს, ვინაიდამ სოკომ შეიძლება დააინფიციროს პრეპარატი. არ გამოიყენოთ დაინფიცირებული პრეპარატი, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ თვალის დაავადების მქონე და თვალზე ოპერაციის შემდეგ დაზიანების ან ინფექციების მქონე პაციენტებს.
- დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, არ გაუზიაროთ პრეპარატი სხვებს.
- 1-ზე მეტი ტოპიკალური ოფთალმიური პრეპარატის გამოყენებისას დაიცავით მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი პრეპარატების გამოყენებებს შორის.
- შენახვა
- შეინახეთ ცივ ადგილას (2-80C).
- შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
- შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
- დაინფიცირების თავიდან აცილებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, არ გადაიტანოთ სხვა კონტეინერებში.
- სხვა ინფორმაცია
- ეს პრეპარატი არ იყო მუტაგენური ბაქტერიების, ტაგვებში ლიმფომას ან თაგვებში მიკრობირთვული ანალიზებისას.
- ქრომოსომების აბერაცია აღინიშნა ინ ვიტრო ადამიანის ლიმფოციტებთან.
- ეს პრეპარატი არ იყო კარცინოგენური თაგვებში ან ვირთხებში პერორალური გავაჟით გამოყენებისას დოზებით 170µგ/კგ/დღეში (ადამიანებში რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 2,800-ჯერ მეტი) 20 და 24 თვემდე, შესაბამისად. დამატებითი ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევები დნმ-ის არარეპარაციულ სინთეზზე ვირთხებში უარყოფითი იყო.
- ამ პრეპარატს არ გააჩნია რაიმე ეფექტი მამრ ან მდედრ ცხოველებში ფერტილურობაზე ჩატარებულ ტესტებში.
შენახვა
შეინახეთ მაცივარში (2~80C) მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა
- 5 მლ/ბოთლი
დაბრუნება ან გაცვლა
ეს პრეპარატი დამზადებულია ხარისხის უზრუნვეყოფით. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის, გაფუჭების, დაინფიცირების ან დაზიანებისას შეძენის დროს, ექვემდებარება გაცვლას ან დაბრუნებას იმ აფთიაქებში და დისტრიბუტორთან, სადაც მოხდა შეძენა, სამართლიანი ვაჭრობის კომისიის მიერ დადგენილი „მომხმარებელთა დავების მოგვარების შესახებ რეგულაციების“ საფუძველზე.
ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დარეკეთ კლიენტთა მომსახურების ხაზზე რევიზიის თარიღის შემდეგ პირდაპირი ცვლილებებისათვის (2017.10.26).
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მოთხოვნა უარყოფითი რეაქციის შედეგად ზიანის ასანაზღაურებლად: კორეის წამლის უსაფრთხოებისა და რისკის მართვის ინსტიტუტი (1644-6223).
ჩაიწეროს შედგენის თარიღი: 05.04.11
ჩაიწეროს რევიზიის თარიღი: 17.10.26
შემადგენლობა
ყოველი მლ შეიცავს
აქტიური: ლატანოპროსტი (საწარმოს შიდა) 0.05 მგ
არააქტიური (კონსერვანტი): 50% ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი (KP) 0.4 მგ
(ბენზალკონიუმის ქლორიდის სახით 0.2 მგ)
არააქტიური: უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
გარეგნული აღწერა
უფერო და გამჭვირვალე ოფთალმიური ხსნარი თეთრი ფერის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში
შენახვის პირობები
P32292-14
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
[გთხოვთ გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციის ფურცელი]
არ გადააგდოთ ინსტრუქციის ფურცელი, შეინახეთ პრეპარატებთან ერთად]
რეცეპტით გასაცემი პრეპარატი ანტიგლაუკომა კლასიფიცირებული N: 131
პროტანი თვალის წვეთები
(ლატანოპროსტი)
შემადგენლობა
ყოველი მლ შეიცავს
აქტიური: ლატანოპროსტი (საწარმოს შიდა) 0.05 მგ
არააქტიური (კონსერვანტი): 50% ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი (KP) 0.4 მგ
(ბენზალკონიუმის ქლორიდის სახით 0.2 მგ)
არააქტიური: უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მონოფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
გარეგნული აღწერა
უფერო და გამჭვირვალე ოფთალმიური ხსნარი თეთრი ფერის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში
ჩვენება
მომატებული თვალის შიდა წნევის მკურნალობა შემდეგ პაციენტებში:
მოზრდილები
ღია-კუთხოვანი გლაუკომა, ქრონიკული დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა,
თვალის ჰიპერტენზია
ბავშვები
პედიატრიული გლაუკომა, თვალის ჰიპერტენზია
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები
ერთი წვეთი დღეში, დაზიანებულ თვალში (თვალებში). ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა ლატანოპროსტის თვალის წვეთების საღამოს გამოყენებისას.
ლატანოპროსტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დღეში ერთხელ, ვიაიდან ნაჩვენებია, რომ უფრო ხშირად გამოყენება ამცირებს თვალის შიდა წნევის დამწევ მოქმედებას.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ოფთალმიური პრეპარატი, პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალებით.
პედიატრიული
ლატანოპროსტის თვალის წვეთები გამოყენება შეიძლება პედიატრიულ პაციენტებში ისეთივე დოზებით, როგორი მოზრდილებში. მონაცემები დღენაკლულ ჩვილებში არ არსებობს (36 კვირაზე ნაკლები ასაკის). შეზღუდულია მონაცემები <1 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
უკუჩვენებები
გაფრთხილებები
ეს პრეპარატი იწვევს პიგმენტირებული ქსოვილების ცვლილებებს. ყველაზე ხშირად გამოვლენილი ცვლილებებია ირისის, პერიორბიტალური ქსოვილის მომატებული პიგმენტაცია, წამწამების ზრდა და პიგმენტაციის მმატება. პიგმენტაციის მომატება მოსალოდნელია პრეპარატის გამოყენების მთელ პერიოდში. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ირისის პიგმენტაცია შეიძლება მუდმივად დარჩეს, ხოლო პერიორბიტალური ქსოვილის პიგმენტაცია და წამწამების ცვლილებები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შექცევადი იყოს. ამ პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მომატებული პიგმენტაციის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. მომატებული პიგმენტაციის ეფექტების შესახებ 5 წელზე მეტი დროის შემდეგ ცნობილი არ არის.
- ფერის ცვლილება განპირობებულია ირისის მელანოციტებში მელანოსომის მომატებით (პიგმენტის გრანულა) და არა მელანოციტების რაოდენობის ზრდით. როგორც წესი, თვალის გუგის გარშემო ყავისფერი პიგმენტაცია ვრცელდება კონცენტრირებულად დაზიანებული თვალების პერიფერიებზე, თუმცა ირისი მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება უფრო მეტად ყავისფერი გახდეს. მელანოციტების გრძელვადიანი მოქმედება, თვალის სხვა ნაწილებში პიგმენტაცია ან მელანოციტებზე დაზიანების შედეგი არ აღინიშნა. უმეტეს შემთხვევებში, ირისის ცვლილება უმნიშვნელოა და კლინიკურად შეიძლება არ გამოვლინდეს. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია თვალის ფერის მუდმივად შეცვლის შესაძლებლობის შესხებ.
- ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით აღინიშნა ქუთუთოს კანის გამუქება.
- ლატანოპროსტმა შეიძლება ნელ-ნელა შეცვალოს წამწამები და ბალანი ნამკურნალებ თვალში და მის მიმდებარე უბნებზე; ეს ცვლილებები მოიცავს წამწამების ან თმის სიგრძის, სისქის, პიგმენტაციის, რაოდენობის ზრდას და წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილებას. წამწამების მხრივ ცვლილებები შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- აუცილებელია პაციენტების ინფორმირება, რომ პირდაპირი მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს ჰეტეროქრომია, გამოწვეული ირისის, ქუთუთოების, წამწამების ყავისფერი პიგმენტაციის ზრდით და თვალებს შორის წამწამების სიგრძის, სისქის, რაოდენობის დისბალანსი.
- არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში.
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლატანოპროსტის, ბენზალკონიუმის ქლორიდ ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
- გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ პაციენტებში.
- ეს პრეპარატი შესწავლილ იქნა ანთებაზე, ნეოვასკულარულ, თანდაყოლილ გლაუკომაზე. ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით აღნიშნული მდგომარეობების დროს, ვიდრე უფრო მეტი გამოცდილება არ იქნება მიღებული.
- ირიტის, უვეიტის მქონე პაციენტები.
- აფაქიის, ფსევდოაფაქიის მქონე პაციენტები, რომლებშიც გახეთქილია უკანა ლინზის კაფსულა და მაკულარული შეშუპების დადასტურებული რისკის ფაქტორების მქონე პაციენტები (შეიძლება იყოს რისკის ფაქტორი მაკულარულ შეშუპებაზე, მათ შორის ცისტოიდურ მაკულარულ შეშუპებაზე).
- ანამნეზში ჰერპესული კერატიტის მქონე პაციენტები.
- ღვიძლის დაავადების ან თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები (კვლევები ასეთ პაციენტებში ჩატარებული არ არის).
- ამჟამად ან ანამნეზში ბრონქსული ასთმის მქონე პაციენტები (შეიძლება გამწვავდეს ან გამოიწვიოს ასთმური შეტევა).
- უარყოფითი რეაქციები
- 6-თვიანი კლინიკური ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი უარყოფითი რეაქიები.
(1) უარყოფითი რეაქციები თვალის მხრივ
- 1) 5~15%: მხედველობის დაბინდვა, თვალის გაღიზიანება (წვა, ჩხვლეტა), კონიუნქტივალური ჰიპერემია, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი, ირისის პიგმენტაციის მომატება და პუნქტატური ეპითელიური კერატოპათია (აღინიშნა ადგილობრივი კონიუნქტივალური ჰიპერემია; ამ პრეპარატით მკურნალობისას პაციენტთა 1%-ზე ნაკლებში საჭირო გახდა თერაპიის შეწყვეტა კონიუნქტივალური ჰიპერემიის გადაუტანლობის გამო).
- 2)1~4%: თვალის სიმშრალე, ჭარბცრემლიანობა, თვალის ტკივილი, ქუთუთოს - , დისკომფორტი ქუთუთოს არეში, ქუთუთოს ტკივილი, ქუთუთოს შეშუპება, ქუთუთოს ერითემა, ფოტოფობია და ბლეფარიტი.
- 3)1%-ზე ნაკლები: კონიუნქტივიტი, დიპლოპია და გამონადენი თვალიდან.
- 4)0.01%-ზე ნაკლები: ბადურის არტერიის ემბოლია, ბადურის აშრევება, ჰიალინური ჰემორაგია დიაბეტური რეტინოპათიის შედეგად.
(2) სისტემური მოვლენები
- 1) დაახლოებით 4%: ზემო სასუნთქი გზების ინფექცია/გაცივება/გრიპი
- 2) დაახლოებით 1~2%: ტკივილი გულის არეში/სტენოკარდია, კუნთების/სახსრების/ზურგის ტკივილი, პირექსია/კანის ალერგიული რეაქციები და გამონაყარი
- 2 მოკლევადიანი კლინიკური ანალიზის დროს (12 კვირამდე), სულ 93 პაციენტის მონაწილეობით (25 და 68 სუბიექტი თითოელ კვლევაში შესაბამისად), პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების პროფილი იყო ისეთივე, როგორიც მოზრდილებში და ახალი უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა. შედეგები თითოეულ მცირე ჯგუფში ერთიდაიგივე იყო. მოზრდილებთან შედარებით უფრო ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციები იყო ფარინგოლარინგიტი და პირექსია.
- ქვემოთ მოცემულია პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას გამოვლენილი უარყოფითი მოვლენები მათი სიმძიმის, სიხშირის, სავარაუდოდ ამ პრეპარატთან კავშირის გათვალისწინებით.
(1) უარყოფითი რეაქციები თვალის მხრივ: რქოვანას შეშუპება და ეროზიები, წამწამებისა და ბალანის მხრივ ცვლილებები (მომატებული სიგრძე, სისქე, პიგმენტაცია და რაოდენობა), ქუთუთოს კანის გამუქება, ლოკალიზებული კანისმიერი რეაქციები ქუთუთოებზე, ჰერპესული კერატიტი, თვალის შიდა ანთება (ირიტი, უვეიტი), კერატიტი, მაკულარული შეშუპება კისტოიდური მაკულარული შეშუპების ჩათვლით, წამწამების მიმართულების ცვლილება, რაც იწვევს თვალის გაღიზიანებას, კონიუნქტივიტი, მხედველობის დაბინდვა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
(2) ინფექცია: ჰერპესული კერატიტი (უცნობი მიზეზით).
(3) სხვა: ასთმა და ასთმის გამწვავება, ასთმის მწვავე შეტევა და სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, არასპეციფიკური ტკივილი გული არეში, პალპიტაცია.
- შიდა პოსტმარკეტინგული გაყიდვების კვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა 6 წლის განმავლობაში 3,633 სუბიექტში, უარყოფითი რეაქციების სიხშირე იყო 6.33% (230 შემთხვევა/3,663 შემთხვევა) მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე, აქედან 5.95% (216 შემთხვევა/3,663 შემთხვევა) აღინიშნა ამ პრეპარატთან კავშირში. ახალი უარყოფითი რეაქცია, რომელიც არ გამოვლინდა პრემარკეტინგული გაყიდვებისას ან საზღვარგარეთ პოსტმარკეტინგული გაყიდვებისას იყო მხედველობის დაქვეითება, წინა ანთების გამწვავება 2 შემთხვევაში, სიცივის შეგრძნება თვალებში, ოპტიკური დისკის შეშუპება, ჰერპესული კერატიტი, თვალის შიდა ანთება, ჰიპერტენზია, გულისრევა, თითოეული ამ მოვლენის 1 შემთხვევა.
- დამხმარე საშუალებები: ეს პრეპარატი შეიცავს ფოსფატს.
რქოვანას მძიმე დაზიანების მქონე ზოგიერთ პაციენტში იშვიათად (0.01%-ზე ნაკლები) აღინიშნა რქოვანას კალციფიკაცია ისეთი თვალის წვეთების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ფოსფატს.
- ზოგადი
- ეს პრეპარატი ჰიდროლიზდება რქოვანაში. უწყვეტად გამოყენებისას შიდა რქოვანაზე ეფექტი სრულყოფილად არ გამოვლენილა.
- აღინიშნა ბაქტერიული კერატიტის შემთხვევები ასოცირებული ტოპიკალური ოფთალმიური პროდუქტების მრავალდოზიანი კონტეინერების გამოყენებასთან, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, კონტეინერების დაბინძურება ხდებოდა გაუფრთხილებად იმ პაციენტების მიერ, რომლებსაც იმვადროულად ჰქონდათ რქოვანას დაავადება ან თვალის ეპითელიური ზედაპირის დაზიანება. მოერიდეთ კონტეინერის წვერის შეხებას თვალთან, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს კონტეინერის თავის ან ზედაპირის დაინფიცირება ისეთი ბაქტერიით, რომელიც იწვევს თვალის ინფექციას. დაინფიცირებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება და შემდგომი მხედველობის დაკარგვა.
- თვალის ფერის ცვლილება უპირატესად აღინიშნება შერეული ფერების ირიდების მქონე პაციენტებში, მაგ. ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი (იხილეთ გაფრთხილებები). ტოპიკალური ყავისფერი პიგმენტაცია ვრცელდება კონცენტრირებულად გუგის გარშემო მიდამოდან ირისის პერიფერიისკენ, თუმცა, ირისი მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება უფრო მეტად ყავისფერი გახდეს. 5-წლიანი კლინიკური კვლევის დროს, რომელიც ჩატარდა ირისის პიგმენტაციის შესაფასებლად, ამ პრეპარატის უწყვეტად გამოყენების დროსაც კი, არ აღინიშნა მომატებული პიგმენტაციით გამოწვეული უარყოფითი მოვლენები. ეს შედეგი 1996 წელს ჩატარებული პოსტმარკეტინგული გაყიდვების კვლევის შესაბამისია. გარდა ამისა, ანალოგიური იყო თვალის შიდა წნევის დაწევის მაჩვენებელი, მიუხედავად ირისის მომატებული პიგმენტაციისა. აქედან გამომდინარე, ირისის მომატებული პიგმენტაციის მქონე პაციენტებს შეუძლიათ ამ პრეპარატის სამკურნალოდ გამოყენება. აუცილებელია ამ პაციენტების რეგულარულად შემოწმება და კლინიკური ნიშნების მიხედვიტ ამ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. ცვლილება, როგორც წესი, იწყება მკურნალობის პირველ წელს, იშვიათად - მეორე ან მესამე წელს და მკურნალობის მეოთხე წელს უკვე აღარ აღინიშნება. ირისის პიგმენტაციის განვითარების სიჩქარე მცირდება, თუ დადასრურებულია მომატებული პიგმენტაცია. კლინიკური კვლევებისას, გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ირისის პიგმენტაცია აღარ ვლინებოდა, თუმცა, უკვე განვითარებული პიგმენტაცია შეიძლება იყოს სამუდამო. მკურნალობა გავლენას არ ახდენს ირისზე არსებულ ნევუსზე ან ლაქებზე. პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ქსელში ან სხვა ადგილას თვალის წინა განყოფილებაში არ აღინიშნა კლინიკური ცდებისას.
- ეს პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება შეწოვილ იქნას კონტაქტური ლინზების მიერ. ამიტომ, პრეპარატის გამოყენებისას ლინზები უნდა მოიხსნათ და ხხელახლა გაიკეთოთ ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.
- თვალის ინფექციების, კერძოდ, კონიუნქტივალური რეაქციების განვითარებისას პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თავიანთ ექიმს კონსულტაციისთვის.
- ჩაწვეთებისას დროებით შეიძლება განვიტარდეს მხედველობის დაბინდვა, ამიტომ, სიმპტომების გავლამდე არ მართოთ ავტომობილები და მექანიზმები.
- ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში მეტაჰერპესული კერატიტის მქონე პაციენტებში და თავიდან უნდა იქნას აცილებული აქტიური მარტივი ჰერპესული კერატიტის და მარტივი ჰერპესული კერატიტის შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია პროსტაგლანდინის ანალოგებთან.
- პაციენტებს ურჩიეთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ საკუთარ ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, თვალის ტკივილი და სხვა, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება (ზედაპირული პუნქტატური კერატიტი, ფილამენტური კერატიტი, რქოვანას ეროზიები).
- ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
- ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ თიმეროსალის შემცველი თვალის წვეთების ამ პრეპარატთან შერევისას ვითარდება ნალექი. თუ ასეთი პრეპარატი გამოიყენება ლატანოპროსტის თვალის წვეთებთან ერთად, მათი მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 5-წუთიანი ინტერვალებით.
- მოკლევადიანი კლინიკური კვლევის მიხედვით, მომატებული თვალის შიდა წნევის შემცირება იზრდება ტიმოლოლთან, დიპივეფრინთან, აცეტაზოლამიდთან ერთად გამოყენებისას, ხოლო ნაწილობრივ იზრდება პილოკარპინით.
- ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მისი ანალოგების ან წარმოებულების კომბინაციური გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ნაჩვენებია, რომ ამ პრეპარატების კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის შიდა წნევის პარადოქსული მომატებები. ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან შესწავლილი არ არის.
- პედიატრიული კვლევა: ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებულია მხოლოდ მოზრდილებში.
- ორსულობა და მეძუძური დედები
- ტერატოგენური ტესტის დროს ვირთხების გამოყენებით მაღალი მოცულობით (5.0უგ/კგ/დღეში, ი.ვ.), აღინიშნა მუცლის მოშლა, წონაში მომატება, საკვების მოხმარების შემცირება, პოსტაბსორბციის მომატება, ნაყოფის წონის შემცირება.
რეპროდუქციული ტოქსიკურობის ანალიზი ჩატარდა ვირთხებსა და კურდღლებში და კურდღლებში, 16-დან 4 მდედრს არ ჰყავდა სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი ისეთი დოზის გამოყენებისას, რომელიც ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზას დაახლოებით 80-ჯერ აღემატებოდა და უმაღლესი არაემბრიოციდური დოზა კურდღლებში იყო ადამიანებისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 15-ჯერ მეტი.
არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულ ქალებში ან დაორსულების პოტენციალის ქალებში.
- არ არსებობს კლინიკური ტესტის მონაცემები მეძუძურ დედებში გამოყენების შესახებ, თუმცა, ეს პრეპარატი და მეტაბოლომი შეიძლება გადავიდეს ადამიანის დედის რძეში, ამიტომ, არ გამოიყენება მეძუძურ ქალებში, ხოლო მისი გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- გამოყენება ბავშვებში
უსაფრთხოება და ეფექტიანობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან (4 სუბიექტი) ატრიბუციული, ხოლო 36 კვირის ასაკამდე ჩვილებში მონაცემები არ არსებობს. პირველადი თანდაყოლილი გლაუკომის მქონე 3 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტების პირველადი მკურნალობა მაინც მოიცავს ქირურგიას (მაგ. ტრაბეკულექტომია/გონიოტომია).
ამ პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
- გამოყენება ხანდაზმულებში
სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში მათი დაბალი ფიზიოლოგიური ფუნქციის გამო.
- ჭარბი დოზირება
- ადგილობრივად ჭარბი დოზის გამოყენებისას, აღინიშნა მხოლოდ ისეთი უარყოფითი რეაქციები, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, კონიუნქტივას ჰიპერემია ან ეპისკლერა.
- ეს პრეპარატი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ. არ აღინიშნა რაიმე უარყოფითი რეაქცია ჯანმრთელ მოხალისეებში ვენებში წვეთებით შეყვანისას დოზით 3µგ/კგ (მოცულობა, რომლის საშუალო პლაზმური კონცენტრაცია 200-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე კლინიკური გამოყენებისას), ხოლო ვენებში შეყვანისას დოზით 5.5~10 µგ/კგ, აღინიშნა გულისრევა, კუჭის ტკივილი, დაღლილობა, სისხლის მოწოლა, ოფლიანობა, სხვ.
მაიმუნებში ინტრავენური გზით ჭარბი დოზის შეყვანისას აღინიშნა დროებითი ბრონქოკონსტრიქცია. თუმცა, მძიმე ბრონქული ასთმის მქონე 11 პაციენტში ადგილობრივად შეყვანისას კლინიკურ დოზაზე 7-გზის მეტი მოცულობით ბრონქოკონსტრიქცია არ გამოვლენილა.
- ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა.
- ინფორმაცია პაციენტებისთვის
- გამოიყენება მხოლოდ თვალებში.
- ფრთხილად იყავით, რომ კონტეინერის წვერი არ შეეხოს ქუთუთოს ან წამწამებს, ვინაიდამ სოკომ შეიძლება დააინფიციროს პრეპარატი. არ გამოიყენოთ დაინფიცირებული პრეპარატი, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ თვალის დაავადების მქონე და თვალზე ოპერაციის შემდეგ დაზიანების ან ინფექციების მქონე პაციენტებს.
- დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, არ გაუზიაროთ პრეპარატი სხვებს.
- 1-ზე მეტი ტოპიკალური ოფთალმიური პრეპარატის გამოყენებისას დაიცავით მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი პრეპარატების გამოყენებებს შორის.
- შენახვა
- შეინახეთ ცივ ადგილას (2-80C).
- შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
- შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
- დაინფიცირების თავიდან აცილებისა და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, არ გადაიტანოთ სხვა კონტეინერებში.
- სხვა ინფორმაცია
- ეს პრეპარატი არ იყო მუტაგენური ბაქტერიების, ტაგვებში ლიმფომას ან თაგვებში მიკრობირთვული ანალიზებისას.
- ქრომოსომების აბერაცია აღინიშნა ინ ვიტრო ადამიანის ლიმფოციტებთან.
- ეს პრეპარატი არ იყო კარცინოგენური თაგვებში ან ვირთხებში პერორალური გავაჟით გამოყენებისას დოზებით 170µგ/კგ/დღეში (ადამიანებში რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 2,800-ჯერ მეტი) 20 და 24 თვემდე, შესაბამისად. დამატებითი ინ ვიტრო და ინ ვივო კვლევები დნმ-ის არარეპარაციულ სინთეზზე ვირთხებში უარყოფითი იყო.
- ამ პრეპარატს არ გააჩნია რაიმე ეფექტი მამრ ან მდედრ ცხოველებში ფერტილურობაზე ჩატარებულ ტესტებში.
შენახვა
შეინახეთ მაცივარში (2~80C) მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა
- 5 მლ/ბოთლი
დაბრუნება ან გაცვლა
ეს პრეპარატი დამზადებულია ხარისხის უზრუნვეყოფით. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის, გაფუჭების, დაინფიცირების ან დაზიანებისას შეძენის დროს, ექვემდებარება გაცვლას ან დაბრუნებას იმ აფთიაქებში და დისტრიბუტორთან, სადაც მოხდა შეძენა, სამართლიანი ვაჭრობის კომისიის მიერ დადგენილი „მომხმარებელთა დავების მოგვარების შესახებ რეგულაციების“ საფუძველზე.
ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დარეკეთ კლიენტთა მომსახურების ხაზზე რევიზიის თარიღის შემდეგ პირდაპირი ცვლილებებისათვის (2017.10.26).
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მოთხოვნა უარყოფითი რეაქციის შედეგად ზიანის ასანაზღაურებლად: კორეის წამლის უსაფრთხოებისა და რისკის მართვის ინსტიტუტი (1644-6223).
ჩაიწეროს შედგენის თარიღი: 05.04.11
ჩაიწეროს რევიზიის თარიღი: 17.10.26
ვარგისიანობის ვადა მითითებულია გარეთა კოლოფზე.
P32292-14
მწარმოებელი და დისტრიბუტორი
HANLIM PHARM.CO., LTD.
2-27, იეონგუმ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა
http://www.hanlim.com
მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრი
ამ პროდუქტთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით.
ტელ: (02) 3489-6114; ვებ-გვერდი: http://www.hanlim.com
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




