პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ფუროსემიდი

Furosemide

რეცეპტით40მგინსტრუქცია ქართულადჩინეთი
რისთვის გამოიყენება

ფუროსემიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დიურეტიკებს. ის გამოიყენება ორგანიზმში წყლის რაოდენობის შესამცირებლად, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გულის, ფილტვების, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვების პრობლემების ან მაღალი არტერიული წნევის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფუროსემიდი (furosemide)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ტაბლეტი №28
მწარმოებელი
YILING PHARMACEUTICAL LIMITED, ჩინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-026591
რეგისტრირებულია
23 ოქტომბერი 2018, მოქმედებს 23 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფუროსემიდი და სხვა წამალი ერთად

ფუროსემიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფუროსემიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დიურეტიკებს.

ის გამოიყენება ორგანიზმში წყლის რაოდენობის შესამცირებლად, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გულის, ფილტვების, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვების პრობლემების ან მაღალი არტერიული წნევის დროს. მედიკამენტი ასევე გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჭარბი წყლის (შეშუპების) რაოდენობის შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით.

ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.

ასევე, ეტიკეტზე დატანილია ინფორმაცია ტაბლეტების დოზირებისა და მიღების სიხშირის შესახებ.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული

მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

წყლის შეკავების დროს: საწყისი რეკომენდებული დოზაა 40 მგ დილით, შემდეგ 20 მგ ყოველდღე ან 40 მგ ყოველ მეორე დღეს. მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 80 მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში.

მაღალი არტერიული წნევის დროს: 20-40 მგ ორჯერ დღეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები: დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე, რეკომენდებული დოზაა 1-3 მგ/კგ სხეულის წონის ყოველდღე.

ხანდაზმულები: დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები და წამლის კოლოფი, რათა მოხდეს მიღებული პრეპარატის იდენტიფიცირება.

მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს შესაძლებლობისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ფუროსემიდის, ამილორიდის, სულფონამიდების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა;

თუ პაციენტს არ გამოეყოფა შარდი ან შარდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა;

თუ პაციენტს დადგენილი აქვს თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი; ზოგიერთი ტიპის თირკმლის უკმარისობის დროს დასაშვებია ამ მედიკამენტის გამოყენება – ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება დიგიტალისით ინტოქსიკაცია (გულისრევა ან ღებინება, კალიუმის მაღალი დონე სისხლში, ნელი, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა);

თუ პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტების ნაკლებობა, მაგ.: ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი დონე;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება ან დეჰიდრატაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლების ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება);

თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც შარდი იღებს მუქ შეფერილობას და კანი უკიდურესად მგრძნობიარეა სინათლის მიმართ);

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ცვლიან კალიუმის რაოდენობას სისხლში, მათ შორის, კალიუმის დანამატებს და კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებს (იხ. ქვემოთ პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების მიღებისას”);

ძუძუთი კვების დროს (იხ. ქვემოთ პარაგრაფი “ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება”).

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ტაბლეტების მიღებამდე:

თუ პაციენტს აღენიშნება პროსტატის ჯირკვლის გადიდება ან მოშარდვის გაძნელება;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება ან დაბალი არტერიული წნევა. ფუროსემიდის მიღებამდე ეს მდგომარეობები საჭიროებს მკურნალობას;

თუ პაციენტს აღენიშნება ან შესაძლოა აღენიშნებოდეს დიაბეტი. თუ პაციენტი იღებს ინსულინს, საჭიროა ინსულინის დოზის კორექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლეზედა ჯირკვლის დაავადება (ზემოთ ხსენებული ადისონის დაავადებისაგან განსხვავებული დაავადებები);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში ცილების დონის დაქვეითება (ჰიპოპროტეინემია);

თუ პაციენტი მკურნალობდა სისხლში კალციუმის მაღალი დონის გამო და აღენიშნება დეჰიდრატაცია, ფუროსემიდის მიღებამდე საჭიროა ამ მდგომარეობის მკურნალობა;

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;

თუ პაციენტი ხანდაზმულია, იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის დაცემა და თუ აღენიშნება სხვა მდგომარეობები, რომლების დროსაც არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების რისკი.

