- მომატებული ინტრაოკულური წნევის (IOP) შემცირება ზრდასრულ პაციენტებში (ხანდაზმულების ჩათვლით) ღიაკუთხოვანი გლაუკომით და ინტრაოკულური ჰიპერტენზიით. - მომატებული ინტრაოკულური წნევის შემცირება 8 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მომატებული ინტრაოკულური წნევით და ბავშვთა გლაუკომით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლატანოპროსტი (latanoprost)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,005% (0,05მგ/მლ) 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №3
- მწარმოებელი
- Jadran-Galenski Laboratorij d.d., ხორვატია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
- ATC კოდი
- S01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039979
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2024, მოქმედებს 16 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Representative office of JADRAN-GALENSKI LABORATORIJ d.d. (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ფამარკი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლატანოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- მომატებული ინტრაოკულური წნევის (IOP) შემცირება ზრდასრულ პაციენტებში (ხანდაზმულების ჩათვლით) ღიაკუთხოვანი გლაუკომით და ინტრაოკულური ჰიპერტენზიით.
- მომატებული ინტრაოკულური წნევის შემცირება 8 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მომატებული ინტრაოკულური წნევით და ბავშვთა გლაუკომით.
გამოყენების დაწყებამდე საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
რეკომენდებული თერაპია: თითო წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში) დღეში ერთხელ. ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა ლატანოქსის® გამოყენებისას საღამოს.
პრეპარატის ლატანოქსის® გამოყენების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს დღეში ერთხელ, ვინაიდან დადგინდა, რომ უფრო ხშირი გამოყენებისას, პრეპარატის ეფექტურობა მცირდება.
თუ ერთი დოზა გამოტოვებულია, მაშინ შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი დოზის ჩვეულებრივი გამოყენებით.
ბავშვები
ლატანოქსი® თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას პედიატრიულ პაციენტებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. მონაცემები დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი 36 კვირაზე ნაკლები) გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. მონაცემები ასაკობრივი ჯგუფისთვის < 1 წელი (4 პაციენტი) შეზღუდულია.
შეყვანის მეთოდი და გზა
ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
როგორც ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების შემთხვევაში, პრეპარატის შესაძლო სისტემური შეწოვის შესამცირებლად, რეკომენდებულია საცრემლე ტომრის შეკუმშვა თვალის შიდა კუთხის მიდამოში (საცრემლე არხის ოკლუზია) ერთი წუთის განმავლობაში. ეს უნდა გაკეთდეს ყოველი წვეთის ჩაწვეთებისთანავე.
თვალის წვეთების გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა გაკეთდეს ლატანოქსის® ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალება, პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.
თუ ფლაკიდან თავსახურის ამოღების შემდეგ უსაფრთხოების რგოლი დასუსტებულია, მაშინ ის უნდა მოიხსნას პრეპარატის გამოყენებამდე.
გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში მისაღების ზომები
სიმპტომები
მხედველობის ორგანოებზე ცნობილი გვერდითი ეფექტების გარდა, როგორიცაა თვალის გაღიზიანება და კონიუნქტივის ჰიპერემია, ლატანოქსის® დოზის გადაჭარბებით, თვალებზე სხვა გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.
ლატანოქსის® შემთხვევით მიღებისას, შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგი ინფორმაცია: ერთი ფლაკონი შეიცავს 125 მიკროგრამ ლატანოპროსტს. 90%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლისას. ჯანმრთელ მოხალისეებში 3 მკგ/კგ ინტრავენურად შეყვანას არ გამოუწვევია რაიმე სიმპტომი, 5,5-10 მკგ/კგ დოზის შეყვანას თან ახლდა გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ალები და ოფლიანობა.
მკურნალობა
ლატანოქსის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.
რეკომენდირებულია მიმართოთ სამედიცინო პროფესიონალს, რათა აგიხსნათ, როგორ გამოიყენოთ პრეპარატი.
გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას და ამ შემთხვევაში გასატარებელი ზომები
ძალიან ხშირად (≥1/10)
- ფერადი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, მსუბუქი ან ზომიერი კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (წვის შეგრძნება, ქვიშის შეგრძნება თვალებში, ქავილი, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება), წამწამებისა და თვალის ბუსუსოვანი თმის ცვლილება (სიგრძის, სისქის, პიგმენტაციის და რაოდენობის ზრდა)
ხშირად (≥1/100, <1/10)
- წერტილოვანი კერატიტი, უმეტესად ასიმპტომური, ბლეფარიტი, თვალის ტკივილი, სინათლის მიმართ ფობია, კონიუნქტივიტი.
არახშირად (≥1/1000, <1/100)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიმშრალე, კერატიტი, ბუნდოვანი ხედვა, მაკულარული შეშუპება, მათ შორის კისტოზური მაკულარული შეშუპება, უვეიტი
- სტენოკარდია, პალპიტაცია (ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს ხშირი ან არარეგულარული)
- ბრონქული ასთმა, ქოშინი
- გულისრევა, ღებინება
- გამონაყარი
- მიალგია, ართრალგია
- ტკივილი გულმკერდის არეში
იშვიათად (≥1/10 000, <1/1000)
- ჰერპეტური კერატიტი
- ირიტი, რქოვანას შეშუპება, რქოვანას ეროზია, პერიორბიტალური შეშუპება, ტრიქიაზი, დისტიქიაზი, ფერადი გარსის კისტა, კანის ადგილობრივი რეაქცია ქუთუთოებზე, ქუთუთოების კანის გამუქება, თვალის კონიუნქტივის ფსევდოემფიგოიდი.
- ბრონქული ასთმის გამწვავება
- ქავილი
ძალიან იშვიათად (<1/10000)
- ცვლილებები პერიორბიტალურ მიდამოში და ქუთუთოს მიდამოში, რაც იწვევს ქუთუთოს ღრმულის გაღრმავებას
- არასტაბილური სტენოკარდია
ძალიან იშვიათად, რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენების გამო.
პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო მოზრდილებისა და არ იყო გამოვლენილი ახალი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ნაზოფარინგიტი და ჰიპერთერმია, უფრო ხშირად ვითარდება პედიატრიულ პოპულაციაში, ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 8 წლამდე;
გამოყენებისას აუცილებელი სიფრთხილის ზომები
ლატანოქსს® შეუძლია თანდათან შეცვალოს თვალის ფერი ყავისფერი პიგმენტის გაზრდით. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული თვალის ფერის შეუქცევადი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. პრეპარატის მხოლოდ ერთ თვალში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს შეუქცევადი ჰეტეროქრომია.
თვალის ფერის ეს ცვლილება დაფიქსირდა უპირატესად პაციენტებში შერეული ფერის ფერადი გარსით, ანუ ლურჯი-ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, ყვითელ-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. ლატანოპროსტის გამოყენებით ჩატარებული კვლევების მიხედვით, ფერადი გარსის ფერის ცვლილება ჩვეულებრივ შეინიშნება მკურნალობის პირველი 8 თვის განმავლობაში, იშვიათად მეორე ან მესამე წელს. მკურნალობის მეოთხე წლის შემდეგ ეს ეფექტი არ გამოვლენილა. ფერადი გარსის პიგმენტაციის ცვლილებების პროგრესირების ტემპი დროთა განმავლობაში მცირდება და სტაბილიზდება ხუთი წლის შემდეგ. ფერადი გარსის გაზრდილი პიგმენტაციის ეფექტი ხუთი წლის შემდეგ არ შეფასებულა. ლატანოპროსტის უსაფრთხოების 5-წლიან ღია კვლევაში პაციენტთა 33%-ს განუვითარდა ფედადი გარსის პიგმენტაცია. ფერადი გარსის ფერის ცვლილება უმეტეს შემთხვევაში უმნიშვნელოა და ხშირად კლინიკურად არ ვლინდება. გარსის შერეული შეფერილობის მქონე პაციენტებში მოვლენის სიხშირე მერყეობდა 7-დან 85%-მდე, ყველაზე მაღალი სიხშირე დაფიქსირდა ყვითელ-ყავისფერი ფერადი გარსის მქონე ადამიანებში. ერთგვაროვანი ცისფერი თვალების მქონე პაციენტებს არანაირი ცვლილება არ აღენიშნებოდათ, ხოლო ერთგვაროვანი ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი თვალების მქონე პაციენტები ცვლილება დაფიქსირდა იშვიათად.
