შეშუპებები გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის დროს (თუ აუცილებელია მკურნალობა დიურეზული საშუალებების გამოყენებით). შეშუპებები გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის დროს. შეშუპებები თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას. თირკმლის მწვავე უკმარისობა, მათ შორის ორსულებში ან მშობიარობის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფუროსემიდი (furosemide)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/მლ 2მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical company «Zdorovye» Ltd, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
- ATC კოდი
- C03CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033003
- რეგისტრირებულია
- 6 აგვისტო 2021, მოქმედებს 13 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Experimental plant «GNCLS» Ltd (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფუროსემიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შეშუპებები გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის დროს (თუ აუცილებელია მკურნალობა დიურეზული საშუალებების გამოყენებით).
შეშუპებები გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის დროს.
შეშუპებები თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას.
თირკმლის მწვავე უკმარისობა, მათ შორის ორსულებში ან მშობიარობის დროს.
შეშუპებები ღვიძლის დაავადებების დროს (აუცილებლობის შემთხვევაში -მკურნალობაში დამატებით ალდოსტერონის ანტაგონისტების გამოყენება).
ჰიპერტენზული კრიზი (როგორც შემანარჩუნებელი საშუალება).
ფორსირებული დიურეზის შენარჩუნება.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, წყალელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გამოხატულების, გორგლოვანი ფილტრაციის სიდიდის, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. პრეპარატის გამოყენების პროცესში საჭიროა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების კორექტირება დიურეზის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დინამიკის გათვალისწინებით.
ფუროსემიდს ინიშნება ინტრავენურად იმ შემთხვევაში, როდესაც პერორალურად მიღება არის არამიზანშეწონილი ან არაეფექტური (მაგალითად ნაწლავებში შეწოვის დარღვევებისას) ან სწრაფი ეფექტის აუცილებლობის შემთხვევაში. ინტრავენური თერაპიის გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად უფრო სწრაფი გადასვლა ფუროსემიდის პერორალურ გამოყენებაზე.
ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად და შემხვედრი რეგულირების დასათრგუნად უპირატესობა ჩვეულებრივ ეძლევა ფუროსემიდის უწყვეტ ინფუზიას განმეორებით ბოლუსურ ინიექციებთან შედარებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც ფუროსემიდის უწყვეტი ინფუზია მიზანშეუწონელია შემდგომი მკურნალობისათვის ერთი ან რამდენიმე ბოლუსური დოზების შეყვანის შემდეგ, უპირატეოსობა ეძლევა მკურნალობის შემდგომ სქემას დაბალი დოზების დანიშვნით, რომლებიც შეიყვანება დროის მოკლე შუალედის შემდეგ (დაახლოებით 4 საათი), დიდ ბოლუსურ დოზებთან შედარებით, რომლებიც შეიყვანება დროის დიდი შუალედის შემდეგ.
მოზრდილებისათვის ფუროსემიდის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 1500 მგ.
ბავშვებისათვის ფუროსემიდის რეკომენდებული დოზა პარენტერალური შეყვანისას შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის მასაზე, მაგრამ მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები
დოზირება მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ ეფუძნება ქვემოთ მოყვანილ შემდეგ რეკომენდაციებს.
შეშუპება გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის დროს
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შიგნით მისაღებად - 20-50 მგ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის რეგულირება პაციენტის თერაპიული პასუხის თანხმად.
რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის 2-3 მიღებაზე განაწილება.
შეშუპება გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის დროს
პრეპარატის რეკმენდებული საწყისი დოზაა 20-40 მგ, რომელსაც ნიშნავენ ბოლუსური ინიექციის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის რეგულირება შეიძლება პაციენტის თერაპიული პასუხის შესაბამისად.
შეშუპება თირკმელის ქრონიკული უკმარისობის დროს
ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის თირკმლების უკმარისობის სიმძიმის ხარისხსა და ნატრიუმის ბალანსზე. აქედან გამომდინარე შეუძლებელია წინასწარ ფუროსემიდის დოზის ეფექტურობის ზუსტი განსაზვრა. პაციენთებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს ფრთხილად სითხის თანდათანობითი საწყისი კარგვის უზრუნველყოფისათის. მოზრდილი პაციენტებისათვის ეს გულისხმობს იმ დოზის შეყვანას, რომელიც იწვევს სხეულის მასის დაახლოებით 2 კგ-ის კარგვას დღეღამის განმავლობაში (დაახლოებით 280 მმოლი Na+). ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში
ფუროსემიდის დოზა განისაზღვრება შემდეგნაირად: მკურნალობა იწყება 0,1 მგ-ის უწყვეტი ი/ვ ინფუზიით 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ინფუზიის სიჩქარე იზრდება ყოველ ნახევარ საათში მკურნალობაზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე.
თირკმელის მწვავე უკმარისობის დროს
ფუროსემიდის გამოყენებამდე აუცილებელია ჰიპოვოლემიის, არტერიული ჰიპოტენზიის, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი მკვეთრი დისბალანსის კომპენსირება. რეკომენდებულია პარენტერალური ფორმიდან პერორალურზე შეძლებისდაგვარად სწრაფი გადასვლა. რეკომედებული საწყისი დოზაა 40 მგ, რომელიც ინიშნება ინტრავენური ინიექციის სახით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოზა არ ზრდის სასურველ დონემდე სითხის გამოყოფას, შესაძლებელია ფუროსემიდის დანიშვნა უწყვეტი ინფუზიის სახით, საწყისი დოზით 50-100 მგ/სთ-ში.
შეშუპება ღვიძლის დაავადების დროს
ალდოსტერონის ანტაგონისტებით მკურნალობის დროს ფუროსემიდი ინიშნება როგორც დამხმარე საშუალება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ალდოსტერონის ანტაგონისტების გამოყენება არ არის საკმარისი. ისეთი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ელექტროლიტებისა და მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, საჭიროა დოზის ფრთხილი ტიტრაცია სითხის საწყისი კარგვის ეტაპობრივად უზრუნველყოფისათვის. მოზრდილი პაციენტებისათვის ეს გულისხმობს ისეთი დოზის დანიშვნას, რომელიც დღეღამეში გამოიწვევს სხეულის მასის 0,5 კგ-ით კლებას.
თუ ინტრავენური შეყვანა აუცილებელია, საწყისი ერთჯერადი დოზა უნდა შეადგენდეს 20-40 მგ.
ჰიპერტენზიული კრიზი
რეეკომედებული საწყისი დოზა 20-40 მგ ინიშნება ბოლუსური ინტრავენური ინიექციის სახით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის რეგულირება პაციენტის თერაპიული პასუხის შესაბამისად.
ფორსირებული დიურეზის უზრუნველყოფა მოწამვლის დროს
ფუროსემიდი დამატებით ინიშნება ელექტროლიტების შემცველ ხსნარებთან ერთად ინტრავენური ინფუზიის სახით. დოზა დამოკიდებულია ფუროსემიდის მიმართ თერაპიულ პასუხზე. სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის რეგულირება აუცილებელია მკურნალობის დაწყებისას და მის პროცესშიც. მჟავე ან ტუტე ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევაში სითხის გამოყოფის გაზრდა შესაძლებელია შესაბამისად შარდის გატუტიანებით ან მჟავიანობის გაზრდით.
რეკომენდირებული საწყისი დოზაა 20-40 მგ ინტრავენურად.
განსაკუთრებული რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით:
ინტრავენური ინიექცია/ინფუზია: პარენტერული გამოყენებისას ფუროსემიდი ინიშნება ნელი ინიექციის ან ინფუზიის სახით, მაქსიმალური სიჩქარით 4 მგ/წთ-ში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (სისხლის შრატის კრეატინინი > 5მგ/დლ) ფუროსემიდის შეყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/წთ-ში.
ინტრამუსკულარული ინიექცია: ფუროსემიდი კუნთში ინიექციების სახით ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პერორალური და პარენტერული მიღება არ არის მიზანშეწონილი. გასათვალისწინებელია, რომ ფუროსემიდის კუნთში ინიექცია არ არის ნაჩვენები ისეთი მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ფილტვების შეშუპება.
ფუროსემიდის ინფუზიის ჩატარება არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად!
ფუროსემიდის ხსნარის pH არის დაახლოებით 9 და არ გააჩნია ბუფერული მოცულობა. ამის გამო, თუ pH 7-ზე ნაკლები იქნება, შესაძლებელია აქტიური ნივთიერების დალექვა. მოცემული ხსნარის განზავების შემთხევაში აუცილებელია, რომ მიღებული ხსნარის pH იყოს სუსტად ტუტესა და ნეიტრალურის ფარგლებში.
გამხსნელად შესაძლებელია ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის გამოყენება. რეკომენდებულია განზავებული ხსნარის დაუყოვნებლივი გამოყენება.
ბავშვები. ბავშვებისთვის დოზა უნდა შემცირდეს სხეულის მასის შესაბამისად (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფუროსემიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. პაციენტებში სულფინამიდებზე ალერგიით (მაგალითად, სულფონამიდურ ანტიბიოტიკებზე ან სულფონილშარდოვანაზე) შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი მგრძნობელობა ფუროსემიდის მიმართ.
ჰიპოვოლემია ან ორგანიზმის გაუწყლოვანება.
თირკმლის უკმარისობა ანურიის სახით, თუ არ აღინიშნება თერაპიული პასუხი ფუროსემიდზე.
ნეფროტოქსიკური ან ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებით მოწამვლის შედეგად განვითარებული თირკმლის უკმარისობა.
მძიმე ჰიპოკალემია.
მძიმე ჰიპონატრემია.
პრეკომატოზური ან კომატოზური მდგომარეობა, რომელიც ასოცირდება ღვიძლის ენცეფალოპათიასთან.
სიფრთხილის ზომები
ფუროსემიდით მკურნალობის დროს საჭიროა შარდის მუდმივი გამოყოფის უზრუნველყოფა. პაციენტები შარდის გამოყოფის ნაწილობრივი ობსტრუქციით საჭიროებენ სათანადო ყურადღებას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე. მკურნალობა ფუროსემიდის გამოყენებით მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებას.
აუცილებელია შემდეგი მდგომარეობების განსაკუთრებული მონიტორინგი:
არტერიული ჰიპოტენზია;
არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეთების მქონე განსაკუთრებული რისკის ჯგუფის პაციენტები, მაგალითად კორონარული არტერიების ან თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული სტენოზის მქონე პაციენტები;
შაქრიანი დიაბეტის ლატენტური ან გამოხატული ფორმის მქონე პაციენტები;
პოდაგრა;
ჰეპატორენალური სინდრომი, ანუ თირკმლების ფუნქციური უკმარისობა, რომელიც ასოციირდება ღვიძლის მძიმე დაავადებასთან;
პაციენტებში ჰიპოპროტეინემიის დროს, რაც ასოცირებულია ნეფროზულ სინდრომთან (ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ოტოტოქსიკურობის პოტენცირებასთან ერთად). აუცილებელია დოზის ფრთხილად ტიტრირება.
დღენაკლული ბავშვები (შესაძლებელია ნეფროკალცინოზის/ნეფროლითიაზის განვითარება); საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და თირკმლის ულტრასონოგრაფიის ჩატარება.
ნატრიუმის, კალიუმის და სისხლის შრატის კრეატინინის რეგულარული მონიტორინგი ჩვეულებრივ რეკომენდებულია ფუროსემიდით თერაპიის დროს. განსაკუთთრებულად საგულდაგულო მონიტორინგი ესაჭიროებათ პაციენტების ჯგუფს ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების მაღალი რისკით ან სითხის მნიშვნელოვანი დამატებითი დაკარგვით (მაგალითად, ღებინების, დიარეის ან ოფლის ინტენსიური გამოყოფის შედეგად). ჰიპოვოლემია ან ორგანიზმის გაუწყლოვანება, ასევე ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები უნდა იქნას კორექტირებული. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ფუროსემიდით თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების განვითარებაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არსებული დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა), სამკურნალო საშუალებების თანმხლები გამოყენება და კვება. მაგალითად, ღებინების ან დიარეის შედეგად შეიძლება გაჩნდეს კალიუმის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია პაციენტისათვის კალიუმის მაღალი შემცველობის საკვების გამოყენება (შემწვარი კარტოფილი, ბანანი, ტომატები, ისპანახი, ჩირი).
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ფუროსემიდის გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს კალიუმის დეფიციტის მედიკამენტოზური კომპენსაციის მოთხოვნილება.
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ლეტალობის უფრო მაღალი დონე აღინიშნებოდა, თუ ფუროსემიდი გამოიყენებოდა რისპერიდონთან ერთად, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მიიღებდნენ მხოლოდ რისპერიდონს ან მხოლოდ ფუროსემიდს.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და რისკისა და სარგებელის შეფასება ძლიერი დურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას. თავიდან უნდა იყოს აცილებული ჰიპოვოლემია.
თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის და ფუროსემიდის ერთდროულ გამოყენებას.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)/დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად თავისუფალია ნატრიუმისგან.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არარეკომენდებული კომბინაციები.
ცალკეულ შემთხვევებში ფუროსემიდის მიღებამ ქლორალჰიდრატის მიღებიდან 24
საათის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს წამოხურება, მომატებული ოფლიანობა, აგზნებული მდგომარეობა, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება და ტაქიკარდია. შესაბამისად ფუროსემიდის და ქლორალჰიდრატის ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული.
ფუროსემიდს შეუძლია ამინოგლიკოზიდების და სხვა ოტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების ეფექტის პოტენცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ხასიათის დაზიანება, რის გამოც არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებებისა და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენება.
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს ზომების მიღებას.
ცისპლატინის და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში არსებობს ოტოტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. გარდა ამისა, შეიძლება გაძლიერდეს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურობა, თუ ფუროსემიდი არ ინიშნება დაბალი დოზებით (მაგალითად, 40 მგ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში) და სითხის დადებითი ბალანსით, თუ პრეპარატი გამოიყენება ფორსირებული დიურეზის ეფექტის მისაღწევად ცისპლატინით თერაპიის დროს.
ფუროსემიდი ამცირებს ლითიუმის მარილების გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება, ხოლო ამის შედეგად იზრდება ლითიუმის ტოქსიკური ეფექტების, მათ შორის კარდიოტოქსიკური და ნეიროტოქსიკური ეფექტების განვიარების რისკი. ამიტომ რეკომენდებულია ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იღებენ აღნიშნულ კომბინირებულ თერაპიას.
პაციენტებში დიურეზული საშუალებების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს არტერიული ჰიპოტენზიის მძიმე ფორმა და თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის უკმარისობის შემთხვევების ჩათვლით, განსაკუთრებით ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების პირველი მიღებისას, ან აღნიშული პრეპარატების გაზრდილი დოზით პირველი მიღებისას. აუცილებელია გადაწყდეს საჭიროა თუ არა ფუროსემიდის დროებით მოხსნა ან დოზის შემცირება მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე ან აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების დოზის მომატება.
რისპერიდონი: კომბინირებული თერაპიის დაწყებამდე ან აღნიშნულ პრეპარატთან ფუროსემიდის ან სხვა მძლავრი დიურეზული საშუალებების ერთდროულად დანიშვნამდე საჭიროა პაციენტისათვის რისკისა და სარგებელის განსაზღვრა.
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფუროსემიდთან ერთდროულმა მიღებამ, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის, შესაძლოა შეასუსტოს ფუროსემიდის მოქმედება. გაუწყლოვნების ან ჰიპოვილემიის მქონე პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შესაძლაო გულის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს. ფუროსემიდის ზეგავლენით შესაძლოა სალიცილატების ტოქსიკურობის მომატება.
ფენიტოინთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის ეფექტურობა.
კორტიკოსტეროიდების, კარბენოკსოლონის, ძირტკბილას ფესვის მაღალი დოზების და საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ჰიპოკალემიის განვითარების რისკი.
ელექტროლიტური ბალანსის გარკვეული სახის დარღვევებმა (როგორიცაა ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია) შესაძლებელია გაზარდონ გარკვეული პრეპარატების ტოქსიკურობა (მაგალითად, დიგიტალისის და იმ სამკურნალო საშუალებების ტოკსიკურობა, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას).
ფუროსემიდის ერთდროული გამოყენებისას სხვა ანტიჰიპერტენზიულ, დიურეზულ ან ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ წნევის დაქვეითებას, მოსალოდნელია არტერიული წნევის კიდევ უფრო მეტი დაქვეითება.
პრობენეციდი, მეთოტრექსატი და ფუროსემიდის მსგავსი სხვა სამკურნალო საშუალებები, ექვემდებარებიან თირკმლებიდან მილაკოვან სეკრეაციას და შესაძლოა შეამცირონ ფუროსემიდის ეფექტურობა. პირიქით, ფუროსემიდმა შესაძლებელია შეამციროს თირკმლებით აღნიშნული პრეპარატების გამოყოფა. მკურნალობისას მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლის შრატში ამ პრეპარატების (ფუროსემიდისა და სხვა სამკურნალო საშუალებების) კონცენტრაციები, რაც ზრდის ფუროსემიდის ან თანხმლები თერაპიის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
შესაძლებელია შემცირდეს დიაბეტის საწინააღმდეგო და სიმპატომიმეტური საშუალებების ეფექტიანობა, რომლებიც იწვევნ არტერიული წნევის მომატებას (მაგალითად ეფინეფრინი, ნორეპინეფრინი). შესაძლებელია კურარეს მსგავსი კუნთების რელაქსანტების ან თეოფილინის მოქმედების გაძლიერება.
შესაძლებელია გაძლიერდეს ნეფროტოქსიკური პრეპარატების უარყოფითი გავლენა
თირკმელებზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა შეიძლება განუვითარდეთ პაციენტებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ ფუროსემიდის თანმხლები თერაპია და მაღალი დოზით ზოგიერთი ცეფალოსპორინები.
ციკლოსპორინ A-ს და ფუროსემიდის ერთდროული მიღება ასოცირებულია პოდაგრული ართრიტის განვითარების მომატებულ რისკთან, რომელიც მეორადია ფუროსემიდით გამოწვეული ჰიპერურიკემიისა და ციკლოსპორინ A-თი გამოწვეული თირკმლის მიერ ურატების გამოყოფის მოშლის მიმართ.
რადიოკონტრასტულ ნივთიერებებზე ნეფროპათიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ფუროსემიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის გაუარესების გახშირება რადიოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანისას, იმ ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც რადიოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანამდე უტარებებოდათ მხოლოდ ინტრავენური ჰიდრატაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფუროსემიდი გაივლის პლაცენტურ ბარიერს. არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ორსულობის პერიოდში, სასიცოცხლო ჩვენებების გარდა. ორსულობის დროს მკურნალობის ჩატარებისას აუცილებელია ნაყოფის ზრდისა და განვითარების კონტროლი.
ძუძუთი კვების პერიოდი: ფუროსემიდი აღწევს დედის რძეში და შეუძლია ლაქტაციის დათრგუნვა. ქალებმა უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება ფუროსემიდით მკურნალობის პერიოდში.
ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პრეპარატით მკურნალობისას ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგალითად,არტერიული წნევის მოულოდნელი, მნიშვნელოვანი დაქვეითება) შეიძლება შეამციროს პაციენტის ყურადღების კონცენტრაციის უნარი და გავლენა იქონიოს მისი რეაქციის სიჩქარეზე.
ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს თავი უნდა შევიკავოთ ავტოტრანსპორტის
მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე

გვერდითი მოვლენები
მეტაბოლური და ალიმენტური დარღვევები: ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა (მათ შორის კლინიკური გამოვლინებებით), დეჰიდრატაცია და ჰიპოვოლემია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპონატრემია, ჰიპოკალემია, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრის შეტევები, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის ლატენტური ფორმის გადასვლა დაავადების გამოხატულ ფორმაში), ჰიპოკალცემია, ჰიპომაგნემია, შარდოვანას დონის მომატება სისხლში, მეტაბოლური ალკალოზი, ბარტერის ფსევდო-სინდრომი ფუროსემიდის არასწორი ან ხანგრძლივი გამოყენების ფონზე.
ელექტროლიტური ბალანსის და მეტაბოლური ალკალოზის სიმპტომური დარღვევები შეიძლება გადავიდეს თანდათანობით ზრდად ელექტროლიტურ დისბალანსში. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ფუროსემიდის უფრო მაღალი დოზების გამოიყენებისას შეიძლება განვითარდეს მდგომარეობის მწვავე გაუარესება ელექტროლიტების დიდი დანაკარგის გამო. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი სიმპტომებია: წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, კუნთების კრუნჩხვები, ტეტანია, კუნთების სისუსტე, გულის რითმის დარღვევები და სიმპტომები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ. ორგანიზმში სითხის რაოდენობის მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების პროცესების გაზრდა თრომბოზების განვითარების ტენდენციით.
გულ-სისხლძარღთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, მათ შორის ორთოსტატიკური ჰიპოტენზია (ინტრავენური ინფუზიის სახით გამოყენებისას), ვასკულიტი, თრომბოზი.
ფუროსემიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნების და სიმპტომების განვითარება, როგორიცაა კონცენტრაციის და რეაქციების დარღვევები, დელირიუმი, თავში ზეწოლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, პირის სიმშრალე, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
თირკმლების და შარდგამომყოფი ტრაქტის მხრივ: შარდის მოცულობის გაზრდა, ტუბულო-ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდში ნატრიუმის დონის მომატება, შარდში ქლორის დონის მომატება, შარდის შეკავება (პაციენტებში შარდის გადინების ნაწილობრივი ობსტრუქციით), ნეფროკალცინოზი/ნეფროლითიაზი დღენაკლულ ბავშვებში, თირკმლის უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მწვავე პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლესტაზი, ტრანსამინაზების დონის მომატება.
სმენისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ: სმენის გარდამავალი ხასიათის დარღვევა, განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰიპოპროტეინემიის დროს (მაგალითად ნეფროზული სინდრომის დროს) ან/და ინტრავენურად ფუროსემიდის მაღალი სიჩქარით შეყვანისას, ყურებში შუილი, ცნობილია სიყრუის შემთხვევები, ზოგჯერ შეუქცევადი, ფუროსემიდის პერორალური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, პემფიგოიდი, ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, ფოტოსენსიბილიზაცია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ექზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) და DREES-სინდრომი (მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით).
იმუნური სისტემის მხრივ: მძიმე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის შოკის თანმხლებით).
ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია პაციენტებში ჰეპატოცელულარული უკმარისობით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ჰემოკონცენტრაცია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ან ჰემოლიზური ანემია.
თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი/გენეტიკური დაავადებები: დღენაკლულ ახალშობილებში დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში ფუროსემიდის გამოიყენებამ შესაძლოა გაზარდოს არტერიული სადინრის შეუხორცებლობის რისკი.
ზოგადი დარღვევები და რეაქცია შეყვანის ადგილას: ციებ-ცხელება, კუნთში შეყვანისას შესაძლოა ტკივილი ინიექციის ადგილას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: მწვავე ან ქრონიკული ჭარბი დიზირების კლინიკური სურათი დამოკიდებულია უმთავრესად ელექტროლიტებისა და სითხის დაკარგვის ხარისხსა და შედეგებზე და მჟღავნდება ისეთი ნიშნებით, როგორიცაა ჰიპოვოლემია, გაუწყლოვნება, ჰემოკონცენტრაცია, დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რაც განპირობებულია დიურეზული ეფექტით, ასევე არითმია (AV ბლოკადისა და პარკუჭების ფიბრილაციის ჩათვლით). აღნიშული დარღვევების სიმპტომებს მიეკუთვნება მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპოტენზია (რომელიც პროგრესირებს შოკამდე), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თრომბოზი, ბოდვა, პერიფერიული დამბლა, აპათია და ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: ფუროსემიდის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ ფუროსემიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1М ხსნარი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე ხსნარი.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაღალაქტიური დიურეზული საშუალებები. სულფამიდების პრეპარატები.
ათქ კოდი C03C A01.
ფაარმოკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ფუროსემიდი - სწრაფი მოქმედების მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებაა, რომელსაც აქვს შედარებით ძლიერი და ხანმოკლე დიურეზული ეფექტი. ფუროსემიდი ბლოკავს Na+K+2Cl- კოტრანსპორტერს, რომელიც განთავსებულია ჰენლეს მარყუჟის აღმავალი ნაწილის მსხილი სეგმენტის უჯრედების ბაზალურ მემბრანებში. ფუროსემიდის სალურეზული მოქმედების ეფექტურობა, ამგვარად, დამოკიდებულია იმაზე, ხვდება თუ არა სამკურნალო საშუალება არხებში სანათურების ადგილას ანიონო-ტრანსპორტული მექანიზმით. დიურეზული ეფექტი ვითარდება ჰენლეს მარყუჟის ამ სეგმენტში ნატრიუმის ქლორიდის რეაბსორბციის ინჰიბირების შედეგად. ამის გამო ნატრიუმის ფრაქციულმა ეკსკრეციამ შეიძლება მიაღწიოს ნატრიუმის გლომერულური ფილტრაციის 35%-ს. ნატრიუმის გაზრდილი ეკსკრეციის მეორადი ეფექტები მდგომარეობს შარდის მომატებულ გამოყოფაში (ოსმოსურად დაკავშირებული წყლის წყალობით) და კალიუმის გაზრდილ დისტალურ მილაკოვან სეკრეციაში. ასევე იზრდება კალციუმის და მაგნიუმის იონების სეკრეცია. ფუროსემიდი იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დოზადამოკიდებულ სტიმულაციას. გულის უკმარისობის დროს ფუროსემიდი იწვევს გულის ჭარბი დატვირთვის მწვავე შემცირებას (მოცულობითი ვენური სისხლძრარვების შევიწროვების გზით). ეს ადრეული სისხლძარღვოვანი ეფექტი პროსტოგლანდინით განპირობებულია და გულისხმობს თირკმლების ადეკვატურ ფუნქციას რენინ-ანგიოთენზინ სისტემის აქტივაციით და პროსტოგლანდინების დაუზიანებელი სინთეზით. გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელი ნატრიურეზული ეფექტის გამო, ფუროსემიდი ამცირებს სისხლძარღვების რეაქტიულობას კატექოლამინების მიმართ, რომელიც გაზრდილია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში.
ფუროსემიდის ანტიჰიპერტენზული ეფექტი აიხსნება ნატრიუმის მომატებული ეკსკრეციით, სისხლის მოცულობის შემცირებით და გლუვი კუნთერბის შემცირებული პასუხით ვაზოკონსტრიქტორებით ან სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებებით სტიმულაციაზე.
დიურეზული ეფექტის იწყება ფუროსემიდის ინტრავენური შეყვანიდან 15 წუთის განმავლობაში.
დიურეზის და ნატრიურეზის დოზადამოკიდებული მომატება აღინიშნებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 10-100 მგ ფუროსემიდს. ახალგაზრდა პირებში 20 მგ ფუროსემიდის ინტრავენური შეყვანის შემდეგ მოქმედების ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათს შეადგენდა.
პაციენტებში ურთიერთკავშირი დაუკავშირებელი (თავისუფალი) ფუროსემიდის კონცენტრაციებს შორის მილისებრ ორგანოებში (განსაზღვრულია შარდში ფუროსემიდის ეკსკრეციის სიჩქარის საფუძველზე) და ნატრიურეზულ ეფექტს შორის გამოიხატება სიგმაიდური მრუდის ფორმით ფუროსემიდის ეკსკრეციის მინიმალური ეფექტური სიჩქარით, რას შეადგენს დაახლოებით 10 მკგ/წთ. ამგვარად, ფუროსემიდის უწყვეტი ინფუზია არის უფრო ეფექტური, ვიდრე განმეორებითი ბოლუსური ინიექციები. უფრო მეტიც, სამკურნალო საშუალების გარკვეული ბოლუსური დოზის გარდა არ აღინიშნება ეფექტის მნიშვნელოვანი გაზრდა. ფუროსემიდის ეფექტი მცირდება, თუ მცირდება ტუბულარული სეკრეცია ან დაქვეითებულია მილაკებში პრეპარატის შეკავშირება ალბუმინთან.
ფარმაკოკინეტიკა.
ფუროსემიდის განაწილების მოცულობა შეადგენს 0,1 ლ-დან 0,2 ლ-მდე 1 კგ სხეულის მასაზე. განაწილების მოცულობა შეიძლება იყოს უფრო მაღალი დაავადებიდან გამომდინარე.
ფუროსემიდი (98%-ზე მეტი) წარმოქმნის მჭიდრო შენაერთებს სისხლის პლაზმის პროტეინებთან, განსაკუთრებით ალბუმინთან.
ფუროსემიდი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით პროქსიმალურ მილაკში სეკრეციის გზით. ინტრავენური გამოყენებისას შეყვანილი ფუროსემიდის 60-70% ამ გზით გამოიყოფა. ფუროსემიდის მეტაბოლიტი – გლუკურონიდი - შეადგენს შარდში შემავალი ნივთიერებების 10-20%-ს. ნარჩენი დოზა გამოიყოფა ფეკალიებით, სავარაუდოდ, ბილიარული სეკრეციის გზით.
ფუროსემიდის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი ინტრავენური დანიშვნის
შემდეგ შეადგენს 1 სთ-დან 1,5 სთ-მდე.
ფუროსემიდი გადადის დედის რძეში, გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ნელა აღწევს ნაყოფში. ნაყოფში ან ახალშობილებში ფუროსემიდი განისაზღვრება იმავე კონცენტრაციებში, როგორც დედის ორგანიზმში.
თირკმლის დაავედებები. თირკმლის უკმარისობის დროს ფუროსემიდის გამოყოფა შენელებულია, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი გახანგრძლივებული; თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეიძლება 24 სთ-მდე გაგრძელდეს.
ნეფროზული სინდრომის დროს სისხლის პლაზმის ცილების შემცირებული კონცენტრაციები იწვევენ დაუკავშირებელი (თავისუფალი) ფუროსემიდის კონცენტრაციების ზრდას. მეორეს მხრივ, ფუროსემიდის ეფექტურობა ამ პაციენტებში შემცირებულია ინტრატუბულარულ ალბუმინთან შეკავშირების და შემცირებული მილაკოვანი სეკრეციის გამო.
ფუროსემიდი ცუდად ექვემდებარება დიალიზს პაციენტებში, რომლებსაც უტარებენ
ჰემოდიალიზს, პერიტონეალურ დიალიზს და ქრონიკულ პერიტონეალურ დიალიზს
ამბულატორიულ პირობებში.
ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის უკმარისობის დროს ფუროსემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30-90%-ით, ძირითადად განაწილების დიდი მოცულობის გამო. ასეთ პაციენტებში აღინიშნება ყველა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების დიდი სხვადასხვაობა.
გულის შეგუბებითი უკმარისობის, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე და ხანდაზმული ასაკის პაციენტები. გულის შეგუბებითი უკმარისობის, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ფუროსემიდის გამოყოფა შენელებულია თირკმლის შემცირებული ფუნქციის გამო.
ჩვილი და დღენაკლული ბავშვები. თირკმლების ფორმირების დონის მიხედვით ფუროსემიდის გამოყოფა შეიძლება შენელებული იყოს. პრეპარატის მეტაბოლიზმი ასევე მცირდება, თუ ჩვილებში დარღვეულია გლუკურონიზაციის უნარი. ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 12 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში 33 კვირაზე მეტი ასაკის ნაყოფში კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან.
2 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში საბოლოო კლირენსი მოზრდილი პაციენტების კლირენსის ანალოგიურია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ
ფუროსემიდი
FUROSIMIDE
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ ფუროსემიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1М ხსნარი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ელფერის მქონე ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
შეშუპებები გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის დროს (თუ აუცილებელია მკურნალობა დიურეზული საშუალებების გამოყენებით).
შეშუპებები გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის დროს.
შეშუპებები თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას.
თირკმლის მწვავე უკმარისობა, მათ შორის ორსულებში ან მშობიარობის დროს.
შეშუპებები ღვიძლის დაავადებების დროს (აუცილებლობის შემთხვევაში -მკურნალობაში დამატებით ალდოსტერონის ანტაგონისტების გამოყენება).
ჰიპერტენზული კრიზი (როგორც შემანარჩუნებელი საშუალება).
ფორსირებული დიურეზის შენარჩუნება.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა ფუროსემიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. პაციენტებში სულფინამიდებზე ალერგიით (მაგალითად, სულფონამიდურ ანტიბიოტიკებზე ან სულფონილშარდოვანაზე) შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი მგრძნობელობა ფუროსემიდის მიმართ.
ჰიპოვოლემია ან ორგანიზმის გაუწყლოვანება.
თირკმლის უკმარისობა ანურიის სახით, თუ არ აღინიშნება თერაპიული პასუხი ფუროსემიდზე.
ნეფროტოქსიკური ან ჰეპატოტოქსიკური პრეპარატებით მოწამვლის შედეგად განვითარებული თირკმლის უკმარისობა.
მძიმე ჰიპოკალემია.
მძიმე ჰიპონატრემია.
პრეკომატოზური ან კომატოზური მდგომარეობა, რომელიც ასოცირდება ღვიძლის ენცეფალოპათიასთან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
არარეკომენდებული კომბინაციები.
ცალკეულ შემთხვევებში ფუროსემიდის მიღებამ ქლორალჰიდრატის მიღებიდან 24
საათის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს წამოხურება, მომატებული ოფლიანობა, აგზნებული მდგომარეობა, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება და ტაქიკარდია. შესაბამისად ფუროსემიდის და ქლორალჰიდრატის ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული.
ფუროსემიდს შეუძლია ამინოგლიკოზიდების და სხვა ოტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების ეფექტის პოტენცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ხასიათის დაზიანება, რის გამოც არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებებისა და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენება.
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს ზომების მიღებას.
ცისპლატინის და ფუროსემიდის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში არსებობს ოტოტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. გარდა ამისა, შეიძლება გაძლიერდეს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურობა, თუ ფუროსემიდი არ ინიშნება დაბალი დოზებით (მაგალითად, 40 მგ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში) და სითხის დადებითი ბალანსით, თუ პრეპარატი გამოიყენება ფორსირებული დიურეზის ეფექტის მისაღწევად ცისპლატინით თერაპიის დროს.
ფუროსემიდი ამცირებს ლითიუმის მარილების გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება, ხოლო ამის შედეგად იზრდება ლითიუმის ტოქსიკური ეფექტების, მათ შორის კარდიოტოქსიკური და ნეიროტოქსიკური ეფექტების განვიარების რისკი. ამიტომ რეკომენდებულია ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იღებენ აღნიშნულ კომბინირებულ თერაპიას.
პაციენტებში დიურეზული საშუალებების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს არტერიული ჰიპოტენზიის მძიმე ფორმა და თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის უკმარისობის შემთხვევების ჩათვლით, განსაკუთრებით ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების პირველი მიღებისას, ან აღნიშული პრეპარატების გაზრდილი დოზით პირველი მიღებისას. აუცილებელია გადაწყდეს საჭიროა თუ არა ფუროსემიდის დროებით მოხსნა ან დოზის შემცირება მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე ან აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტების დოზის მომატება.
რისპერიდონი: კომბინირებული თერაპიის დაწყებამდე ან აღნიშნულ პრეპარატთან ფუროსემიდის ან სხვა მძლავრი დიურეზული საშუალებების ერთდროულად დანიშვნამდე საჭიროა პაციენტისათვის რისკისა და სარგებელის განსაზღვრა.
კომბინაციები, რომლებიც მოითხოვს სიფრთხილეს
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფუროსემიდთან ერთდროულმა მიღებამ, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის, შესაძლოა შეასუსტოს ფუროსემიდის მოქმედება. გაუწყლოვნების ან ჰიპოვილემიის მქონე პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შესაძლაო გულის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს. ფუროსემიდის ზეგავლენით შესაძლოა სალიცილატების ტოქსიკურობის მომატება.
ფენიტოინთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის ეფექტურობა.
კორტიკოსტეროიდების, კარბენოკსოლონის, ძირტკბილას ფესვის მაღალი დოზების და საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ჰიპოკალემიის განვითარების რისკი.
ელექტროლიტური ბალანსის გარკვეული სახის დარღვევებმა (როგორიცაა ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია) შესაძლებელია გაზარდონ გარკვეული პრეპარატების ტოქსიკურობა (მაგალითად, დიგიტალისის და იმ სამკურნალო საშუალებების ტოკსიკურობა, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას).
ფუროსემიდის ერთდროული გამოყენებისას სხვა ანტიჰიპერტენზიულ, დიურეზულ ან ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ წნევის დაქვეითებას, მოსალოდნელია არტერიული წნევის კიდევ უფრო მეტი დაქვეითება.
პრობენეციდი, მეთოტრექსატი და ფუროსემიდის მსგავსი სხვა სამკურნალო საშუალებები, ექვემდებარებიან თირკმლებიდან მილაკოვან სეკრეაციას და შესაძლოა შეამცირონ ფუროსემიდის ეფექტურობა. პირიქით, ფუროსემიდმა შესაძლებელია შეამციროს თირკმლებით აღნიშნული პრეპარატების გამოყოფა. მკურნალობისას მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლის შრატში ამ პრეპარატების (ფუროსემიდისა და სხვა სამკურნალო საშუალებების) კონცენტრაციები, რაც ზრდის ფუროსემიდის ან თანხმლები თერაპიის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
შესაძლებელია შემცირდეს დიაბეტის საწინააღმდეგო და სიმპატომიმეტური საშუალებების ეფექტიანობა, რომლებიც იწვევნ არტერიული წნევის მომატებას (მაგალითად ეფინეფრინი, ნორეპინეფრინი). შესაძლებელია კურარეს მსგავსი კუნთების რელაქსანტების ან თეოფილინის მოქმედების გაძლიერება.
შესაძლებელია გაძლიერდეს ნეფროტოქსიკური პრეპარატების უარყოფითი გავლენა
თირკმელებზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა შეიძლება განუვითარდეთ პაციენტებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ ფუროსემიდის თანმხლები თერაპია და მაღალი დოზით ზოგიერთი ცეფალოსპორინები.
ციკლოსპორინ A-ს და ფუროსემიდის ერთდროული მიღება ასოცირებულია პოდაგრული ართრიტის განვითარების მომატებულ რისკთან, რომელიც მეორადია ფუროსემიდით გამოწვეული ჰიპერურიკემიისა და ციკლოსპორინ A-თი გამოწვეული თირკმლის მიერ ურატების გამოყოფის მოშლის მიმართ.
რადიოკონტრასტულ ნივთიერებებზე ნეფროპათიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ფუროსემიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის გაუარესების გახშირება რადიოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანისას, იმ ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც რადიოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანამდე უტარებებოდათ მხოლოდ ინტრავენური ჰიდრატაცია.
გამოყენების თავისებურებები. ფუროსემიდით მკურნალობის დროს საჭიროა შარდის მუდმივი გამოყოფის უზრუნველყოფა. პაციენტები შარდის გამოყოფის ნაწილობრივი ობსტრუქციით საჭიროებენ სათანადო ყურადღებას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე. მკურნალობა ფუროსემიდის გამოყენებით მოითხოვს რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებას.
აუცილებელია შემდეგი მდგომარეობების განსაკუთრებული მონიტორინგი:
არტერიული ჰიპოტენზია;
არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეთების მქონე განსაკუთრებული რისკის ჯგუფის პაციენტები, მაგალითად კორონარული არტერიების ან თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული სტენოზის მქონე პაციენტები;
შაქრიანი დიაბეტის ლატენტური ან გამოხატული ფორმის მქონე პაციენტები;
პოდაგრა;
ჰეპატორენალური სინდრომი, ანუ თირკმლების ფუნქციური უკმარისობა, რომელიც ასოციირდება ღვიძლის მძიმე დაავადებასთან;
პაციენტებში ჰიპოპროტეინემიის დროს, რაც ასოცირებულია ნეფროზულ სინდრომთან (ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შესუსტდეს ოტოტოქსიკურობის პოტენცირებასთან ერთად). აუცილებელია დოზის ფრთხილად ტიტრირება.
დღენაკლული ბავშვები (შესაძლებელია ნეფროკალცინოზის/ნეფროლითიაზის განვითარება); საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და თირკმლის ულტრასონოგრაფიის ჩატარება.
ნატრიუმის, კალიუმის და სისხლის შრატის კრეატინინის რეგულარული მონიტორინგი ჩვეულებრივ რეკომენდებულია ფუროსემიდით თერაპიის დროს. განსაკუთთრებულად საგულდაგულო მონიტორინგი ესაჭიროებათ პაციენტების ჯგუფს ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების მაღალი რისკით ან სითხის მნიშვნელოვანი დამატებითი დაკარგვით (მაგალითად, ღებინების, დიარეის ან ოფლის ინტენსიური გამოყოფის შედეგად). ჰიპოვოლემია ან ორგანიზმის გაუწყლოვანება, ასევე ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები უნდა იქნას კორექტირებული. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ფუროსემიდით თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების განვითარებაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არსებული დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა), სამკურნალო საშუალებების თანმხლები გამოყენება და კვება. მაგალითად, ღებინების ან დიარეის შედეგად შეიძლება გაჩნდეს კალიუმის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია პაციენტისათვის კალიუმის მაღალი შემცველობის საკვების გამოყენება (შემწვარი კარტოფილი, ბანანი, ტომატები, ისპანახი, ჩირი).
საჭიროა გვახსოვდეს, რომ ფუროსემიდის გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს კალიუმის დეფიციტის მედიკამენტოზური კომპენსაციის მოთხოვნილება.
დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ლეტალობის უფრო მაღალი დონე აღინიშნებოდა, თუ ფუროსემიდი გამოიყენებოდა რისპერიდონთან ერთად, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მიიღებდნენ მხოლოდ რისპერიდონს ან მხოლოდ ფუროსემიდს.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და რისკისა და სარგებელის შეფასება ძლიერი დურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას. თავიდან უნდა იყოს აცილებული ჰიპოვოლემია.
თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის და ფუროსემიდის ერთდროულ გამოყენებას.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)/დოზაზე ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად თავისუფალია ნატრიუმისგან.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
ორსულობა: ფუროსემიდი გაივლის პლაცენტურ ბარიერს. არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ორსულობის პერიოდში, სასიცოცხლო ჩვენებების გარდა. ორსულობის დროს მკურნალობის ჩატარებისას აუცილებელია ნაყოფის ზრდისა და განვითარების კონტროლი.
ძუძუთი კვების პერიოდი: ფუროსემიდი აღწევს დედის რძეში და შეუძლია ლაქტაციის დათრგუნვა. ქალებმა უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება ფუროსემიდით მკურნალობის პერიოდში.
ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
პრეპარატით მკურნალობისას ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგალითად,არტერიული წნევის მოულოდნელი, მნიშვნელოვანი დაქვეითება) შეიძლება შეამციროს პაციენტის ყურადღების კონცენტრაციის უნარი და გავლენა იქონიოს მისი რეაქციის სიჩქარეზე.
ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს თავი უნდა შევიკავოთ ავტოტრანსპორტის
მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.
გამოყენების წესი და დოზები.
დოზირების რეჟიმი დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, წყალელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გამოხატულების, გორგლოვანი ფილტრაციის სიდიდის, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. პრეპარატის გამოყენების პროცესში საჭიროა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლების კორექტირება დიურეზის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დინამიკის გათვალისწინებით.
ფუროსემიდს ინიშნება ინტრავენურად იმ შემთხვევაში, როდესაც პერორალურად მიღება არის არამიზანშეწონილი ან არაეფექტური (მაგალითად ნაწლავებში შეწოვის დარღვევებისას) ან სწრაფი ეფექტის აუცილებლობის შემთხვევაში. ინტრავენური თერაპიის გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად უფრო სწრაფი გადასვლა ფუროსემიდის პერორალურ გამოყენებაზე.
ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად და შემხვედრი რეგულირების დასათრგუნად უპირატესობა ჩვეულებრივ ეძლევა ფუროსემიდის უწყვეტ ინფუზიას განმეორებით ბოლუსურ ინიექციებთან შედარებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც ფუროსემიდის უწყვეტი ინფუზია მიზანშეუწონელია შემდგომი მკურნალობისათვის ერთი ან რამდენიმე ბოლუსური დოზების შეყვანის შემდეგ, უპირატეოსობა ეძლევა მკურნალობის შემდგომ სქემას დაბალი დოზების დანიშვნით, რომლებიც შეიყვანება დროის მოკლე შუალედის შემდეგ (დაახლოებით 4 საათი), დიდ ბოლუსურ დოზებთან შედარებით, რომლებიც შეიყვანება დროის დიდი შუალედის შემდეგ.
მოზრდილებისათვის ფუროსემიდის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 1500 მგ.
ბავშვებისათვის ფუროსემიდის რეკომენდებული დოზა პარენტერალური შეყვანისას შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის მასაზე, მაგრამ მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
დოზირებასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები
დოზირება მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ ეფუძნება ქვემოთ მოყვანილ შემდეგ რეკომენდაციებს.
შეშუპება გულის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობის დროს
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შიგნით მისაღებად - 20-50 მგ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის რეგულირება პაციენტის თერაპიული პასუხის თანხმად.
რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის 2-3 მიღებაზე განაწილება.
შეშუპება გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის დროს
პრეპარატის რეკმენდებული საწყისი დოზაა 20-40 მგ, რომელსაც ნიშნავენ ბოლუსური ინიექციის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის რეგულირება შეიძლება პაციენტის თერაპიული პასუხის შესაბამისად.
შეშუპება თირკმელის ქრონიკული უკმარისობის დროს
ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის თირკმლების უკმარისობის სიმძიმის ხარისხსა და ნატრიუმის ბალანსზე. აქედან გამომდინარე შეუძლებელია წინასწარ ფუროსემიდის დოზის ეფექტურობის ზუსტი განსაზვრა. პაციენთებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს ფრთხილად სითხის თანდათანობითი საწყისი კარგვის უზრუნველყოფისათის. მოზრდილი პაციენტებისათვის ეს გულისხმობს იმ დოზის შეყვანას, რომელიც იწვევს სხეულის მასის დაახლოებით 2 კგ-ის კარგვას დღეღამის განმავლობაში (დაახლოებით 280 მმოლი Na+). ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში
ფუროსემიდის დოზა განისაზღვრება შემდეგნაირად: მკურნალობა იწყება 0,1 მგ-ის უწყვეტი ი/ვ ინფუზიით 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ინფუზიის სიჩქარე იზრდება ყოველ ნახევარ საათში მკურნალობაზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე.
თირკმელის მწვავე უკმარისობის დროს
ფუროსემიდის გამოყენებამდე აუცილებელია ჰიპოვოლემიის, არტერიული ჰიპოტენზიის, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვანი მკვეთრი დისბალანსის კომპენსირება. რეკომენდებულია პარენტერალური ფორმიდან პერორალურზე შეძლებისდაგვარად სწრაფი გადასვლა. რეკომედებული საწყისი დოზაა 40 მგ, რომელიც ინიშნება ინტრავენური ინიექციის სახით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოზა არ ზრდის სასურველ დონემდე სითხის გამოყოფას, შესაძლებელია ფუროსემიდის დანიშვნა უწყვეტი ინფუზიის სახით, საწყისი დოზით 50-100 მგ/სთ-ში.
შეშუპება ღვიძლის დაავადების დროს
ალდოსტერონის ანტაგონისტებით მკურნალობის დროს ფუროსემიდი ინიშნება როგორც დამხმარე საშუალება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ალდოსტერონის ანტაგონისტების გამოყენება არ არის საკმარისი. ისეთი გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ელექტროლიტებისა და მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, საჭიროა დოზის ფრთხილი ტიტრაცია სითხის საწყისი კარგვის ეტაპობრივად უზრუნველყოფისათვის. მოზრდილი პაციენტებისათვის ეს გულისხმობს ისეთი დოზის დანიშვნას, რომელიც დღეღამეში გამოიწვევს სხეულის მასის 0,5 კგ-ით კლებას.
თუ ინტრავენური შეყვანა აუცილებელია, საწყისი ერთჯერადი დოზა უნდა შეადგენდეს 20-40 მგ.
ჰიპერტენზიული კრიზი
რეეკომედებული საწყისი დოზა 20-40 მგ ინიშნება ბოლუსური ინტრავენური ინიექციის სახით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის რეგულირება პაციენტის თერაპიული პასუხის შესაბამისად.
ფორსირებული დიურეზის უზრუნველყოფა მოწამვლის დროს
ფუროსემიდი დამატებით ინიშნება ელექტროლიტების შემცველ ხსნარებთან ერთად ინტრავენური ინფუზიის სახით. დოზა დამოკიდებულია ფუროსემიდის მიმართ თერაპიულ პასუხზე. სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის რეგულირება აუცილებელია მკურნალობის დაწყებისას და მის პროცესშიც. მჟავე ან ტუტე ნივთიერებებით მოწამვლის შემთხვევაში სითხის გამოყოფის გაზრდა შესაძლებელია შესაბამისად შარდის გატუტიანებით ან მჟავიანობის გაზრდით.
რეკომენდირებული საწყისი დოზაა 20-40 მგ ინტრავენურად.
განსაკუთრებული რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით:
ინტრავენური ინიექცია/ინფუზია: პარენტერული გამოყენებისას ფუროსემიდი ინიშნება ნელი ინიექციის ან ინფუზიის სახით, მაქსიმალური სიჩქარით 4 მგ/წთ-ში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (სისხლის შრატის კრეატინინი > 5მგ/დლ) ფუროსემიდის შეყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მგ/წთ-ში.
ინტრამუსკულარული ინიექცია: ფუროსემიდი კუნთში ინიექციების სახით ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პერორალური და პარენტერული მიღება არ არის მიზანშეწონილი. გასათვალისწინებელია, რომ ფუროსემიდის კუნთში ინიექცია არ არის ნაჩვენები ისეთი მწვავე შემთხვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ფილტვების შეშუპება.
ფუროსემიდის ინფუზიის ჩატარება არ არის რეკომენდებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად!
ფუროსემიდის ხსნარის pH არის დაახლოებით 9 და არ გააჩნია ბუფერული მოცულობა. ამის გამო, თუ pH 7-ზე ნაკლები იქნება, შესაძლებელია აქტიური ნივთიერების დალექვა. მოცემული ხსნარის განზავების შემთხევაში აუცილებელია, რომ მიღებული ხსნარის pH იყოს სუსტად ტუტესა და ნეიტრალურის ფარგლებში.
გამხსნელად შესაძლებელია ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის გამოყენება. რეკომენდებულია განზავებული ხსნარის დაუყოვნებლივი გამოყენება.
ბავშვები. ბავშვებისთვის დოზა უნდა შემცირდეს სხეულის მასის შესაბამისად (იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”).
ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: მწვავე ან ქრონიკული ჭარბი დიზირების კლინიკური სურათი დამოკიდებულია უმთავრესად ელექტროლიტებისა და სითხის დაკარგვის ხარისხსა და შედეგებზე და მჟღავნდება ისეთი ნიშნებით, როგორიცაა ჰიპოვოლემია, გაუწყლოვნება, ჰემოკონცენტრაცია, დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რაც განპირობებულია დიურეზული ეფექტით, ასევე არითმია (AV ბლოკადისა და პარკუჭების ფიბრილაციის ჩათვლით). აღნიშული დარღვევების სიმპტომებს მიეკუთვნება მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპოტენზია (რომელიც პროგრესირებს შოკამდე), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თრომბოზი, ბოდვა, პერიფერიული დამბლა, აპათია და ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: ფუროსემიდის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი მოვლენები.
მეტაბოლური და ალიმენტური დარღვევები: ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა (მათ შორის კლინიკური გამოვლინებებით), დეჰიდრატაცია და ჰიპოვოლემია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპონატრემია, ჰიპოკალემია, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, პოდაგრის შეტევები, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება (შაქრიანი დიაბეტის ლატენტური ფორმის გადასვლა დაავადების გამოხატულ ფორმაში), ჰიპოკალცემია, ჰიპომაგნემია, შარდოვანას დონის მომატება სისხლში, მეტაბოლური ალკალოზი, ბარტერის ფსევდო-სინდრომი ფუროსემიდის არასწორი ან ხანგრძლივი გამოყენების ფონზე.
ელექტროლიტური ბალანსის და მეტაბოლური ალკალოზის სიმპტომური დარღვევები შეიძლება გადავიდეს თანდათანობით ზრდად ელექტროლიტურ დისბალანსში. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ფუროსემიდის უფრო მაღალი დოზების გამოიყენებისას შეიძლება განვითარდეს მდგომარეობის მწვავე გაუარესება ელექტროლიტების დიდი დანაკარგის გამო. ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი სიმპტომებია: წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, კუნთების კრუნჩხვები, ტეტანია, კუნთების სისუსტე, გულის რითმის დარღვევები და სიმპტომები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ. ორგანიზმში სითხის რაოდენობის მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების პროცესების გაზრდა თრომბოზების განვითარების ტენდენციით.
გულ-სისხლძარღთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, მათ შორის ორთოსტატიკური ჰიპოტენზია (ინტრავენური ინფუზიის სახით გამოყენებისას), ვასკულიტი, თრომბოზი.
ფუროსემიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნების და სიმპტომების განვითარება, როგორიცაა კონცენტრაციის და რეაქციების დარღვევები, დელირიუმი, თავში ზეწოლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, პირის სიმშრალე, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
თირკმლების და შარდგამომყოფი ტრაქტის მხრივ: შარდის მოცულობის გაზრდა, ტუბულო-ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდში ნატრიუმის დონის მომატება, შარდში ქლორის დონის მომატება, შარდის შეკავება (პაციენტებში შარდის გადინების ნაწილობრივი ობსტრუქციით), ნეფროკალცინოზი/ნეფროლითიაზი დღენაკლულ ბავშვებში, თირკმლის უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მწვავე პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლესტაზი, ტრანსამინაზების დონის მომატება.
სმენისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ: სმენის გარდამავალი ხასიათის დარღვევა, განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჰიპოპროტეინემიის დროს (მაგალითად ნეფროზული სინდრომის დროს) ან/და ინტრავენურად ფუროსემიდის მაღალი სიჩქარით შეყვანისას, ყურებში შუილი, ცნობილია სიყრუის შემთხვევები, ზოგჯერ შეუქცევადი, ფუროსემიდის პერორალური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, პემფიგოიდი, ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, ფოტოსენსიბილიზაცია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ექზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) და DREES-სინდრომი (მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით).
იმუნური სისტემის მხრივ: მძიმე ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის შოკის თანმხლებით).
ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზიები, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია პაციენტებში ჰეპატოცელულარული უკმარისობით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ჰემოკონცენტრაცია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ან ჰემოლიზური ანემია.
თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი/გენეტიკური დაავადებები: დღენაკლულ ახალშობილებში დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში ფუროსემიდის გამოიყენებამ შესაძლოა გაზარდოს არტერიული სადინრის შეუხორცებლობის რისკი.
ზოგადი დარღვევები და რეაქცია შეყვანის ადგილას: ციებ-ცხელება, კუნთში შეყვანისას შესაძლოა ტკივილი ინიექციის ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა: არ არის რეკომენდებული ფუროსემიდის და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთად შერევა.
ასევე არ არის რეკომენდირებული ფუროსემიდის და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად შეყვანა.
შეფუთვა: 2 მლ ამპულაში. შეფუთვაში მოთავსებულია ბლისტერი 10 ამპულით.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)
მწარმოებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმაცევტული კომპანია „ზდოროვიე“.
განმცხადებელი.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საცდელი ქარხანა “გნცლს”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.