სხვა მედიკამენტების მიღებისას:

ამ ტაბლეტების მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს:

კალიუმის დანამატებს, როგორიცაა კალიუმის ქლორიდი;

ჰიპერტენზიის, არითმიის ან გულის სხვა პრობლემის სამკურნალო ნებისმიერ სხვა მედიკამენტს;

სხვა შარდმდენებს (დიურეტიკებს), როგორიცაა მეტოლაზონი და აცეტაზოლამიდი. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტი უკვე იღებს სხვა დიურეტიკებს, როგორიცაა ამილორიდი და სპირინოლანქტონი;

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ინსულინი ან გლიკლაზიდი;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკვილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ინდომეტაცინი, კეტოროლაკი და ასპირინი;

ანტიბიოტიკებს, როგორიცაა გენტამიცინი, კოლისტინი, ცეფალორიდინი, ვანკომიცინი, ტრიმეტოპრიმი, ნეომიცინი და პოლიმიქსინები;

ზოგად საანესთეზიო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის დროს. ექიმს ან ექთანს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, თუ გეგმავს ანესთეტიკის მიღებას;

ალერგიის სამკურნალო მედიკამენტებს (ანტიჰისტამინებს), როგორიცაა ცეტირიზინი, ტერფენადინი;

ქლორალს ან ტრიკლოფოსს შფოთვითი აშლილობების გამო – ხელს უწყობს ძილს და დამშვიდებას;

ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური მდგომარეობის (ADHD) სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ატომოქსეტინი და მეთილფენიდატი;

მეთოტრექსატს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს ან აუტოიმუნური დაავადების დროს;

ლევოდოპას, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს;

ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს ან ალდესლეიკინს, რომლებიც გამოიყენება ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის შემდეგ და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ;

ბაკლოფენს ან ტიზანიდინს (კუნთების რელაქსანტები);

ესტროგენებს ან პროგესტერონი, რომლებიც გამოიყენება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (ჰჩთ) დროს და კონტრაცეპტივებს, როგორიცაა დროსპირენონი;

ალპოსტადილს, რომელიც გამოიყენება იმპოტენციის დროს;

კარბენოქსოლონს და სუკრალფატს, რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულის, ნაწლავების წყლულის და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების დროს. სუკრალფატის მიღება შეიძლება ამ მედიკამენტის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მის შემდეგ;

ფენიტოინს ან კარბამაზეპინს ეპილეფსიის გასაკონტროლებლად;

კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა პრედნიზოლონი ან ჰიდროკორტიზონი, გამოიყენება ზოგიერთი ანთებითი ან ალერგიულის დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად;

ცისპლატინს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს;

ამინოგლუტეთიმიდს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს ან სისხლში სტეროიდული ჰორმონების დონის დასაქვეითებლად;

მოქსისილიტს (თიმოქსამინი) ან ჰიდრალაზინს, გამოიყენება რეინოს სინდრომის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;

ბრონქული ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა: ბამბუტეროლი, ფენოტეროლი, ფორმოტეროლი, რიტოდრინი, სალბუტამოლი, სალმეტეროლი, ტერბუტალინი, თეოფილინი;

ამფოტერიცინს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ამილტრიპტილინი და იმიპრამინი, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი), როგორიცაა ფენელზინი ან რებოქსეტინი;

ფსიქიკური დაავადებების ან აშლილობების სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა: ლითიუმი, პიმოზიდი, თიორიდაზინი, ამისულპრიდი, სერტინდოლი, რისპერიდონი, ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი;

პრებენეციდს, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

ლაქსატივებს, რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;

გლიცირიზინს (შედის ძირტკბილას შემადგენლობაში).

სხვა განსაკუთრებული გაფრთხილებები:

ქირურგიული ოპერაცია: ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე, საჭიროა ექიმს ან სტომატოლოგს ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ყურადღების მოდუნება ან მხედველობის დაბინდვა მედიკამენტის მიღების შემდეგ.

ალკოჰოლი: არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტთან ერთად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება: ფეხმძიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. ფეხმძიმობის დროს მედიკამენტი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, დაუშვებელია მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.

სისხლის ანალიზები: ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა რეგულარულად მარილებისა და მინერალების დონის შემოწმება სისხლში და ასევე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შემოწმება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

წამლის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რადგან ეს შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევებში შოკი ან კოლაფსი;

გამონაყარი კანზე, კანის მოცილება, კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება, ქავილი, სისხლჩაქცევები კანქვეშ სისხლდენის გამო, სინათლეზე ან მზის ნათურებზე მგრძნობელობა.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

ფერმკრთალი კანი, სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, სისხლის შედედების დაქვეითება, ცხელება, შემცივნება, ანგინა, პირის ღრუში გამონაყარი ან წყლულები, ზოგად ცუდად ყოფნის შეგრძნება, ტაქიკარდია ან ხშირი ინფექციები. ეს სიმპტომები მიუთითებს სისხლის შემადგენლობის ცვლილებაზე/სისხლის უჯრედების პათოლოგიაზე.

ღვიძლის პრობლემები, მათ შორის, ღვიძლის უკმარისობა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება ღვიძლის დაავადებები, სიმპტომები მოიცავს კანის გაყვითლებას, მუქ შარდს და ღია ფერის განავალს;

თირკმელების ანთება ან თირკმელების უკმარისობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოჭების ან ტერფების შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, კანის ქავილი, წონაში დაქვეითება, გულისრევა და შესაძლოა ცხელება;

სისხლძარღვების ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, ცხელება, სახსრების ან კუნთების ტკივილი.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას:

არახშირი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

გულისრევა ან ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება;

მხედველობის დაბინდვა ან ცვლილება;

გულის რიტმის ცვლილება;

ქოლესტერინის, კრეატინინის, შარდოვანას და ცხიმების დონის გაზრდა;

სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი).

იშვიათი მოვლენები, რომლებიც ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

პანკრეასის ანთება, რომელიც იქვევს ძლიერ ტკივილს მუცელში და წელის არეში;

ყურებში ხმაური ან სმენის პრობლემები;

დაღლილობა, ცხელება ან ზოგადი სისუსტე;

ჩხვლეტისა და წვის/დაბუჟების შეგრძნება კანზე;

მცირე ფსიქიკური დარღვევები;

ცნობიერების დაკარგვა/კომა;

გამონაყარი კანზე ეოზინოფილიით (სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატება) და სისტემური სიმპტომები (DRESS).

უცნობი სიხშირის მოვლენები:

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზი (AGEP) (იშვიათი, მწვავე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება მრავალი, წვრილი პუსტულოზური გამონაყრით);

თავბრუსხვევა, გულის წასვლა და ცნობიერების დაკარგვა (გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით).

სხვა გვერდითი მოვლენები:

წყლის, მარილებისა და მინერალების (მაგ.: ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის) რაოდენობის ცვლილება ორგანიზმში, რომელიც იწვევს წყურვილს, სისუსტეს, დაღლილობას ან ძილიანობას, მოუსვენრობას, გულყრებს, თავის ტკივილს, დაბალ არტერიულ წნევას, თავბრუსხვევას, განსაკუთრებით, ადგომისას, ცნობიერების დაბინდვას, კუნთების ტკივილს, სპაზმებს, ტრემორს, კუნთების უნებლიე მოძრაობას ან სპაზმებს, შარდის გამოყოფის გაძნელებას, მადის დაქვეითებას, გულის რიტმის ცვლილებას, გულისრევას ან ღებინებას, სუნთქვის გაძნელებას. თუ პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური ალკალოზი, მედიკამენტმა შეიძლება უფრო გააუარესოს მდგომარეობა;

სახსრების ძლიერი ტკივილი (პოდაგრა) სისხლში შარდმჟავას დონის მომატების გამო;

შაქრისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, მათ შორის, მსუბუქი დიაბეტი. თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექცია;

დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები მოიცავს გაბრუებას ან თავბრუსხვევას, კონცენტრაციის დაქვეითებას, თავის ტკივილს, მხედველობის ცვლილებას და პირის სიმშრალეს – ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ადგომისას). დაბალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი, დეჰიდრატაცია და ან სისხლის თრომბების ფორმირების გაძლიერება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში;

შარდის რაოდენობის გაზრდა ან მოშარდვის გაძნელება, განსაკუთრებით შარდის ბუშტის ან პროსტატის პრობლემების მქონე პაციენტებში;

დღენაკლულ ბავშვებში თირკმლის კენჭების ფორმირება;

გულის მანკების მქონე დღენაკლულ ბავშვებში ფუროსემიდმა შეიძლება დაამძიმოს მათი მდგომარეობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შენახვის პირობები

ტაბლეტები ინახება კონტეინერში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ყველა მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ტაბლეტების მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული მედიკამენტები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მათი უსაფრთხო განადგურებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ინგრედიენტები

ფუროსემიდის თითოეული 20 მგ ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ფუროსემიდს.

ფუროსემიდის თითოეული 40 მგ ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ფუროსემიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი და სიმინდის სახამებელი.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

ფუროსემიდის ტაბლეტები 20 მგ არის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია კომპანიის ლოგო და მეორე მხარეს - A328.

ფუროსემიდის ტაბლეტები 40 მგ არის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია კომპანიის ლოგო და გამყოფი ხაზი და მეორე მხარეს - A270.

შეფუთვაში მოთავსებულია 28, 30, 42, 50, 56, 60, 84, 90, 100, 112, 250, 500 ან 1000 ტაბლეტი. ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ფუროსემიდი ტაბლეტები 20 მგ და 40 მგ

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა. დამატებითი კითხვების არსებობისას, ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ფუროსემიდის ტაბლეტები და მათი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფუროსემიდის ტაბლეტების მიღებამდე;

ფუროსემიდის ტაბლეტების მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ფუროსემიდის ტაბლეტების შენახვის წესი;

დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ფუროსემიდის ტაბლეტები და მათი გამოყენება

ფუროსემიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დიურეტიკებს.

ის გამოიყენება ორგანიზმში წყლის რაოდენობის შესამცირებლად, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს გულის, ფილტვების, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვების პრობლემების ან მაღალი არტერიული წნევის დროს. მედიკამენტი ასევე გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჭარბი წყლის (შეშუპების) რაოდენობის შესამცირებლად.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფუროსემიდის ტაბლეტების მიღებამდე

დაუშვებელია ტაბლეტების მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ფუროსემიდის, ამილორიდის, სულფონამიდების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა;

თუ პაციენტს არ გამოეყოფა შარდი ან შარდი მცირე რაოდენობით გამოიყოფა;

თუ პაციენტს დადგენილი აქვს თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი; ზოგიერთი ტიპის თირკმლის უკმარისობის დროს დასაშვებია ამ მედიკამენტის გამოყენება – ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი არტერიული წნევა;

თუ პაციენტს აღენიშნება დიგიტალისით ინტოქსიკაცია (გულისრევა ან ღებინება, კალიუმის მაღალი დონე სისხლში, ნელი, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა);

თუ პაციენტს აღენიშნება ელექტროლიტების ნაკლებობა, მაგ.: ნატრიუმის ან კალიუმის დაბალი დონე;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება ან დეჰიდრატაცია;

თუ პაციენტს აღენიშნება ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლების ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება);

თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც შარდი იღებს მუქ შეფერილობას და კანი უკიდურესად მგრძნობიარეა სინათლის მიმართ);

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ცვლიან კალიუმის რაოდენობას სისხლში, მათ შორის, კალიუმის დანამატებს და კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებს (იხ. ქვემოთ პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების მიღებისას”);

ძუძუთი კვების დროს (იხ. ქვემოთ პარაგრაფი “ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება”).

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ტაბლეტების მიღებამდე:

თუ პაციენტს აღენიშნება პროსტატის ჯირკვლის გადიდება ან მოშარდვის გაძნელება;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება ან დაბალი არტერიული წნევა. ფუროსემიდის მიღებამდე ეს მდგომარეობები საჭიროებს მკურნალობას;

თუ პაციენტს აღენიშნება ან შესაძლოა აღენიშნებოდეს დიაბეტი. თუ პაციენტი იღებს ინსულინს, საჭიროა ინსულინის დოზის კორექცია;

თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლეზედა ჯირკვლის დაავადება (ზემოთ ხსენებული ადისონის დაავადებისაგან განსხვავებული დაავადებები);

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში ცილების დონის დაქვეითება (ჰიპოპროტეინემია);

თუ პაციენტი მკურნალობდა სისხლში კალციუმის მაღალი დონის გამო და აღენიშნება დეჰიდრატაცია, ფუროსემიდის მიღებამდე საჭიროა ამ მდგომარეობის მკურნალობა;

ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;

თუ პაციენტი ხანდაზმულია, იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის დაცემა და თუ აღენიშნება სხვა მდგომარეობები, რომლების დროსაც არსებობს არტერიული წნევის დაქვეითების რისკი.

სხვა მედიკამენტების მიღებისას:

ამ ტაბლეტების მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს:

კალიუმის დანამატებს, როგორიცაა კალიუმის ქლორიდი;

ჰიპერტენზიის, არითმიის ან გულის სხვა პრობლემის სამკურნალო ნებისმიერ სხვა მედიკამენტს;

სხვა შარდმდენებს (დიურეტიკებს), როგორიცაა მეტოლაზონი და აცეტაზოლამიდი. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტი უკვე იღებს სხვა დიურეტიკებს, როგორიცაა ამილორიდი და სპირინოლანქტონი;

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ინსულინი ან გლიკლაზიდი;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკვილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ინდომეტაცინი, კეტოროლაკი და ასპირინი;

ანტიბიოტიკებს, როგორიცაა გენტამიცინი, კოლისტინი, ცეფალორიდინი, ვანკომიცინი, ტრიმეტოპრიმი, ნეომიცინი და პოლიმიქსინები;

ზოგად საანესთეზიო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის დროს. ექიმს ან ექთანს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, თუ გეგმავს ანესთეტიკის მიღებას;

ალერგიის სამკურნალო მედიკამენტებს (ანტიჰისტამინებს), როგორიცაა ცეტირიზინი, ტერფენადინი;

ქლორალს ან ტრიკლოფოსს შფოთვითი აშლილობების გამო – ხელს უწყობს ძილს და დამშვიდებას;

ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური მდგომარეობის (ADHD) სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ატომოქსეტინი და მეთილფენიდატი;

მეთოტრექსატს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს ან აუტოიმუნური დაავადების დროს;

ლევოდოპას, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს;

ციკლოსპორინს, ტაკროლიმუსს ან ალდესლეიკინს, რომლებიც გამოიყენება ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ტრანსპლანტაციის შემდეგ და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ;

ბაკლოფენს ან ტიზანიდინს (კუნთების რელაქსანტები);

ესტროგენებს ან პროგესტერონი, რომლებიც გამოიყენება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (ჰჩთ) დროს და კონტრაცეპტივებს, როგორიცაა დროსპირენონი;

ალპოსტადილს, რომელიც გამოიყენება იმპოტენციის დროს;

კარბენოქსოლონს და სუკრალფატს, რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულის, ნაწლავების წყლულის და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების დროს. სუკრალფატის მიღება შეიძლება ამ მედიკამენტის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მის შემდეგ;

ფენიტოინს ან კარბამაზეპინს ეპილეფსიის გასაკონტროლებლად;

კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა პრედნიზოლონი ან ჰიდროკორტიზონი, გამოიყენება ზოგიერთი ანთებითი ან ალერგიულის დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად;

ცისპლატინს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს;

ამინოგლუტეთიმიდს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს ან სისხლში სტეროიდული ჰორმონების დონის დასაქვეითებლად;

მოქსისილიტს (თიმოქსამინი) ან ჰიდრალაზინს, გამოიყენება რეინოს სინდრომის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;

ბრონქული ასთმის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა: ბამბუტეროლი, ფენოტეროლი, ფორმოტეროლი, რიტოდრინი, სალბუტამოლი, სალმეტეროლი, ტერბუტალინი, თეოფილინი;

ამფოტერიცინს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;

დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა ამილტრიპტილინი და იმიპრამინი, მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი), როგორიცაა ფენელზინი ან რებოქსეტინი;

ფსიქიკური დაავადებების ან აშლილობების სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა: ლითიუმი, პიმოზიდი, თიორიდაზინი, ამისულპრიდი, სერტინდოლი, რისპერიდონი, ქლორპრომაზინი, ფლუფენაზინი;

პრებენეციდს, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

ლაქსატივებს, რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;

გლიცირიზინს (შედის ძირტკბილას შემადგენლობაში).

სხვა განსაკუთრებული გაფრთხილებები:

ქირურგიული ოპერაცია: ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე, საჭიროა ექიმს ან სტომატოლოგს ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ყურადღების მოდუნება ან მხედველობის დაბინდვა მედიკამენტის მიღების შემდეგ.

ალკოჰოლი: არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტთან ერთად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაცემა.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება: ფეხმძიმობის, ფეხმძიმობის დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. ფეხმძიმობის დროს მედიკამენტი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, დაუშვებელია მისი მიღება ძუძუთი კვების დროს.

სისხლის ანალიზები: ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა რეგულარულად მარილებისა და მინერალების დონის შემოწმება სისხლში და ასევე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შემოწმება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მედიკამენტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

ფუროსემიდის ტაბლეტების მიღების წესი

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით.

ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.

ასევე, ეტიკეტზე დატანილია ინფორმაცია ტაბლეტების დოზირებისა და მიღების სიხშირის შესახებ.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული

მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:

წყლის შეკავების დროს: საწყისი რეკომენდებული დოზაა 40 მგ დილით, შემდეგ 20 მგ ყოველდღე ან 40 მგ ყოველ მეორე დღეს. მკურნალმა ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 80 მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში.

მაღალი არტერიული წნევის დროს: 20-40 მგ ორჯერ დღეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები: დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე, რეკომენდებული დოზაა 1-3 მგ/კგ სხეულის წონის ყოველდღე.

ხანდაზმულები: დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები და წამლის კოლოფი, რათა მოხდეს მიღებული პრეპარატის იდენტიფიცირება.

მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს შესაძლებლობისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და წამლის მიღება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

წამლის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, რადგან ეს შეიძლება ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევებში შოკი ან კოლაფსი;

გამონაყარი კანზე, კანის მოცილება, კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება, ქავილი, სისხლჩაქცევები კანქვეშ სისხლდენის გამო, სინათლეზე ან მზის ნათურებზე მგრძნობელობა.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

ფერმკრთალი კანი, სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, სისხლის შედედების დაქვეითება, ცხელება, შემცივნება, ანგინა, პირის ღრუში გამონაყარი ან წყლულები, ზოგად ცუდად ყოფნის შეგრძნება, ტაქიკარდია ან ხშირი ინფექციები. ეს სიმპტომები მიუთითებს სისხლის შემადგენლობის ცვლილებაზე/სისხლის უჯრედების პათოლოგიაზე.

ღვიძლის პრობლემები, მათ შორის, ღვიძლის უკმარისობა პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება ღვიძლის დაავადებები, სიმპტომები მოიცავს კანის გაყვითლებას, მუქ შარდს და ღია ფერის განავალს;

თირკმელების ანთება ან თირკმელების უკმარისობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოჭების ან ტერფების შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, კანის ქავილი, წონაში დაქვეითება, გულისრევა და შესაძლოა ცხელება;

სისხლძარღვების ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, ცხელება, სახსრების ან კუნთების ტკივილი.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარებისას:

არახშირი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

გულისრევა ან ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება;

მხედველობის დაბინდვა ან ცვლილება;

გულის რიტმის ცვლილება;

ქოლესტერინის, კრეატინინის, შარდოვანას და ცხიმების დონის გაზრდა;

სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი).

იშვიათი მოვლენები, რომლებიც ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

პანკრეასის ანთება, რომელიც იქვევს ძლიერ ტკივილს მუცელში და წელის არეში;

ყურებში ხმაური ან სმენის პრობლემები;

დაღლილობა, ცხელება ან ზოგადი სისუსტე;

ჩხვლეტისა და წვის/დაბუჟების შეგრძნება კანზე;

მცირე ფსიქიკური დარღვევები;

ცნობიერების დაკარგვა/კომა;

გამონაყარი კანზე ეოზინოფილიით (სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატება) და სისტემური სიმპტომები (DRESS).

უცნობი სიხშირის მოვლენები:

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზი (AGEP) (იშვიათი, მწვავე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება მრავალი, წვრილი პუსტულოზური გამონაყრით);

თავბრუსხვევა, გულის წასვლა და ცნობიერების დაკარგვა (გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით).

სხვა გვერდითი მოვლენები:

წყლის, მარილებისა და მინერალების (მაგ.: ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის) რაოდენობის ცვლილება ორგანიზმში, რომელიც იწვევს წყურვილს, სისუსტეს, დაღლილობას ან ძილიანობას, მოუსვენრობას, გულყრებს, თავის ტკივილს, დაბალ არტერიულ წნევას, თავბრუსხვევას, განსაკუთრებით, ადგომისას, ცნობიერების დაბინდვას, კუნთების ტკივილს, სპაზმებს, ტრემორს, კუნთების უნებლიე მოძრაობას ან სპაზმებს, შარდის გამოყოფის გაძნელებას, მადის დაქვეითებას, გულის რიტმის ცვლილებას, გულისრევას ან ღებინებას, სუნთქვის გაძნელებას. თუ პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური ალკალოზი, მედიკამენტმა შეიძლება უფრო გააუარესოს მდგომარეობა;

სახსრების ძლიერი ტკივილი (პოდაგრა) სისხლში შარდმჟავას დონის მომატების გამო;

შაქრისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, მათ შორის, მსუბუქი დიაბეტი. თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექცია;

დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები მოიცავს გაბრუებას ან თავბრუსხვევას, კონცენტრაციის დაქვეითებას, თავის ტკივილს, მხედველობის ცვლილებას და პირის სიმშრალეს – ეს სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ადგომისას). დაბალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი, დეჰიდრატაცია და ან სისხლის თრომბების ფორმირების გაძლიერება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში;

შარდის რაოდენობის გაზრდა ან მოშარდვის გაძნელება, განსაკუთრებით შარდის ბუშტის ან პროსტატის პრობლემების მქონე პაციენტებში;

დღენაკლულ ბავშვებში თირკმლის კენჭების ფორმირება;

გულის მანკების მქონე დღენაკლულ ბავშვებში ფუროსემიდმა შეიძლება დაამძიმოს მათი მდგომარეობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ფუროსემიდის ტაბლეტების შენახვის წესი

ტაბლეტები ინახება კონტეინერში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ყველა მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია ტაბლეტების მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული მედიკამენტები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მათი უსაფრთხო განადგურებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ინგრედიენტები

ფუროსემიდის თითოეული 20 მგ ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ფუროსემიდს.

ფუროსემიდის თითოეული 40 მგ ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ფუროსემიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი და სიმინდის სახამებელი.

მედიკამენტის ფორმა და შეფუთვა

ფუროსემიდის ტაბლეტები 20 მგ არის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია კომპანიის ლოგო და მეორე მხარეს - A328.

ფუროსემიდის ტაბლეტები 40 მგ არის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრულია კომპანიის ლოგო და გამყოფი ხაზი და მეორე მხარეს - A270.

შეფუთვაში მოთავსებულია 28, 30, 42, 50, 56, 60, 84, 90, 100, 112, 250, 500 ან 1000 ტაბლეტი. ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Crescent Pharma Limited, Units 3 & 4, Quidhampton Business Units, Polhampton Lane, Overton, Hants RG25 3ED

კრესცენტ ფარმა ლიმიტედ, იუნითს 3 & 4, ქვიდჰამპტონ ბიზნეს იუნითს, პოლჰამპტონ ლეინი, ოვერტონი, ჰანტსი RG25 3ED

ინსტრუქციის მომზადების თარიღია: 2016 წლის მარტი

გამოყენების ინსტრუქციის სხვა ფორმატში მისაღებად საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელთან მიმართვა ზემოთ მითითებულ მისამართზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა