თურქთიფსან ფუროსემიდი
TURKTIPSAN FUROSEMİD
თურქთიფსან ფუროსემიდი, ეს არის პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით 20 მგ ფუროსემიდს შეიცავს და განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულარული (ვენაში/კუნთებში) გამოყენებისთვის, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 2მლ-ინი ამპულის ფორმით, შეფუთვაში მოთავსებულია 5 ამპულა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფუროსემიდი (furosemide)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- TURKTIPSAN Sağlik Turizm Eğitim ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
- ATC კოდი
- C03CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043862
- რეგისტრირებულია
- 15 აგვისტო 2025, მოქმედებს 15 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
თურქთიფსან ფუროსემიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თურქთიფსან ფუროსემიდი, ეს არის პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით 20 მგ ფუროსემიდს შეიცავს და განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულარული (ვენაში/კუნთებში) გამოყენებისთვის, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 2მლ-ინი ამპულის ფორმით, შეფუთვაში მოთავსებულია 5 ამპულა.
თურქთიფსან ფუროსემიდი, შარდმდენი (დიურეტიკული) მოქმედების სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. დიურეტიკები, თირკმლებიდან შარდის გამოყოფის სიჩქარეს ზრდის და ამავე დროს სითხის და მარილების დაკარგვას იწვევს.
პრეპარატი გამოიყენება სხეულში არსებული ჭარბი სითხის გამოდევნის მიზნით და ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. თურქთიფსან ფუროსემიდი ძლიერი შარდმდენია.
ექიმი, თურქთიფსან ფუროსემიდს ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან ერთის და ან რამდენიმეს არსებობის გამო გამოგიწერთ:
მიმდინარე გულის უკმარისობასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება, ღვიძლის გადიდებით გამოვლენილ დაავადებებთან დაკავშირებული სითხის გამოყოფის გაძნელების და შესაბამისად სხეულში სითხის ჭარბი შეკავების დროს,
მიმდინარე თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული სითხის გამოყოფის გაძნელება და შესაბამისად სხეულში სითხის ჭარბი შეკავების დროს,
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
თქვენი ექიმი, დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და ინექციას და ან ინფუზიას განახორციელებს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულის ფორმა გამოიყენება მაშინ, როცა ორალური გზით წამლის მიღება შეუძლებელია და ან ეფექტური არ არის (მაგ. ნაწლაებიდან შეწოვის დარღვევისას), თუ, სწრაფი ეფექტის მიღებაა საჭირო, პრეპარატი ვენაში კეთდება. თუ, წამლით ინტრავენური მკურნალობა მიმდინარეობს, რეკომენდირებულია უმოკლეს დროში ორალურ (პირის გზით) მკურნალობაზე გადასვლა.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება შესაძლებელია განზავებული სახითაც. გამხსნელის სახით შესაძლებელია ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება.
ამპულის გახსნა
ამპულა დაიჭირეთ ისე, რომ წერტილის ნიშნული ზემოთ იყოს მიმართული
თუ ამპულის მწვერავლში ხსნარია, ქვემოთ გადმოღვრისთვის მსუბუქად დაარტყით და ან ამპულა შეარხიეთ.
ამპულის თავის ნაწილი ისრის მიმართულებით ქვემოთ მოქაჩეთ
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებსა და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში, გამონაკლისი მდგომარეობების გარდა (მაგალითად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები) თურქთიფსან ფუროსემიდი არ უნდა იქნას გამოყენებული. საშუალო დღიურ დოზას წარმოადგენს 0.5 მგ ფუროსემიდი /კგ სხეულის წონის შესაბამისად. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია 1მგ ფუროსემიდი/კგ სხეულის წონის შესაბამისად ინტრავენური გამოყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებსა და დარღვეული ზოგადი მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში, ექიმი თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გათვალისწინებით დოზების რეგულირებას მოახდენს.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის/ თირკმლის უკმარისობა:
თქვენი ექიმი, დაავადების და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის გათვალისწინებით წამლის დოზის რეგულირებას მოახდენს.
სხვა:
თუ, გულის უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია გაქვთ, თქვენი ექიმი ამ მდგომარეობის გათვალისწინებით წამლის დოზას სიფრთილით განსაზღვრავს.
თუ, ფიქრობთ, რომ თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, თურქთიფსან ფუროსემიდის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულის გახსნა- გამოყენება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ხდება, შესაბამისად მსგავსი მდგომარეობის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომები იქნება მიღებული. თუ, ასეთი მდგომარეობა მაინც განვითარდება, შესაბამისი მკურნალობა განხორციელდება.
