პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
დიურეზული საშუალებები

ლაზიქსი

LASIX

რეცეპტით40მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ლაზიქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფუროსემიდს. წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით, რომელიც მიიღება პერორალურად. ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ფუროსემიდს. წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ტაბლეტს. ამავე დროს უშვებენ ამპულის ფორმითაც. ლაზიქსი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად შარდმდენეი (დიურეტიკები). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფუროსემიდი (furosemide)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ტაბლეტი №12
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
ATC კოდი
C03CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0402
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებალაზიქსი და სხვა წამალი ერთად

ლაზიქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლაზიქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფუროსემიდს. წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით, რომელიც მიიღება პერორალურად. ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ფუროსემიდს. წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ტაბლეტს. ამავე დროს უშვებენ ამპულის ფორმითაც.

ლაზიქსი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად შარდმდენეი (დიურეტიკები). დიურეტიკი ზრდის თირკმლებიდან შარდის გამოყოფის სიჩქარეს და ამავე დროს იწვევს წყლის და მარილების დაკარგვას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით სითხის გამოდევნას ან გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ლაზიქსი ძლიერი შარდმდენია.

ექიმმა შესაძლებელია ლაზიქსი დაგინიშნათ ქვემოთ მითითებული ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამო:

ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება, რადგანაც ვერ ხდება ზედმეტი სითხის გამოყოფა ისეთი დაავადებების გამო, როგორიცაა გულის ქრონიკული უკმარისობით წარმოქმნილი სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება, ღვიძლის გადიდება

ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება, რადგანაც ვერ ხდება ზედმეტი სითხის გამოყოფა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო

თირკმლის მწვავე უკმარისობის, მათ შორის ორსულობიდან და დამწვრობიდან გამომდინარე თირკმლის უკმარისობის დროს სითხის გამოყოფის უზრუნველყოფა

როდესაც თირკმლის დაავადების ნიშნებიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე ვერ გამოიყოფა ზედმეტი სითხე და ორგანიზმში ხდება ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება (თუ საჭიროა შარდმდენით მკურნალობა)

როდესაც ღვიძლის დაავადების გამო ვერ გამოიყოფა ზედმეტი სითხე და ორგანიზმში ხდება ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება (თუ საჭიროა მკურნალობის მხარდაჭერა ალდოსტერონის ანტაგონისტებით)

მაღალი არტერიული წნევა

მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული კრიზი (მხარდამჭერი ზომის სახით)

თუ საჭიროა ორგანიზმიდან სითხის იძულებით გამოდევნა (მაგალითად, ინტოქსიკაციისას) მხარდამჭერი ზომის სახით.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლაზიქსის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა იცვლება დაავადებიდან გამომდინარე. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე შესაბამის დოზას და მკურნალობას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად. ტაბლეტები მიიღეთ უზმოდ. დალიეთ დაღეჭვის გარეშე, ერთ ჭიქა წყალთან ერთად ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში პერორალური გამოყენების დროს ფუროსემიდის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზაა 2 მგ/კგ, არაუმეტეს 40 მგ. ექიმი პრეპარატის დოზას და გამოყენების ფორმას განსაზღვრავს ბავშვის ასაკის, წონის და დაავადების მიხედვით.

ასაკოვნებში გამოყენება:

ასაკოვნებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ზოგადი მდგომარეობა, ექიმი მოახდენს დოზის კორექტირებას თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების სავარაუდო დარღვევების მხედველობაში მიღებით.

გამოყენების სპეციალური პირობები:

ღვიძლის /თირკმლის უკმარისობა:

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმიდან გამომდინარე.

სხვა:

თუ გაქვთ გულის უკმარისობა, ძალიან მაღალი არტერიული წნევა, ექიმი დოზას დანიშნავს სიფრთხილის დაცვით, ამ მდგომარეობის მხედველობაში მიღებით.

თუ თვლით, რომ ლაზიქსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაზიქსი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ ლაზიქსს გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლაზიქსის მიღება:

თუ გამოტოვებთ ერთ დოზას და მომდევნო დოზის მიღებამდე არ არის დარჩენილი მცირე დრო, გახსენებისთანავე მიიღეთ დავიწყებული დოზა.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ლაზიქსით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები:

თუ ლაზიქსით მკურნალობას შეწყვეტთ თქვენი ექიმის ნებართვის გარეშე, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს არტერიულმა წნევამ ან ორგანიზმში ხელახლა დაგროვდეს ჭარბი რაოდენობით სითხე.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ლაზიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ლაზიქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ქავილი, ჭინჭრის ციება, სხვა გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკები, ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც ხელებზე, სახეზე და ფეხებზე წარმოქმნის მაქმანისებურ სიწითლეს და, როგორც წესი, გაივლის თავისით,

კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ხელის და ფეხის კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით -ბულებით,

გარკვეული ტიპის კანის ანთებითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანის აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი),

ნემსის წვერის მსგავსი წითელი სისხლჩაქცევები (პურპურა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა,

ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქცია,

კანზე და თვალის ირგვლივ სისხლჩაქცევა, ანთება, რომელიც მიმდინარეობს შეშუპებით და სიწითლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი),

სერიოზული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი),

თრომბი (ფეხებში ტკივილი, შეშუპება ან მგრძნობელობა).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლაზიქსზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა ცნობილი გვერდითი რეაქციები. თუ რომელიმე ეს გვერდითი რეაქცია დამძიმდება ან შენიშნავთ სხვა გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის აქტიურ ნივთიერება ფუროსემიდზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე

თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებზე ან დიაბეტის დროს გამოყენებულ სულფონილშარდოვნების ჯგუფის პრეპარატებზე

თუ დიდი რაოდენობით სითხე დაკარგეთ (ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის გამო)

თუ გაქვთ დაავადება, რომელიც იწვევს სხეულის სითხეების (მათ შორის სისხლის) მოცულობის ძლიერ შემცირებას

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, რომელიც იწვევს ორგანიზმში შარდის გამოყოფის შეჩერებას და აღნიშნულის გამო არ ვლინდება პასუხი ლაზიქსის გამოყენებაზე

თუ სისხლში ძლიერად დაქვეითდა კალიუმის დონე

თუ სისხლში ძლიერად დაქვეითდა ნატრიუმის დონე

თუ ღვიძლის მძიმე დაავადების გამო თავის ტვინის ფუნქციების დარღვევიდან გამომდინარე ვლინდება კომის მსგავსი მდგომარეობა

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ლაზიქსი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:

თუ გაქვთ შარდვასთან დაკავშირებული დარღვევა, რომელიც შარდის ბუშტის დაცლისას იწვევს მის ნაწილობრივ დახშულობას, პროსტატის ზომის მატება, საშარდე გზების დავიწროება (ლაზიქსით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს ყურადღებით დაკვირვება, რათა დარწმუნდეს, რომ შარდის გამოყოფა ხდება)

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ექიმი მოითხოვს თქვენზე რეგულარულ ინტენსიურ დაკვირვებას:

დაბალი არტერიული წნევა

დაავადება, რომლის დროსაც სარისკოა დაბალი არტერიული წნევა: გულის სისხლძარღვების ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების მკვეთრი დავიწროება ან დახშულობა

სიმპტომების გარეშე ან დადგენილი დიაბეტი

პოდაგრა

ღვიძლის მძიმე უკმარისობიდან გამომდინარე თირკმლის არასაკმარისი ფუნქციონირება (ჰეპატორენალური სინდრომი)

თუ გაქვთ დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლში ცილის დონის დაქვეითებას (მაგალითად, ეს შესაძლებელია გამოვლინდეს თირკმლის სერიოზული დაავადების დროს, რომელსაც ეწოდება ნეფროზული სინდრომი; ექიმი მოახდენს პრეპარატის დოზის კორექტირებას სიფრთხილის დაცვით)

თუ საჭიროა გამოყენება დღენაკლულ ახალშობილებში (თირკმელში ქვის წარმოქმნის ან კალციფიკაციის კერების განვითარების რისკის გამო შესაძლებელია ექიმმა მოითხოვოს თირკმლის ფუნქციაზე ინტენსიური დაკვირვება და ჩაატაროს ულტრასონოგრაფია)

ლაზიქსით მკურნალობის დროს ექიმი მოითხოვს სისხლში ელექტროლიტების - ნატრიუმის, კალიუმის და კრეატინინის დონეზე დაკვირვებას. სავალდებულოა დაკვირვება, თუ მაღალია ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების რისკი ან ხდება მნიშვნელოვანი დონით სითხის დაკარგვა ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის გამო.

რისპერიდონთან (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების და დემენციის მკურნალობის დროს) ერთად გამოყენება:

დემენციით დაავადებულ პაციენტებში რისპერიდონთან ერთად ლაზიქსის გამოყენება შესაძლებელია დასრულდეს ისეთი სერიოზული გვერდითი რეაქციით, როგორიცაა სიკვდილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ საჭიროა რისპერიდონთან ერთად ლაზიქსის გამოყენება, თქვენი ექიმი ჩაატარებს საჭირო შემოწმებებს და მკურნალობის ფორმას განსაზღვრავს ამ პრეპარატების ერთობლივად გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი სარგებლის და მოსალოდნელი ზიანის შეფარდების მიხედვით.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ლაზიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ლაზიქსის შეწოვაზე. ტაბლეტები მიიღეთ უზმოდ საკმარისი რაოდენობის სითხით (1 ჭიქა წყლით), დალიეთ დაღეჭვის გარეშე, ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ექიმი, თქვენი დაავადების და თირკმლების/ღვიძლის პრობლემების სიმძიმეს შეაფასებს და საჭიროებისამებრ დოზის რეგულირებას მოახდენს.

სხვა:

თუ, გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მკვეთრი მომატება გაქვთ, ექიმი გაითვალსწინებს მსგავს მდგომარეობებს და სამკურნალო დოზას სიფრთხილით განსაზღვრავს.

თუ,ფიქრობთ, რომ ლაზიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ლაზიქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ლაზისქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ლაზიქსის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ლაზიქსის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ და მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლოს არ იქნება, როგორც კი გაიხსენებთ დავიწყებული დოზა მიიღეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ლაზიქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, ლაზიქსით მკურნალობას ექიმის რეკომენდაციის გარეშე შეწყვეტთ, შეიძლება არტერიული წნევა კვლავ მოიმატოს ანდა სხეულში კვლავ სითხის დაგროვება გამოვლინდეს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ლაზიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ლაზიქსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

გავრცელებული:

ქავილი, ურტიკარია, სხვადასხვა სახის გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკები, ხელების, ფეხების და სახის სიწითლე, რომელიც თავისით გადადის, მომატებული მგრძნობელობის მდგომარეობა.

ძირითადად, ხელებსა და ფეხებზე სითხით სავსე ბუშტუკების განვითარება, ბულების ფორმირებით მიმდინარე კანის დაავადება.

ბალთა-ბალთა გამონაყარის განვითრებით მიმდიანრე ჩირქოვანი ფორმის კანის დაავადება (ექსფოლიაციური დერმატიტი).

წერტილოვანი, წითელი ფერის სისხლჩაქცევები კანზე (პურპურა, სინათლეზე მგრძნობელობის მომატება.

უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია

კანზე და თვალის ირგვლივ სისხლჩაქცევა, შეშუპება და სიწითლით მიმდინარე ჩირქოვან-ანთებადი დაავადება (სტევენს ჯონსონის სინდრომი).

კანზე სითხით სავსე ბუშტუკების ფორმაციით მიმდინარე კანის სერიოზული დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი).

სისხლის თრომბების წარმოქმნა (ფეხების შეშუპება, ტკივილი ანდა მგრძნობელობის მომატება).

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ლაზიქსის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

დაფიქსირებული სხვა გვერდითი ეფექტები ქვემოთაა ჩამოთვლილი. თუ, აღნიშნული გვერდით ეფექტებიდან რომელიმე გართულდება ანდა წამლის გამოყენების ინსტრუქციაში არ აღნიშნული გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ იყენებთ, ახლო წარსულში გამოიყენეთ ან გეგმავთ სხვა პრეპარატების გამოყენებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაზიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ლაზიქსის შეწოვაზე. ლაზიქსით მკურნალობის დროს დიდი რაოდენობით ძირტკბილას ფესვის გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს კალიუმის დაკარგვა. ტაბლეტები მიიღეთ ჭამამდე და ჩაყლაპეთ ერთ ჭიქ წყალთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ორსულობის დროს ლაზიქსის გამოყენება, თუ არ არსებობს აუცილებელი სამედიცინო მდგომარეობა. რის გამოც მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ორსულობის მდგომარეობა. თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, ექიმმა შესაძლებელია შეწყვიტოს პრეპარატი და მკურნალობა დაიწყოს სხვა ჯგუფის პრეპარატით ან განაგრძოს პრეპარატი ნაყოფის განვითარებაზე ინტენსიური დაკვირვებით.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

ფუროსემიდი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში არ უნდა გამოიყენოთ ლაზიქსი. თუ გესაჭიროებათ ლაზიქსით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, რათა იგი დაიცვათ დედის რძეში მოხვედრილი პრეპარატისგან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ლაზიქსმა შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, კონცენტრაციის გაძნელება და რეაგირების უნარის დარღვევა. რის გამოც საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლაზიქსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მგრძნობელობა), ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენება:

დამამშვიდებელი და საძილე საშუალება ქლორალჰიდრატი, ამინოგლიკოზიდები და სხვა ოტოტოქსიკური პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მავნე ზემოქმედებას სმენაზე)

ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს საჭიროა ზომების მიღება:

ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)

ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)

აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ)

რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების და დემენციის სამკურნალოდ)

ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ასპირინი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი)

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)

კორტიკოსტეროიდები, კარბენოქსოლონი, ძირტკბილას ფესვი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს)

საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ)

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)

მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)

დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები

ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი (რადგანაც ახასიათებს არტერიული წნევის მატება)

კურარეს ტიპის მიორელაქსანტები

თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ)

ზოგიერთი ცეფალოსპორინი

ციკლოსპორინი A (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს)

რენტგენით გამოკვლევისას ორგანოს ხილვადობის გაზრდის მიზნით გამოყენებული საკონტრასტო ნივთიერებები

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი

სისხლში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ცვლილება (ელექტროლიტური დისბალანსი)

განსაკუთრებით ასაკოვნებში სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) და სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)

სისხლში კრეატინინის რაოდენობის და ცხიმების, სახელად ტრიგლიცერიდების მატება

არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც ვლინდება ჯდომის ან წოლის შემდეგ ფეხზე ადგომისას)

ხშირი

ჰემოკონცენტრაცია (სისხლის მოცულობის შემცირებიდან გამომდინარე სისხლის კონცენტრაციის მატება)

სისხლში ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის მაჩვენებლების დაქვეითება, სისხლში ქოლესტერინის და შარდმჟავას მაჩვენებლების მატება

პოდაგრის შეტევები (დაავადება, რომელსაც ახასიათებს შარდმჟავას მატების გამო სახსრების ანთება და ტკივილი)

ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის უკმარისობიდან გამომდინარე თავის ტვინის ფუნქციების დარღვევა)

შარდის რაოდენობის მატება

არახშირი

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ძლიერი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები)

შაქრის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, რასაც ყურადღება უნდა მიეცეს დიაბეტით დაავადებულებში

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლში ცილის რაოდენობის ძლიერი შემცირება, განსაკუთრებით თირკმლის ძლიერი დაზიანების დროს, სმენის დარღვევა და ზოგჯერ შეუქცევადი სიყრუე

გულისრევა

ქავილი, გამონაყარი

იშვიათი

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია)

სისხლში ეოზინოფილების (გარკვეული ტიპის ალერგიის უჯრედი) რაოდენობის მატება

დაბუჟება

ტინიტუსი

სისხლძარღვის ანთება (ვასკულიტი)

ღებინება, დიარეა

თირკმკლის ანთება

ცხელება

ძალიან იშვიათი:

აგრანულოციტოზი (გრანულოციტების რაოდენობის შემცირება), აპლასტიკური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული შემცირება), გარკვეული ტიპის ანემია (ჰემოლიზური ანემია)

მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პანკრეასის მწვავე ანთების სიმპტომი

ღვიძლში არსებული მიზეზის გამო ნაღვლის ნაკადის შენელება ან გაჩერება, ღვიძლის ფერმენტების მატება

უცნობია:

სისხლში კალციუმის, მაგნიუმის დონის დაქვეითება, შარდოვანას მატება, მეტაბოლური ალკალოზის გამო პირის სიმშრალე, სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, კონვულსიები, კუნთების სისუსტე ან კრამპები, დაბალი არტერიული წნევა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ფსევდო-ბარტერის სინდრომი (ვლინდება ღებინებით, მოშარდვის შეუძლებლობით და ცნობიერების დაბინდვით)

შარდში ნატრიუმის და ქლორის მატება, მოშარდვის შეუძლებლობა

თირკმლებში კალციუმის მარილების დაგროვება, თირკმლის ქვის წარმოქმნა, რაც ხშირად დღენაკლულ ახალშობილებში იწვევს შეუქცევად თირკმლის დაზიანებას

დღენაკლულ ახალშობილებში სიცოცხლის პირველ კვირაში გამოყენების შემთხვევაში გარკვეული ტიპის გულ-სისხლძარღვთა დაავადების - „patent ductus arteriosus“ (ღია არტერიული სადინარი, როდესაც დაბადების შემდეგ გულიდან გამომავალ ორ დიდ სისხლძარღვს შორის სადინარი არ იხურება და რჩება ღია) რისკის მატება

ინექციის ადგილზე ტკივილი

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ლაზიქსის შენახვა

ლაზიქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

ლაზიქსი შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ლაზიქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი

შიშლი - სტამბოლი

წარმოების ადგილი:

სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 14.12.2013 წელს.

889015

170x290

ჭარბი დოზა

სიმპტომები

მწვავე ან ქრონიკული დოზის გადაჭარბებისას კლინიკური სურათი ძირითადად იცვლება ელექტროლიტების და სითხის დაკარგვის ხარისხისა და შედეგების მიხედვით, მაგ., ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰემოკონცენტრაცია, გულის არითმიები (A-V ბლოკის და პარკუჭის ფიბრილაციის ჩათვლით). ამ დარღვევების სიმპტომებია მძიმე ჰიპოტენზია (შოკი პროგრესირებადი), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თრომბოზი, დელირიუმთან დაკავშირებული მდგომარეობები, დამბლა, აპათია და დაბნეულობა.

მკურნალობა

ფუროსემიდის სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის. თუ პერორალური მიღება მოხდა ძალიან ცოტა ხნის წინ, შეიძლება იყოს მცდელობა შეზღუდოს აქტიური ნივთიერების შემდგომი სისტემური აბსორბცია ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა ან შეწოვის შესამცირებლად შექმნილი ღონისძიებები (მაგ., გააქტიურებული ნახშირი).

ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევები უნდა გამოსწორდეს. ამ დარღვევების შედეგად ორგანიზმზე სერიოზული გართულებების და სხვა ეფექტების პროფილაქტიკასთან და მკურნალობასთან ერთად, ეს მაკორექტირებელი ჩარევა არის ზოგადი და

შეიძლება მოითხოვოს სპეციფიკური ინტენსიური სამედიცინო მონიტორინგი და თერაპიული ზომები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

ფუროსემიდი 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზა 53 მგ

იხილეთ 6.1 დამხმარე ნივთიერებებისთვის.

შენახვის პირობები

შეინახეთ ლაზიქსი შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში.

დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ლაზიქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით

გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Sanofi შ.პ.ს. ჯანმრთელობის პროდუქტები

შ.პ.ს. შიშლი-სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Sanofi İlaç San. და ტიკ. Inc.

ლულებურგაზ-კირკლარელი

ინსტრუქციის განხილვის საბოლოო თარიღი: 14.13.2013

ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტი

ფუროსემიდი

12 ტაბლეტი

არ გამოიყენოთ ავტომობილი/ მექანიზმები ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე.

ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტი

ფუროსემიდი

ფორმულა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ფუროსემიდს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს და ლაქტოზას, როგორც დამხმარე ნივთიერებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია. გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ იგი შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან. არ შეიძინოთ დაზიანებული ან გახსნილი შეფუთვა. გაიცემა რეცეპტით რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი:

Sanofi Health Products Ltd. შ.პ.ს.

შიშლი-სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Sanofi İlaç San. და ტიკ. Inc.

ლულებურგაზ-კირკლარელი

ლიცენზიის ნომერი:

  • 08.2001-197/80 წწ

ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტი

ფუროსემიდი

იგი მიიღება პერორალურად.

12 ტაბლეტი

სანოფი

ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტი

ფუროსემიდი

12 ტაბლეტი

ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტი

ფუროსემიდი

12 ტაბლეტი

ბლისტერი

სანოფი

ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტი

ფუროსემიდი

ფარმაკოლოგიური თვისებები

მარყუჟის დიურეზულები

ATC კოდი: C03CA01

მოქმედების მექანიზმი

ფუროსემიდი არის მარყუჟის შარდმდენი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს შედარებით ძლიერ და ხანმოკლე სწრაფ დიურეზს. ფუროსემიდი ბლოკავს Na+K+2Cl-თანატრანსპორტულ სისტემას, რომელიც მდებარეობს ჰენლეს მარყუჟის სქელი აღმავალი კიდურის სანათურის უჯრედის მემბრანაში: ამრიგად, ფუროსემიდის სალურეზული მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ წამალი აღწევს მილაკოვან სანათურში. ანიონის ტრანსპორტირების მექანიზმი. დიურეზული ეფექტი განპირობებულია ნატრიუმის ქლორიდის რეაბსორბციის დათრგუნვით ჰენლეს მარყუჟის ამ მონაკვეთში. შედეგად, ნატრიუმის ფუნქციური ექსკრეცია შეიძლება მიაღწიოს გლომერულური ნატრიუმის ფილტრაციის 35%-ს. ნატრიუმის გაზრდილი ექსკრეციის მეორადი ეფექტებია შარდის გამოყოფის გაზრდა (ოსმოტიკურად შეკრული წყლის გამო) და დისტალური მილაკოვანი კალიუმის სეკრეციის გაზრდა. ასევე იზრდება კალციუმის და მაგნიუმის იონების გამოყოფა.

ფუროსემიდი წყვეტს ტუბულო-გლომერულური უკუკავშირის მექანიზმს მაკულა დენსაში, რის შედეგადაც არ ხდება სალურეტიკური აქტივობის შემცირება. ფუროსემიდი იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დოზადამოკიდებულ სტიმულაციას.

გულის უკმარისობის დროს ფუროსემიდი იწვევს გულის წინასწარ დატვირთვის მკვეთრ შემცირებას (ვენური ტევადობის გემების განზავებით). ითვლება, რომ ეს ადრეული სისხლძარღვოვანი ეფექტი განპირობებულია პროსტაგლანდინით და საჭიროებს თირკმელების ადეკვატურ ფუნქციას რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტივაციისა და პროსტაგლანდინების ხელუხლებელი სინთეზის გზით. გარდა ამისა, ნატრიურეზული ეფექტის გამო, ფუროსემიდი ამცირებს სისხლძარღვთა მომატებულ რეაქტიულობას კატექოლამინების მიმართ ჰიპერტენზიულ პაციენტებში.

ფუროსემიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობა შეიძლება მიეკუთვნებოდეს ნატრიუმის ექსკრეციის გაზრდას, სისხლის მოცულობის შემცირებას და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების მგრძნობელობის დაქვეითებას ვაზოკონსტრიქტორული სტიმულის მიმართ.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფუროსემიდის დიურეზული მოქმედება ვლინდება ინტრავენური დოზის მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში და პერორალური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში.

დიურეზისა და ნატრიურეზის დოზადამოკიდებული ზრდა გამოვლინდა ჯანმრთელ სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ ფუროსემიდს 10 მგ-დან 100 მგ-მდე დოზებით. ჯანმრთელ სუბიექტებში მოქმედების ხანგრძლივობაა დაახლოებით 3 საათი ფუროსემიდის 20 მგ ინტრავენური დოზის მიღებიდან და 3-6 საათი 40 მგ პერორალური დოზის მიღებიდან.

პაციენტებში, შეუკავშირებელი (თავისუფალი) ფუროსემიდის ინტრატუბულურ კონცენტრაციებს (შეფასებული შარდში ფუროსემიდის გამოყოფის სიჩქარის გამოყენებით) და მის ნატრიურეზულ ეფექტს შორის არის კავშირი სიგმოიდური მრუდის სახით, ფუროსემიდის მინიმალური ეფექტური ექსკრეციის სიჩქარით დაახლოებით 10 მიკროგრამი/წთ. ამიტომ, ფუროსემიდის უწყვეტი ინფუზია უფრო ეფექტურია, ვიდრე განმეორებითი ბოლუსური ინექციები. გარდა ამისა, პრეპარატის გარკვეული ბოლუსური დოზის ზემოთ, ეფექტის მნიშვნელოვანი ზრდა არ აღინიშნება. ფუროსემიდის ეფექტი მცირდება, თუ შემცირებულია პრეპარატის მილაკოვანი სეკრეცია ან ტუბულარული ალბუმინის შეკავშირება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ფუროსემიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Tmax არის 1-1,5 საათი ლაზიქსი 40 მგ ტაბლეტისთვის. პრეპარატის აბსორბცია ფართოდ განსხვავდება ინდივიდებში და შიგნით.

ფუროსემიდის ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ მოხალისეებში არის დაახლოებით 50%-70% ტაბლეტებისთვის და 80% პერორალური ხსნარისთვის. პაციენტებში, პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ძირითადი დაავადება, და შეიძლება იყოს 30%-მდე (მაგ., ნეფროზული სინდრომის დროს). რამდენად და რამდენად იმოქმედებს ფუროსემიდის შეწოვა საკვებთან ერთად მიღებისას, დამოკიდებულია ფარმაცევტულ ფორმულირებაზე.

განაწილება

ფუროსემიდის განაწილების მოცულობა შეადგენს 0,1–0,2 ლიტრს კგ სხეულის წონაზე. განაწილების მოცულობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს ძირითადი დაავადების მიხედვით. ფუროსემიდი ძლიერად (98%-ზე მეტი) უკავშირდება პლაზმის ცილას, ძირითადად ალბუმინს.

ფუროსემიდი გამოიყოფა დედის რძეში. ფუროსემიდი კვეთს პლაცენტურ ბარიერს და ნელა ტრანსპორტირდება ნაყოფში. ის იმყოფება ნაყოფში ან ახალშობილში იმავე კონცენტრაციით, როგორც დედა.

ბიოტრანსფორმაცია

შარდში გამომუშავებული ნივთიერებების 10%-დან 20%-მდე შედგება ფუროსემიდის გლუკურონიდის მეტაბოლიტი. დარჩენილი დოზა გამოიყოფა განავლით, სავარაუდოდ ნაღვლის სეკრეციის შემდეგ.

გამოყოფა

ფუროსემიდის ელიმინაცია ხდება ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით, ძირითადად სეკრეციით პროქსიმალურ მილაკებში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ფუროსემიდის დოზის 60%-70% გამოიყოფა ამ გზით.

ფუროსემიდის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 1-1,5 საათს.

მახასიათებლები პაციენტებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს ფუროსემიდის ელიმინაცია შენელდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება; თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის ტერმინალურმა პერიოდმა შეიძლება მიაღწიოს 24 საათს.

ნეფროზული სინდრომის დროს, პლაზმური ცილების კონცენტრაციის დაქვეითება იწვევს თავისუფალი (დაუკავშირებელი) ფუროსემიდის უფრო მაღალ კონცენტრაციას. მეორე მხრივ, ამ პაციენტებში ფუროსემიდის ეფექტურობა მცირდება ალბუმინის ინტრატუბულური შებოჭვისა და მილაკოვანი სეკრეციის შემცირების გამო.

ფუროსემიდი გადის დიალიზის დაბალ დონეს პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს, პერიტონეალურ დიალიზს და CAPD.

ღვიძლის უკმარისობის დროს ფუროსემიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30-90%-ით, ძირითადად განაწილების უფრო დიდი მოცულობის გამო. გარდა ამისა, პაციენტების ამ ჯგუფში ყველა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრის ფართო ცვალებადობაა.

სხვა

გულის შეგუბებითი უკმარისობა, მძიმე ჰიპერტენზია და ასაკოვანი მოსახლეობა:

პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, მძიმე ჰიპერტენზიით ან ხანდაზმულებში ფუროსემიდის ელიმინაცია შენელებულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო.

ნაადრევი და ვადამდელი ჩვილები:

თირკმლის სიმწიფის მიხედვით, ფუროსემიდის ელიმინაცია შეიძლება შენელდეს. თუ ბავშვის გლუკურონიზაციის უნარი დაქვეითებულია, პრეპარატის მეტაბოლიზმიც შენელდება. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი ჩასახვის შემდეგ 33 კვირაზე უფროსი ასაკის ჩვილებში 12 საათზე ნაკლებია. ორი თვის და უფროსი ასაკის ჩვილებში ტერმინალური კლირენსი იგივეა, რაც მოზრდილებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლაზიქსი® 40 მგ ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

სანოფი

აქტიური ნივთიერება : ფუროსემიდი 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზა, ტალკი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

  • რა არის ლაზიქსი და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლაზიქსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ლაზიქსი?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
  • ლაზიქსის შენახვა
  • რა არის ლაზიქსი და რისთვის გამოიყენება?

ლაზიქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფუროსემიდს. წარმოდგენილია ტაბლეტის ფორმით, რომელიც მიიღება პერორალურად. ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ფუროსემიდს. წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ტაბლეტს. ამავე დროს უშვებენ ამპულის ფორმითაც.

ლაზიქსი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელად შარდმდენეი (დიურეტიკები). დიურეტიკი ზრდის თირკმლებიდან შარდის გამოყოფის სიჩქარეს და ამავე დროს იწვევს წყლის და მარილების დაკარგვას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით სითხის გამოდევნას ან გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ლაზიქსი ძლიერი შარდმდენია.

ექიმმა შესაძლებელია ლაზიქსი დაგინიშნათ ქვემოთ მითითებული ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამო:

ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება, რადგანაც ვერ ხდება ზედმეტი სითხის გამოყოფა ისეთი დაავადებების გამო, როგორიცაა გულის ქრონიკული უკმარისობით წარმოქმნილი სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება, ღვიძლის გადიდება

ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება, რადგანაც ვერ ხდება ზედმეტი სითხის გამოყოფა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო

თირკმლის მწვავე უკმარისობის, მათ შორის ორსულობიდან და დამწვრობიდან გამომდინარე თირკმლის უკმარისობის დროს სითხის გამოყოფის უზრუნველყოფა

როდესაც თირკმლის დაავადების ნიშნებიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე ვერ გამოიყოფა ზედმეტი სითხე და ორგანიზმში ხდება ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება (თუ საჭიროა შარდმდენით მკურნალობა)

როდესაც ღვიძლის დაავადების გამო ვერ გამოიყოფა ზედმეტი სითხე და ორგანიზმში ხდება ჭარბი რაოდენობით სითხის შეკავება (თუ საჭიროა მკურნალობის მხარდაჭერა ალდოსტერონის ანტაგონისტებით)

მაღალი არტერიული წნევა

მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული კრიზი (მხარდამჭერი ზომის სახით)

თუ საჭიროა ორგანიზმიდან სითხის იძულებით გამოდევნა (მაგალითად, ინტოქსიკაციისას) მხარდამჭერი ზომის სახით.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ლაზიქსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ლაზიქსი შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის აქტიურ ნივთიერება ფუროსემიდზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე

თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებზე ან დიაბეტის დროს გამოყენებულ სულფონილშარდოვნების ჯგუფის პრეპარატებზე

თუ დიდი რაოდენობით სითხე დაკარგეთ (ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის გამო)

თუ გაქვთ დაავადება, რომელიც იწვევს სხეულის სითხეების (მათ შორის სისხლის) მოცულობის ძლიერ შემცირებას

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, რომელიც იწვევს ორგანიზმში შარდის გამოყოფის შეჩერებას და აღნიშნულის გამო არ ვლინდება პასუხი ლაზიქსის გამოყენებაზე

თუ სისხლში ძლიერად დაქვეითდა კალიუმის დონე

თუ სისხლში ძლიერად დაქვეითდა ნატრიუმის დონე

თუ ღვიძლის მძიმე დაავადების გამო თავის ტვინის ფუნქციების დარღვევიდან გამომდინარე ვლინდება კომის მსგავსი მდგომარეობა

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ლაზიქსი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით:

თუ გაქვთ შარდვასთან დაკავშირებული დარღვევა, რომელიც შარდის ბუშტის დაცლისას იწვევს მის ნაწილობრივ დახშულობას, პროსტატის ზომის მატება, საშარდე გზების დავიწროება (ლაზიქსით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს ყურადღებით დაკვირვება, რათა დარწმუნდეს, რომ შარდის გამოყოფა ხდება)

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ექიმი მოითხოვს თქვენზე რეგულარულ ინტენსიურ დაკვირვებას:

დაბალი არტერიული წნევა

დაავადება, რომლის დროსაც სარისკოა დაბალი არტერიული წნევა: გულის სისხლძარღვების ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების მკვეთრი დავიწროება ან დახშულობა

სიმპტომების გარეშე ან დადგენილი დიაბეტი

პოდაგრა

ღვიძლის მძიმე უკმარისობიდან გამომდინარე თირკმლის არასაკმარისი ფუნქციონირება (ჰეპატორენალური სინდრომი)

თუ გაქვთ დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლში ცილის დონის დაქვეითებას (მაგალითად, ეს შესაძლებელია გამოვლინდეს თირკმლის სერიოზული დაავადების დროს, რომელსაც ეწოდება ნეფროზული სინდრომი; ექიმი მოახდენს პრეპარატის დოზის კორექტირებას სიფრთხილის დაცვით)

თუ საჭიროა გამოყენება დღენაკლულ ახალშობილებში (თირკმელში ქვის წარმოქმნის ან კალციფიკაციის კერების განვითარების რისკის გამო შესაძლებელია ექიმმა მოითხოვოს თირკმლის ფუნქციაზე ინტენსიური დაკვირვება და ჩაატაროს ულტრასონოგრაფია)

ლაზიქსით მკურნალობის დროს ექიმი მოითხოვს სისხლში ელექტროლიტების - ნატრიუმის, კალიუმის და კრეატინინის დონეზე დაკვირვებას. სავალდებულოა დაკვირვება, თუ მაღალია ელექტროლიტური დისბალანსის განვითარების რისკი ან ხდება მნიშვნელოვანი დონით სითხის დაკარგვა ღებინების, დიარეის ან ჭარბი ოფლიანობის გამო.

რისპერიდონთან (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების და დემენციის მკურნალობის დროს) ერთად გამოყენება:

დემენციით დაავადებულ პაციენტებში რისპერიდონთან ერთად ლაზიქსის გამოყენება შესაძლებელია დასრულდეს ისეთი სერიოზული გვერდითი რეაქციით, როგორიცაა სიკვდილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ საჭიროა რისპერიდონთან ერთად ლაზიქსის გამოყენება, თქვენი ექიმი ჩაატარებს საჭირო შემოწმებებს და მკურნალობის ფორმას განსაზღვრავს ამ პრეპარატების ერთობლივად გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი სარგებლის და მოსალოდნელი ზიანის შეფარდების მიხედვით.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ლაზიქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს ლაზიქსის შეწოვაზე. ტაბლეტები მიიღეთ უზმოდ საკმარისი რაოდენობის სითხით (1 ჭიქა წყლით), დალიეთ დაღეჭვის გარეშე, ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ორსულობის დროს ლაზიქსის გამოყენება, თუ არ არსებობს აუცილებელი სამედიცინო მდგომარეობა. რის გამოც მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ორსულობის მდგომარეობა. თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, ექიმმა შესაძლებელია შეწყვიტოს პრეპარატი და მკურნალობა დაიწყოს სხვა ჯგუფის პრეპარატით ან განაგრძოს პრეპარატი ნაყოფის განვითარებაზე ინტენსიური დაკვირვებით.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ფუროსემიდი გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში არ უნდა გამოიყენოთ ლაზიქსი. თუ გესაჭიროებათ ლაზიქსით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, რათა იგი დაიცვათ დედის რძეში მოხვედრილი პრეპარატისგან.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

ლაზიქსმა შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, კონცენტრაციის გაძნელება და რეაგირების უნარის დარღვევა. რის გამოც საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლაზიქსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მგრძნობელობა), ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენება:

დამამშვიდებელი და საძილე საშუალება ქლორალჰიდრატი, ამინოგლიკოზიდები და სხვა ოტოტოქსიკური პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მავნე ზემოქმედებას სმენაზე)

ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს საჭიროა ზომების მიღება:

ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)

ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)

აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ)

რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების და დემენციის სამკურნალოდ)

ქვემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ასპირინი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი)

ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)

კორტიკოსტეროიდები, კარბენოქსოლონი, ძირტკბილას ფესვი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს)

საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ)

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)

მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)

დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები

ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი (რადგანაც ახასიათებს არტერიული წნევის მატება)

კურარეს ტიპის მიორელაქსანტები

თეოფილინი (გამოიყენება სუნთქვასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ)

ზოგიერთი ცეფალოსპორინი

ციკლოსპორინი A (გამოიყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს)

რენტგენით გამოკვლევისას ორგანოს ხილვადობის გაზრდის მიზნით გამოყენებული საკონტრასტო ნივთიერებები

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება ლაზიქსი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა იცვლება დაავადებიდან გამომდინარე. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე შესაბამის დოზას და მკურნალობას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად. ტაბლეტები მიიღეთ უზმოდ. დალიეთ დაღეჭვის გარეშე, ერთ ჭიქა წყალთან ერთად ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში პერორალური გამოყენების დროს ფუროსემიდის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზაა 2 მგ/კგ, არაუმეტეს 40 მგ. ექიმი პრეპარატის დოზას და გამოყენების ფორმას განსაზღვრავს ბავშვის ასაკის, წონის და დაავადების მიხედვით.

ასაკოვნებში გამოყენება:

ასაკოვნებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ზოგადი მდგომარეობა, ექიმი მოახდენს დოზის კორექტირებას თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების სავარაუდო დარღვევების მხედველობაში მიღებით.

გამოყენების სპეციალური პირობები:

ღვიძლის /თირკმლის უკმარისობა:

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმიდან გამომდინარე.

სხვა:

თუ გაქვთ გულის უკმარისობა, ძალიან მაღალი არტერიული წნევა, ექიმი დოზას დანიშნავს სიფრთხილის დაცვით, ამ მდგომარეობის მხედველობაში მიღებით.

თუ თვლით, რომ ლაზიქსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაზიქსი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ ლაზიქსს გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლაზიქსის მიღება:

თუ გამოტოვებთ ერთ დოზას და მომდევნო დოზის მიღებამდე არ არის დარჩენილი მცირე დრო, გახსენებისთანავე მიიღეთ დავიწყებული დოზა.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ლაზიქსით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქციები:

თუ ლაზიქსით მკურნალობას შეწყვეტთ თქვენი ექიმის ნებართვის გარეშე, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს არტერიულმა წნევამ ან ორგანიზმში ხელახლა დაგროვდეს ჭარბი რაოდენობით სითხე.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ლაზიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ლაზიქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ქავილი, ჭინჭრის ციება, სხვა გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკები, ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც ხელებზე, სახეზე და ფეხებზე წარმოქმნის მაქმანისებურ სიწითლეს და, როგორც წესი, გაივლის თავისით,

კანის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ხელის და ფეხის კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით -ბულებით,

გარკვეული ტიპის კანის ანთებითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანის აქერცვლით (ექსფოლიაციური დერმატიტი),

ნემსის წვერის მსგავსი წითელი სისხლჩაქცევები (პურპურა), სინათლის მიმართ მგრძნობელობა,

ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქცია,

კანზე და თვალის ირგვლივ სისხლჩაქცევა, ანთება, რომელიც მიმდინარეობს შეშუპებით და სიწითლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი),

სერიოზული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი),

თრომბი (ფეხებში ტკივილი, შეშუპება ან მგრძნობელობა).

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ლაზიქსზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა ცნობილი გვერდითი რეაქციები. თუ რომელიმე ეს გვერდითი რეაქცია დამძიმდება ან შენიშნავთ სხვა გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციები განმარტებულია შემდეგ კატეგორიებში მითითებული სახით:

ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი

სისხლში ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ცვლილება (ელექტროლიტური დისბალანსი)

განსაკუთრებით ასაკოვნებში სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) და სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)

სისხლში კრეატინინის რაოდენობის და ცხიმების, სახელად ტრიგლიცერიდების მატება

არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც ვლინდება ჯდომის ან წოლის შემდეგ ფეხზე ადგომისას)

ხშირი

ჰემოკონცენტრაცია (სისხლის მოცულობის შემცირებიდან გამომდინარე სისხლის კონცენტრაციის მატება)

სისხლში ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის მაჩვენებლების დაქვეითება, სისხლში ქოლესტერინის და შარდმჟავას მაჩვენებლების მატება

პოდაგრის შეტევები (დაავადება, რომელსაც ახასიათებს შარდმჟავას მატების გამო სახსრების ანთება და ტკივილი)

ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის უკმარისობიდან გამომდინარე თავის ტვინის ფუნქციების დარღვევა)

შარდის რაოდენობის მატება

არახშირი

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ძლიერი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები)

შაქრის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, რასაც ყურადღება უნდა მიეცეს დიაბეტით დაავადებულებში

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლში ცილის რაოდენობის ძლიერი შემცირება, განსაკუთრებით თირკმლის ძლიერი დაზიანების დროს, სმენის დარღვევა და ზოგჯერ შეუქცევადი სიყრუე

გულისრევა

ქავილი, გამონაყარი

იშვიათი

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია)

სისხლში ეოზინოფილების (გარკვეული ტიპის ალერგიის უჯრედი) რაოდენობის მატება

დაბუჟება

ტინიტუსი

სისხლძარღვის ანთება (ვასკულიტი)

ღებინება, დიარეა

თირკმკლის ანთება

ცხელება

ძალიან იშვიათი:

აგრანულოციტოზი (გრანულოციტების რაოდენობის შემცირება), აპლასტიკური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული შემცირება), გარკვეული ტიპის ანემია (ჰემოლიზური ანემია)

მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლებელია იყოს პანკრეასის მწვავე ანთების სიმპტომი

ღვიძლში არსებული მიზეზის გამო ნაღვლის ნაკადის შენელება ან გაჩერება, ღვიძლის ფერმენტების მატება

უცნობია:

სისხლში კალციუმის, მაგნიუმის დონის დაქვეითება, შარდოვანას მატება, მეტაბოლური ალკალოზის გამო პირის სიმშრალე, სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, კონვულსიები, კუნთების სისუსტე ან კრამპები, დაბალი არტერიული წნევა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ფსევდო-ბარტერის სინდრომი (ვლინდება ღებინებით, მოშარდვის შეუძლებლობით და ცნობიერების დაბინდვით)

შარდში ნატრიუმის და ქლორის მატება, მოშარდვის შეუძლებლობა

თირკმლებში კალციუმის მარილების დაგროვება, თირკმლის ქვის წარმოქმნა, რაც ხშირად დღენაკლულ ახალშობილებში იწვევს შეუქცევად თირკმლის დაზიანებას

დღენაკლულ ახალშობილებში სიცოცხლის პირველ კვირაში გამოყენების შემთხვევაში გარკვეული ტიპის გულ-სისხლძარღვთა დაავადების - „patent ductus arteriosus“ (ღია არტერიული სადინარი, როდესაც დაბადების შემდეგ გულიდან გამომავალ ორ დიდ სისხლძარღვს შორის სადინარი არ იხურება და რჩება ღია) რისკის მატება

ინექციის ადგილზე ტკივილი

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ლაზიქსის შენახვა

ლაზიქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

ლაზიქსი შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ლაზიქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს სანოფი საღლიქ ურუნლერი

შიშლი - სტამბოლი

წარმოების ადგილი:

სს სანოფი ილაჩ სან. ვე თიჯ.

ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 14.12.2013 წელს.

889015

170x290

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა