როზაპროსტის აქტიური ნივთიერებაა ლატანოპროსტი, რომელიც მიეკუთვნება პროსტაგლანდინების პრეპარატების ჯგუფს. როზაპროსტი ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის ბუნებრივი გადინების გაზრდით სისხლის მიმოქცევაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლატანოპროსტი (latanoprost)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.05მგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Zakład Farmaceutyczny Adamed Pharma S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
- ATC კოდი
- S01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021108
- რეგისტრირებულია
- 20 დეკემბერი 2016, მოქმედებს 20 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- -
როზაპროსტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როზაპროსტის აქტიური ნივთიერებაა ლატანოპროსტი, რომელიც მიეკუთვნება პროსტაგლანდინების პრეპარატების ჯგუფს. როზაპროსტი ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის ბუნებრივი გადინების გაზრდით სისხლის მიმოქცევაში.
როზაპროსტი გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ, რომელიც აღწერილია როგორც ღია კუნთხოვანი გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია მოზრდილებში. ორივე მდგომარეობა ასოცირდება მომატებულ თვალშიდა წნვასთან და შესაძლოა დააზიანოს მხედველობა.
როზაპროსტის გამოყენება ასევე შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვში მომატებული თვალშიდა წნევის და გლაუკომის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ბავშვის ან თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილების და ბავშვებისთვის (მათ შორის ხანდაზმულებისთვის) ჩვეულებრივი დოზა არის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში ჩაწვეთებით დღეში ერთხელ. საუკეთესო დროა საღამო. როზაპროსტის მიღება დაუშვებელია უფრო ხშირად, ვინაიდან შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის შემცირება.
როზაპროსტის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით.
კონტაქტური ლინზების გამოყენება.
მოიხსენით კონტაქტური ლინზები როზაპროსტის გამოყენებამდე. კონტაქტური ლინზების ხელახლა გამოყენება შესაძლებელია როზაპროსტის გამოყენებიდან 15 წუთში.
როზაპროსტის სწორად გამოსაყენებლად დაიცავით შემდეგი საფეხურები:
დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
პირველად გამოყენების წინ დარწმუნდით რომ ბოთლი დახუფულია.
ბოთლის გასახსნელად, მოხსენით დამცავი რგოლი თავსახურის მოტრიალებით.
თუ თავსახურის მოხსნისას რგოლი თავისუფალია, პრეპარატის გამოყენებამდე მოხსენით რგოლი.
გადაწიეთ თავი უკან და თვალის ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ.
ბოთლის ბუნიკი მიიტანეთ თვალთან ახლოს. არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს საწვეთურით. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს წვეთების ინფიცირება. ინფიცირებული წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო გართულებები და მხედველობის დაკარგვა.
ფრთხილად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთის ჩაწვეთება მოხდეს თვალში. გაუშვით ქვედა ქუთუთოს ხელი.
ცხვირთან ახლოს თვალის კუთხეში დააჭირეთ თითი 1 წუთით და დახურეთ ქუთუთო.
გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალშიც თუ ექიმი გირჩევთ.
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ, ბოთლს დაახურეთ თავსახური.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია აცნობეთ ექიმს.
როზაპროსტის გამოყენება თვალის სხვა წვეთებთან ერთად
თუ იღებთ თვალის სხვა პრეპარატებს, მათ გამოყენებამდე საჭიროა 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
როზაპროსტის ჭარბი დოზის გამოყენება
თვალში დიდი რაოდენობით პრეპარატის ჩაწვეთების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ზომიერი გაღიზიანება სიწითლით და ცრემლდენით. მსგავს შემთხვევაში მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. ეს სიმპტომები გაივლის, მაგრამ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ როზაპროსტის გადაყლაპვა მოხდება მოზრდილის ან ბავშვის მიერ, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
თუ დაგავიწყდათ როზაპროსტის მიღება
როზაპროსტის მიღების დავიწყების შემთხვევაში გამოტოვეთ ეს დოზა. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ როზაპროსტის მიღებას
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ლატანოპროსტის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.
თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ვიდრე დაიწყებთ როზაპროსტის გამოყენებას.
შემდეგი შემთხვევების დროს მოზრდილ ან პედიატრიულ პაციენტში, პაციენტის მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა უნდა იცოდეს ვიდრე პაციენტი მიიღებს როზაპროსტს:
თუ პაციენტს აღენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ნეოვასკულარული გლაუკომა ან თანდაყოლილი გლაუკომა
თუ მოზრდილს ან ბავშვს უტარდება თვალზე ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის გლაუკომის ოპერაცია) და თუ მსავსი ოპერაცია დაგეგმილია,
თუ პაციენტი არ ატარებს ლინზებს ან თუ ლინზები ნაწილობრივ ან სრულად გაუმჭვირვალეა,
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტური რეტინოპათია ან ბადურის ვასკულარული ოკლუზია,
თუ მოზრდილს ან ბავშვს აღენიშნება თვალის პრობლემები (როგორიცაა თვალის ტკივილი, ანთება ან თვალის გაღიზიანება, მხედველობის ბუნდოვანება)
თუ მოზრდილს ან ბავშვს აღენიშნება მშრალი თვალი ან ჩაუტარდა მკურნალობა თვალის პრობლემებზე, როგორიცაა ფერადი გარსის ანთება (ირიტი) ან თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება (უვეიტი)
თუ მოზრდილს ან ბავშვს აღენიშნება უკონტროლო ასთმა
თუ მოზრდილი ან ბავშვი იყენებს კონტაქტურ ლინზებს. მსგავს შემთხვევაში როზაპროსტის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ უნდა მოხდეს კონტაქტური ლინზების გამოყენების ინსტრუქციის დაცვა (იხ. ნაწილი 3).
თუ ბავშვს ან მოზრდილს აღენიშნება თვალის ინფექცია, გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV) ან აღენიშნებოდა წარსულში.
პაციენტები ფერადი გარსის შერეული ფერით, მაგ. ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერ-ყავისფერი, მწვანე-ყავისფერი და ყვითელი-ყავისფერი, შესაძლებელია შეინიშნებოდეს ფერადი გარსის ნელი, მაგრამ პროგრესული ცვლილება ყავისფერი პიგმენტაციის გაძლიერებით. პაციენტებში ერთგვაროვანი ლურჯი, მწვანე ან ყავისფერი თვალით, იშვიათია ფერის მსგავსი ცვლილება. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობის შემთხვევაში, როზაპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეტეროქრომია (სხვადასხვა ფერის თვალები). თვალის ფერის ცვლილება უვნებელია, მაგრამ შესაძლოა იყოს მუდმივი.
პაციენტებმა ფერადი გარსის შერეული ფერით, კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.
უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოთ მითითებული გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ შემთხვევებს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში (4 პაციენტი) ძალიან შეზღუდულია. არ არსებობს როზაპროსტის გამოყენების შესახებ მონაცემები დღენაკლულ ჩვილებში (დაბადებული 36-ე კვირამდე).
0-3 წლის ასაკის ბავშვებს პირველადი თანდაყოლილი გლაუკომით, კვლავ უტარდებათ პირველადი მკურნალობა ქირურგიული ოპერაციით (მაგ. ტრაბეკულოტომია, გონიოტომია).
როზაპროსტის გრძელვადიანი უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.
როზაპროსტი და სხვა პრეაპრატები
შესაძლებელია როზაპროსტის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ სხვა პრეპარატები (ან თვალის წვეთები), მათ შორის ურეცეპტო, ან თუ გეგემავთ რომელიმე სხვა პრეპარატის გამოყენებას.
როზაპროსტი საკვებთან და სასმელთან ერთად.
როზაპროსტის გამოყენებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ალკოჰოლის ან სხვა პრეპარატების გამოყენების გაიდლაინებთან დაკავშირებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
როზაპროსტის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
როზაპროსტის გამოყენება დაუშვებელია ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
თვალის სხვა წვეთების მსგავსად, მხედველობის დროებითი ბუნდოვანება შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის გამოყენებისას. მხედველობის ბუნდოვანების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე.
როზაპროსტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ხშირად გამოყენებული ნივთიერება ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში კონსერვანტის სახით. შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან დაზიანება და კონტაქტური ლინზების გაუფერულება.
ამიტომ, როზაპროსტის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები. მათი ხელახლა ჩასმა შესაძლებელია როზაპროსტის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
პირებისთვის, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს ინსტრუქცია წარმოდგენილია ნაწილ 3-ში.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ცნობილი გვერდითი ეფექტები როზაპროსტის გამოყენების შემდეგ:
ძალიან ხშირი ( 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თვალის ფერის თანდათანობითი ცვლილება ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მომატების გამო; თვალის გაწითლება, თვალის გაღიზიანება (წვა, გაუხეშება, ქავილი, ჩხვლეტა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება); წამწამების და თვალის გარშემო თმის თანდათანობითი ცვლილება, განსაკუთრებით იაპონური წარმოშობის პაციენტებში. მსგავსი ცვლილებები მოიცავს მაგალითად ფერის ცვლილება (გამუქება), გაზრდილი სიგრძე, სისქე და წამწამების რაოდენობა.
ხშირი (100 - დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10- დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან დაზიანება, ქუთუთოს კიდეების ანთება (ბლეფარიტი), თვალის ტკივილი; სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია).
არახშირი (1000 - დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100- დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ქუთუთოს შეშუპება, მშრალი თვალი, თვალის ზედაპირის ინფექცია ან გაღიზიანება (რქოვანას ანთება), მხედველობის ბუნდოვანება და კონიუნქტივიტი.
გამონაყარი.
იშვიათი (10000 - დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000- დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ფერადი გარსის ანთება (ირიტი) ან თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება (უვეიტი), მაკულარული შეშუპება, სიმპტომური შეშუპება და რქოვანას დეფექტები, პერიორბიტალური შეშუპება, ქუთუთოზე კანის ადგილობრივი რეაქციები, ჰიპერემია, მტკივნეული ან მგრძნობიარე თვალი; არასწორი მიმართულებით გაზრდილი წამწამები ზოგჯერ იწვევს თვალის გაღიზიანებას; წამწამების დამატებითი რიგის ზრდა.
კანის ადგილობრივი რეაქციები ქუთუთოებზე; ქუთუთოს კანის გამუქება
ასთმა, ასთმის გაწმვავება, დისპნოე.
ძალიან იშვიათი (10000-დან 1 პაციენტში)
ჩაცვენილი თვალების შეგრძნება
სტენოკარდიის გაუარესება პაციენტებში მოცემული დაავადების ისტორიით, გულმკერდის ტკივილი.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები ასევე შეინიშნებოდა პაციენტებში: ფერად გარსში სითხოვანი ჩანართების განვითარება (ფერადი გარსის კისტა), თავის ტკივილი, თავრუსხვევა, პალპიტაციები, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და თვალის ვირუსული ინფექციები გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV).
როზაპროსტმა შეიძლება შეცვალოს თვალის ფერი. ცვლილება ხდება ნელა. ფერადი გარსი შესაძლებელია უფრო გაყავისფრდეს და გამუქდეს.
ზოგიერთ პაციენტში განვითარდა მხედველობის გაუარესება არა მხოლოდ თვალის წვეთების უშუალოდ გამოყენებისას. მოცემული დარღვევის გამო შესაძლებელია გართულდეს კითხვა ან მცირე დეტალების დანახვა. ამასთან ერთად მხედველობის ბუნდოვანება, თვალის სიწითლე, გაღიზიანება ან თვალის ტკივილი შესაძლებელია განვითარდეს.
მიუხედავად იმისა რომ მოცემული სიმპტომები ნაკლებად მოსალოდნელია, მათი განვითარებისას შეწყვიტეთ როზაპროსტის მიღება და დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს სუნთქვის ცვლილებების შემთხვევაში როზაპროსტის მიღების დაწყებისას.
ძალიან იშვიათად პაციენტებში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით (გამჭვირვალე მემბრანა, რომელიც ფარავს თვალის წინა ნაწილს) განვითარდა რქოვანაზე ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დალექვის გამო.
გვერდითი მოვლენები, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში არის რინიტი და ცხელება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტის შეტყობინება შეგიძლიათ სამედიცინო პროდუქტების სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგიტრაციის, პრეპარატების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის განყოფილებაში, ალ. იეროზოლიმსკიე 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: 22 49-21-30, ფაქსი: 22 49-21-309, ელ.ფოსტა: [email protected]
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მოცემული პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ლატანოპროსტი. 1მლ ხსნარი შეიცავს 50მკგ ლატანოპროსტს.
ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 1.5მკგ ლატანოპროსტს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (0.2მგ/მლ), უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმაჟავა 0.1N, საინექციო წყალი.
როზაპროსტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
თვალის წვეთები, ხსნარი.
ხსნარი არის გამჭვირვალე უფერო სითხე.
დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) კონტეინერი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნით მუყაოს კოლოფში.
თითოეული კონტეინერი შეიცავს 2.5მლ თვალის წვეთებს, ხსნარს, რომელიც შეესაბამება დაახლოებით 80 წვეთს.
შეფუთვის ზომა: 1 x 2.5მლ, 3 x 2.5მლ
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე EXP ნიშნით.
ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
გახსნამდე პრეპარატის შენახვა უნდა მოხდეს 2-8°C (მაცივარში). დაიცავით სინათლისგან.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადაა 4 კვირა. გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
როზაპროსტი 0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი
ლატანოპროსტი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. მათ შესაძლებელია ზიანი მიადგეთ, მიუხედავად იმისა, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. იხ ნაწილი 4.
ინსტრუქციის შინაარსი:
რა არის როზაპროსტი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს როზაპროსტის მიღებამდე
როზაპროსტის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როზაპროსტის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რა არის როზაპროსტი და რისთვის გამოიყენება
როზაპროსტის აქტიური ნივთიერებაა ლატანოპროსტი, რომელიც მიეკუთვნება პროსტაგლანდინების პრეპარატების ჯგუფს. როზაპროსტი ამცირებს თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის ბუნებრივი გადინების გაზრდით სისხლის მიმოქცევაში.
როზაპროსტი გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ, რომელიც აღწერილია როგორც ღია კუნთხოვანი გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია მოზრდილებში. ორივე მდგომარეობა ასოცირდება მომატებულ თვალშიდა წნვასთან და შესაძლოა დააზიანოს მხედველობა.
როზაპროსტის გამოყენება ასევე შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვში მომატებული თვალშიდა წნევის და გლაუკომის სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ როზაპროსტის გამოყენებამდე
როზაპროსტის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილ ქალებსა და მამაკაცებში (მათ შორის ხანდაზმულებში) და ბავშვებში დაბადებიდან 18 წლამდე. როზაპროსტის გამოყენება არ არის შესწავლილი დღენაკლულ ჩვილებში (ორსულობის 36-ე კვირამდე დაბადებულნი).
არ მიიღოთ როზაპროსტი
თუ ხართ ალერგიული ლატანოპროსტის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.
თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ვიდრე დაიწყებთ როზაპროსტის გამოყენებას.
შემდეგი შემთხვევების დროს მოზრდილ ან პედიატრიულ პაციენტში, პაციენტის მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა უნდა იცოდეს ვიდრე პაციენტი მიიღებს როზაპროსტს:
თუ პაციენტს აღენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ნეოვასკულარული გლაუკომა ან თანდაყოლილი გლაუკომა
თუ მოზრდილს ან ბავშვს უტარდება თვალზე ქირურგიული ოპერაცია (მათ შორის გლაუკომის ოპერაცია) და თუ მსავსი ოპერაცია დაგეგმილია,
თუ პაციენტი არ ატარებს ლინზებს ან თუ ლინზები ნაწილობრივ ან სრულად გაუმჭვირვალეა,
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტური რეტინოპათია ან ბადურის ვასკულარული ოკლუზია,
თუ მოზრდილს ან ბავშვს აღენიშნება თვალის პრობლემები (როგორიცაა თვალის ტკივილი, ანთება ან თვალის გაღიზიანება, მხედველობის ბუნდოვანება)
თუ მოზრდილს ან ბავშვს აღენიშნება მშრალი თვალი ან ჩაუტარდა მკურნალობა თვალის პრობლემებზე, როგორიცაა ფერადი გარსის ანთება (ირიტი) ან თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება (უვეიტი)
თუ მოზრდილს ან ბავშვს აღენიშნება უკონტროლო ასთმა
თუ მოზრდილი ან ბავშვი იყენებს კონტაქტურ ლინზებს. მსგავს შემთხვევაში როზაპროსტის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ უნდა მოხდეს კონტაქტური ლინზების გამოყენების ინსტრუქციის დაცვა (იხ. ნაწილი 3).
თუ ბავშვს ან მოზრდილს აღენიშნება თვალის ინფექცია, გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV) ან აღენიშნებოდა წარსულში.
პაციენტები ფერადი გარსის შერეული ფერით, მაგ. ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერ-ყავისფერი, მწვანე-ყავისფერი და ყვითელი-ყავისფერი, შესაძლებელია შეინიშნებოდეს ფერადი გარსის ნელი, მაგრამ პროგრესული ცვლილება ყავისფერი პიგმენტაციის გაძლიერებით. პაციენტებში ერთგვაროვანი ლურჯი, მწვანე ან ყავისფერი თვალით, იშვიათია ფერის მსგავსი ცვლილება. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობის შემთხვევაში, როზაპროსტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰეტეროქრომია (სხვადასხვა ფერის თვალები). თვალის ფერის ცვლილება უვნებელია, მაგრამ შესაძლოა იყოს მუდმივი.
პაციენტებმა ფერადი გარსის შერეული ფერით, კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.
უნდა მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ზემოთ მითითებული გაფრთხილებები ეხება წარსულში არსებულ შემთხვევებს.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში (4 პაციენტი) ძალიან შეზღუდულია. არ არსებობს როზაპროსტის გამოყენების შესახებ მონაცემები დღენაკლულ ჩვილებში (დაბადებული 36-ე კვირამდე).
0-3 წლის ასაკის ბავშვებს პირველადი თანდაყოლილი გლაუკომით, კვლავ უტარდებათ პირველადი მკურნალობა ქირურგიული ოპერაციით (მაგ. ტრაბეკულოტომია, გონიოტომია).
როზაპროსტის გრძელვადიანი უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.
როზაპროსტი და სხვა პრეაპრატები
შესაძლებელია როზაპროსტის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოგიყენებიათ სხვა პრეპარატები (ან თვალის წვეთები), მათ შორის ურეცეპტო, ან თუ გეგემავთ რომელიმე სხვა პრეპარატის გამოყენებას.
როზაპროსტი საკვებთან და სასმელთან ერთად.
როზაპროსტის გამოყენებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ალკოჰოლის ან სხვა პრეპარატების გამოყენების გაიდლაინებთან დაკავშირებით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
როზაპროსტის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
როზაპროსტის გამოყენება დაუშვებელია ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
თვალის სხვა წვეთების მსგავსად, მხედველობის დროებითი ბუნდოვანება შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის გამოყენებისას. მხედველობის ბუნდოვანების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვამდე.
როზაპროსტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ხშირად გამოყენებული ნივთიერება ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში კონსერვანტის სახით. შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან დაზიანება და კონტაქტური ლინზების გაუფერულება.
ამიტომ, როზაპროსტის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები. მათი ხელახლა ჩასმა შესაძლებელია როზაპროსტის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
პირებისთვის, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს ინსტრუქცია წარმოდგენილია ნაწილ 3-ში.
როზაპროსტის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ბავშვის ან თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილების და ბავშვებისთვის (მათ შორის ხანდაზმულებისთვის) ჩვეულებრივი დოზა არის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში ჩაწვეთებით დღეში ერთხელ. საუკეთესო დროა საღამო. როზაპროსტის მიღება დაუშვებელია უფრო ხშირად, ვინაიდან შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის შემცირება.
როზაპროსტის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით.
კონტაქტური ლინზების გამოყენება.
მოიხსენით კონტაქტური ლინზები როზაპროსტის გამოყენებამდე. კონტაქტური ლინზების ხელახლა გამოყენება შესაძლებელია როზაპროსტის გამოყენებიდან 15 წუთში.
როზაპროსტის სწორად გამოსაყენებლად დაიცავით შემდეგი საფეხურები:
დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
პირველად გამოყენების წინ დარწმუნდით რომ ბოთლი დახუფულია.
ბოთლის გასახსნელად, მოხსენით დამცავი რგოლი თავსახურის მოტრიალებით.
თუ თავსახურის მოხსნისას რგოლი თავისუფალია, პრეპარატის გამოყენებამდე მოხსენით რგოლი.
გადაწიეთ თავი უკან და თვალის ქუთუთო ჩამოწიეთ ქვემოთ.
ბოთლის ბუნიკი მიიტანეთ თვალთან ახლოს. არ შეეხოთ თვალს, ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს საწვეთურით. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს წვეთების ინფიცირება. ინფიცირებული წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო გართულებები და მხედველობის დაკარგვა.
ფრთხილად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთის ჩაწვეთება მოხდეს თვალში. გაუშვით ქვედა ქუთუთოს ხელი.
ცხვირთან ახლოს თვალის კუთხეში დააჭირეთ თითი 1 წუთით და დახურეთ ქუთუთო.
გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალშიც თუ ექიმი გირჩევთ.
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ, ბოთლს დაახურეთ თავსახური.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია აცნობეთ ექიმს.
როზაპროსტის გამოყენება თვალის სხვა წვეთებთან ერთად
თუ იღებთ თვალის სხვა პრეპარატებს, მათ გამოყენებამდე საჭიროა 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
როზაპროსტის ჭარბი დოზის გამოყენება
თვალში დიდი რაოდენობით პრეპარატის ჩაწვეთების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ზომიერი გაღიზიანება სიწითლით და ცრემლდენით. მსგავს შემთხვევაში მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. ეს სიმპტომები გაივლის, მაგრამ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ როზაპროსტის გადაყლაპვა მოხდება მოზრდილის ან ბავშვის მიერ, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
თუ დაგავიწყდათ როზაპროსტის მიღება
როზაპროსტის მიღების დავიწყების შემთხვევაში გამოტოვეთ ეს დოზა. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ როზაპროსტის მიღებას
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ცნობილი გვერდითი ეფექტები როზაპროსტის გამოყენების შემდეგ:
ძალიან ხშირი ( 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თვალის ფერის თანდათანობითი ცვლილება ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მომატების გამო; თვალის გაწითლება, თვალის გაღიზიანება (წვა, გაუხეშება, ქავილი, ჩხვლეტა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება); წამწამების და თვალის გარშემო თმის თანდათანობითი ცვლილება, განსაკუთრებით იაპონური წარმოშობის პაციენტებში. მსგავსი ცვლილებები მოიცავს მაგალითად ფერის ცვლილება (გამუქება), გაზრდილი სიგრძე, სისქე და წამწამების რაოდენობა.
ხშირი (100 - დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10- დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან დაზიანება, ქუთუთოს კიდეების ანთება (ბლეფარიტი), თვალის ტკივილი; სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია).
არახშირი (1000 - დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100- დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ქუთუთოს შეშუპება, მშრალი თვალი, თვალის ზედაპირის ინფექცია ან გაღიზიანება (რქოვანას ანთება), მხედველობის ბუნდოვანება და კონიუნქტივიტი.
გამონაყარი.
იშვიათი (10000 - დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000- დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ფერადი გარსის ანთება (ირიტი) ან თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება (უვეიტი), მაკულარული შეშუპება, სიმპტომური შეშუპება და რქოვანას დეფექტები, პერიორბიტალური შეშუპება, ქუთუთოზე კანის ადგილობრივი რეაქციები, ჰიპერემია, მტკივნეული ან მგრძნობიარე თვალი; არასწორი მიმართულებით გაზრდილი წამწამები ზოგჯერ იწვევს თვალის გაღიზიანებას; წამწამების დამატებითი რიგის ზრდა.
კანის ადგილობრივი რეაქციები ქუთუთოებზე; ქუთუთოს კანის გამუქება
ასთმა, ასთმის გაწმვავება, დისპნოე.
ძალიან იშვიათი (10000-დან 1 პაციენტში)
ჩაცვენილი თვალების შეგრძნება
სტენოკარდიის გაუარესება პაციენტებში მოცემული დაავადების ისტორიით, გულმკერდის ტკივილი.
შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები ასევე შეინიშნებოდა პაციენტებში: ფერად გარსში სითხოვანი ჩანართების განვითარება (ფერადი გარსის კისტა), თავის ტკივილი, თავრუსხვევა, პალპიტაციები, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და თვალის ვირუსული ინფექციები გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV).
როზაპროსტმა შეიძლება შეცვალოს თვალის ფერი. ცვლილება ხდება ნელა. ფერადი გარსი შესაძლებელია უფრო გაყავისფრდეს და გამუქდეს.
ზოგიერთ პაციენტში განვითარდა მხედველობის გაუარესება არა მხოლოდ თვალის წვეთების უშუალოდ გამოყენებისას. მოცემული დარღვევის გამო შესაძლებელია გართულდეს კითხვა ან მცირე დეტალების დანახვა. ამასთან ერთად მხედველობის ბუნდოვანება, თვალის სიწითლე, გაღიზიანება ან თვალის ტკივილი შესაძლებელია განვითარდეს.
მიუხედავად იმისა რომ მოცემული სიმპტომები ნაკლებად მოსალოდნელია, მათი განვითარებისას შეწყვიტეთ როზაპროსტის მიღება და დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს სუნთქვის ცვლილებების შემთხვევაში როზაპროსტის მიღების დაწყებისას.
ძალიან იშვიათად პაციენტებში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით (გამჭვირვალე მემბრანა, რომელიც ფარავს თვალის წინა ნაწილს) განვითარდა რქოვანაზე ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დალექვის გამო.
გვერდითი მოვლენები, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში არის რინიტი და ცხელება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტის შეტყობინება შეგიძლიათ სამედიცინო პროდუქტების სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგიტრაციის, პრეპარატების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის განყოფილებაში, ალ. იეროზოლიმსკიე 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: 22 49-21-30, ფაქსი: 22 49-21-309, ელ.ფოსტა: [email protected]
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მოცემული პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდება.
როზაპროსტის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე EXP ნიშნით.
ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
გახსნამდე პრეპარატის შენახვა უნდა მოხდეს 2-8°C (მაცივარში). დაიცავით სინათლისგან.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადაა 4 კვირა. გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს როზაპროსტი
აქტიური ნივთიერებაა ლატანოპროსტი. 1მლ ხსნარი შეიცავს 50მკგ ლატანოპროსტს.
ერთი წვეთი შეიცავს დაახლოებით 1.5მკგ ლატანოპროსტს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (0.2მგ/მლ), უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმაჟავა 0.1N, საინექციო წყალი.
როზაპროსტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
თვალის წვეთები, ხსნარი.
ხსნარი არის გამჭვირვალე უფერო სითხე.
დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) კონტეინერი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) საწვეთურით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ხრახნით მუყაოს კოლოფში.
თითოეული კონტეინერი შეიცავს 2.5მლ თვალის წვეთებს, ხსნარს, რომელიც შეესაბამება დაახლოებით 80 წვეთს.
შეფუთვის ზომა: 1 x 2.5მლ, 3 x 2.5მლ
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ს.ს. ფარმაცევტული ქარხანა ადამედ ფარმა
შკოლნას ქ 33.
95-054 კსავეროვი
ტელ: (042) 212 81 31
ფაქსი: (042) 212 81 61
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ადამედ ფარმა ს.ს.
შკოლნას ქ 33.
95-054 კსავეროვი
ტელ: (042) 212 81 31
ფაქსი: (042) 212 81 61
ელ.ფოსტა: [email protected]
რაფარმ ს.ს.
პაიანია
19002 ატიკი
საბერძნეთი
მოცემული ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 2015 წლის ოქტომბერში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