ფერის ცვლილება განპირობებულია მელანინის შემცველობის ზრდით თვალის ფერადი გარსის სტრომულ მელანოციტებში და არა მელანოციტების რაოდენობის გაზრდის შედეგად. როგორც წესი, ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრიულად ვრცელდება დაზიანებული თვალის პერიფერიაზე. ამ შემთხვევაში, მთელი გარსი ან მისი ნაწილები შეიძლება უფრო ყავისფერი გახდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერადი გარსის ყავისფერი პიგმენტაციის შემდგომი ზრდა არ დაფიქსირებულა. დღეისათვის კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა, რომ ფერადი გარსის ფერის ცვლილება დაკავშირებულია რაიმე სიმპტომთან ან პათოლოგიურ ცვლილებებთან.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფერადი გარსის ნევუსებზე და ლენტიგოზე კლინიკურ კვლევებში პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ბადეში, ან წინა კამერის სხვა ნაწილებში არ აღინიშნა. 5 წლიანი კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდამ არ გამოავლინა რაიმე უარყოფითი კლინიკური შედეგი და ლატანოპროსტი შეიძლება გაგრძელდეს ფერადი გარსის პიგმენტაციისთვის. თუმცა, პაციენტები რეგულარულად უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ და კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ლატანოპროსტით მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.
შეზღუდულია ლატანოპროსტის გამოყენების გამოცდილება ქრონიკული დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში ფსევდოფაკიის და პიგმენტური გლაუკომის დროს. არ არსებობს ლატანოპროსტის გამოყენების გამოცდილება ანთებითი და ნეოვასკულარული გლაუკომის, თვალის ანთებითი დაავადების ან თანდაყოლილი გლაუკომის დროს. ლატანოქსი® პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგებზე, მაგრამ პრეპარატის ეფექტი დახურული კუთხის გლაუკომის მწვავე შეტევების დროს უცნობია. ამიტომ, ამ პირობებში, ლატანოქსი® რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება, არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო.
შეზღუდულია კვლევის მონაცემები ლატანოპროსტის გამოყენების შესახებ პერიოპერაციულ პერიოდში კატარაქტის ქირურგიული მკურნალობისას. ასეთ პაციენტებში ლატანოქსის® გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით.
ლატანოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰერპეტური კერატიტი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ჰერპეტური კერატიტის აქტიურ ფაზაში, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს სიმპლექსით და პაციენტებში მორეციდივე ჰერპეტური კერატიტით ანამნეზში, განსაკუთრებით დაკავშირებული პროსტაგლანდინების ანალოგების გამოყენებასთან.
დაფიქსირდა მაკულარული შეშუპების შემთხვევები, ძირითადად პაციენტებში აფაკიით, პაციენტებში ფსევდოფაკიით და ლინზის უკანა ან წინა კაფსულის გახეთქვით, ან პაციენტებში კისტოზური მაკულარული შეშუპების ცნობილი რისკფაქტორებით (როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია და ბადურის ვენის ოკლუზია). ლატანოქსი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აფაკიით, პაციენტებში ფსევდოფაკიით და ლინზის უკანა ან წინა კაფსულის გახეთქვით, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კისტოზური მაკულარული შეშუპების ცნობილი რისკფაქტორები.
პაციენტებში გამოვლენილი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც მიდრეკილნი არიან ირიტის/უვეიტისკენ, ლატანოქსი® შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტროლის ქვეშ, სიფრთხილით.
ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს, თუმცა, რეგისტრაციის შემდეგ გამოყენებისას, იყო შეტყობინებები ბრონქული ასთმის გამწვავების და/ან ქოშინის შემთხვევების შესახებ. ამიტომ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო.
დაფიქსირდა თვალების ირგვლივ კანის გაუფერულება, უმეტესობა იაპონური წარმოშობის პაციენტებისგან იყო. დღემდე მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ თვალების ირგვლივ კანის გაუფერულება შეუქცევადი არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოვლენა გაქრა ლატანოპროსტის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს თანდათანობითი ცვლილებები სამკურნალოს თვალის წამწამებში და ბუსუსებში და მიმდებარე უბნებში; ასეთი ცვლილებები მოიცავს გახანგრძლივებას, გასქელებას, პიგმენტაციის მატებას, წამწამების ან თმების რაოდენობის ზრდას და წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილებას. წამწამების ცვლილებები შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
მოცემული პრეპარატი შეიცავს ფოსფატებს (როგორც ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი და დინატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო) და ბენზალკონიუმის ქლორიდს.
რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტის შემთხვევაში, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას კალციფიკაცია.
ლატანოქსი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიწოვება კონტაქტური ლინზებით და უცვლის ფერს კონტაქტურ ლინზებს. წვეთების ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს თვალის გაღიზიანებას, თვალის სიმშრალის სიმპტომებს და შეიძლება გავლენა იქონიოს საცრემლეზე და რქოვანას ზედაპირზე. ლატანოქსი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებშიც შეიძლება დაზიანებული იყოს რქოვანა. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.
შეზღუდული ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებში გვერდითი მოვლენის პროფილში არ არის განსხვავებები მოზრდილებთან შედარებით. თუმცა, ზოგადად, ბავშვების თვალები უფრო მძაფრად რეაგირებენ ამ გამაღიზიანებელ ნივთიერებაზე, ვიდრე მოზრდილები. თვალის გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის მკურნალობის რეჟიმის დაცვის სიმკაცრეზე.
გამოყენება პედიატრიაში
ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები <1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (4 პაციენტი) ძალიან შეზღუდულია. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი 36 კვირაზე ნაკლები) არ არის ხელმისაწვდომი.
0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ძირითადად აღენიშნებათ პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა (პთგ), ოპერაცია (მაგ., ტრაბეკულოტომია/გონიოტომია) რჩება პირველი რიგის თერაპიად.
ბავშვებში გრძელვადიანი უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი.
გამოიყენება ორსულებში ან ლაქტაციის პერიოდში
ორსულ ქალებში ამ პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატს აქვს პოტენციურად საშიში ფარმაკოლოგიური მოქმედება ორსულებზე, ნაყოფსა და ახალშობილზე. ამიტომ ლატანოქსი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გადავიდნენ დედის რძეში, ამიტომ ლატანოქსი® არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში ან უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
ლატანოქსი® აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი ეფექტი ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. როგორც თვალის სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა. სანამ ეს ეფექტი არ გაქრება, პაციენტებმა არ უნდა მართონ ტრანსპორტი ან გამოიყენონ რთული მექანიზმები.
გამოყენების რეკომენდაციები
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არსებობს ამომწურავი მონაცემები პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ. დაფიქსირდა თვალშიდა წნევის პარადოქსული მატება პროსტაგლანდინის ორი ანალოგის ერთდროული ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ამრიგად, ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მათი ანალოგების ან წარმოებულების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბავშვები
ბავშვებში მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალის შემცველი თვალის წვეთებთან (ხდება პრეციპიტაცია).
შენახვის პირობები
2 წელი.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადაა - 4 კვირა.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე.
ღია ფლაკონი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
იადრან-გალენსკი ლაბორატორიი ს.ო.
სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
ტელ.: +385 (0)51 660 700
ფაქსი: +385 (0)51 660 777
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
გრძნობის ორგანოები. ოფთალმოლოგიური პრეპარატები. ანტიგლაუკომის პრეპარატები და მიოტიკები. პროსტაგლანდინების ანალოგები. ლატანოპროსტი.
ათქ კოდი S01EE01
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
(ფურცელი-ჩანართი)
სავაჭრო სახელწოდება
ლატანოქსი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლატანოპროსტი
სამკურნალწამლო ფორმა, დოზირება
თვალის წვეთები, 0.005%
სამკურნალო პროდუქტის შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება - ლატანოპროსტი, 0,050 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
გარეგნული აღწერილობა, გემო სუნი
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გრძნობის ორგანოები. ოფთალმოლოგიური პრეპარატები. ანტიგლაუკომის პრეპარატები და მიოტიკები. პროსტაგლანდინების ანალოგები. ლატანოპროსტი.
ათქ კოდი S01EE01
გამოყენების ჩვენებები
- მომატებული ინტრაოკულური წნევის (IOP) შემცირება ზრდასრულ პაციენტებში (ხანდაზმულების ჩათვლით) ღიაკუთხოვანი გლაუკომით და ინტრაოკულური ჰიპერტენზიით.
- მომატებული ინტრაოკულური წნევის შემცირება 8 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში მომატებული ინტრაოკულური წნევით და ბავშვთა გლაუკომით.
გამოყენების დაწყებამდე საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 8 წლამდე;
გამოყენებისას აუცილებელი სიფრთხილის ზომები
ლატანოქსს® შეუძლია თანდათან შეცვალოს თვალის ფერი ყავისფერი პიგმენტის გაზრდით. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული თვალის ფერის შეუქცევადი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. პრეპარატის მხოლოდ ერთ თვალში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს შეუქცევადი ჰეტეროქრომია.
თვალის ფერის ეს ცვლილება დაფიქსირდა უპირატესად პაციენტებში შერეული ფერის ფერადი გარსით, ანუ ლურჯი-ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, ყვითელ-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. ლატანოპროსტის გამოყენებით ჩატარებული კვლევების მიხედვით, ფერადი გარსის ფერის ცვლილება ჩვეულებრივ შეინიშნება მკურნალობის პირველი 8 თვის განმავლობაში, იშვიათად მეორე ან მესამე წელს. მკურნალობის მეოთხე წლის შემდეგ ეს ეფექტი არ გამოვლენილა. ფერადი გარსის პიგმენტაციის ცვლილებების პროგრესირების ტემპი დროთა განმავლობაში მცირდება და სტაბილიზდება ხუთი წლის შემდეგ. ფერადი გარსის გაზრდილი პიგმენტაციის ეფექტი ხუთი წლის შემდეგ არ შეფასებულა. ლატანოპროსტის უსაფრთხოების 5-წლიან ღია კვლევაში პაციენტთა 33%-ს განუვითარდა ფედადი გარსის პიგმენტაცია. ფერადი გარსის ფერის ცვლილება უმეტეს შემთხვევაში უმნიშვნელოა და ხშირად კლინიკურად არ ვლინდება. გარსის შერეული შეფერილობის მქონე პაციენტებში მოვლენის სიხშირე მერყეობდა 7-დან 85%-მდე, ყველაზე მაღალი სიხშირე დაფიქსირდა ყვითელ-ყავისფერი ფერადი გარსის მქონე ადამიანებში. ერთგვაროვანი ცისფერი თვალების მქონე პაციენტებს არანაირი ცვლილება არ აღენიშნებოდათ, ხოლო ერთგვაროვანი ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი თვალების მქონე პაციენტები ცვლილება დაფიქსირდა იშვიათად.
ფერის ცვლილება განპირობებულია მელანინის შემცველობის ზრდით თვალის ფერადი გარსის სტრომულ მელანოციტებში და არა მელანოციტების რაოდენობის გაზრდის შედეგად. როგორც წესი, ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრიულად ვრცელდება დაზიანებული თვალის პერიფერიაზე. ამ შემთხვევაში, მთელი გარსი ან მისი ნაწილები შეიძლება უფრო ყავისფერი გახდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფერადი გარსის ყავისფერი პიგმენტაციის შემდგომი ზრდა არ დაფიქსირებულა. დღეისათვის კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა, რომ ფერადი გარსის ფერის ცვლილება დაკავშირებულია რაიმე სიმპტომთან ან პათოლოგიურ ცვლილებებთან.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფერადი გარსის ნევუსებზე და ლენტიგოზე კლინიკურ კვლევებში პიგმენტის დაგროვება ტრაბეკულურ ბადეში, ან წინა კამერის სხვა ნაწილებში არ აღინიშნა. 5 წლიანი კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდამ არ გამოავლინა რაიმე უარყოფითი კლინიკური შედეგი და ლატანოპროსტი შეიძლება გაგრძელდეს ფერადი გარსის პიგმენტაციისთვის. თუმცა, პაციენტები რეგულარულად უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ და კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ლატანოპროსტით მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.
შეზღუდულია ლატანოპროსტის გამოყენების გამოცდილება ქრონიკული დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში ფსევდოფაკიის და პიგმენტური გლაუკომის დროს. არ არსებობს ლატანოპროსტის გამოყენების გამოცდილება ანთებითი და ნეოვასკულარული გლაუკომის, თვალის ანთებითი დაავადების ან თანდაყოლილი გლაუკომის დროს. ლატანოქსი® პრაქტიკულად არ მოქმედებს გუგებზე, მაგრამ პრეპარატის ეფექტი დახურული კუთხის გლაუკომის მწვავე შეტევების დროს უცნობია. ამიტომ, ამ პირობებში, ლატანოქსი® რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება, არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო.
შეზღუდულია კვლევის მონაცემები ლატანოპროსტის გამოყენების შესახებ პერიოპერაციულ პერიოდში კატარაქტის ქირურგიული მკურნალობისას. ასეთ პაციენტებში ლატანოქსის® გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით.
ლატანოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰერპეტური კერატიტი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ჰერპეტური კერატიტის აქტიურ ფაზაში, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს სიმპლექსით და პაციენტებში მორეციდივე ჰერპეტური კერატიტით ანამნეზში, განსაკუთრებით დაკავშირებული პროსტაგლანდინების ანალოგების გამოყენებასთან.
დაფიქსირდა მაკულარული შეშუპების შემთხვევები, ძირითადად პაციენტებში აფაკიით, პაციენტებში ფსევდოფაკიით და ლინზის უკანა ან წინა კაფსულის გახეთქვით, ან პაციენტებში კისტოზური მაკულარული შეშუპების ცნობილი რისკფაქტორებით (როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია და ბადურის ვენის ოკლუზია). ლატანოქსი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში აფაკიით, პაციენტებში ფსევდოფაკიით და ლინზის უკანა ან წინა კაფსულის გახეთქვით, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კისტოზური მაკულარული შეშუპების ცნობილი რისკფაქტორები.
პაციენტებში გამოვლენილი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც მიდრეკილნი არიან ირიტის/უვეიტისკენ, ლატანოქსი® შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტროლის ქვეშ, სიფრთხილით.
ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს, თუმცა, რეგისტრაციის შემდეგ გამოყენებისას, იყო შეტყობინებები ბრონქული ასთმის გამწვავების და/ან ქოშინის შემთხვევების შესახებ. ამიტომ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო.
დაფიქსირდა თვალების ირგვლივ კანის გაუფერულება, უმეტესობა იაპონური წარმოშობის პაციენტებისგან იყო. დღემდე მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ თვალების ირგვლივ კანის გაუფერულება შეუქცევადი არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოვლენა გაქრა ლატანოპროსტის გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
ლატანოპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს თანდათანობითი ცვლილებები სამკურნალოს თვალის წამწამებში და ბუსუსებში და მიმდებარე უბნებში; ასეთი ცვლილებები მოიცავს გახანგრძლივებას, გასქელებას, პიგმენტაციის მატებას, წამწამების ან თმების რაოდენობის ზრდას და წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილებას. წამწამების ცვლილებები შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არსებობს ამომწურავი მონაცემები პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ. დაფიქსირდა თვალშიდა წნევის პარადოქსული მატება პროსტაგლანდინის ორი ანალოგის ერთდროული ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. ამრიგად, ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მათი ანალოგების ან წარმოებულების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბავშვები
ბავშვებში მედიკამენტოზური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალის შემცველი თვალის წვეთებთან (ხდება პრეციპიტაცია).
სპეციალური გაფრთხილებები
მოცემული პრეპარატი შეიცავს ფოსფატებს (როგორც ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი და დინატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო) და ბენზალკონიუმის ქლორიდს.
რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტის შემთხვევაში, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას კალციფიკაცია.
ლატანოქსი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიწოვება კონტაქტური ლინზებით და უცვლის ფერს კონტაქტურ ლინზებს. წვეთების ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა გაიკეთოთ 15 წუთის შემდეგ.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს თვალის გაღიზიანებას, თვალის სიმშრალის სიმპტომებს და შეიძლება გავლენა იქონიოს საცრემლეზე და რქოვანას ზედაპირზე. ლატანოქსი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებშიც შეიძლება დაზიანებული იყოს რქოვანა. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი.
შეზღუდული ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებში გვერდითი მოვლენის პროფილში არ არის განსხვავებები მოზრდილებთან შედარებით. თუმცა, ზოგადად, ბავშვების თვალები უფრო მძაფრად რეაგირებენ ამ გამაღიზიანებელ ნივთიერებაზე, ვიდრე მოზრდილები. თვალის გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის მკურნალობის რეჟიმის დაცვის სიმკაცრეზე.
გამოყენება პედიატრიაში
ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები <1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (4 პაციენტი) ძალიან შეზღუდულია. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი 36 კვირაზე ნაკლები) არ არის ხელმისაწვდომი.
0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ძირითადად აღენიშნებათ პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა (პთგ), ოპერაცია (მაგ., ტრაბეკულოტომია/გონიოტომია) რჩება პირველი რიგის თერაპიად.
ბავშვებში გრძელვადიანი უსაფრთხოება ჯერ არ არის დადგენილი.
გამოიყენება ორსულებში ან ლაქტაციის პერიოდში
ორსულ ქალებში ამ პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატს აქვს პოტენციურად საშიში ფარმაკოლოგიური მოქმედება ორსულებზე, ნაყოფსა და ახალშობილზე. ამიტომ ლატანოქსი® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გადავიდნენ დედის რძეში, ამიტომ ლატანოქსი® არ უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ ქალებში ან უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე
ლატანოქსი® აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი ეფექტი ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. როგორც თვალის სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაკარგვა. სანამ ეს ეფექტი არ გაქრება, პაციენტებმა არ უნდა მართონ ტრანსპორტი ან გამოიყენონ რთული მექანიზმები.
გამოყენების რეკომენდაციები
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
რეკომენდებული თერაპია: თითო წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში) დღეში ერთხელ. ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა ლატანოქსის® გამოყენებისას საღამოს.
პრეპარატის ლატანოქსის® გამოყენების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს დღეში ერთხელ, ვინაიდან დადგინდა, რომ უფრო ხშირი გამოყენებისას, პრეპარატის ეფექტურობა მცირდება.
თუ ერთი დოზა გამოტოვებულია, მაშინ შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი დოზის ჩვეულებრივი გამოყენებით.
ბავშვები
ლატანოქსი® თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას პედიატრიულ პაციენტებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. მონაცემები დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი 36 კვირაზე ნაკლები) გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. მონაცემები ასაკობრივი ჯგუფისთვის < 1 წელი (4 პაციენტი) შეზღუდულია.
შეყვანის მეთოდი და გზა
ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
როგორც ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების შემთხვევაში, პრეპარატის შესაძლო სისტემური შეწოვის შესამცირებლად, რეკომენდებულია საცრემლე ტომრის შეკუმშვა თვალის შიდა კუთხის მიდამოში (საცრემლე არხის ოკლუზია) ერთი წუთის განმავლობაში. ეს უნდა გაკეთდეს ყოველი წვეთის ჩაწვეთებისთანავე.
თვალის წვეთების გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას და ხელახლა გაკეთდეს ლატანოქსის® ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.
თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალება, პრეპარატები უნდა დაინიშნოს მინიმუმ 5 წუთის ინტერვალით.
თუ ფლაკიდან თავსახურის ამოღების შემდეგ უსაფრთხოების რგოლი დასუსტებულია, მაშინ ის უნდა მოიხსნას პრეპარატის გამოყენებამდე.
გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში მისაღების ზომები
სიმპტომები
მხედველობის ორგანოებზე ცნობილი გვერდითი ეფექტების გარდა, როგორიცაა თვალის გაღიზიანება და კონიუნქტივის ჰიპერემია, ლატანოქსის® დოზის გადაჭარბებით, თვალებზე სხვა გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.
ლატანოქსის® შემთხვევით მიღებისას, შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგი ინფორმაცია: ერთი ფლაკონი შეიცავს 125 მიკროგრამ ლატანოპროსტს. 90%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლისას. ჯანმრთელ მოხალისეებში 3 მკგ/კგ ინტრავენურად შეყვანას არ გამოუწვევია რაიმე სიმპტომი, 5,5-10 მკგ/კგ დოზის შეყვანას თან ახლდა გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ალები და ოფლიანობა.
მკურნალობა
ლატანოქსის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.
რეკომენდირებულია მიმართოთ სამედიცინო პროფესიონალს, რათა აგიხსნათ, როგორ გამოიყენოთ პრეპარატი.
გვერდითი რეაქციების აღწერა, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას და ამ შემთხვევაში გასატარებელი ზომები
ძალიან ხშირად (≥1/10)
- ფერადი გარსის ჰიპერპიგმენტაცია, მსუბუქი ან ზომიერი კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (წვის შეგრძნება, ქვიშის შეგრძნება თვალებში, ქავილი, ჩხვლეტა და უცხო სხეულის შეგრძნება), წამწამებისა და თვალის ბუსუსოვანი თმის ცვლილება (სიგრძის, სისქის, პიგმენტაციის და რაოდენობის ზრდა)
ხშირად (≥1/100, <1/10)
- წერტილოვანი კერატიტი, უმეტესად ასიმპტომური, ბლეფარიტი, თვალის ტკივილი, სინათლის მიმართ ფობია, კონიუნქტივიტი.
არახშირად (≥1/1000, <1/100)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიმშრალე, კერატიტი, ბუნდოვანი ხედვა, მაკულარული შეშუპება, მათ შორის კისტოზური მაკულარული შეშუპება, უვეიტი
- სტენოკარდია, პალპიტაცია (ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს ხშირი ან არარეგულარული)
- ბრონქული ასთმა, ქოშინი
- გულისრევა, ღებინება
- გამონაყარი
- მიალგია, ართრალგია
- ტკივილი გულმკერდის არეში
იშვიათად (≥1/10 000, <1/1000)
- ჰერპეტური კერატიტი
- ირიტი, რქოვანას შეშუპება, რქოვანას ეროზია, პერიორბიტალური შეშუპება, ტრიქიაზი, დისტიქიაზი, ფერადი გარსის კისტა, კანის ადგილობრივი რეაქცია ქუთუთოებზე, ქუთუთოების კანის გამუქება, თვალის კონიუნქტივის ფსევდოემფიგოიდი.
- ბრონქული ასთმის გამწვავება
- ქავილი
ძალიან იშვიათად (<1/10000)
- ცვლილებები პერიორბიტალურ მიდამოში და ქუთუთოს მიდამოში, რაც იწვევს ქუთუთოს ღრმულის გაღრმავებას
- არასტაბილური სტენოკარდია
ძალიან იშვიათად, რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენების გამო.
პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო მოზრდილებისა და არ იყო გამოვლენილი ახალი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ნაზოფარინგიტი და ჰიპერთერმია, უფრო ხშირად ვითარდება პედიატრიულ პოპულაციაში, ვიდრე ზრდასრულ პაციენტებში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
2,5 მლ პრეპარატი მოთავსებულია პლასტმასის ბოთლში საწვეთური საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, აღჭურვილი დამცავი რგოლით.
1 ან 3 ფლაკონი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე, მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
შენახვის ვადა
2 წელი.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადაა - 4 კვირა.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე.
ღია ფლაკონი შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
იადრან-გალენსკი ლაბორატორიი ს.ო.
სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
ტელ.: +385 (0)51 660 700
ფაქსი: +385 (0)51 660 777
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


