პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ლატასოპტი

Latasopt

რეცეპტით0,005%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება მოზრდილ პაციენტებში (ხანდაზმულების ჩათვლით) ღიაკუთხიანი გლაუკომით და ოფთალმოლოგიური ჰიპერტენზიით; - ბავშვებში მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება და გლაუკომა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლატანოპროსტი (latanoprost)
ფორმა და შეფუთვა
0,005% 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S, თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები
ATC კოდი
S01EE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-034466
რეგისტრირებულია
18 თებერვალი 2022, მოქმედებს 18 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალატასოპტი და სხვა წამალი ერთად

ლატასოპტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება მოზრდილ პაციენტებში (ხანდაზმულების ჩათვლით) ღიაკუთხიანი გლაუკომით და ოფთალმოლოგიური ჰიპერტენზიით;
  • ბავშვებში მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება და გლაუკომა.

მიღების წესი და დოზირება

გამოყენება მოზრდილებში (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)

რეკომენდებული თერაპია: თითო წვეთი დაზიანებულ თვალში 1-ჯერ დღეში. ოპტიმალური ეფექტი შეინიშნება სამკურნალო პრეპარატის საღამოს გამოყენებისას.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული არა უმეტეს დღეში ერთხელ, ვინაიდან დადგინდა, რომ უფრო ხშირი გამოყენება იწვევს მისი ეფექტურობის დაქვეითებას.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის შემდგომი გამოყენება თერაპიის სქემის თანახმად, ჩვეულ დროს, არ არის საჭირო დოზის გაორმაგება.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. არ არსებობს მონაცემები ლატასოპტის გამოყენების შესახებ დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციის ასაკი 36 კვირაზე ნაკლები), მონაცემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია (4 პაციენტი).

გამოყენების წესი

სისხლის სისტემურ ნაკადში პრეპარატის შეღწევის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია თვალის შიდა კუთხეში არსებულ საცრემლე პარკზე დაჭერა (საცრემლე მილაკების ოკლუზია) ჩაწვეთებიდან დაუყოვნებლივ ერთი წუთის განმავლობაში.

ლატასოპტის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და ჩაწვეთებიდან 15 წუთი დაცდა მათ ჩასმამდე.

თუ საჭიროა ლატასოპტის ერთობლივი გამოყენება ადგილობრივი გამოყენებისთვის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან თვალის დაავადებების დროს, მათ ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ლატანოპროსტის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ლატანოპროსტის გამოყენებისას თვალის ფერი შეიძლება თანდათან შეიცვალოს, რაც დაკავშირებულია ირისში ყავისფერი პიგმენტის შემცველობის მატებასთან. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თვალის ფერის შეუქცევადი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. პრეპარატის მხოლოდ ერთ თვალში ჩაწვეთებისას შეიძლება განვითარდეს შეუქცევადი ჰეტეროქრომია.

თვალის ფერის ცვლილება ყველაზე დამახასიათებელია სამკურნალო საშუალების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ირისის შერეული ფერი: ლურჯ-ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, ყვითელ-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. კვლევებში, რომლებშიც იკვლევდნენ ლატანოპროსტის გამოყენებას, დადგინდა, რომ თვალის ფერი ჩვეულებრივ იცვლება მკურნალობის პირველი 8 თვის განმავლობაში, იშვიათად მკურნალობის მეორე ან მესამე წელს, ხოლო ასეთი ცვლილებები არ ხდება პრეპარატის გამოყენების ოთხი წლის შემდეგ. ირისის პიგმენტაციის პროგრესირების ტემპი დროთა განმავლობაში მცირდება და უცვლელი რჩება ხუთი წლის განმავლობაში. ირისის პიგმენტაციის გაძლიერებასთან დაკავშირებული ეფექტები არ არის შეფასებული სამკურნალო საშუალების გამოყენების ხუთი წლის შემდეგ. ღია ხუთწლიან კვლევაში, რომელიც იკვლევდა ლატანოპროსტის გამოყენების უსაფრთხოებას, აღმოჩნდა, რომ პაციენტების 33%-ს აღენიშნებოდა ირისის პიგმენტაციის გაძლიერება. უმეტეს შემთხვევაში, თვალის ფერის ცვლილება უმნიშვნელოა და ხშირად კლინიკურად არ ვლინდება. ცვლილებების აღნიშვნის სიხშირე პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ირისის შერეული შეფერილობა, 7%-დან 85%-მდე ფარგლებში მერყეობდა, ამასთან პიგმენტაციის გაძლიერება ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში თვალების ყვითელ-ყავისფერი ფერით. მსგავსი ცვლილებები არ შეინიშნებოდა პაციენტებში თვალების ერთგვაროვანი ცისფერი ფერით და ისინი იშვიათად ვლინდებოდა პაციენტებში თვალების ერთგვაროვანი ნაცრისფერი, მწვანე და ყავისფერი ფერით.

თვალების ფერის ცვლილება განპირობებულია ირისის სტრომულ მელანოციტებში მელანინის შემცველობის ზრდით და არა თავად მელანოციტების რაოდენობის ზრდით. როგორც წესი, ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრირებულად ვრცელდება ირისის პერიფერიაზე, ხოლო მთელ ირისს ან მის ცალკეულ ნაწილებს შეიძლება ჰქონდეს უფრო გაჯერებული ყავისფერი ფერი. ლატანოპროსტის მიღების შეწყვეტის შემდეგ თვალების ირისში ყავისფერი პიგმენტის შემცველობის მომატება არ დაფიქსირებულა. კლინიკური კვლევების არსებული მონაცემებით, თვალის ირისის პიგმენტაცია არ არის დაკავშირებული მხედველობის ორგანოს მხრივ რაიმე სიმპტომების ან პათოლოგიური ცვლილებების განვითარებასთან.

ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ირისის ჭორფლზე და ნევუსზე.

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა პიგმენტის დაგროვების შემთხვევები ტრაბეკულურ ბადეში ან თვალის წინა საკანში. ლატანოპროსტის გამოყენების ხუთწლიანი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დადგინდა, რომ ირისის პიგმენტაციის გაძლიერებას არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ნეგატიური კლინიკური შედეგები, ამიტომ მისი აღნიშვნისას სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და თუ ამას კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს, ლატასოპტით მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.

არსებობს ლატანოპროსტის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება ქრონიკული დახურულკუთხიანი გლაუკომის, პიგმენტური გლაუკომის და ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს ფსევდოფაკიის მქონე პაციენტებში. არ არსებობს ლატანოპროსტის გამოყენების გამოცდილება ანთებითი და ნეოვასკულური გლაუკომის, აგრეთვე თვალის ანთებითი დაავადებების დროს. სამკურნალო საშუალება არ ახდენს გავლენას ან ახდენს მცირე გავლენას გუგაზე, თუმცა არ არსებობს ცნობები მისი გამოყენების შესახებ დახურულკუთხიანი გლაუკომის შეტევების დროს. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია ლატასოპტის სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში ზემოაღნიშნული მდგომარეობებით.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ლატანოპროსტის გამოყენებისას პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდებში კატარაქტის ქირურგიული მკურნალობისას, ვინაიდან ასეთ სიტუაციაში მისი გამოყენების შესახებ მხოლოდ შეზღუდული ცნობები არსებობს.

ასევე საჭიროა სიფრთხილის დაცვა ლატასოპტის გამოყენებისას პაციენტებში ჰერპესული კერატიტით და თავიდან იქნას აცილებული მისი გამოყენება მწვავე კერატიტის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, ასევე პაციენტებში მორეციდივე ჰერპესული კერატიტით, განსაკუთრებით, თუ ეს იყო დაკავშირებული პროსტაგლანდინების ანალოგების გამოყენებასთან.

არის შეტყობინებები მაკულური შეშუპების შესაძლო განვითარების შესახებ, ძირითადად პაციენტებში აფაკიით (ბროლის არარსებობა), პაციენტებში ფსევდოფაკიით და ბროლის უკანა კაფსულის ან წინა საკნის ინტრაოკულური ლინზის გახეთქვით, აგრეთვე პაციენტებში რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცისტოზური მაკულური შეშუპების წარმოქმნას (როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია და ბადურის ვენის ოკლუზია). ასეთ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცისტოზური მაკულარული შეშუპების განვითარების რისკის ფაქტორები, ლატასოპტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ლატასოპტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ირიტის/უვეიტის განვითარების რისკ-ფაქტორებით.

ლატანოპროსტის გამოყენების კლინიკური გამოცდილება პაციენტებში ბრონქული ასთმით შეზღუდულია, თუმცა, აღინიშნებოდა ქოშინის და ბრონქული ასთმის გამწვავების ერთეული შემთხვევები პოსტმარკეტინგულ პერიოდში. სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამ კატეგორიის პაციენტებში ლატასოპტის გამოყენებისას.

სამკურნალო პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ქუთუთოების კანის ფერის შეცვლა, რაც, როგორც წესი, შექცევადია და ზოგჯერ ქრება ლატანოპროსტის გამოყენების გაგრძელებისას. უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი მოვლენა აღინიშნებოდა იაპონელებში.

ლატანოპროსტმა შეიძლება თანდათან გამოიწვიოს ცვლილებები წამწამების და თვალის მიდამოში ბეწვის მხრივ (დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაცია, წამწამების და ბეწვის რაოდენობის ზრდა, წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილება), რომლებიც შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დამხმარე ნივთიერებები

ლატასოპტი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და მშრალი კერატოკონიუნქტივიტის სიმპტომები, დაარღვიოს საცრემლე აპკის მთლიანობა და დააზიანოს რქოვანა. ამასთან ლატასოპტის ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია „მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას დაზიანებების მქონე პაციენტებზე სათანადო დაკვირვება.

არსებული შეზღუდული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს განსხვავებები ბენზალკონიუმის ქლორიდის უსაფრთხოების პროფილში ბავშვებსა და მოზრდილებში. თუმცა, ზოგადად, ბავშვებში აღინიშნება მასზე უფრო გამოხატული რეაქცია მხედველობის ორგანოს მხრივ, ვიდრე მოზრდილებში. გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვების მიდრეკილებაზე სამკურნალო პრეპარატის მკურნალობისადმი.

მძიმე არასასურველი რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, ლატასოპტის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ვიზიტი ექიმთან.

კონტაქტური ლინზები

ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ლატასოპტის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ ლატასოპტის გამოყენებამდე უნდა მოიხსნან კონტაქტური ლინზები და დაიცადონ ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთი მათ ჩასმამდე.

ბავშვები

შეზღუდულია ცნობები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ლატანოპროსტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ. არ არსებობს მონაცემები დღენაკლულ ბავშვებში (გესტაციური ასაკი 36 კვირაზე ნაკლები) გამოყენების შესახებ.

0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწუხებთ პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა, ქირურგიული ჩარევა (მაგალითად, ტრაბეკულოტომია/გონიოტომია) რჩება მკურნალობის ძირითად მეთოდად.

ბავშვებში ლატასოპტის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შეფასება არ ჩატარებულა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არსებობს ზუსტი მონაცემები ლატანოპროსტის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

აღნიშნული იყო თვალშიდა წნევის პარადოქსული მატების შემთხვევები ადგილობრივად პროსტაგლანდინის ორი ანალოგის ერთდროული გამოყენების დროს. ამიტომ პროსტაგლანდინების, მათი ანალოგების ან წარმოებულების შემცველი ორი ან მეტი სამკურნალო პრეპარატის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ბავშვები

ლატანოპროსტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესწავლილი იყო მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ლატასოპტის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება არ ჩატარებულა, მისი ფარმაკოლოგიური ეფექტები შეიძლება იყოს პოტენციურად საშიში როგორც ორსულობის მიმდინარეობასთან, ასევე ნაყოფთან და ახალშობილთან მიმართებაში. ამ მიზეზით, ლატასოპტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

ლატანოპროსტმა და მისმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეაღწიონ დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში გამოსაყენებლად. ლატასოპტის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ფერტილობაზე, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრასნპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. ისევე, როგორც თვალის წვეთების სახით სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ლატასოპტის ინსტილაციების დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობის მკაფიოობის ტრანზიტორული დაქვეითება. სანამ მხედველობა სრულად არ აღდგება, არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის ან მექანზიმების მართვა.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია სხვადასხვა წყაროდან (კლინიკური კვლევები, ლიტერატურა და პოსტმარკეტინგული გამოცდილება), ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. თითოეული კატეგორიის ფარგლებში, არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება აღნიშვნის სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია კლების წესით.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

არასასურველი რეაქციების უმეტესობა დაკავშირებულია მხედველობის ორგანოსთან. ლატანოპროსტის უსაფრთხოების ღია 5-წლიან კლინიკურ კვლევაში დადგენილია, რომ პაციენტების 33%-ს აღენიშნებოდა ირისის (თვალის ფერადი გარსის) პიგმენტაციის გაძლიერება. სხვა არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ უმეტეს შემთხვევაში იყო დროებითი და აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენების დროს.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: იშვიათად - ჰერპესული კერატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - ირისის პიგმენტაციის გაძლიერება, მსუბუქად ან ზომიერიად გამოხატული კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (წვა, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება და უცხო სხეულის შეგრძნება), წამწამების და ქუთუთოების ბეწვის ცვლილება (დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაცია და წამწამების რაოდენობის მატება); ხშირად - წერტილოვანი კერატიტი, ყველაზე ხშირად უსიმპტომო, ბლეფარიტი, თვალების ტკივილი, ფოტოფობია, კონიუნქტივიტი; არახშირად - ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიმშრალე, კერატიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მაკულარული შეშუპება, მათ შორის ცისტოზური მაკულარული შეშუპება, უვეიტი; იშვიათად - ირიტი, რქოვანას შეშუპება, რქოვანას ეროზია, პერიორბიტალური შეშუპება, ტრიქიაზი, დისტიქიაზი, ირისის ცისტები, კანის ადგილობრივი რეაქცია ქუთუთოების მხრივ, ქუთუთოს კანის პალპებრალური ნაწილის გამუქება, თვალის კონიუნქტივის ფსევდოპემფიგოიდი; ძალიან იშვიათად - პერიორბიტალური მიდამოს და ქუთუთოების ცვლილებები, რაც იწვევს თვალის ირგვლივ ნაკეცების გაღრმავებას.

გულის მხრივ: არახშირად - სტენოკარდია, გახშირებული გულისცემა; ძალიან იშვიათად - არასტაბილური სტენოკარდია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: არახშირად - ბრონქული ასთმის შეტევა, ქოშინი; იშვიათად - ბრონქული ასთმის გამწვავება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი; იშვიათად - ქავილი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - მიალგია, ართრალგია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ტკივილი გულმკერდის არეში.

ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევების შესახებ, ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით.

ბავშვები

ორ მოკლევადიან კლინიკურ კვლევაში 12 კვირამდე ხანგრძლივობით, 93 ბავშვის მონაწილეობით (25 და 68), დადგენილი იქნა, რომ ლატანოპროსტის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მსგავსი იყო როგორც მოზრდილებში, არ ყოფილა გამოვლენილი ახალი არასასურველი რეაქციები. უსაფრთხოების პროფილები სამკურნალო საშუალების ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვების სხვადასხვა ქვეჯგუფებში ასევე მსგავსი იყო. ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ნაზოფარინგიტი და პირექსია, უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნება ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს თვალის გაღიზიანება და კონიუნქტივის ჰიპერემია, მხედველობის ორგანოს მხრივ სხვა სიმპტომების შესახებ არ არის ცნობილი.

მკურნალობა

ლატასოპტის ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ორგანიზმში ხვდება 125 მკგ ლატანოპროსტი. სამკურნალო საშუალების 90%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლისას.

ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებისთვისაც ლატანოპროსტი ინტრავენურად შეჰყავდათ 3 მკგ/კგ დოზით, არ აღინიშნებოდა არანაირი სიმპტომები, პრეპარატის 5,5-10 მკგ/კგ დოზით შეყვანას თან ახლდა შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარება: გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიმხურვალის შეგრძნება და გაძლიერებული ოფლიანობა. მაიმუნებში, რომლებისთვისაც ლატანოპროსტი ინტრავენურად შეჰყავდათ 500 მკგ/კგ-მდე დოზებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

დადგინდა, რომ ლატანოპროსტი, ინტრავენურად შეყვანისას, მაიმუნებში იწვევს ბრონქების ტრანზიტორულ შევიწროებას. თუმცა, პაციენტებში საშუალო სიმძიმის ბრონქიალური ასთმით, ლატანოპროსტის ადგილობრივი გამოყენებისას დოზით, რომელიც 7-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დოზას, ბრონქოსპაზმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ტარდება სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ლატანოპროსტი 0,05 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01EE01

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2ºC-დან 8ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე და გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

წარმოების თარიღიდან 3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზური საშუალებები. პროსტაგლანდინების ანალოგები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლატანოპროსტი, პროსტაგლანდინის F2α ანალოგი, არის პროსტანოიდური FP რეცეპტორების სელექტიური აგონისტი და ამცირებს თვალშიდა წნევას თვალშიდა სითხის გადინების გაუმჯობესების ხარჯზე. თვალშიდა წნევის შემცირება ადამიანებში აღინიშნება სამკურნალო საშუალების გამოყენებიდან 3-4 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 8-12 საათის შემდეგ, ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 24 საათს.

ცხოველებსა და ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ლატანოპროსტის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის თვალშიდა სითხის გადინების გაუმჯობესება უვეოსკლერალური გზით. გარდა ამისა, ადამიანებში ლატანოპროსტი ხელს უწყობს თვალშიდა სითხის გადინების გაუმჯობესებას, მათ შორის ტრაბეკულურ ქსელში წინააღმდეგობის შემცირების ხარჯზე.

ლატანოპროსტი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მისი მონოთერაპიის სახით გამოყენებისას. გარდა ამისა, კლინიკურ კვლევებში დადგენილია მისი ეფექტურობა სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, მაგალითად, ბეტა-ადრენერგულ ანტაგონისტებთან (თიმოლოლი) კომბინაციაში. მოკლევადიან კვლევებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 კვირა) აღმოჩენილი იქნა ლატანოპროსტის ადიტიური მოქმედება ადრენერგულ აგონისტებთან (ეპინეფრინის დიპივალილი), კარბოანჰიდრაზას პერორალურ ინჰიბიტორებთან (აცეტაზოლამიდი) კომბინირებული გამოყენებისას და, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივი ადიტიური მოქმედება ქოლინერგული აგონისტებთან (პილოკარპინი) ერთდროულად გამოიყენებისას.

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ლატანოპროსტი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თვალშიდა სითხის წარმოქმნის პროცესზე. არ გამოვლენილა ასევე სამკურნალო პრეპარატის მნიშვნელოვანი გავლენა ჰემატოოფთალმოლოგიურ ბარიერზე.

მაიმუნებზე ექსპერიმენტულ კვლევებში აღმოჩენილი იქნა, რომ ლატანოპროსტი კლინიკური გამოყენებისთვის რეკომენდებული დოზებით არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ან ახდენდა მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას თვალშიდა სისხლის მიმოქცევაზე. მიუხედავად ამისა, მისი ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კონიუნქტივისა და სკლერის გარეთა შრის სუსტად ან ზომიერად გამოხატული ჰიპერემია.

მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში ფლუორესცენტული ანგიოგრაფიის მეთოდის გამოყენებით დადგენილია, რომ ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას ლატანოპროსტი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ბადურის სისხლძარღვებზე ცხოველებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ბროლის ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია.

ლატანოპროსტით მოკლევადიანი მკურნალობისას პაციენტებში ფსევდოფაკიით არ გამოვლენილა ფლუორესცეინის გაჟონვა თვალის უკანა სეგმენტში.

კლინიკური გამოყენებისთვის რეკომენდებულ დოზებში სამკურნალო საშუალება არ ახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემაზე.

ბავშვები

ლატანოპროსტის ეფექტურობა, რომელიც გამოიყენებოდა ხსნარში თვალის წვეთების ფორმით, დემონსტრირებული იყო 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ოფთალმოლოგიური ჰიპერტენზიით ან გლაუკომით (107 პაციენტი) 12 კვირიან ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელიც შეისწავლიდა ლატანოპროსტის და თიმოლოლის ეფექტებს. ამ კვლევაში ახალშობილების გესტაციური ვადა შეადგენდა მინიმუმ 36 კვირას. პაციენტები იღებდნენ ლატანოპროსტს 50 მკგ/მლ დოზით 1-ჯერ დღეში ან 0,5% თიმოლოლის ხსნარს 2-ჯერ დღეში (3 წლამდე ასაკის პაციენტები იღებდნენ 0,25% თიმოლოლის ხსნარს). სამკურნალო საშუალების ეფექტურობის მთავარი მაჩვენებელი იყო თვალშიდა წნევის შემცირების ხარისხი კვლევის მე-12 კვირას საწყის დონესთან მიმართებაში. თვალშიდა წნევის შემცირების მაჩვენებლების საშუალო მნიშვნელობები პაციენტების ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლატანოპროსტით და თიმოლოლით, მსგავსი იყო 12 კვირის შემდეგ. მსგავსი შედეგები იქნა მიღებული ყველა გამოსაკვლევ ასაკობრივ ქვეჯგუფში (0-დან 3 წლამდე, 3-დან 12 წლამდე და 12-დან 18 წლამდე). აღსანიშნავია, რომ მონაცემები ლატანოპროსტის ეფექტურობის შესახებ პაციენტთა ასაკობრივ ჯგუფში 0-დან 3 წლამდე იქნა მიღებული მხოლოდ 13 პაციენტისთვის, ხოლო 0-დან 1 წლამდე ასაკის 4 პაციენტში პრეპარატი არ იყო ეფექტური. არ არსებობს მონაცემები ლატანოპროსტის გამოყენების შესახებ დღენაკლულ ბავშვებში (დაბადებულებში ორსულობის 36-ე კვირამდე).

თვალშიდა წნევის შემცირების მაჩვენებლები ქვეჯგუფებში პაციენტებში პირველადი თანდაყოლილი გლაუკომით (PCG) მსგავსი იყო ლატანოპროსტისა და თიმოლოლისთვის. შედეგები, რომლებიც მიღებული იყო პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებსაც არ ჰქონდათ პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა (არა-PCG) (ანუ პაციენტები იუვენილური ღიაკუთხიანი გლაუკომით, აფაკიური გლაუკომით), მსგავსი იყო პაციენტებში პირველადი თანდაყოლილი გლაუკომით.

ლატანოპროსტის და თიმოლოლის ეფექტები, რომლებიც ეხებოდა თვალშიდა წნევის დაქვეითებას, ვითარდებოდა პირველი კვირის შემდეგ და ნარჩუნდებოდა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას 12 კვირის განმავლობაში (იხ. ცხრილი 1); მსგავსი შედეგები მიღებული იყო მოზრდილების კლინიკურ კვლევებშიც.

ცხრილი 1. თვალშიდა წნევის მაჩვენებლები (მმ. ვრც. წყ. სვ.) ლატანოპროსტის და თიმოლოლის გამოყენების 12 კვირის შემდეგ პაციენტებში PCG და არა-PCG

ლატანოპროსტი (N=53)

თიმოლოლი (N=54)

საწყისი საშუალო მნიშვნელობა

(სტანდარტული შეცდომა)

27,3 (0,75)

27,8 (0,84)

ცვლილებები მკურნალობის მე-12 კვირისთვის საწყის საშუალო მნიშვნელობასთან მიმართებაში

(სტანდარტული შეცდომა)*

  • 7,18 (0,81)
  • 5,72 (0,81)

p მნიშვნელობა (თიმოლოლთან შედარებით)

0,2056

PCG (N=28)

არა-PCG (N=25)

PCG (N=26)

არა-PCG (N=28)

საწყისი საშუალო მნიშვნელობა

(სტანდარტული შეცდომა)

26,5 (0,72)

28,2 (1,37)

26,3 (0,95)

29,1 (1,33)

  • 5,90 (0,98)
  • 8,66 (1,25)
  • 5,34 (1,02)
  • 6,02 (1,18)

p მნიშვნელობა (თიმოლოლთან შედარებით)

0,6957

0,1317

  • თვალშიდა წნევის დაქვეითების მაჩვენებლების შეფასება ტარდებოდა კოვარიაციული ანალიზის მოდელის გამოყენებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლატანოპროსტი წარმოადგენს არააქტიურ პროწამალს იზოპროპილის ეთერის სახით, რომელიც კარგად აღწევს თვალის რქოვანაში. აქტიური მეტაბოლიტი, ლატანოპროსტის მჟავა, წარმოიქმნება პროწამლის რქოვანაში გავლისას ეთერული კავშირის ჰიდროლიზის შემდეგ.

განაწილება

ადამიანებში მაქსიმალური კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში მიიღწევა ლატანოპროსტის ადგილობრივი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ. მაიმუნებში, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, სამკურნალო საშუალება ნაწილდება ძირითადად თვალის წინა სეგმენტში, კონიუნქტივასა და ქუთუთოებში და მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევს თვალის უკანა სეგმენტში.

გამოყოფა

ლატანოპროსტის მჟავა პრაქტიკულად არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს თვალის კაკალში; ძირითადად მეტაბოლური ტრანსფორმაცია ხდება ღვიძლში. ადამიანებში ლატანოპროსტის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 წუთს. ძირითადად წარმოიქმნება მისი 1,2-დინორ- და 1,2,3,4-ტეტრანორ-მეტაბოლიტები, რომლებსაც, როგორც დადგინდა ცხოველებზე ექსპერიმენტულ კვლევებში, არ აქვთ ან აქვთ მხოლოდ სუსტი ბიოლოგიური აქტივობა, ისინი გამოიყოფა ძირითადად შარდით.

ბავშვები

ღია კლინიკურ კვლევაში, რომელიც მიეძღვნა სისხლის პლაზმაში ლატანოპროსტის მჟავას კონცენტრაციის ცვლილებების შესწავლას, მონაწილეობდა 22 ზრდასრული პაციენტი და 25 ბავშვი (18 წლამდე ასაკის) ოფთალმოლოგიური ჰიპერტენზიით და გლაუკომით. პაციენტები ყველა ასაკობრივ ჯგუფში იღებდნენ ლატანოპროსტით მკურნალობას 50 მკგ/მლ დოზით, თითო წვეთი თითოეულ თვალში მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. ლატანოპროსტის მჟავას კონცენტრაცია დაახლოებით ორჯერ მაღალი იყო 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და 6-ჯერ მაღალი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის პლაზმაში კონცენტრაციები მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების განმაპირობებელი. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში აღინიშნებოდა პრეპარატის გაოყენებიდან 5 წუთის შემდეგ. როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 20 წუთზე ნაკლები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლატანოპროსტის მჟავა არ გროვდება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში სტაციონარული წონასწორობის პირობებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლატასოპტი

სავაჭრო დასახელება

ლატასოპტი, Latasopt

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლატანოპროსტი, Latanoprost

სამკურნალო ფორმა

თვალის წვეთები 0,005%.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

  • მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება მოზრდილ პაციენტებში (ხანდაზმულების ჩათვლით) ღიაკუთხიანი გლაუკომით და ოფთალმოლოგიური ჰიპერტენზიით;
  • ბავშვებში მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება და გლაუკომა.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

გამოყენება მოზრდილებში (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)

რეკომენდებული თერაპია: თითო წვეთი დაზიანებულ თვალში 1-ჯერ დღეში. ოპტიმალური ეფექტი შეინიშნება სამკურნალო პრეპარატის საღამოს გამოყენებისას.

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული არა უმეტეს დღეში ერთხელ, ვინაიდან დადგინდა, რომ უფრო ხშირი გამოყენება იწვევს მისი ეფექტურობის დაქვეითებას.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის შემდგომი გამოყენება თერაპიის სქემის თანახმად, ჩვეულ დროს, არ არის საჭირო დოზის გაორმაგება.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. არ არსებობს მონაცემები ლატასოპტის გამოყენების შესახებ დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციის ასაკი 36 კვირაზე ნაკლები), მონაცემები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია (4 პაციენტი).

გამოყენების წესი

სისხლის სისტემურ ნაკადში პრეპარატის შეღწევის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია თვალის შიდა კუთხეში არსებულ საცრემლე პარკზე დაჭერა (საცრემლე მილაკების ოკლუზია) ჩაწვეთებიდან დაუყოვნებლივ ერთი წუთის განმავლობაში.

ლატასოპტის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა და ჩაწვეთებიდან 15 წუთი დაცდა მათ ჩასმამდე.

თუ საჭიროა ლატასოპტის ერთობლივი გამოყენება ადგილობრივი გამოყენებისთვის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან თვალის დაავადებების დროს, მათ ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ლატანოპროსტის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია სხვადასხვა წყაროდან (კლინიკური კვლევები, ლიტერატურა და პოსტმარკეტინგული გამოცდილება), ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. თითოეული კატეგორიის ფარგლებში, არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება აღნიშვნის სიხშირის მიხედვით და წარმოდგენილია კლების წესით.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

არასასურველი რეაქციების უმეტესობა დაკავშირებულია მხედველობის ორგანოსთან. ლატანოპროსტის უსაფრთხოების ღია 5-წლიან კლინიკურ კვლევაში დადგენილია, რომ პაციენტების 33%-ს აღენიშნებოდა ირისის (თვალის ფერადი გარსის) პიგმენტაციის გაძლიერება. სხვა არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ უმეტეს შემთხვევაში იყო დროებითი და აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენების დროს.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: იშვიათად - ჰერპესული კერატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - ირისის პიგმენტაციის გაძლიერება, მსუბუქად ან ზომიერიად გამოხატული კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის გაღიზიანება (წვა, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება და უცხო სხეულის შეგრძნება), წამწამების და ქუთუთოების ბეწვის ცვლილება (დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაცია და წამწამების რაოდენობის მატება); ხშირად - წერტილოვანი კერატიტი, ყველაზე ხშირად უსიმპტომო, ბლეფარიტი, თვალების ტკივილი, ფოტოფობია, კონიუნქტივიტი; არახშირად - ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიმშრალე, კერატიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მაკულარული შეშუპება, მათ შორის ცისტოზური მაკულარული შეშუპება, უვეიტი; იშვიათად - ირიტი, რქოვანას შეშუპება, რქოვანას ეროზია, პერიორბიტალური შეშუპება, ტრიქიაზი, დისტიქიაზი, ირისის ცისტები, კანის ადგილობრივი რეაქცია ქუთუთოების მხრივ, ქუთუთოს კანის პალპებრალური ნაწილის გამუქება, თვალის კონიუნქტივის ფსევდოპემფიგოიდი; ძალიან იშვიათად - პერიორბიტალური მიდამოს და ქუთუთოების ცვლილებები, რაც იწვევს თვალის ირგვლივ ნაკეცების გაღრმავებას.

გულის მხრივ: არახშირად - სტენოკარდია, გახშირებული გულისცემა; ძალიან იშვიათად - არასტაბილური სტენოკარდია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: არახშირად - ბრონქული ასთმის შეტევა, ქოშინი; იშვიათად - ბრონქული ასთმის გამწვავება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი; იშვიათად - ქავილი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - მიალგია, ართრალგია.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ტკივილი გულმკერდის არეში.

ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევების შესახებ, ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანებით.

ბავშვები

ორ მოკლევადიან კლინიკურ კვლევაში 12 კვირამდე ხანგრძლივობით, 93 ბავშვის მონაწილეობით (25 და 68), დადგენილი იქნა, რომ ლატანოპროსტის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მსგავსი იყო როგორც მოზრდილებში, არ ყოფილა გამოვლენილი ახალი არასასურველი რეაქციები. უსაფრთხოების პროფილები სამკურნალო საშუალების ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვების სხვადასხვა ქვეჯგუფებში ასევე მსგავსი იყო. ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ნაზოფარინგიტი და პირექსია, უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნება ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ლატანოპროსტის გამოყენებისას თვალის ფერი შეიძლება თანდათან შეიცვალოს, რაც დაკავშირებულია ირისში ყავისფერი პიგმენტის შემცველობის მატებასთან. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი თვალის ფერის შეუქცევადი ცვლილების შესაძლებლობის შესახებ. პრეპარატის მხოლოდ ერთ თვალში ჩაწვეთებისას შეიძლება განვითარდეს შეუქცევადი ჰეტეროქრომია.

თვალის ფერის ცვლილება ყველაზე დამახასიათებელია სამკურნალო საშუალების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ირისის შერეული ფერი: ლურჯ-ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, ყვითელ-ყავისფერი და მწვანე-ყავისფერი. კვლევებში, რომლებშიც იკვლევდნენ ლატანოპროსტის გამოყენებას, დადგინდა, რომ თვალის ფერი ჩვეულებრივ იცვლება მკურნალობის პირველი 8 თვის განმავლობაში, იშვიათად მკურნალობის მეორე ან მესამე წელს, ხოლო ასეთი ცვლილებები არ ხდება პრეპარატის გამოყენების ოთხი წლის შემდეგ. ირისის პიგმენტაციის პროგრესირების ტემპი დროთა განმავლობაში მცირდება და უცვლელი რჩება ხუთი წლის განმავლობაში. ირისის პიგმენტაციის გაძლიერებასთან დაკავშირებული ეფექტები არ არის შეფასებული სამკურნალო საშუალების გამოყენების ხუთი წლის შემდეგ. ღია ხუთწლიან კვლევაში, რომელიც იკვლევდა ლატანოპროსტის გამოყენების უსაფრთხოებას, აღმოჩნდა, რომ პაციენტების 33%-ს აღენიშნებოდა ირისის პიგმენტაციის გაძლიერება. უმეტეს შემთხვევაში, თვალის ფერის ცვლილება უმნიშვნელოა და ხშირად კლინიკურად არ ვლინდება. ცვლილებების აღნიშვნის სიხშირე პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ირისის შერეული შეფერილობა, 7%-დან 85%-მდე ფარგლებში მერყეობდა, ამასთან პიგმენტაციის გაძლიერება ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა პაციენტებში თვალების ყვითელ-ყავისფერი ფერით. მსგავსი ცვლილებები არ შეინიშნებოდა პაციენტებში თვალების ერთგვაროვანი ცისფერი ფერით და ისინი იშვიათად ვლინდებოდა პაციენტებში თვალების ერთგვაროვანი ნაცრისფერი, მწვანე და ყავისფერი ფერით.

თვალების ფერის ცვლილება განპირობებულია ირისის სტრომულ მელანოციტებში მელანინის შემცველობის ზრდით და არა თავად მელანოციტების რაოდენობის ზრდით. როგორც წესი, ყავისფერი პიგმენტაცია ჩნდება გუგის ირგვლივ და კონცენტრირებულად ვრცელდება ირისის პერიფერიაზე, ხოლო მთელ ირისს ან მის ცალკეულ ნაწილებს შეიძლება ჰქონდეს უფრო გაჯერებული ყავისფერი ფერი. ლატანოპროსტის მიღების შეწყვეტის შემდეგ თვალების ირისში ყავისფერი პიგმენტის შემცველობის მომატება არ დაფიქსირებულა. კლინიკური კვლევების არსებული მონაცემებით, თვალის ირისის პიგმენტაცია არ არის დაკავშირებული მხედველობის ორგანოს მხრივ რაიმე სიმპტომების ან პათოლოგიური ცვლილებების განვითარებასთან.

ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ირისის ჭორფლზე და ნევუსზე.

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა პიგმენტის დაგროვების შემთხვევები ტრაბეკულურ ბადეში ან თვალის წინა საკანში. ლატანოპროსტის გამოყენების ხუთწლიანი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დადგინდა, რომ ირისის პიგმენტაციის გაძლიერებას არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ნეგატიური კლინიკური შედეგები, ამიტომ მისი აღნიშვნისას სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ და თუ ამას კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს, ლატასოპტით მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.

არსებობს ლატანოპროსტის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება ქრონიკული დახურულკუთხიანი გლაუკომის, პიგმენტური გლაუკომის და ღიაკუთხიანი გლაუკომის დროს ფსევდოფაკიის მქონე პაციენტებში. არ არსებობს ლატანოპროსტის გამოყენების გამოცდილება ანთებითი და ნეოვასკულური გლაუკომის, აგრეთვე თვალის ანთებითი დაავადებების დროს. სამკურნალო საშუალება არ ახდენს გავლენას ან ახდენს მცირე გავლენას გუგაზე, თუმცა არ არსებობს ცნობები მისი გამოყენების შესახებ დახურულკუთხიანი გლაუკომის შეტევების დროს. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია ლატასოპტის სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში ზემოაღნიშნული მდგომარეობებით.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ლატანოპროსტის გამოყენებისას პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდებში კატარაქტის ქირურგიული მკურნალობისას, ვინაიდან ასეთ სიტუაციაში მისი გამოყენების შესახებ მხოლოდ შეზღუდული ცნობები არსებობს.

ასევე საჭიროა სიფრთხილის დაცვა ლატასოპტის გამოყენებისას პაციენტებში ჰერპესული კერატიტით და თავიდან იქნას აცილებული მისი გამოყენება მწვავე კერატიტის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, ასევე პაციენტებში მორეციდივე ჰერპესული კერატიტით, განსაკუთრებით, თუ ეს იყო დაკავშირებული პროსტაგლანდინების ანალოგების გამოყენებასთან.

არის შეტყობინებები მაკულური შეშუპების შესაძლო განვითარების შესახებ, ძირითადად პაციენტებში აფაკიით (ბროლის არარსებობა), პაციენტებში ფსევდოფაკიით და ბროლის უკანა კაფსულის ან წინა საკნის ინტრაოკულური ლინზის გახეთქვით, აგრეთვე პაციენტებში რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობენ ცისტოზური მაკულური შეშუპების წარმოქმნას (როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია და ბადურის ვენის ოკლუზია). ასეთ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცისტოზური მაკულარული შეშუპების განვითარების რისკის ფაქტორები, ლატასოპტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ლატასოპტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ირიტის/უვეიტის განვითარების რისკ-ფაქტორებით.

ლატანოპროსტის გამოყენების კლინიკური გამოცდილება პაციენტებში ბრონქული ასთმით შეზღუდულია, თუმცა, აღინიშნებოდა ქოშინის და ბრონქული ასთმის გამწვავების ერთეული შემთხვევები პოსტმარკეტინგულ პერიოდში. სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამ კატეგორიის პაციენტებში ლატასოპტის გამოყენებისას.

სამკურნალო პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ქუთუთოების კანის ფერის შეცვლა, რაც, როგორც წესი, შექცევადია და ზოგჯერ ქრება ლატანოპროსტის გამოყენების გაგრძელებისას. უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი მოვლენა აღინიშნებოდა იაპონელებში.

ლატანოპროსტმა შეიძლება თანდათან გამოიწვიოს ცვლილებები წამწამების და თვალის მიდამოში ბეწვის მხრივ (დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაცია, წამწამების და ბეწვის რაოდენობის ზრდა, წამწამების ზრდის მიმართულების ცვლილება), რომლებიც შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დამხმარე ნივთიერებები

ლატასოპტი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და მშრალი კერატოკონიუნქტივიტის სიმპტომები, დაარღვიოს საცრემლე აპკის მთლიანობა და დააზიანოს რქოვანა. ამასთან ლატასოპტის ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია „მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას დაზიანებების მქონე პაციენტებზე სათანადო დაკვირვება.

არსებული შეზღუდული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს განსხვავებები ბენზალკონიუმის ქლორიდის უსაფრთხოების პროფილში ბავშვებსა და მოზრდილებში. თუმცა, ზოგადად, ბავშვებში აღინიშნება მასზე უფრო გამოხატული რეაქცია მხედველობის ორგანოს მხრივ, ვიდრე მოზრდილებში. გაღიზიანებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვების მიდრეკილებაზე სამკურნალო პრეპარატის მკურნალობისადმი.

მძიმე არასასურველი რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, ლატასოპტის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ვიზიტი ექიმთან.

კონტაქტური ლინზები

ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ლატასოპტის კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პაციენტებს უნდა აცნობონ, რომ ლატასოპტის გამოყენებამდე უნდა მოიხსნან კონტაქტური ლინზები და დაიცადონ ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთი მათ ჩასმამდე.

ბავშვები

შეზღუდულია ცნობები 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ლატანოპროსტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ. არ არსებობს მონაცემები დღენაკლულ ბავშვებში (გესტაციური ასაკი 36 კვირაზე ნაკლები) გამოყენების შესახებ.

0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწუხებთ პირველადი თანდაყოლილი გლაუკომა, ქირურგიული ჩარევა (მაგალითად, ტრაბეკულოტომია/გონიოტომია) რჩება მკურნალობის ძირითად მეთოდად.

ბავშვებში ლატასოპტის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შეფასება არ ჩატარებულა.

შეუთავსებლობა

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ლატანოპროსტის შერევისას თიომერსალის შემცველ თვალის წვეთებთან, წარმოიქმნება ნალექი. თიომერსალის შემცველი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების ლატასოპტთან ერთდროული გამოყენებისას, მათ ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრასნპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. ისევე, როგორც თვალის წვეთების სახით სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ლატასოპტის ინსტილაციების დროს შეიძლება აღინიშნოს მხედველობის მკაფიოობის ტრანზიტორული დაქვეითება. სანამ მხედველობა სრულად არ აღდგება, არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის ან მექანზიმების მართვა.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ლატასოპტის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება არ ჩატარებულა, მისი ფარმაკოლოგიური ეფექტები შეიძლება იყოს პოტენციურად საშიში როგორც ორსულობის მიმდინარეობასთან, ასევე ნაყოფთან და ახალშობილთან მიმართებაში. ამ მიზეზით, ლატასოპტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

ლატანოპროსტმა და მისმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეაღწიონ დედის რძეში, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში გამოსაყენებლად. ლატასოპტის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ფერტილობაზე, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არსებობს ზუსტი მონაცემები ლატანოპროსტის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

აღნიშნული იყო თვალშიდა წნევის პარადოქსული მატების შემთხვევები ადგილობრივად პროსტაგლანდინის ორი ანალოგის ერთდროული გამოყენების დროს. ამიტომ პროსტაგლანდინების, მათი ანალოგების ან წარმოებულების შემცველი ორი ან მეტი სამკურნალო პრეპარატის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ბავშვები

ლატანოპროსტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესწავლილი იყო მხოლოდ მოზრდილებში.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს თვალის გაღიზიანება და კონიუნქტივის ჰიპერემია, მხედველობის ორგანოს მხრივ სხვა სიმპტომების შესახებ არ არის ცნობილი.

მკურნალობა

ლატასოპტის ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ორგანიზმში ხვდება 125 მკგ ლატანოპროსტი. სამკურნალო საშუალების 90%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლისას.

ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებისთვისაც ლატანოპროსტი ინტრავენურად შეჰყავდათ 3 მკგ/კგ დოზით, არ აღინიშნებოდა არანაირი სიმპტომები, პრეპარატის 5,5-10 მკგ/კგ დოზით შეყვანას თან ახლდა შემდეგი არასასურველი რეაქციების განვითარება: გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სიმხურვალის შეგრძნება და გაძლიერებული ოფლიანობა. მაიმუნებში, რომლებისთვისაც ლატანოპროსტი ინტრავენურად შეჰყავდათ 500 მკგ/კგ-მდე დოზებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მნიშვნელოვანი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

დადგინდა, რომ ლატანოპროსტი, ინტრავენურად შეყვანისას, მაიმუნებში იწვევს ბრონქების ტრანზიტორულ შევიწროებას. თუმცა, პაციენტებში საშუალო სიმძიმის ბრონქიალური ასთმით, ლატანოპროსტის ადგილობრივი გამოყენებისას დოზით, რომელიც 7-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დოზას, ბრონქოსპაზმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ლატანოპროსტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ტარდება სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები, 2,5 მლ პლასტმასის ფლაკონში საცობი-საწვეთურით და ხრახნიანი

დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2ºC-დან 8ºC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე და გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა

წარმოების თარიღიდან 3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა