პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ფურანტრილი ტაბლეტები 40

Furanthril® Tabletten 40

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ფურანტრილი არის შარდმდენი საშუალება (დიურეზული),

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფუროსემიდი (furosemide)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
medphano Arzneimittel GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-021811
რეგისტრირებულია
21 მარტი 2017, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ინტერნაციონალე აპოტეკე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფურანტრილი ტაბლეტები 40 და სხვა წამალი ერთად

ფურანტრილი ტაბლეტები 40 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფურანტრილი არის შარდმდენი საშუალება (დიურეზული),

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, მკურნალობის მიმდინარეობის მიხედვით და ექიმის გარეშე არ უნდა შეცვალოთ. რეკომენდირებულია დაიწყოთ მინიმალური დოზით, საუკეთესო ეფექტის მისაღწევად.

თუ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, მოზრდილებისთვის რეკომენდირებული შემდეგი დოზა:

გულის ან ღვიძლის დაავადებით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილში (შეშუპება):

მოზრდილები მკურნალობას იწყებენ დღეში ერთხელ 1 ტაბლეტით (შეესაბამება 40გრ ფუროსემიდს). თუ ვერ მოხერხდა შრადის დამაკმაყოფილიბელი რაოდენობის გამოდინება 6 საათის შემდეგ შესაძლოა დოზის გაორმაგება 2 ტაბლეტამდე (=80მგ ფუროსემიდს). კვლავ თუ ვერ მოხდა საკმარისი რაოდენობის შარდის გამოდინება, დოზა შეიძლება მომდევნო 6 საატში კვლავ გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე (=160მგ ფუროსემიდს). აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლოა დოზის გაზრდა - 200მგ ფუროსემიდი.

ჩვეულებრივ დღიური დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს (= 40-80მგ ფუროსემიდს).

დიდი რაოდენობით შარდის გამოდინებით გამოწვეული წონაში კლება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1კგ-ს.

თირკმლების დაავადებით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილში (შეშუპება):

მოზრდილები მკურნალობას იწყებენ დილილთ დღეში ერთხელ 1 ტაბლეტით (შეესაბამება 40გრ ფუროსემიდს). თუ ვერ მოხერხდა შრადის დამაკმაყოფილიბელი რაოდენობის გამოდინება 6 საათის შემდეგ შესაძლოა დოზის გაორმაგება 2 ტაბლეტამდე (=80მგ ფუროსემიდს). კვლავ თუ ვერ მოხდა საკმარისი რაოდენობის შარდის გამოდინება, დოზა შეიძლება მომდევნო 6 საატში კვლავ გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე (=160მგ ფუროსემიდს). აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლოა დოზის გაზრდა - 200მგ ფუროსემიდი.

ნეფროზულლი სინდრომის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია შესაბამისი დოზების დაცვა.

დამწვრობით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილში (შეშუპება):

დღიური და/ან ცალკეული დოზა შეადგენს 1 და 2 1/2 ფურანტრილის ტაბლეტი (=40-100მგ ფუროსემიდს), გამონაკლის შემთხვევებში თირკმელების შეზღუდული ფუნქციის დროს დასაშვებია მაქს. 6 ფურანტრილის ტაბლეტი (=240მგ ფუროსემიდს). სისხლძარღვებში სითხის ნაკლებობა ფურანტრილის მიღებამდე უნდა დარეგულირდეს.

არტერიული ჰიპერტონია:

როგორც წესი დღეში 1 ტაბლეტი (=40მგ ფუროსემიდს) მარტო ან სხვა პრეპარატთან ერთად.

ბავშვები:

ბავშვებში დღიური დოზა ინიშნება სხეულის წონის შესაბამისად: 1 (მაქს.2) მგ ფუროსემიდ ყოველ კგ-ზე. მაქსიმალური დღიური დოზაა 40მგ ფუროსემიდი.

მიღების წესი და ხანგრძლივობა:

მიიღეთ ტაბლეტი უზმოზზე მთლიანად, არ დაღეჭოთ და მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (მაგ.: 1 ჭ. წყალი). მკკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფუროსემიდის, სულფონამიდენის ან ფურანტრილის სხვა კომპონენტების მიმართ

თირკმლების პრობლემა შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით (ანურია)

ღვიძლის დისფუნქციით გამოწვეული გონების დაბინდვა (კომა)

კალიუმის ნაკლებობა

ნატრიუმის ნაკლებობა

ჰიპოვოლემია ან დეჰიდრტაცია

ლაქტაციის პერიოდში (იხ. თავი „ლაქტაცია“).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებამდე შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპოტონია

ახლად დადგენილი შაქრიანი დიაბეტი; ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი

პოდაგრა; რეკომენდირებულია სისხლში შარდმჟავას კონტროლი

შარდის გამოყოფის პრობლემა (პროსტატას გადიდება, შარდმდენი მილის შევიწროვება)

ჰიპოპროტეინემია, მაგ. ნეფროზული სინდრომის დროს (ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შესაბამისი დოზის შერჩევა)

ღვიძლის ციროზი და ამავდროულად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ცერებროვასკულარული დაავადებები და გულის იშემიური დაავადება, ამ შემთხვევაში არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკი წარმოიშვება

გადიდებული პროსტატის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ფურანტრილის ტაბლეტები 40 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარდვა თავისუფალი აქვთ, შარდვის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ბუშტის სპაზმი.

ბავშვები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დღენაკლულ ბავშვებში, რადგან არსებობს თირკმლების უკმარისობის რისკი, რეკომენდირებულია თირკმლების ფუნქციის კონტროლი, თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. დღენაკლულ ბავშვებში, რომელთაც აქვთ ჰაერის უკმარისობა, დაბადებიდან პირველ კვირას ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი, რომ არ შეხორცდეს არტერიული სადინარი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფურანტრილის ტაბლეტები 40 ორსულობის პერიოდში უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაგინიშნათ ექიმმა, რადგან აქტიური ნივთიერება ფუროსემიდი მოქმედებს ნაყოფზე.

ლაქტაცია

ფუროსემიდი გამოიყოფა დედის რძეში და აფერხებს მის გამოყოფას. აქედან გამომდინარე ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული ფურანტრილის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე (იხ. თავი „როდის არ შეიძლება ფურანტრილის ტაბლეტების მიღება“).

მანქანის მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შესაძლოა გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს კონცენტრაციაზე, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის მომატებისას და პრეპარატის შეცვლისას.ასევე ალკოჰოლთან მიმართებაშიც.

დამატებით გასათვალისწინებელი ასპექტები

ხანგრძლივი მკკურნალობისას რეკომენდირებულია კალიუმის, ნატრიუმის, კალცის, ბიკარბონატის, კრეატინინის, შარდოვანას და შარდმჟავას, ასევე შაქრის დონის კონტროლი სისხლში.

თუ გაწუხებთ სითხის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა, მაგ.: ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, შესაძლოა განვითარდეს ელექტროლიტების დისბალანსი. თუ გაწუხებთ ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) ან დეჰიდრატაცია, ასევე ელექტროლიტების დისბალანსი, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის დროებითი შეწყვეტა.

შარდის გაძლიერებული გამოყოფის შედეგად წონაში კლება შარდის გამოყოფის რაოდენობისგან მიუხედავად არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1კგ-ს.

ნეფროზული სინდრომის დროს აუცილებლად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს გვერდითი მოვლენების გამოვლენის მაღალი რისკი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფურანტრილის გარკვეული კომპონენტების შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას! თუ გაწუხებთ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობა, არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სხვა პრეპარატებტან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რაიმე პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი.

ფურანტრილის მოქმედებაზე გავლენას ახდენს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების პარალელური მიღება.

გლუკოკორტიკოიდები, კარბენოქსოლონი ან დიურეზული საშუალებები იწვევენ კალიუმის დიდი რაოდენობით დაკარგვას

ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალებები მაგ.: ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა) ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას. ჰიპოვოლემიის და დეჰიდრატაციის დროს პარალელურად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თურკმელების გათიშვა.

პრობენეციდი, მეთოტრექსატი და სხვა ისეთი პრეპარატები, რომლებიც ფუროსემიდის მსგავსად თირკმელებიდან გამოიყოფა, ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას.

ფენიტოინის პარალელური მიღება ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას.

ვინაიდან სუკრალფატი ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას, ამ ორი პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი.

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების პარალელური მიღება ზეგავლენას ახდენს ფურანტრილით მკურნალობაზე

გლიკოზიდების პარალელური მიღება იწვევს ჰიპოკალლიემიას და ჰიპომაგნეზიას. პარალელურად ეკგ-ცვლილებების გამომწვევი პრეპარატების მიღების შემთხვევაში წარმოიშვება არითმიის და ელექტროლიტების დისბალანსის მაღალი რისკი.

დიდი დოზით სალიცილატების მიღება ფურანტრილთან ერთად აძლიერებს სალიცილატების გვერდით მოვლენებს. ფურანტრილის ტაბლეტები 40 აძლიერებს ანტიბიოტიკის მომწამვლელ ეფექტს თირკმელებზე.

ამინოგლიკოზიდების (კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ოტოტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს ფურანტრილის პარალელური მიღება. ამგვარად გამოწვეული სმენის დაკარგვა არ იკურნება. აქედან გამომდინარე მოერიდეთ ამ პრეპარატებით კომბინირებულ მკურნალობას.

ცისპლატინის და ფურანტრილის ერთობლივი მიღება იწვევს სმენის დაქვეითებას. ფურანტრილი აძლიერებს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურ ეფექტს.

ფურანტრილის და ლითიუმის პარალელური მიღება აძლიერებს ლითიუმის კარდიო- და ნეფროტოქსიკურ ეფექტს. იმ პაციენტებისთვის, ვინც ამ ორი პრეპარატით მკურნალობს, რეკომენდირებულია სისხლში ლიტიუმის დონის კონტროლი.

ფურანტრილი აძლიერებს სხვა წნევის დამწევი საშუალებების მოქმედებას. მკურნალობის საწყის ეტაპზე აცე-ბლოკატორის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში, აცე-ბლოკატორი და ფურანტრილი წნევის მასიურ დაქვეითებას იწვევს, რაც თავის მხრივ იწვევს შოკურ მდგომარეობას. რეკომენდირებულია ფურანტრილის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება სამი დღით, ვიდრე აცე-ბლოკატორით მკურნალობას დაიწყებთ ან დოზას მოუმატებთ.

ფურანტრილი აფერხებს პრობენეციდის, მეთოტრექსატის და სხვა იმ პრეპარატების გამოდევნას, რომელიც ფუროსემიდის მსგავსად თირკმელებიდან გამოედინება. მარალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა აქტიური ნივთიერების დონის მომატება სისხლში, რაც თირკმელების დაზიანებას იწვევს.

თეოფილინის ან სხვა კურარეს მსგავსი პრეპარატების, რომელიც მუსკულატურის მოსადუნებლად გამოიყენება, მოქმედებას აძლიერებს ფურანტრილი.

პრეპარატის მოქმედების შესუსტება:

ანტიდიაბეტიკური საშუალებები ან პრესორული ამინები (მაგ: ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) ასუსტებენ ფურანტრილის მოქმედებას, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ამ მათი ერტდროულად მიღება.

ფურანტრილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლაკრიცას და ფურანტრილის ერტობლივი მიღება იწვევს კალიუმის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს. ჭარბი დოზირების სიმპტომები დამოკიდებულია თუ რა რაოდენობის მარილი და სითხე დაკარგეთ. ჭარბი დოზირებით შეიძლება გამოწვეული იქნას ჰიპოტონია და სისხლის მიმოქცევის დარღვევა წამოდგომისას, ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის, დატრიუმის დაქვეითება) ან pH- მაჩვენებლის მომატება სისხლში (ალკალოზი).

ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და შედეგად ჰიპოვოლემია, რაც იწვევს კოლაფსს და ჰემოკონცენტრაციას, თრომბოზს. სითხის სწრაფი დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გაბრუება.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

სხვა პრეპარატების მსგავსად ფურანტრილსაც გააცნია გვერდითი მოვლენები.

გთავაზობთ გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირეს:

ძალიან ხშირად:

10-დან 1 შემთხვევა

ხშირად:

10-დან 1-ზე მეტი, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლები

შედარებით იშვიათად:

100-დან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტი

იშვიათად:

1000-დან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტი

ძალიან იშვიათად: 10,000-დან 1-ზე ნაკლები, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

სისხლი:

შედარებით იშვიათად: თრომბოციტოპენია

იშვიათად: ეოზინოფილია, ლეიკოპენია

ძალიან იშვიათად: ჰემოლიტური ანემია, აპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემა / ჰიპერმგრძნობელობა

შედარებით იშვიათად: ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (იხ. ალერგიული რეაქცია)

იშვიათად: ტემპერატურა, ვასკულიტი, თირკმელების ანთება, ანაფილაქსიური შოკი. შოკის პირველი ნიშნებია კანის სიწითლე და ჭინჭრის ციება, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ციანოზი

ჰორმონები:

ფურასემიდით მკურნალობისას შესაძლოა სისხლში შაქრის დონის მომატება. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ნივთიერებათა ცლის გართულება, ხოლო თუ აქამდე არ იყო გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი, შესაძლოა გამოვლინდეს.

ნივთიერებათა ცვლა / ელექტროლიტები

ფურანტრილით მკურნალობისას ხშირია ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვა და ელექტროლიტების დისბალანსი. რეკომენდირებულია მკურნალობის პერიოდში კალიუმის, ნატრიუმის და კალცის კონტროლი სისხლში.

ნატრიუმის ჭარბი რაოდენობით დაკარგვა იწვევს ნატრიუმის დაქვეითებას, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: აპათია, წვივის კუნთების კრუნჩხვები, უმადობა, სისუსტე, ღებინება, ცნობიერების მოშლა, ძილიანობა, განსაკუთრებით პარალელურად კალიუმის დაქვეითების შემთხვევაში, მაგ.: ღებინება, ქრონიკული დიარეა შეიძლება კალიუმის დაქვეითების მიზეზი გახდეს, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: კუნთების სისუსტე, პარასთეზია, პარეზი, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი, პოლიურია, პოლიდიფსია და არითმია. კალიუმის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის პარალიზება ან გონების დაკარგვა, კომა.

კალცის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოსტეტანია.

მაგნიუმის დაქვეითება იწვევს ტეტანიას და არითმიას.

ელექტრილიტების დაქვეითებით შესაძლოა განვითარდეს ან გართულდეს მეტაბოლური ალკალოზი.

ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას მომატება სისხლში, რამაც შეიძლება პოდაგრის შეტევა გამოიწვიოს.

ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდის მომატება სისხლში.

ნერვული სისტემა:

იშვიათად: კიდურების პარესთეზია.

გრძნობათა ორგანოები:

სმენის დაქვეითება, ოტოტოქსიკოზი, ტინიტუსი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

ძირითადად ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდება სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაქვეითება, პირის სიმშრალე, წყურვილი, ჰიპოტონია, წნევის ცვალებადობა წამოდგომისას, დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, რაც კოლაფსს და ჰემოკონცენტრაციას იწვევს. ჰემოკონცენტრაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა:

იშვიათად: კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ.: გულისრევა, ღებინება, დიარეა).

ღვიძლი / კუჭქვეშა ჯირკვალი

ძალიან იშვიათად: კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება. ინტრაჰეპატური ქოლესტაზი და ტრანსამინაზის მომატება.

ალერგიული რეაქციები:

შედარებით იშვიათად: ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიწითლე, წყლულების წარმოქმნა, აქერცვლა, უეცარი ეგზანთემა, ურტიკარია, პურპურა, მულტიფორმული ერითემა, დერმატიტი და ფოტოსენსიბილიზაცია

იშვიათად: ვასკულიტი.

თირკმელები:

ფურანტრილმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში იმ ნივთიერებების მომატება, რომლებიც თირკმლიდან გამოედინება (კრეატინინი, შარდოვანა). შარდის გამოყოფის დაბრკოლების სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ან გართულდეს. შესაძლოა გამოიწვიოს შარდის შეკავება.

იშვიათად: თირკმელების ანთება (ინტერსტიციალური ნეფრიტი).

ახალშობილები:

დღენაკლულ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს თირკმლების კენჭოვანი დაავადება.

დღენაკლულ ბავშვებში, რომელთაც აქვთ ჰაერის უკმარისობა, დაბადებიდან პირველ კვირას ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი, რომ არ შეხორცდეს არტერიული სადინარი.

ზოგადი მდგომარეობა

იშვიათად: ტემპერატურა

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სიმპტომის შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.

თუ რომელიმე სიმპტომი უცბად გამოვლინდება ან გაუარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენის შემტხვევაში აღარ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომს, რომელიც არ არის ანოტაციაში მითითებული.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ყუთზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ყუთში სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინფორმაცია დათარიღებულია: 2004 წლის თებერვლით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და არ გადასცეთ ის მესამე პირს. მსგავსი სიმპტომების მიუხედავად, ამ პრეპარტმა შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს.

მოხმარების ინსტრუქცია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 1. რას წარმოადგენს ფურანტრილის ტაბლეტები 40 და რისთვის გამოიყენება ის? 2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფურანტრილის მიღების წინ? 3. როგორ გამოიყენება ფურანტრილი? 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი? 5. როგორ შევინახოთ ფურანტრილი?

ფურანტრილის ტაბლეტები 40

აქტიური ნივთიერება: ფუროსემიდი 40მგ

მოქმედი სამკურნალო ნივთიერებაა ფუროსემიდი.

1 ტაბლეტი შეიცავს 40მგ ფუროსემიდს.

დამხმარე ნივთიერებებია: კარბოქსიმეტილის სახამებელი-ნატრიუმი (ტიპი ა), მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.

ფურანტრილის ტაბლეტები 40 შეფუთვაშია 30 ტაბლეტი (N1), 50 ტაბლეტი (N2) და 100 ტაბლეტი (N3).

  • რა არის ფურანტრილი და რისთვის გამოიყენება ის?

ფურანტრილი არის შარდმდენი საშუალება (დიურეზული),

მწარმოებელი:

შპს მედფანოს პრეპარატები medphano Arzneimittel GmbH

მაიენბერგშტრასე 10-12

15562 რიუდერსდორფი ბერლინი

ტელ.: 033638 749 0

ფაქსი: 033638 749 77

ფურანტრილი გამოიყენება შენდეგ შემთხვევებში:

გულის ან ღვიძლის დაავადების შედეგად ქსოვილში სითხის დაგროვება (შეშუპება)

თირკმლების დაავადების შედეგად ქსოვილში სითხის დაგროვება (შეშუპება)

დამწვრობის შედეგად ქსოვილში სითხის დაგროვება

მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტონია).

  • რა უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე?

ფურანტრილის ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა ფუროსემიდის, სულფონამიდენის ან ფურანტრილის სხვა კომპონენტების მიმართ

თირკმლების პრობლემა შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით (ანურია)

ღვიძლის დისფუნქციით გამოწვეული გონების დაბინდვა (კომა)

კალიუმის ნაკლებობა

ნატრიუმის ნაკლებობა

ჰიპოვოლემია ან დეჰიდრტაცია

ლაქტაციის პერიოდში (იხ. თავი „ლაქტაცია“).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებამდე შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპოტონია

ახლად დადგენილი შაქრიანი დიაბეტი; ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი

პოდაგრა; რეკომენდირებულია სისხლში შარდმჟავას კონტროლი

შარდის გამოყოფის პრობლემა (პროსტატას გადიდება, შარდმდენი მილის შევიწროვება)

ჰიპოპროტეინემია, მაგ. ნეფროზული სინდრომის დროს (ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შესაბამისი დოზის შერჩევა)

ღვიძლის ციროზი და ამავდროულად ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ცერებროვასკულარული დაავადებები და გულის იშემიური დაავადება, ამ შემთხვევაში არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკი წარმოიშვება

გადიდებული პროსტატის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ფურანტრილის ტაბლეტები 40 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარდვა თავისუფალი აქვთ, შარდვის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ბუშტის სპაზმი.

ბავშვები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დღენაკლულ ბავშვებში, რადგან არსებობს თირკმლების უკმარისობის რისკი, რეკომენდირებულია თირკმლების ფუნქციის კონტროლი, თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. დღენაკლულ ბავშვებში, რომელთაც აქვთ ჰაერის უკმარისობა, დაბადებიდან პირველ კვირას ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი, რომ არ შეხორცდეს არტერიული სადინარი.

ორსულობა

ფურანტრილის ტაბლეტები 40 ორსულობის პერიოდში უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაგინიშნათ ექიმმა, რადგან აქტიური ნივთიერება ფუროსემიდი მოქმედებს ნაყოფზე.

ლაქტაცია

ფუროსემიდი გამოიყოფა დედის რძეში და აფერხებს მის გამოყოფას. აქედან გამომდინარე ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული ფურანტრილის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე (იხ. თავი „როდის არ შეიძლება ფურანტრილის ტაბლეტების მიღება“).

მანქანის მართვა და დანადგარებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შესაძლოა გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს კონცენტრაციაზე, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის მომატებისას და პრეპარატის შეცვლისას.ასევე ალკოჰოლთან მიმართებაშიც.

დამატებით გასათვალისწინებელი ასპექტები

ხანგრძლივი მკკურნალობისას რეკომენდირებულია კალიუმის, ნატრიუმის, კალცის, ბიკარბონატის, კრეატინინის, შარდოვანას და შარდმჟავას, ასევე შაქრის დონის კონტროლი სისხლში.

თუ გაწუხებთ სითხის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა, მაგ.: ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, შესაძლოა განვითარდეს ელექტროლიტების დისბალანსი. თუ გაწუხებთ ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) ან დეჰიდრატაცია, ასევე ელექტროლიტების დისბალანსი, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის დროებითი შეწყვეტა.

შარდის გაძლიერებული გამოყოფის შედეგად წონაში კლება შარდის გამოყოფის რაოდენობისგან მიუხედავად არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1კგ-ს.

ნეფროზული სინდრომის დროს აუცილებლად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს გვერდითი მოვლენების გამოვლენის მაღალი რისკი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფურანტრილის გარკვეული კომპონენტების შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას! თუ გაწუხებთ შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობა, არ მიიღოთ ეს პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სხვა პრეპარატებტან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რაიმე პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი.

ფურანტრილის მოქმედებაზე გავლენას ახდენს ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების პარალელური მიღება.

გლუკოკორტიკოიდები, კარბენოქსოლონი ან დიურეზული საშუალებები იწვევენ კალიუმის დიდი რაოდენობით დაკარგვას

ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალებები მაგ.: ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა) ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას. ჰიპოვოლემიის და დეჰიდრატაციის დროს პარალელურად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თურკმელების გათიშვა.

პრობენეციდი, მეთოტრექსატი და სხვა ისეთი პრეპარატები, რომლებიც ფუროსემიდის მსგავსად თირკმელებიდან გამოიყოფა, ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას.

ფენიტოინის პარალელური მიღება ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას.

ვინაიდან სუკრალფატი ასუსტებს ფურანტრილის მოქმედებას, ამ ორი პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი.

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების პარალელური მიღება ზეგავლენას ახდენს ფურანტრილით მკურნალობაზე

გლიკოზიდების პარალელური მიღება იწვევს ჰიპოკალლიემიას და ჰიპომაგნეზიას. პარალელურად ეკგ-ცვლილებების გამომწვევი პრეპარატების მიღების შემთხვევაში წარმოიშვება არითმიის და ელექტროლიტების დისბალანსის მაღალი რისკი.

დიდი დოზით სალიცილატების მიღება ფურანტრილთან ერთად აძლიერებს სალიცილატების გვერდით მოვლენებს. ფურანტრილის ტაბლეტები 40 აძლიერებს ანტიბიოტიკის მომწამვლელ ეფექტს თირკმელებზე.

ამინოგლიკოზიდების (კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ოტოტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს ფურანტრილის პარალელური მიღება. ამგვარად გამოწვეული სმენის დაკარგვა არ იკურნება. აქედან გამომდინარე მოერიდეთ ამ პრეპარატებით კომბინირებულ მკურნალობას.

ცისპლატინის და ფურანტრილის ერთობლივი მიღება იწვევს სმენის დაქვეითებას. ფურანტრილი აძლიერებს ცისპლატინის ნეფროტოქსიკურ ეფექტს.

ფურანტრილის და ლითიუმის პარალელური მიღება აძლიერებს ლითიუმის კარდიო- და ნეფროტოქსიკურ ეფექტს. იმ პაციენტებისთვის, ვინც ამ ორი პრეპარატით მკურნალობს, რეკომენდირებულია სისხლში ლიტიუმის დონის კონტროლი.

ფურანტრილი აძლიერებს სხვა წნევის დამწევი საშუალებების მოქმედებას. მკურნალობის საწყის ეტაპზე აცე-ბლოკატორის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში, აცე-ბლოკატორი და ფურანტრილი წნევის მასიურ დაქვეითებას იწვევს, რაც თავის მხრივ იწვევს შოკურ მდგომარეობას. რეკომენდირებულია ფურანტრილის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება სამი დღით, ვიდრე აცე-ბლოკატორით მკურნალობას დაიწყებთ ან დოზას მოუმატებთ.

ფურანტრილი აფერხებს პრობენეციდის, მეთოტრექსატის და სხვა იმ პრეპარატების გამოდევნას, რომელიც ფუროსემიდის მსგავსად თირკმელებიდან გამოედინება. მარალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა აქტიური ნივთიერების დონის მომატება სისხლში, რაც თირკმელების დაზიანებას იწვევს.

თეოფილინის ან სხვა კურარეს მსგავსი პრეპარატების, რომელიც მუსკულატურის მოსადუნებლად გამოიყენება, მოქმედებას აძლიერებს ფურანტრილი.

პრეპარატის მოქმედების შესუსტება:

ანტიდიაბეტიკური საშუალებები ან პრესორული ამინები (მაგ: ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) ასუსტებენ ფურანტრილის მოქმედებას, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ამ მათი ერტდროულად მიღება.

ფურანტრილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლაკრიცას და ფურანტრილის ერტობლივი მიღება იწვევს კალიუმის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას.

  • ფურანტრილის ტაბელეტბის მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, მკურნალობის მიმდინარეობის მიხედვით და ექიმის გარეშე არ უნდა შეცვალოთ. რეკომენდირებულია დაიწყოთ მინიმალური დოზით, საუკეთესო ეფექტის მისაღწევად.

თუ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, მოზრდილებისთვის რეკომენდირებული შემდეგი დოზა:

გულის ან ღვიძლის დაავადებით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილში (შეშუპება):

მოზრდილები მკურნალობას იწყებენ დღეში ერთხელ 1 ტაბლეტით (შეესაბამება 40გრ ფუროსემიდს). თუ ვერ მოხერხდა შრადის დამაკმაყოფილიბელი რაოდენობის გამოდინება 6 საათის შემდეგ შესაძლოა დოზის გაორმაგება 2 ტაბლეტამდე (=80მგ ფუროსემიდს). კვლავ თუ ვერ მოხდა საკმარისი რაოდენობის შარდის გამოდინება, დოზა შეიძლება მომდევნო 6 საატში კვლავ გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე (=160მგ ფუროსემიდს). აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლოა დოზის გაზრდა - 200მგ ფუროსემიდი.

ჩვეულებრივ დღიური დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს (= 40-80მგ ფუროსემიდს).

დიდი რაოდენობით შარდის გამოდინებით გამოწვეული წონაში კლება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1კგ-ს.

თირკმლების დაავადებით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილში (შეშუპება):

მოზრდილები მკურნალობას იწყებენ დილილთ დღეში ერთხელ 1 ტაბლეტით (შეესაბამება 40გრ ფუროსემიდს). თუ ვერ მოხერხდა შრადის დამაკმაყოფილიბელი რაოდენობის გამოდინება 6 საათის შემდეგ შესაძლოა დოზის გაორმაგება 2 ტაბლეტამდე (=80მგ ფუროსემიდს). კვლავ თუ ვერ მოხდა საკმარისი რაოდენობის შარდის გამოდინება, დოზა შეიძლება მომდევნო 6 საატში კვლავ გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე (=160მგ ფუროსემიდს). აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლოა დოზის გაზრდა - 200მგ ფუროსემიდი.

ჩვეულებრივ დღიური დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს (= 40-80მგ ფუროსემიდს).

დიდი რაოდენობით შარდის გამოდინებით გამოწვეული წონაში კლება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1კგ-ს.

ნეფროზულლი სინდრომის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია შესაბამისი დოზების დაცვა.

დამწვრობით გამოწვეული სითხის დაგროვება ქსოვილში (შეშუპება):

დღიური და/ან ცალკეული დოზა შეადგენს 1 და 2 1/2 ფურანტრილის ტაბლეტი (=40-100მგ ფუროსემიდს), გამონაკლის შემთხვევებში თირკმელების შეზღუდული ფუნქციის დროს დასაშვებია მაქს. 6 ფურანტრილის ტაბლეტი (=240მგ ფუროსემიდს). სისხლძარღვებში სითხის ნაკლებობა ფურანტრილის მიღებამდე უნდა დარეგულირდეს.

არტერიული ჰიპერტონია:

როგორც წესი დღეში 1 ტაბლეტი (=40მგ ფუროსემიდს) მარტო ან სხვა პრეპარატთან ერთად.

ბავშვები:

ბავშვებში დღიური დოზა ინიშნება სხეულის წონის შესაბამისად: 1 (მაქს.2) მგ ფუროსემიდ ყოველ კგ-ზე. მაქსიმალური დღიური დოზაა 40მგ ფუროსემიდი.

მიღების წესი და ხანგრძლივობა:

მიიღეთ ტაბლეტი უზმოზზე მთლიანად, არ დაღეჭოთ და მიაყოლეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (მაგ.: 1 ჭ. წყალი). მკკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით.

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ დაუყოვნებლივ ექიმს. ჭარბი დოზირების სიმპტომები დამოკიდებულია თუ რა რაოდენობის მარილი და სითხე დაკარგეთ. ჭარბი დოზირებით შეიძლება გამოწვეული იქნას ჰიპოტონია და სისხლის მიმოქცევის დარღვევა წამოდგომისას, ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის, დატრიუმის დაქვეითება) ან pH- მაჩვენებლის მომატება სისხლში (ალკალოზი).

ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და შედეგად ჰიპოვოლემია, რაც იწვევს კოლაფსს და ჰემოკონცენტრაციას, თრომბოზს. სითხის სწრაფი დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გაბრუება.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

სხვა პრეპარატების მსგავსად ფურანტრილსაც გააცნია გვერდითი მოვლენები.

გთავაზობთ გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირეს:

ძალიან ხშირად:

10-დან 1 შემთხვევა

ხშირად:

10-დან 1-ზე მეტი, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლები

შედარებით იშვიათად:

100-დან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტი

იშვიათად:

1000-დან 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტი

ძალიან იშვიათად: 10,000-დან 1-ზე ნაკლები, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

სისხლი:

შედარებით იშვიათად: თრომბოციტოპენია

იშვიათად: ეოზინოფილია, ლეიკოპენია

ძალიან იშვიათად: ჰემოლიტური ანემია, აპლასტური ანემია, აგრანულოციტოზი

იმუნური სისტემა / ჰიპერმგრძნობელობა

შედარებით იშვიათად: ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (იხ. ალერგიული რეაქცია)

იშვიათად: ტემპერატურა, ვასკულიტი, თირკმელების ანთება, ანაფილაქსიური შოკი. შოკის პირველი ნიშნებია კანის სიწითლე და ჭინჭრის ციება, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ციანოზი

ჰორმონები:

ფურასემიდით მკურნალობისას შესაძლოა სისხლში შაქრის დონის მომატება. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ნივთიერებათა ცლის გართულება, ხოლო თუ აქამდე არ იყო გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი, შესაძლოა გამოვლინდეს.

ნივთიერებათა ცვლა / ელექტროლიტები

ფურანტრილით მკურნალობისას ხშირია ჭარბი რაოდენობის სითხის დაკარგვა და ელექტროლიტების დისბალანსი. რეკომენდირებულია მკურნალობის პერიოდში კალიუმის, ნატრიუმის და კალცის კონტროლი სისხლში.

ნატრიუმის ჭარბი რაოდენობით დაკარგვა იწვევს ნატრიუმის დაქვეითებას, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: აპათია, წვივის კუნთების კრუნჩხვები, უმადობა, სისუსტე, ღებინება, ცნობიერების მოშლა, ძილიანობა, განსაკუთრებით პარალელურად კალიუმის დაქვეითების შემთხვევაში, მაგ.: ღებინება, ქრონიკული დიარეა შეიძლება კალიუმის დაქვეითების მიზეზი გახდეს, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: კუნთების სისუსტე, პარასთეზია, პარეზი, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი, პოლიურია, პოლიდიფსია და არითმია. კალიუმის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის პარალიზება ან გონების დაკარგვა, კომა.

კალცის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოსტეტანია.

მაგნიუმის დაქვეითება იწვევს ტეტანიას და არითმიას.

ელექტრილიტების დაქვეითებით შესაძლოა განვითარდეს ან გართულდეს მეტაბოლური ალკალოზი.

ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას მომატება სისხლში, რამაც შეიძლება პოდაგრის შეტევა გამოიწვიოს.

ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდის მომატება სისხლში.

ნერვული სისტემა:

იშვიათად: კიდურების პარესთეზია.

გრძნობათა ორგანოები:

სმენის დაქვეითება, ოტოტოქსიკოზი, ტინიტუსი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

ძირითადად ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდება სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაქვეითება, პირის სიმშრალე, წყურვილი, ჰიპოტონია, წნევის ცვალებადობა წამოდგომისას, დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია, რაც კოლაფსს და ჰემოკონცენტრაციას იწვევს. ჰემოკონცენტრაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა:

იშვიათად: კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ.: გულისრევა, ღებინება, დიარეა).

ღვიძლი / კუჭქვეშა ჯირკვალი

ძალიან იშვიათად: კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთება. ინტრაჰეპატური ქოლესტაზი და ტრანსამინაზის მომატება.

ალერგიული რეაქციები:

შედარებით იშვიათად: ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიწითლე, წყლულების წარმოქმნა, აქერცვლა, უეცარი ეგზანთემა, ურტიკარია, პურპურა, მულტიფორმული ერითემა, დერმატიტი და ფოტოსენსიბილიზაცია

იშვიათად: ვასკულიტი.

თირკმელები:

ფურანტრილმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში იმ ნივთიერებების მომატება, რომლებიც თირკმლიდან გამოედინება (კრეატინინი, შარდოვანა). შარდის გამოყოფის დაბრკოლების სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ან გართულდეს. შესაძლოა გამოიწვიოს შარდის შეკავება.

იშვიათად: თირკმელების ანთება (ინტერსტიციალური ნეფრიტი).

ახალშობილები:

დღენაკლულ ბავშვებში შეიძლება განვითარდეს თირკმლების კენჭოვანი დაავადება.

დღენაკლულ ბავშვებში, რომელთაც აქვთ ჰაერის უკმარისობა, დაბადებიდან პირველ კვირას ფურანტრილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი, რომ არ შეხორცდეს არტერიული სადინარი.

ზოგადი მდგომარეობა

იშვიათად: ტემპერატურა

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სიმპტომის შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.

თუ რომელიმე სიმპტომი უცბად გამოვლინდება ან გაუარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენის შემტხვევაში აღარ გააგრძელოთ პრეპარატის მიღება.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომს, რომელიც არ არის ანოტაციაში მითითებული.

  • პრეპარატის შენახვის წესი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ყუთზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ყუთში სინათლისგან დაცულ ადგილას.

ინფორმაცია დათარიღებულია: 2004 წლის თებერვლით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა