ენიცილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც პროსტაგლანდინების ანალოგები. ის მოქმედებს თვალის შიგნიდან სისხლში სითხის ბუნებრივი გადინების გაზრდით. ენიცილი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ღიაკუთხოვანი გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლატანოპროსტი (latanoprost)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.005% (0,05მგ/მლ) 2.5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rafarm S.A(საბერძნეთი)), პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
- ATC კოდი
- S01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040313
- რეგისტრირებულია
- 22 თებერვალი 2024, მოქმედებს 22 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A. (პორტუგალია)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენიცილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენიცილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც პროსტაგლანდინების ანალოგები. ის მოქმედებს თვალის შიგნიდან სისხლში სითხის ბუნებრივი გადინების გაზრდით.
ენიცილი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ღიაკუთხოვანი გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია. ორივე ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თვალის შიგნით წნევის მატებასთან, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მხედველობაზე.
ენიცილი ასევე გამოიყენება მომატებული თვალის წნევის და გლაუკომის სამკურნალოდ ყველა ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ენიცილი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ბავშვის მკურნალმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში (ხანდაზმულთა ჩათვლით) და ბავშვებში არის ერთი წვეთი დღეში ერთხელ დაზიანებულ თვალში. დოზის მიღების საუკეთესო დრო არის საღამო.
არ გამოიყენოთ ენიცილი უფრო ხშირად, ვიდრე დღეში ერთხელ, რადგან მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს მისი უფრო ხშირად მიღების შემთხვევაში.
გამოიყენეთ ენიცილი თქვენი ექიმის ან თქვენი შვილის მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით, ვიდრე არ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
კონტაქტური ლინზების ტარება
თუ თქვენ ან თქვენი შვილი ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ისინი უნდა მოიხსნათ ენიცილის გამოყენებამდე. ენიცილის გამოყენების შემდეგ, უნდა დაიცადოთ 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ უნდა ჩაისვათ კვლა ისინი.
გამოყენების ინსტრუქცია
- დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
- გახსენით თავსახური. თავსახური არ მოხსნათ.
- თითით ნაზად ქვემოთ ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
539430161450004. მიიტანეთ ბოთლის წვერი ახლოს, მაგრამ არ შეეხოთ თვალს.
- ნაზად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი მოხვდეს თვალში, შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო.
- დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის კუთხეში ცხვირთან. გააჩერეთ 1 წუთით დახუჭული თვალებით.
- გაიმეორეთ იგივე მეორე თვალში, თუ ექიმმა გითხრათ ამის გაკეთება.
- დაახურეთ თავსახური ბოთლს.
თუ იყენებთ ენიცილს თვალის სხვა წვეთებთან ერთად
ენიცილის და სხვა თვალის წვეთების გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს ინიმუმ 5 წუთი.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ენიცილს
თუ ძალიან ბევრ წვეთს ჩაიწვეთებთ თვალში, შეიძლება განვითარდეს თვალის მცირე გაღიზიანება და თვალის წყლიანობა და სიწითლე, რაც უნდა გავიდეს, მაგრამ თუ გაწუხებთ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს.
დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ ენიცილი.
თუ დაგავიწყდათ ენიცილის გამოყენება
გააგრძელეთ ჩვეული დოზით გამოყენება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეწყვეტთ ენიცილის გამოყენებას
თუ გსურთ შეწყვიტოთ ენიცილის მიღება, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ლატანოპროსტის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას.
- თუ ძუძუთი კვებავთ.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, სანამ მიიღებთ ენიცილს ან მისცემთ მას თქვენს შვილს, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ ან თქვენს შვილს:
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს უნდა ჩაგიტარდეთ ან ჩაგიტარდათ თვალის ოპერაცია (მათ შორის კატარაქტის ოპერაცია);
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თვალის პრობლემები (როგორიცაა თვალის ტკივილი, გაღიზიანება ან ანთება, მხედველობის დაბინდვა);
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თვალების სიმშრალე;
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ მძიმე ასთმა ან ასთმა არ არის კარგად კონტროლირებადი;
- თუ თქვენ ან თქვენი შვილი ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. კონტაქტური ლინზების გამოყენება შეგიძლიათ, მაგრამ უნდა დაიცვათ მე-3 ნაწილში მოცემული მითითებები კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებით;
- თუ გქონიათ ან ამჟამად გაქვთ თვალის ვირუსული ინფექცია გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეიძლება აღინიშნოს ენიცილის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან. გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის იმ მედიკამენტებს (ან თვალის წვეთებს), რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ენიცილი არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ენიცილის გამოყენებისას შეიძლება გქონდეთ ბუნდოვანი მხედველობა მცირე ხნით. თუ განვითარდა ეს მოვლენა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ მხედველობა არ გაიწმინდება.
ენიცილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ენიცილი შეიცავს კონსერვანტს სახელწოდებით ბენზალკონიუმის ქლორიდი. ამ კონსერვანტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება ან თვალის ზედაპირის დარღვევა. შეიძლება მოხდეს ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა კონტაქტური ლინზების მიერ. ამიტომ, მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.
თუ თქვენ ან თქვენი შვილი ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ისინი უნდა მოიხსნათ ენიცილის გამოყენებამდე. ენიცილის გამოყენების შემდეგ, უნდა დაიცადოთ 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ ჩაისვათ ისევ კონტაქტური ლინზები. ნაწილში 3 იხილეთ მითითებები კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი (სავარაუდოდ ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- თვალის ფერის თანდათანობითი ცვლილება თვალის ფერად ნაწილში ირისში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის გაზრდით. თუ გაქვთ შერეული ფერის თვალები (ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი ან მწვანე-ყავისფერი) უფრო სავარაუდოა, რომ აღინიშნოს ეს ცვლილება, ვიდრე ერთი ფერის თვალების შემთხვევაში (ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი თვალები).
თვალის ფერის ნებისმიერ ცვლილებას შეიძლება წლები დასჭირდეს, თუმცა ეს ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 8 თვის განმავლობაში. ფერის ცვლილება შეიძლება იყოს მუდმივი და უფრო შესამჩნევი, თუ ენიცილს იყენებთ მხოლოდ ერთ თვალში. როგორც ჩანს, თვალის ფერის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღინიშნება. თვალის ფერის ცვლილება არ გრძელდება ლატანოპროსტის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- თვალის სიწითლე;
- თვალის გაღიზიანება (წვის, ქავილის, ჩხვლეტის ან უცხო სხეულის შეგრძნება თვალში).
- ნამკურნალები თვალის წამწამების და ნამკურნალები თვალის ირგვლივ თხელი თმების თანდათანობითი ცვლილება, ძირითადად იაპონური წარმოშობის ადამიანებში. ეს ცვლილებები მოიცავს წამწამების ფერის (გამუქების) ცვლილებას, სიგრძის, სისქის და რაოდენობის ზრდას.
ხშირი (სავარაუდოდ ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან დარღვევა, ქუთუთოების ანთება (ბლეფარიტი) და თვალის ტკივილი.
არახშირი (სავარაუდოდ ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- ქუთუთოების შეშუპება, თვალის სიმშრალე, თვალის ზედაპირის ანთება ან გაღიზიანება (კერატიტი), მხედველობის დაბინდვა და კონიუნქტივიტი;
- კანის გამონაყარი;
- გულისრევა, ღებინება.
იშვიათი (სავარაუდოდ ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- ირისის, თვალის ფერადი ნაწილის ანთება (ირიტი/უვეიტი); ბადურის შეშუპება (მაკულარული შეშუპება), შეშუპების სიმპტომები ან ნაკაწრი/დაზიანება თვალის ზედაპირზე, თვალის ირგვლივ შეშუპება (პერიორბიტალური შეშუპება) არასწორად მიმართულების წამწამები ან წამწამების დამატებითი რიგი;
- კანის რეაქციები ქუთუთოებზე, ქუთუთოების კანის გამუქება;
- ასთმა, ასთმის გაუარესება და ქოშინი (დისპნოე).
ძალიან იშვიათი (სავარაუდოდ ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- სტენოკარდიის გაუარესება პაციენტებში, რომლებსაც ასევე აქვთ გულის დაავადება, გულმკერდის ტკივილი;
პაციენტებმა ასევე აღნიშნეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: სითხით სავსე უბანი თვალის ფერად ნაწილში (ირისის კისტა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული თვალის ვირუსული ინფექციის განვითარება.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში, არის ცხვირის ქავილი და ცხელება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
თვალის გაღიზიანებისა და კონიუნქტივის ჰიპერემიის გარდა, ლატანოპროსტის თვალის წვეთების, ხსნარის დოზის გადაჭარბებისას სხვა გვერდითი მოვლენები თვალის მხრივ არ არის ცნობილი.
ენიცილის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, შემდეგი ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს: ერთი ბოთლი შეიცავს 125 მიკროგრამ ლატანოპროსტს. პრეპარატის 90%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლისას. ჯანმრთელ მოხალისეებში 3 მიკროგრამი/კგ ინტრავენური ინფუზია არ იწვევდა რაიმე სიმპტომს, მაგრამ 5,5-10 მიკროგრამი/კგ დოზა იწვევდა გულისრევას, მუცლის ტკივილს, თავბრუსხვევას, დაღლილობას, სიწითლეს სიცხის მოწოლით და ოფლიანობით. მაიმუნებში ლატანოპროსტი შეყვანილი იყო ინტრავენურად 500 მიკროგრამ/კგ-მდე დოზით გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გარეშე.
მაიმუნებში ლატანოპროსტის ინტრავენური შეყვანა დაკავშირებულია გარდამავალ ბრონქოკონსტრიქციასთან. თუმცა, პაციენტებში საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმით, არ დაფიქსირებულა ბრონქოკონსტრიქცია ენიცილის კლინიკურ დოზაზე შვიდჯერ მეტი დოზით ლატანოპროსტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ,
ენიცილის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ლატანოპროსტი.
თვალის წვეთების ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 0,05 მგ ლატანოპროსტს.
- სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.2 მგ/მლ კონსერვანტის სახით, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატი, ორბაზური ნატრიუმის ფოსფატი და საინექციო წყალი.
ენიცილის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ენიცილი არის სტერილური გამჭვირვალე და უფერო ხსნარი თვალში გამოყენებისთვის. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2,5 მლ ხსნარს.
ენიცილი ხელმისაწვდომია 1, 3 და 6 მუყაოს კოლოფის შეფუთვის ზომებში. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
გაუხსნელი ბოთლი: შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C).
ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ და გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 4.4 - პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თვალის დარღვევებისთვის, გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, პროსტაგლანდინების ანალოგები. ათქ კოდი: S01E E01.
აქტიური ნივთიერება ლატანოპროსტი, პროსტაგლანდინის F2α ანალოგი, არის პროსტანოიდური FP რეცეპტორების შერჩევითი აგონისტი, რომელიც ამცირებს თვალშიდა წნევას სითხის გადინების გაზრდით. თვალშიდა წნევის დაქვეითება ადამიანში იწყება მიღებიდან დაახლოებით სამი-ოთხი საათის შემდეგ და მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა რვა-თორმეტ საათში. წნევის შემცირება ნარჩუნდება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.
ცხოველებსა და ადამიანებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის უვეოსკლერული გადინების გაზრდა, თუმცა ადამიანებში დაფიქსირდა გადინების სიჩქარის გარკვეული ზრდა (გადინების წინააღმდეგობის დაქვეითება).
საკვანძო კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტი ეფექტურია როგორც მონოთერაპია. გარდა ამისა, ჩატარდა კლინიკური კვლევები, რომლის დროსაც შესწავლილი იყო კომბინირებული გამოყენება. ეს მოიცავს კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ლატანოპროსტი ეფექტურია ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებთან (თიმოლოლთან) კომბინაციაში. მოკლევადიანი (1 ან 2 კვირა) კვლევების მიხედვით, ლატანოპროსტის ეფექტი არის დამატებითი ადრენერგულ აგონისტებთან (დიპივალილ ეპინეფრინი), პერორალურ კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან (აცეტაზოლამიდი) კომბინაციაში და მინიმუმ ნაწილობრივ დამატებითი ქოლინერგულ აგონისტებთან (პილოკარპინი) კომბინაციაში გამოყენებისას.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სითხის გამომუშავებაზე. ლატანოპროსტს არ აქვს რაიმე ზემოქმედება სისხლის-სითხის ბარიერზე.
ლატანოპროსტის კლინიკური დოზით გამოყენებისას და მაიმუნებში შესწავლისას არ აღინიშნა რაიმე ეფექტი ან აღინიშნა მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი თვალშიდა სისხლის მიმოქცევაზე. თუმცა, მსუბუქი და ზომიერი კონიუნქტივალური ან ეპისკლერული ჰიპერემია შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი მკურნალობის დროს.
ლატანოპროსტით ქრონიკული მკურნალობა მაიმუნებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ექსტრაკაფსულარული ლინზების ექსტრაქცია, არ ახდენდა ზეგავლენას ბადურის სისხლძარღვებზე, რაც განისაზღვრა ფლუორესცეინის ანგიოგრაფიით.
მოკლევადიანი მკურნალობის დროს ლატანოპროსტს არ გამოუწვევია ფლუორესცინის გაჟონვა ფსევდოფაკიის მქონე ადამიანის თვალის უკანა სეგმენტში.
კლინიკურ დოზებში ლატანოპროსტს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ეფექტი გულ-სისხლძარღვთა ან რესპირატორულ სისტემებზე.
პედიატრიული მოსახლეობა
ლატანოპროსტის ეფექტურობა ≤ 18 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნაჩვენებია ლატანოპროსტის 12-კვირიან, ორმაგად შენიღბულ კლინიკურ კვლევაში, თიმოლოლთან შედარებით 107 პაციენტში, რომლებშიც დიაგნოსტირებული იყო თვალის ჰიპერტენზია და პედიატრიული გლაუკომა. ახალშობილების მინიმალური გესტაციური ასაკი იყო 36 კვირა.
პაციენტები იღებდნენ ლატანოპროსტს 0,005% დღეში ერთხელ ან თიმოლოლს 0,5% (ან 0,25%-ს 3 წელზე უმცროსი სუბიექტები) ორჯერ დღეში. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება საწყისიდან კვლევის მე-12 კვირაზე. თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება ლატანოპროსტისა და თიმოლოლის ჯგუფებში მსგავსი იყო. ყველა შესწავლილ ასაკობრივ ჯგუფში (0-დან <3 წლის, 3-დან <12 წლის და 12-დან 18 წლის) თვალშიდა წნევის საშუალო შემცირება მე-12 კვირაში ლატანოპროსტის ჯგუფში მსგავსი იყო თიმოლოლის ჯგუფში არსებულის. მიუხედავად ამისა, ეფექტურობის მონაცემები 0-დან < 3 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფუძნებული იყო მხოლოდ 13 პაციენტზე ლატანოპროსტის ჯგუფში და კლინიკურ პედიატრიულ კვლევაში 0-დან <1 წლის ასაკის 4 პაციენტიდან არ იყო ნაჩვენები შესაბამისი ეფექტურობა. არ არსებობს მონაცემები დღენაკლული ჩვილების შესახებ (36 კვირაზე ნაკლები გესტაციური ასაკი).
თვალშიდა წნევის შემცირება სუბიექტებში პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომის ქვეჯგუფში ლატანოპროსტის ჯგუფში და თიმოლოლის ჯგუფში იყო მსგავსი. არა-პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომის ქვეჯგუფში (მაგ. არასრულწლოვანთა ღიაკუთხოვანი გლაუკომა, აფაქიური გლაუკომა) ნაჩვენები იქნა ისეთივე შედეგები, როგორიც პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომის ქვეჯგუფში.
ეფექტი თვალშიდა წნევაზე დაფიქსირდა მკურნალობის პირველი კვირის შემდეგ და შენარჩუნებული იყო კვლევის 12 კვირის განმავლობაში, როგორც მოზრდილებში.
ცხრილი: თვალშიდა წნევის შემცირება (mmHg) მე-12 კვირაზე აქტიური მკურნალობის ჯგუფის და საწყისი დიაგნოზის მიხედვით
ლატანოპროსტი
N=53
თიმოლოლი
N=54
საბაზისო საშუალო „სც“
კვირა 12: ცვლილება საწყისი საშუალოდან†„სც“
27,3 (0,75)
- 7,18 (0,81)
27,8 (0,84)
- 5,72 (0,81)
p-მნიშვნელობა თიმოლოლის საპირისპიროდ
0,2056
პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომა
N=28
არა-პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომის
N=25
პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომის
N=26
პირველადი თანდაყოლილი/ჩვილთა გლაუკომის
N=28
საბაზისო საშუალო „სც“
კვირა 12: ცვლილება საწყისი საშუალოდან†„სც“
26,5 (0,72)
- 5,90 (0,98)
28,2 (1,37)
- 8,66 (1,25)
26,3 (0,95)
- 5,34 (1,02)
29,1 (1,33)
- 6,02 (1,18)
p-მნიშვნელობა თიმოლოლის საპირისპიროდ
0,6957
0,1317
„სც“: სტანდარტული ცდომილება
† კორექტირებული შეფასება კოვარიანტული მოდელის (ANCOVA) ანალიზის საფუძველზე.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლატანოპროსტი (მვ 432,58) არის იზოპროპილეთერის პროპრეპარატი, რომელიც თავისთავად არააქტიურია, მაგრამ ლატანოპროსტის მჟავაში ჰიდროლიზის შემდეგ ხდება ბიოლოგიურად აქტიური.
პროპრეპარატი კარგად შეიწოვება რქოვანას მეშვეობით და ყველა პრეპარატი, რომელიც შედის წყალხსნარში, ჰიდროლიზდება რქოვანაში გავლისას.
ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პიკური კონცენტრაცია სითხეში მიიღწევა ადგილობრივი მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ. მაიმუნებში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ლატანოპროსტი ნაწილდება ძირითადად წინა სეგმენტში, კონიუნქტივებსა და ქუთუთოებში.
პრეპარატის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა აღწევს უკანა სეგმენტში.
თვალში ლატანოპროსტის მჟავას მეტაბოლიზმი პრაქტიკულად არ ხდება. ძირითადი მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში. ადამიანის პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი 17 წუთია. ძირითადი მეტაბოლიტები, 1,2-დინორი და 1,2,3,4-ტეტრანორი, არ ავლენენ ბიოლოგიურ აქტივობას ან ავლენენ მხოლოდ სუსტ ბიოლოგიურ აქტივობას ცხოველთა კვლევებში და გამოიყოფა ძირითადად შარდით.
პედიატრიული მოსახლეობა
პლაზმაში ლატანოპროსტის მჟავას კონცენტრაციების ღია ეტიკეტის ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 22 ზრდასრულსა და 25 პედიატრიულ პაციენტში (დაბადებიდან < 18 წლის) თვალის ჰიპერტენზიით და გლაუკომით. ყველა ასაკობრივ ჯგუფში მკურნალობა ტარდებოდა ლატანოპროსტით 0,005%, თითო წვეთი ყოველდღიურად თითოეულ თვალში მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. ლატანოპროსტის მჟავას სისტემური ექსპოზიცია იყო დაახლოებით ორჯერ მეტი 3-დან <12 წლის ასაკის ჯგუფში და ექვსჯერ უფრო მაღალი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით. თუმცა, შენარჩუნებული იყო უსაფრთხოების ფართო ზღვარი სისტემური გვერდითი ეფექტებისთვის (იხ. ნაწილი 4.9). პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო იყო დოზის მიღებიდან 5 წუთი ყველა ასაკობრივ ჯგუფში. პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი იყო ხანმოკლე (< 20 წუთი), მსგავსი პედიატრიულ და ზრდასრულ პაციენტებში და არ იწვევდა ლატანოპროსტის მჟავას დაგროვებას სისტემურ მიმოქცევაში წონასწორულ მდგომარეობებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ენიცილი 0,05 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი
სტერილური
ლატანოპროსტი 0.005%
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში
- რა არის ენიცილი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ენიცილის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ენიცილი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ენიცილი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ენიცილი და რისთვის გამოიყენება
ენიცილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც პროსტაგლანდინების ანალოგები. ის მოქმედებს თვალის შიგნიდან სისხლში სითხის ბუნებრივი გადინების გაზრდით.
ენიცილი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა ღიაკუთხოვანი გლაუკომა და თვალის ჰიპერტენზია. ორივე ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თვალის შიგნით წნევის მატებასთან, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მხედველობაზე.
ენიცილი ასევე გამოიყენება მომატებული თვალის წნევის და გლაუკომის სამკურნალოდ ყველა ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში.
- რა უნდა იცოდეთ ენიცილის გამოყენებამდე
ენიცილის გამოყენება შესაძლებელია ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში (მათ შორის ხანდაზმულებში) და ბავშვებში დაბადებიდან 18 წლამდე. ენიცილი არ არის შესწავლილი დღენაკლულ ჩვილებში (ორსულობის 36 კვირაზე ნაკლები ასაკი).
არ გამოიყენოთ ენიცილი
- თუ გაქვთ ალერგია ლატანოპროსტის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას.
- თუ ძუძუთი კვებავთ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, სანამ მიიღებთ ენიცილს ან მისცემთ მას თქვენს შვილს, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ ან თქვენს შვილს:
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს უნდა ჩაგიტარდეთ ან ჩაგიტარდათ თვალის ოპერაცია (მათ შორის კატარაქტის ოპერაცია);
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თვალის პრობლემები (როგორიცაა თვალის ტკივილი, გაღიზიანება ან ანთება, მხედველობის დაბინდვა);
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ თვალების სიმშრალე;
- თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ მძიმე ასთმა ან ასთმა არ არის კარგად კონტროლირებადი;
- თუ თქვენ ან თქვენი შვილი ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. კონტაქტური ლინზების გამოყენება შეგიძლიათ, მაგრამ უნდა დაიცვათ მე-3 ნაწილში მოცემული მითითებები კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებით;
- თუ გქონიათ ან ამჟამად გაქვთ თვალის ვირუსული ინფექცია გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით.
სხვა მედიკამენტები და ენიცილი
შეიძლება აღინიშნოს ენიცილის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან. გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თქვენი შვილის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის იმ მედიკამენტებს (ან თვალის წვეთებს), რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ენიცილი არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ენიცილის გამოყენებისას შეიძლება გქონდეთ ბუნდოვანი მხედველობა მცირე ხნით. თუ განვითარდა ეს მოვლენა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ მხედველობა არ გაიწმინდება.
ენიცილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ენიცილი შეიცავს კონსერვანტს სახელწოდებით ბენზალკონიუმის ქლორიდი. ამ კონსერვანტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება ან თვალის ზედაპირის დარღვევა. შეიძლება მოხდეს ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა კონტაქტური ლინზების მიერ. ამიტომ, მოერიდეთ შეხებას რბილ კონტაქტურ ლინზებთან. ცნობილია, რომ იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.
თუ თქვენ ან თქვენი შვილი ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ისინი უნდა მოიხსნათ ენიცილის გამოყენებამდე. ენიცილის გამოყენების შემდეგ, უნდა დაიცადოთ 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ ჩაისვათ ისევ კონტაქტური ლინზები. ნაწილში 3 იხილეთ მითითებები კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან დაკავშირებით.
- როგორ გამოიყენება ენიცილი
ყოველთვის გამოიყენეთ ენიცილი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ბავშვის მკურნალმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში (ხანდაზმულთა ჩათვლით) და ბავშვებში არის ერთი წვეთი დღეში ერთხელ დაზიანებულ თვალში. დოზის მიღების საუკეთესო დრო არის საღამო.
არ გამოიყენოთ ენიცილი უფრო ხშირად, ვიდრე დღეში ერთხელ, რადგან მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს მისი უფრო ხშირად მიღების შემთხვევაში.
გამოიყენეთ ენიცილი თქვენი ექიმის ან თქვენი შვილის მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით, ვიდრე არ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
კონტაქტური ლინზების ტარება
თუ თქვენ ან თქვენი შვილი ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, ისინი უნდა მოიხსნათ ენიცილის გამოყენებამდე. ენიცილის გამოყენების შემდეგ, უნდა დაიცადოთ 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ უნდა ჩაისვათ კვლა ისინი.
გამოყენების ინსტრუქცია
- დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
- გახსენით თავსახური. თავსახური არ მოხსნათ.
- თითით ნაზად ქვემოთ ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
539430161450004. მიიტანეთ ბოთლის წვერი ახლოს, მაგრამ არ შეეხოთ თვალს.
- ნაზად მოუჭირეთ ბოთლს ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი მოხვდეს თვალში, შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო.
- დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის კუთხეში ცხვირთან. გააჩერეთ 1 წუთით დახუჭული თვალებით.
- გაიმეორეთ იგივე მეორე თვალში, თუ ექიმმა გითხრათ ამის გაკეთება.
- დაახურეთ თავსახური ბოთლს.
თუ იყენებთ ენიცილს თვალის სხვა წვეთებთან ერთად
ენიცილის და სხვა თვალის წვეთების გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს ინიმუმ 5 წუთი.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ენიცილს
თუ ძალიან ბევრ წვეთს ჩაიწვეთებთ თვალში, შეიძლება განვითარდეს თვალის მცირე გაღიზიანება და თვალის წყლიანობა და სიწითლე, რაც უნდა გავიდეს, მაგრამ თუ გაწუხებთ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს.
დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ ენიცილი.
თუ დაგავიწყდათ ენიცილის გამოყენება
გააგრძელეთ ჩვეული დოზით გამოყენება ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შეწყვეტთ ენიცილის გამოყენებას
თუ გსურთ შეწყვიტოთ ენიცილის მიღება, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენი შვილის მკურნალ ექიმს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი (სავარაუდოდ ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- თვალის ფერის თანდათანობითი ცვლილება თვალის ფერად ნაწილში ირისში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის გაზრდით. თუ გაქვთ შერეული ფერის თვალები (ლურჯი-ყავისფერი, ნაცრისფერი-ყავისფერი, ყვითელი-ყავისფერი ან მწვანე-ყავისფერი) უფრო სავარაუდოა, რომ აღინიშნოს ეს ცვლილება, ვიდრე ერთი ფერის თვალების შემთხვევაში (ლურჯი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი თვალები).
თვალის ფერის ნებისმიერ ცვლილებას შეიძლება წლები დასჭირდეს, თუმცა ეს ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 8 თვის განმავლობაში. ფერის ცვლილება შეიძლება იყოს მუდმივი და უფრო შესამჩნევი, თუ ენიცილს იყენებთ მხოლოდ ერთ თვალში. როგორც ჩანს, თვალის ფერის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღინიშნება. თვალის ფერის ცვლილება არ გრძელდება ლატანოპროსტის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- თვალის სიწითლე;
- თვალის გაღიზიანება (წვის, ქავილის, ჩხვლეტის ან უცხო სხეულის შეგრძნება თვალში).
- ნამკურნალები თვალის წამწამების და ნამკურნალები თვალის ირგვლივ თხელი თმების თანდათანობითი ცვლილება, ძირითადად იაპონური წარმოშობის ადამიანებში. ეს ცვლილებები მოიცავს წამწამების ფერის (გამუქების) ცვლილებას, სიგრძის, სისქის და რაოდენობის ზრდას.
ხშირი (სავარაუდოდ ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- თვალის ზედაპირის გაღიზიანება ან დარღვევა, ქუთუთოების ანთება (ბლეფარიტი) და თვალის ტკივილი.
არახშირი (სავარაუდოდ ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- ქუთუთოების შეშუპება, თვალის სიმშრალე, თვალის ზედაპირის ანთება ან გაღიზიანება (კერატიტი), მხედველობის დაბინდვა და კონიუნქტივიტი;
- კანის გამონაყარი;
- გულისრევა, ღებინება.
იშვიათი (სავარაუდოდ ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- ირისის, თვალის ფერადი ნაწილის ანთება (ირიტი/უვეიტი); ბადურის შეშუპება (მაკულარული შეშუპება), შეშუპების სიმპტომები ან ნაკაწრი/დაზიანება თვალის ზედაპირზე, თვალის ირგვლივ შეშუპება (პერიორბიტალური შეშუპება) არასწორად მიმართულების წამწამები ან წამწამების დამატებითი რიგი;
- კანის რეაქციები ქუთუთოებზე, ქუთუთოების კანის გამუქება;
- ასთმა, ასთმის გაუარესება და ქოშინი (დისპნოე).
ძალიან იშვიათი (სავარაუდოდ ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
- სტენოკარდიის გაუარესება პაციენტებში, რომლებსაც ასევე აქვთ გულის დაავადება, გულმკერდის ტკივილი;
პაციენტებმა ასევე აღნიშნეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: სითხით სავსე უბანი თვალის ფერად ნაწილში (ირისის კისტა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული თვალის ვირუსული ინფექციის განვითარება.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში, არის ცხვირის ქავილი და ცხელება.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ენიცილი
გაუხსნელი ბოთლი: შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C).
ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: არ შეინახოთ 25°C-ზე ზემოთ და გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ენიცილი
- აქტიური ნივთიერება არის ლატანოპროსტი.
თვალის წვეთების ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 0,05 მგ ლატანოპროსტს.
- სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.2 მგ/მლ კონსერვანტის სახით, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატი, ორბაზური ნატრიუმის ფოსფატი და საინექციო წყალი.
ენიცილის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ენიცილი არის სტერილური გამჭვირვალე და უფერო ხსნარი თვალში გამოყენებისთვის. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2,5 მლ ხსნარს.
ენიცილი ხელმისაწვდომია 1, 3 და 6 მუყაოს კოლოფის შეფუთვის ზომებში. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.
ავ. 25 დე აბრილი, 6-6A
2795-225 ლინდა-ა-ველია
პორტუგალია
მწარმოებლები
Rafarm, S.A.
Thesi Pousi - Xatzi Agiou Louka Paiania - Attiki TK 19002
საბერძნეთი
Laboratório Edol - Produtos Farmacêuticos, S.A.
Rua Quinta do Salrego 22-22A, Portela de Carnaxide, 2790-144 Carnaxide – პორტუგალია | Rua Casal do Canas 6-6A, 2790-204 Carnaxide - პორტუგალია
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 2023 წლის აპრილში.
ეს არის პრეპარატი
- პრეპარატი არის პროდუქტი, რომელიც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მოხმარება სახიფათოა.
- მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, გამოყენების წესი და ფარმაცევტის მითითებები.
- ექიმსა და ფარმაცევტს აქვთ ცოდნა პრეპარატების სარგებლისა და რისკების შესახებ.
- თავად არ შეწყვიტოთ თქვენთვის დანიშნული მკურნალობის პერიოდი.
- არ გაიმეოროთ იგივე დანიშნულება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- შეინახეთ ყველა პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