დოზის გადაჭარბების ნიშნები დამოკიდებულია სითხის და მარილების (ელექტროლიტების ) დაკარგვის სიმძიმეზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თირკმლების მხრივ გამოვლენილ ნიშნებსა და სიმპტომებთან დაკავშირებული მდგომარეობა, როცა სხეულიდან სითხის გამოყოფა ვერ ხდება (თუ შარდმდენებით მკურნალობას საჭიროებს),
ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული სითხის გამოყოფის გაძნელების და შესაბამისად სხეულში სითხის ჭარბი შეკავების დროს (თუ საჭიროა ალდოსტერონის ანტაგონისტებით მკურნალობით მხარდაჭერა)
მაღალი არტერიული წნევის დროს
მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული კრიზის დროს (სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად დამატებით)
მდგომარეობები, როცა სხეულს სითხის გამოყოფა უჭირს (მაგალითად ინტოქსიკაციის დროს) მხარდაჭერის სახით
- თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თურქთიფსან ფუროსემიდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, წამლის მოქმდი ნივთიერების-ფუროსემიდის და ან წამლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ,
თუ, სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულ სულფანილშარდოვანას ჯგუფის წამლების მიმართ ალერგია გაქვთ,
თუ, სითხის ჭარბი რაოდენობა დაკარგეთ (ღებინება, დიარე და ან ჭარბი ოფლიანობა),
თუ, სხეულის სითხეების (სისხლის ჩათვლით) მოცულობის მკვეთრად შემცირების გამომწვევი დარღვევა გაქვთ,
თუ, სხეულში შარდის წარმოების დარღვევის გამომწვევი თირკმლების უკმარისობა გაქვთ და არსებული მდგომარეობა თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებაზე პასუხს არ იძლევა,
თუ, თირკმლებსა და ღვიძლზე ინტოქსიკაციური ეფექტის მქონე წამლებთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა გაქვთ,
თუ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის შედეგად განვითარებულ ღვიძლისმიერ კომასთან დაკავშირებული თირკმლების უკმარისობა გაქვთ,
თუ, სისხლში კალიუმის დონე მკვეთრად დაცემულია,
თუ, სისხლში ნატრიუმის დონე მკვეთრად დაცემულია,
თუ, ღვიძლის მძიმე დაავადების შედეგად განვითარებულ თავის ტვინის დარღვევებთან დაკავშირებული, კომის მსგავსი მდგომარეობა გამოვლინდება,
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ
თურქთიფსან ფუროსემიდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, შარდის გამოყოფის ნაწილობრივ დამხშობი, შარდის დაცლის დარღვევა, პროსტატის ჯირკკვლის გადიდება, საშარდზე გზების შევიწროების მსგავსი დარღვევები გაქვთ (თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობისას, განსაკუთრებით საწყისი სტადიის დროს, ექიმს ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით, რათა შარდის გამოყოფის არსებობაში დარწმუნდეს).
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს, ექიმი თქვენზე რეგულარულ და ახლო დაკვირვებას მოითხოვს:
დაბალი არტერიული წნევა
დაავადებები, რომელიც იწვევს არტერიული წნევის დაცემას: გულის სისხლძრღვების და ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება და ან დახშობა
შაქრიანი დიაბეტი სიმპტომებით და სიმპტომების გარეშე (ამ დროს სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა გადამოწმდეს)
პოდაგრა და ან ჰიპერურიკემია (სისხლში შარდმჟავას დონის მომატება) (ამ დროს სისხლში შარდმჟავას დონე რეგულარულად უნდა გადამოწმდეს)
თუ, შარდვის გაძნელება გაქვთ (მაგ.პროსტატის ჯირკვლის გადიდებასთან, თირკმლებში დახშობასა და ან შარდის ბუშტისკენ გამავალი არხის (ურეთის) შევიწროებასთან დაკავშირებული)
თუ, ღვიძლის მძიმე დაავადებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციების დარღვევა და უკმარისობა გაქვთ (ჰეპატორენალური სინდრომი)
თუ, სისხლში პროტეინების დონის დაცემის გამომწვევი დარღვევა გაქვთ (მაგ. ნეფროზული სინდრომის სახელით წოდებული თირკმლების დაავადება). ამ დროს ექიმი სამკურნალო პრეპარატის დოზას ყურადღებით დაარეგულირებს
თუ, ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში გამოყენებას საჭიროებს (ამ დროს თირკმლებში კენჭის და ან ნალექის წარმოქმნის რისკის საწინააღმდეგოდ ექიმი თირკმლის ფუნქციებს ახლოდან გააკონტროლებს და ულტრაბგერით კვლევებსაც მოითხოვს)
ლითიუმის მარილებთან (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად ერთდროული გამოყენებისას (ამ დროს საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის რეგულარული გადამოწმება)
მწვავე პორფირიის (სისხლის პიგმენტებთან დაკავშირებული, იშვიათად გამოვლენილი მემკვიდრეობითი დაავადება) დროს. შარდმდენების გამოყენება მწვავე პორფირიის დროს შეიძლება საიმედო არ იყოს, ექიმი თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განმავლობაში, ახლო დაკვირვებას აწარმოებს.
ნაადრევად შობილ ახალშობილებში ცხოვრების პირველ კვირაში სუნთქვის გაძნელების პრობლემების (სუნთქვის გაძნელების სინდრომი) არსებობისას და ამავდროულად სისხლძარღვის დააავადების- გულიდან გამომავალ ორ დიდ არტერიას შორის ხვრელის არსებობისას--ე.წ. ღია არტერიული სადინარის დროს თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განხორციელებისას არსებობს სადინარის ღია დარჩენის რისკის მომატება დაბადების შემდეგ.
თუ, ხანდაზმული ხართ და არტერიული წნევის დამწევ სხვა წამალს ღებულობთ, ამავდროულად დაბალი არტერიული წნევის გამომწვევი სხვა პრობლემაც გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განმავლობაში, დაბალი არტერიული წნევის წინააღმდეგ ექიმი რეგულარულად მდგომარეობას გადაამოწმებს.
თუ, შარდვის გაძნელება გაქვთ (მაგ. პროსტატის ჯირკვლის გადიდება), ექიმი თურქთიფსან ფუროსემიდს მხოლოდ ნორმალური შარდვის უზრუნველყოფის პირობებში დაგინიშნავთ, რადგანაც შარდის უეცარმა დინებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის ზედმეტად გადავსება და ამასთან ერთად შარდვის გაძნელებაც (შარდის შეკავება).
თურქთიფსან ფუროსემიდი იწვევს ნატრიუმის და ქლორის გამოყოფის, შესაბამისად წყლის გამოყოფის მომატებას. ამავე დროს სხვა ელექტროლიტების (განსაკუთრებით: კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის) გამოყოფის მომატებასაც. თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის დროს ხდება წყლისა და ელექტროლიტების ჭარბი გამოდევნა და შესაბამისად ხშირად ვლინდება წყლის და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, ამიტომ რეგულარულად საჭიროა სისხლში განსაზღვრული ნივთიერებების რაოდენობის კონტროლი.
თურქთიფსან ფუროსემიდით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის ზოგიერთი ანალიზის გადამოწმება, განსაკუთრებით კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, ბიკარბონატები, კრეატინინი, შარდოვანა და შარდმჟავა, ასევე სისხლში შაქრის დონეც.
თუ, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მხრივ მაღალი რისკის ქვეშ ხართ და ან აღინიშნება ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და შესაბამისად სითხის დაკარგვა, საჭიროა მდგომარეობის კონტროლი ზეყურადღებით, უნდა მოხდეს სისხლის მიმოქცევის მოცულობის შეცირების, სხეულის მიერ სითხის დანაკარგის, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექცია. ასეთი მდგომარეობების დროს, ექიმმა თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობა შეიძლება დროებით შეაჩეროს.
ელექტროლიტების ბალანსის დარღვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე სხვა თანმხლები დაავადებები (მაგ. ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა), ერთდროულად სხვა მკურნალობის განხორციელება და მიღებული საკვები.
შარდის გამოყოფის მომატებასთან დაკავშირებით წონის დაკლება გამოყოფილი შარდის რაოდენობის მიუხედავად დღეში 1 კგ არ უნდა აღემატებოდეს.
თუ, ნეფროზული სინდრომი გაქვთ (თირკმლების დაავადება), გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი მაღალია, ამიტომ ექიმი მისაღები დოზის რეგულირებას ყურადღებით მოახდენს.
გამოყენებისთვის მზა ხსნარის მჟავიანობის ხარისხი მსუბუქად ტუტე და ნეიტრალურს შორისაა (PH მაჩვენებელი <7 არ არის). ამიტომ მჟავა ხსნარები (გამხსნელები) თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც თურქთიფსან ფუროსემიდის მოქმედი ნივთიერება შეიძლება დაიშალოს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების სახელით წოდებულმა ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო წამლებმა თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შეამციროს. ამ წამლების თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებამ ნეფროტოქსიურობის (თირკმლებზე მავნე ზემოქმედება) რისკი შეიძლება გაზარდოს.
სორბიტოლის (შაქრიანი დიაბეტის დავადებულების მიერ გამოყენებული დამატკბობელი) და თურქთიფსან ფუროსემიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დეჰიდრატაციის (სხეულის გაუწყლოვნება) მდგომარეობა გაზარდოს. სორბიტოლი, დიარეის გამოწვევით სითხის უფრო მეტი რაოდენობით დაკარგვას გამოიწვევს.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებისას დაფიქსირებულია ფოტო-სენსიტიურობის რეაქცია (სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება). თუ, მკურნალობის პერიოდში სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქცია გამოვლინდება, ექიმმა მკურნალობა შეიძლება შეაჩეროს. თუ, მკურნალობის განახლება იქნება საჭირო, ექიმი მზის სხივებისა და ან ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით შეიძლება დამცავი ტანისამოსის ტარების რეკომენდაციას მოგცემთ.
რისპერიდონთან (ზოგიერთი ფსიქიატრიული დაავადების და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად გამოყენება:
დეპრესიის მქონე ავადმყოფებში რისპერიდონთან ერთად თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება შეიძლება სიკვდილის მსგავსი სერიოზული გვერდითი ეფექტებით დასრულდეს. შესაბამისად, თქვენმა ექიმმა რისპერიდონთან ერთად თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენების საჭიროებისას, უნდა განახორციელოს საჭირო საკონტროლო ღონისძიებები და ერთად გამოყენების უზრუნველყოფით მიღებული სარგებელის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს მავნე ზემოქმედებას, ამ ყველაფერს კი განსაზღვრავს მკურნალობის ფორმა.
სისტემური წითელი მგლურას სახელით წოდებული დავადების დროს, რაც ხასიათდება საკუთარი იმუნური სისტემის მიერ საკუთარ სხეულზე თავდასხმით, მოსალოდნელია დაავადების გამწვავება.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებამ, დოპინგ ტესტების ჩატარებისას შეიძლება პოზიტიური შედეგი დადოს.
გარდა ამისა, თურქთიფსან ფუროსემიდის და დოპინგ ნივთიერების ერთად გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში იყოს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულა ვენაში და ან კუნთებში უნდა იქნას შეყვანილი (ინექციის გზით). ამიტომ საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თურქთიფსან ფუროსემიდის მოქმედი ნივთიერება-ფუროსემიდი პლაცენტაში გადადის, ამიტომ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს. აღნიშნული მიზეზების გამო, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის არსებობის შეფასება-დადასტურება.
შარდმდენი წამლები, თურქთიფსან ფუროსემიდის ჩათვლით ორსულობის დროს მაღალი არტერიული წნევის და სითხის შეკავების პრობლემების რუტინული მკურნალობისას არ გამოიყენება, რადგანაც ნაყოფის საშვილოსნოს შიგა განვითარებაზე შეძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ორსულობის დროს გამოვლენილი გულის უკმარისობის და ან თირკმლის უკმარისობის გამო საჭიროა თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება, ექიმი თქვენს მდგომარეობას და ბავშვის განვითარებას ახლოდან დააკვირდება და მკურნალობას შეიძლება გააგრძელებს.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
ფუროსემიდი, დედის რძეში გადადის, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს. თუ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის საჭიროება გამოვლინდება, დედის რძეში გადასული ფუროსემიდის მავნე ზემოქმდებისგან ბავშვის დაცვის მიზნით ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თურქთიფსან ფუროსემიდის სწორი ფორმით გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატებისას და ან სხვა წამალზე გადასვლის შემთხვევაში და ან წამალთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ვლინდება.
შესაბამისად, ავტომობილის და მექანიზმების მართვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თურქთიფსან ფუროსემიდის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ამპულა <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული შემდეგ წამლებთან:
დამამშვიდებელი და ან საძილე საშუალება- ქლორალ ჰიდრატი. ძალიან იშვიათ
შემთხვევებში თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებიდან 24 საათში ქლორად ჰიდრატის მიღება სიცხის მომატებას, ოფლიანობას, მოუსვენრობას, გულისრევის შეგრძნებას და სისხლის არტერიული წნევის და გულის რითმის მომატებას (ტაქიკარდიას) იწვევს. შესაბამისად, თურქთიფსან ფუროსემიდის და ქლორალ ჰიდრატის ერთდ გამოყენებას უნდა მოერდოთ.
ამინოგლიკოზიდების (მაგალითად, კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი)
და სმენაზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა წამლების (ოტოტოქსიური წამლები) თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. სმენის დაქვეითება შეიძლება შეუქცევადი იყოს. შესაბამისად, თურქთიფსან ფუროსემიდის ამ წამლებთან ერთად გამოყენებას მოერიდეთ.
პრეპარატები, როემლთა ერთად გამოყენებისას საჭიროა პროფილაქტიკური ღინისძიებების ჩატარება:
ცისპლატინის (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება) თურქთიფსან
ფუროსემიდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება სმენის დაქვეითება გამოწვიოს. გარდა ამისა, შეიძლება თირკმლებზე ცისპლატინის მავნე ზემოქმდება (ნეფროტოქსიურიბა) გაზარდოს, ამიტომ ცისპლატინის თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიატრიული დაავადებების საკურნალოდ
გამოიყენება). ლითიუმის თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებამ ლითიუმის გულზე მავნე (კარდიოტოქსიურობა) ზემოქმედების ეფექტი და ნერვებზე მავნე ზემოქმედების ეფექტი (ნეიროტოქსიურობა) შეიძლება გაზარდოს. ავადმყოფები, რომლებიც ამ ორ პრეპარატს ერთად ღებულობენ, საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის ხშირი კონტროლი.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები,
შარდმდენები და ან წნევის დამქვეითებელი სხვა წამლები. თუ, ეს წამლები თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად იქნება გამოყენებული, არტერიული წნევა შეიძლება მკვეთრად დაეცეს. განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების და ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად პირველი გამოყენებისას და ან ამ წამლების უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას, ამ დროს წნევა შეიძლება ისე დაეცეს, რომ შოკური მდგომარეობა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა (იშვიათ შემთხვევებში თირკმლების მწვავე უკმარისობა) შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, ამ დროს თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობა შეძლებისდაგვარად დროებით უნდა შეჩერდეს და ან აგფ ინჰიბიტორებით და ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყებამდე და ან დოზის მომატებამდე თურქთიფსან ფუროსემიდის დოზა 3 დღის განმავლობაში უნდა შემცირდეს.
რისპერიდონი (ფსიქიატრიული დაავადებების და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება).
პრეპარატები, რომელთა ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებმა ასპირინის ჩათვლით
(ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო წამლები) თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შეამციროს. თუ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობა სისხლის მიმოქცევაში არსებული სითხის მოცულობას შეამცირებს და ან სხეულის სითხეების დეფიციტს გამოიწვევს, ამ წამლების ერთად გამოყენება შეიძლება თირკმლის მწვავე უკმარსობის მიზეზი გახდეს.
ფენიტოინი (ეპილფსიის სამკურნალოდ გამოიყენება). ამ წამალმა შეიძლება
თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეამციროს.
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო და ზოგიერთი სხვა
მდგომარეობის დროს გამოყენებული კორტიზოლის შემცველი წამლები), კარბენოქსოლინი (პირის ღრუში იარების (დაზიანებების) სამკურნალოდ გამოიყენება), საფაღარათოები (ყაბზობის თავიდან აცილების და სამკურნალოდ გამოიყენება), ძირტკბილას ფეხვები (კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ გამოოყენება) კალიუმის გამოყოფის მომატებით კალიუმის დეფიციტს იწვევს.
დიგიტალისის პრეპარატები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან
ფუროსემიდმა შეიძლება ამ წამლის თირკმლების გზით გამოყოფა შეამციროს, შესაბამისად, მაღალი დოზებით მკურნალობისას სისხლში ამ წამლის დონე მოიმატებს და ამ დროს გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკიც მატულობს.
მეტოტრექსატი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან
ფუროსემიდმა შეიძლება ამ წამლის თირკმლების გზით გამოყოფა შეამციროს, შესაბამისად მაღალი დოზებით მკურალობისას, სისხლში ამ წამლის დონე მოიმატებს და გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკის მომატებას გამოიწვევს.
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულმა წამლებმა შეიძლება

სისხლის არტერიული წნევის მომატების გამომწვევი სიმპატომიმეტიკური
წამლები (ადრენალინის მსგავსი წამლები, მაგალითად ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი), თურქთიფსან ფუროსემიდმა ამ წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს.
კურარეს ტიპის კუნთების მომადუნებელი საშუალებები. თურქთიფსან
ფუროსემიდმა ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაზარდოს.
თეოფილინი (სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების
სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან ფუროსემიდმა ამ წამლის ეფექტი შეიძლება გაზარდოს.
თირკმლებზე მავნე ზემოქმედების მქონე წამლები (ნეფროტოქსიკური
წამლები). (მაგალითად ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, პოლიმიქსინების მსგავსი ანტიბიოტიკები). თურქთიფსან ფუროსემიდმა ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაზარდოს. თურქთიფსან ფუროსემიდის და ზოგიერთი ცეფალოსპორინის ერთდროულმა და მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება თირკმლის ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს.
ციკლოსპორინ A (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოიყენება).თურქთიფსან
ფუროსემიდი, სისხლში არსებული შადმჟავას დონის მომატებას, ციკლოსპორინი კი შარდმჟავას, შარდოვანას გამოყოფის დარღვევას იწვევს, შედეგად კი პოდაგრასთან დაკავშირებული ართრიტის რისკი შეიძლება მოიმატოს.
თირკმლის უკმარისობის მხრივ მაღალი რისკის მქონე ავადმყოფებში
რენტგენოლოგიურ კვლევისას ორგანოების გამოსახულების მომატების მიზნით გამოყენებული კონტრასტული ნივთიერებები. კონტრასტული ნივთიერებით კვლევის ჩატარების შემდეგ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადყოფებში ხშირად ვლინდება თირკმლის ფუნქციების დარღვევა, განსაკუთრებით მათთან, რომელთაც ხშირად უწევთ სითხის ინტრავენური ინფუზიები.
თურქთიფსან ფუროსემიდის მაღალი დოზებით მკურნალობის პარალელურად
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (მაგ.ლევოთიროქსინის) მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირვლის ჰორმონების დონეზე. ამიტომ, თუ თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ღებულობთ, ექიმმა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე რეგულარულად უნდა გადაამოწმოს.
გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება). თუ,
თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის დროს კალიუმის და ან მაგნიუმის დეფიციტი გამოვლინდება, ამ წამლების მიმართ გულის კუნთის მგრძნობელობა შეიძლება მოიმატებს. ელექტროლიტური დისბალანსის მქონე ავამყოფებში და თურქთიფსან ფუროსემიდის განსაზღვრული ეკგ ცვლილებების (QT ინტრვალის გახანგრძლივება) გამომწვევ წამლებთან (მაგ. ტერფენადინი, ანტიალერგიული წამლები და გულის რითმის დარვევების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალის (I და III კლასის ანტიარითმული წამლები) ერთად გამოყენებისას, გულის რითმის დარღვევის (torsades de pointes ჩათვლით პარკუჭოვანი არითმია) რისკი უფრო მაღალია.
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება) და ან
ამინოგლუტეტიმიდი (კუშინგის სინდრომის სახელით წოდებული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენებისას ჰიპონატრემიის (სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა) რისკი მატულობს.
თიაზიდები (შარდმდენების ჯგუფში შედის). თურქთიფსან ფუროსემიდთან
ერთად გამოყენებისას შარდმდენი ეფექტი და შარდის გამოყოფა შეიძლება მოიმატოს.
მეტფორმინი (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება). ამ წამალმა
თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შეამციროს.
ფიბრის მჟავის წარმოებულები (სისხლში ცხიმის დაქვეითების სამკურნალოდ
გამოყენებული წამლები, მაგალითად, ქლორფიბრატი და ფენოფიბრატი). განსაკუთრებით ჰიპოალბუმინებიის დროს (სისხლში ალბუმინის დონის დაცემა) თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, ორივე წამლის დონე სისხლში შეიძლება მოიმატოს, ამიტომ საჭიროა სისხლში ამ წამლების დონის რეგულარული კონტროლი.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
სისხლში ქიმიური ნაერთების კონცენტრაციის ცვლილება (ელექტროლიტური დარღვევები)
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), განსაკუთრებით ხანდაზმულებში, სხეულის მიერ სითხის დაკარგვა(დეჰიდრატაცია)
სისხლში კრეატინინის და ტრიგლიცერიდების (სისხლის ცხიმების) რაოდენობის მომატება
სისხლის არტერიული წნევის დაცემა (ჯდომის და ან მწოლიარე მდგომარეობიდან ფეხზე წამოდგომისას წნევის დაცემა)
გავრცელებული:
ჰემოკონცენტრაცია (სისხლში სითხის შემცირებასთან დაკავშირებული სისხლის კონცენტრაციის მომატება)
სისხლში ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის მაჩვენებლების დაცემა, სისხლში ქოლესტერინის და შარდმჟავას მაჩვენებლების მომატება
პოდაგრის შეტევები (სახსრებში ანთების და ტკივილის გამომწვევი, შარდმჟავას მომატებით გამოვლენილი დაავადება)
ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებული თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა)
შარდის რაოდენობის მომატება
ნაკლებად გავრცელებული:
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჩეულო სისხლდენა და ან სისხლჩაქცევები)
შაქრიანი დიაბეტის დროს, გლუკოზისადმი მგრძნობელობის შემცირება და სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ყურადსაღები დარღვევა
სისხლში პროტეინების რაოდენობის ანორმალური დაცემის მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით თირკმლების მძიმე დაზიანების მქონე ავადმყოფებში სმენის დარღვევები, რომელიც ზოგჯერ შეიძლება შეუქცევადი იყოს, სიყრუე
გულისრევა
ქავილი, გამონაყარი
იშვიათი:
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება
დაბუჟება
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
თვლემა
გონების არევა, თავში ზეწოლის შეგრძნება
მიოპიის პროგრესირება, მხედველობის შემღვრევა
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) და თანმხლები მხედველობის დარღვევები
ყურებში ხმაური
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
ღებინება, დიარეა
სისტემური წითელი მგლიურას სახელით წოდებული დაავადების (იმუნური სისტემის ბრძოლა საკუთარი სხეულის ქსოვილების მიმართ) გამწვავება
ფეხების კუნთების კრუნჩხვები, ძალის შემცირება
ქრონიკული ართრიტი (სახსრების ანთება)
თირკმლების ანთება
ცხელება
ძალიან იშვიათი:
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), აპლაზიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება), ანემია (ჰემოლიზური ანემია)
მწვავე პანკრეატიტი ნიშნები: მუცლის ძლიერი ტკივლი და ზურგის ტკივილი
ღვიძლში ნაღვლის დინების შენელება დ ან შეჩერება, რომელიც გარკვეულ მიზეზებთან არის დაკავშირებული და ან ღვძლის ფერმენტების მომატება
სანაღვლე გზების დახშობასთან დაკავშირებული სიყვითლე, ღვიძლში მიმოქცევის უკმარისობა
უცნობი:
სისხლში კალიუმის, მაგნიუმის დონის შემცირება, შარდოვანას მომატება, მეტაბოლური ალკალოზის გამო პირის სიმშრალე, სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, გულყრები, კუნთოვანი სისუსტე და ან კრუნჩხვები, სისხლის დაბალი არტერიული წნევა, აჩქარებული და ან არარეგულარული გულისცემა
ხანგრძლივი გამოყენებისას ფსევდო-ბარტერის სინდრომი (ღებინება, შარდვის გაძნელება და ცნობირების დარღვევა)
შარდში ნატრიუმის, ქლორის და შარდოვანას მომატება, შარდვის გაძნელება (ვერ მოშადვა)
ნაადრევად შობილ ახალშობილებში, ხშირად შეუქცევადი, თირკმლების დაზიანების განმაპირობებელი თირკმლებში კალციუმის მარილების დაგროვება და/ და ან თირკმლის კენჭების წარმოქმნა
ნაადრევად შობილ ახალშობილებში პრეპარატის სიცოცხლის პირველ კვირაში გამოყენების შემთხვევაში, სისხლძარღვის დააავადების- გულიდან გამომავალ ორ დიდ არტერიას შორის ხვრელის არსებობისას--ე.წ. ღია არტერიული სადინარის არსებობის დროს, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განხორციელებისას არსებობს სადინარის ღია დარჩენის რისკის მომატება დაბადების შემდეგ.
თავბრუსსხვევა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილლი
სისხლის თრომბის განვითარებასთან დაკავშირებული სისხლძარღვის დახშობა (თრობოზი, განსაკუთრებთ ხანდაზმულ ავადმყოფებში)
ხშირად კალიუმის სერიოზულ დეფიციტთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კუნთების მძიმე დაავადების (რაბდომილიზის) შემთხვევები (იხილეთ ნაწილი: ,,,თურქთიფსან ფუროსემიდი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’.
ინექციის ადგილას ტკივილი
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- თურქთიფსან ფუროსემიდი შენახვა
თურქთიფსან ფუროსემიდი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გაზავებული ხსნარი უმოკლეს დროში გამოყენებული უნდა იქნას. განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ნაწილი გადააგდეთ.
თუ, პროდუქტზე და/ და ან შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, თურქთიფსან ფუროსემიდი არ გამოიყენოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თურქთიფსან ფუროსემიდი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, თ.რ. გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ
აქიურთ/ანკარა
ტელ: 0 312 8441508
ელ. ფოსტა: [email protected]
წარმოების ადგილი: ს.ს. თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ
აქიურთ/ანკარა
ტელ: 0 312 8441508
ელ. ფოსტა: [email protected]
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.01.2024-ში დამოწმებულია.
სს თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ.
ბუღდუზის დასახლ. გუბერნატორ ალი გალიფის ქ. N:28. აქიურთი/ანკარა
იაჰია გალიფის საგადასახადო:271 041 6809
ბეჭედი: უმით ქარაოღლუ გენერალური მენეჯერის მოადგილე
ბეჭედი დასმულია, ხელმოწერილია
RU.SOP.18/F288 REV05
ჭარბი დოზა
მწოლიარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომისას წნევის დაცემა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის, ნატრიუმის და ქლორის დონის დაცემა) და სისხლში მჟავიანობის დონის მომატება (ალკალოზი).
სითხის უფრო სერიოზული დაკარგვის დროს შეძლება განვითარდეს სითხის დეფიციტსა და სისხლის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებული მიმოქცევის დარღვევა, შოკი, თრომბოზი (სისხლის კოლტი), ეს კი სისხლის კონცენტრაციის მომატებას (ჰემოკონცენტრაცია) გამოიწვევს.
სითხის და ელექტროლიტების სწრაფი დაკარგვისას შეიძლება გამოვლინეს ცნობიერების დაბინდვა (კონფუზია).
თუ, თურქთიფსან ფუროსემიდის მიღება დაგავიწყდებათ:
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულის გახსნა-გამოყენება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ხდება, შესაბამისად მსგავსი მდგომარეობის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომები იქნება მიღებული.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე შეაჩერებთ, არტერიული წნევა შეიძლება კვლავ მოიმატებს და ან სხეულში სითხის ჭარბი შეკავება განვითარდეს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე თურქთიფსან ფუროსემიდის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თურქთიფსან ფუროსემიდის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
სისხლის მიმოქევის სისტემაში მოხვედრილი შოკის გამომწვევი სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი). ანაფილაქსიური შოკის პირველი სიმპტომებია: სიწითლე, ურტიკარია, გამონაყარის მსგავსი კანის რეაქციები, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება და ყლაპვის გაძნელება, კანის რუხ-მოლურჯო ფერად შეფერვა.
კანის უეცარი გაწითლება და ალაგ-ლაგ პატარა პუსტულების გაჩენა (თეთრი/ყვითელი ჩირქოვანი სითხით სავსე პატარა ბუშტუკები) (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზი(AGEP))
ეოზინოფილია და სისტემური ნიშნებით გამოვლენილი წამლისმიერი რეაქცია (DRESS). (DRESS) უპირველესად გრიპის მსგავსი ნიშნებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ კი მაღალი ტემპერატურით ვლინდება, თან ახლავს გავრცელებული გამონაყარი, სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და სისხლის თეთრი უჯრდების ერთერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება.
ქავილი, ურიტკარია, სხვა გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკები, ხლებზე, სახესა და ფეხებზე მაქმანის მსგავსი სიწითლე, რომელიც თავისით გადადის, აღნიშნული არის მომატებული მგრძნობელობის რეაქცია.
ძირითადად ხელებსა და ფეხებზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა-ბულების ფორმაციით მიმდინარე კანის დაავადება.
ბალთა-ბალთა გამონაყარის ფორმაციით მიმდინარე ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც კანის დაავადების ერთ-ერთი სახეობაა (ექსფოლიაციური დერმატიტი).
ნემსის თავის ფორმის წითელი ჩალურჯებები (პურპურა), სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება.
უეცრად განვითარებული მომატებული მგრძნობელობის რეაქცია.
კანსა და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შესივება და სიწითლით მიმდინარე ანთება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი).
კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით მიმდინარე კანის სერიოზული დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი).
სისხლის კოლტების წარმოქმნა (ფეხების ტკივილი, შესივება და ან მგრძნობელობის მომატება).
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თურქთიფსან ფუროსემიდის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
დაფიქსირებული სხვა გვერდითი ფექტები ქვემოთაა ჩამოთვლილი. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გართულდება და ან მოცემული წამლის ინსტურქციაში არ აღწერილი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
თურქთიფსან ფუროსემიდი 20 მგ/2მლ საინექციო და საინფუზიო ხსნარი
განკუთვნილია ინტრავენური და ან ინტრამუსკულარული (ვენაში/კუნთებში) გამოყენებისთვის
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ამპულა (2 მლ) 20 მგ ფუროსემიდს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება თურქთიფსან ფუროსემიდი?
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება თურქთიფსან ფუროსემიდი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
თურქთიფსან ფუროსემიდის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება თურქთიფსან ფუროსემიდი?
თურქთიფსან ფუროსემიდი, ეს არის პრეპარატი, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით 20 მგ ფუროსემიდს შეიცავს და განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულარული (ვენაში/კუნთებში) გამოყენებისთვის, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 2მლ-ინი ამპულის ფორმით, შეფუთვაში მოთავსებულია 5 ამპულა.
თურქთიფსან ფუროსემიდი, შარდმდენი (დიურეტიკული) მოქმედების სახელით წოდებულ წამლის ჯგუფში შედის. დიურეტიკები, თირკმლებიდან შარდის გამოყოფის სიჩქარეს ზრდის და ამავე დროს სითხის და მარილების დაკარგვას იწვევს.
პრეპარატი გამოიყენება სხეულში არსებული ჭარბი სითხის გამოდევნის მიზნით და ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. თურქთიფსან ფუროსემიდი ძლიერი შარდმდენია.
ექიმი, თურქთიფსან ფუროსემიდს ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან ერთის და ან რამდენიმეს არსებობის გამო გამოგიწერთ:
მიმდინარე გულის უკმარისობასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება, ღვიძლის გადიდებით გამოვლენილ დაავადებებთან დაკავშირებული სითხის გამოყოფის გაძნელების და შესაბამისად სხეულში სითხის ჭარბი შეკავების დროს,
მიმდინარე თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული სითხის გამოყოფის გაძნელება და შესაბამისად სხეულში სითხის ჭარბი შეკავების დროს,
ორსულობასა და დამწვრობასთან დაკავშირებული თირკმლის მწვავე უკმარისობის გაგრძელებისას,
თირკმლების მხრივ გამოვლენილ ნიშნებსა და სიმპტომებთან დაკავშირებული მდგომარეობა, როცა სხეულიდან სითხის გამოყოფა ვერ ხდება (თუ შარდმდენებით მკურნალობას საჭიროებს),
ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული სითხის გამოყოფის გაძნელების და შესაბამისად სხეულში სითხის ჭარბი შეკავების დროს (თუ საჭიროა ალდოსტერონის ანტაგონისტებით მკურნალობით მხარდაჭერა)
მაღალი არტერიული წნევის დროს
მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული კრიზის დროს (სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად დამატებით)
მდგომარეობები, როცა სხეულს სითხის გამოყოფა უჭირს (მაგალითად ინტოქსიკაციის დროს) მხარდაჭერის სახით
- თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თურქთიფსან ფუროსემიდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, წამლის მოქმდი ნივთიერების-ფუროსემიდის და ან წამლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ,
თუ, სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულ სულფანილშარდოვანას ჯგუფის წამლების მიმართ ალერგია გაქვთ,
თუ, სითხის ჭარბი რაოდენობა დაკარგეთ (ღებინება, დიარე და ან ჭარბი ოფლიანობა),
თუ, სხეულის სითხეების (სისხლის ჩათვლით) მოცულობის მკვეთრად შემცირების გამომწვევი დარღვევა გაქვთ,
თუ, სხეულში შარდის წარმოების დარღვევის გამომწვევი თირკმლების უკმარისობა გაქვთ და არსებული მდგომარეობა თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებაზე პასუხს არ იძლევა,
თუ, თირკმლებსა და ღვიძლზე ინტოქსიკაციური ეფექტის მქონე წამლებთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა გაქვთ,
თუ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის შედეგად განვითარებულ ღვიძლისმიერ კომასთან დაკავშირებული თირკმლების უკმარისობა გაქვთ,
თუ, სისხლში კალიუმის დონე მკვეთრად დაცემულია,
თუ, სისხლში ნატრიუმის დონე მკვეთრად დაცემულია,
თუ, ღვიძლის მძიმე დაავადების შედეგად განვითარებულ თავის ტვინის დარღვევებთან დაკავშირებული, კომის მსგავსი მდგომარეობა გამოვლინდება,
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ
თურქთიფსან ფუროსემიდი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, შარდის გამოყოფის ნაწილობრივ დამხშობი, შარდის დაცლის დარღვევა, პროსტატის ჯირკკვლის გადიდება, საშარდზე გზების შევიწროების მსგავსი დარღვევები გაქვთ (თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობისას, განსაკუთრებით საწყისი სტადიის დროს, ექიმს ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით, რათა შარდის გამოყოფის არსებობაში დარწმუნდეს).
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს, ექიმი თქვენზე რეგულარულ და ახლო დაკვირვებას მოითხოვს:
დაბალი არტერიული წნევა
დაავადებები, რომელიც იწვევს არტერიული წნევის დაცემას: გულის სისხლძრღვების და ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება და ან დახშობა
შაქრიანი დიაბეტი სიმპტომებით და სიმპტომების გარეშე (ამ დროს სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა გადამოწმდეს)
პოდაგრა და ან ჰიპერურიკემია (სისხლში შარდმჟავას დონის მომატება) (ამ დროს სისხლში შარდმჟავას დონე რეგულარულად უნდა გადამოწმდეს)
თუ, შარდვის გაძნელება გაქვთ (მაგ.პროსტატის ჯირკვლის გადიდებასთან, თირკმლებში დახშობასა და ან შარდის ბუშტისკენ გამავალი არხის (ურეთის) შევიწროებასთან დაკავშირებული)
თუ, ღვიძლის მძიმე დაავადებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციების დარღვევა და უკმარისობა გაქვთ (ჰეპატორენალური სინდრომი)
თუ, სისხლში პროტეინების დონის დაცემის გამომწვევი დარღვევა გაქვთ (მაგ. ნეფროზული სინდრომის სახელით წოდებული თირკმლების დაავადება). ამ დროს ექიმი სამკურნალო პრეპარატის დოზას ყურადღებით დაარეგულირებს
თუ, ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში გამოყენებას საჭიროებს (ამ დროს თირკმლებში კენჭის და ან ნალექის წარმოქმნის რისკის საწინააღმდეგოდ ექიმი თირკმლის ფუნქციებს ახლოდან გააკონტროლებს და ულტრაბგერით კვლევებსაც მოითხოვს)
ლითიუმის მარილებთან (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად ერთდროული გამოყენებისას (ამ დროს საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის რეგულარული გადამოწმება)
მწვავე პორფირიის (სისხლის პიგმენტებთან დაკავშირებული, იშვიათად გამოვლენილი მემკვიდრეობითი დაავადება) დროს. შარდმდენების გამოყენება მწვავე პორფირიის დროს შეიძლება საიმედო არ იყოს, ექიმი თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განმავლობაში, ახლო დაკვირვებას აწარმოებს.
ნაადრევად შობილ ახალშობილებში ცხოვრების პირველ კვირაში სუნთქვის გაძნელების პრობლემების (სუნთქვის გაძნელების სინდრომი) არსებობისას და ამავდროულად სისხლძარღვის დააავადების- გულიდან გამომავალ ორ დიდ არტერიას შორის ხვრელის არსებობისას--ე.წ. ღია არტერიული სადინარის დროს თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განხორციელებისას არსებობს სადინარის ღია დარჩენის რისკის მომატება დაბადების შემდეგ.
თუ, ხანდაზმული ხართ და არტერიული წნევის დამწევ სხვა წამალს ღებულობთ, ამავდროულად დაბალი არტერიული წნევის გამომწვევი სხვა პრობლემაც გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განმავლობაში, დაბალი არტერიული წნევის წინააღმდეგ ექიმი რეგულარულად მდგომარეობას გადაამოწმებს.
თუ, შარდვის გაძნელება გაქვთ (მაგ. პროსტატის ჯირკვლის გადიდება), ექიმი თურქთიფსან ფუროსემიდს მხოლოდ ნორმალური შარდვის უზრუნველყოფის პირობებში დაგინიშნავთ, რადგანაც შარდის უეცარმა დინებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის ზედმეტად გადავსება და ამასთან ერთად შარდვის გაძნელებაც (შარდის შეკავება).
თურქთიფსან ფუროსემიდი იწვევს ნატრიუმის და ქლორის გამოყოფის, შესაბამისად წყლის გამოყოფის მომატებას. ამავე დროს სხვა ელექტროლიტების (განსაკუთრებით: კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის) გამოყოფის მომატებასაც. თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის დროს ხდება წყლისა და ელექტროლიტების ჭარბი გამოდევნა და შესაბამისად ხშირად ვლინდება წყლის და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, ამიტომ რეგულარულად საჭიროა სისხლში განსაზღვრული ნივთიერებების რაოდენობის კონტროლი.
თურქთიფსან ფუროსემიდით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის ზოგიერთი ანალიზის გადამოწმება, განსაკუთრებით კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, ბიკარბონატები, კრეატინინი, შარდოვანა და შარდმჟავა, ასევე სისხლში შაქრის დონეც.
თუ, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მხრივ მაღალი რისკის ქვეშ ხართ და ან აღინიშნება ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და შესაბამისად სითხის დაკარგვა, საჭიროა მდგომარეობის კონტროლი ზეყურადღებით, უნდა მოხდეს სისხლის მიმოქცევის მოცულობის შეცირების, სხეულის მიერ სითხის დანაკარგის, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის კორექცია. ასეთი მდგომარეობების დროს, ექიმმა თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობა შეიძლება დროებით შეაჩეროს.
ელექტროლიტების ბალანსის დარღვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე სხვა თანმხლები დაავადებები (მაგ. ღვიძლის ციროზი, გულის უკმარისობა), ერთდროულად სხვა მკურნალობის განხორციელება და მიღებული საკვები.
შარდის გამოყოფის მომატებასთან დაკავშირებით წონის დაკლება გამოყოფილი შარდის რაოდენობის მიუხედავად დღეში 1 კგ არ უნდა აღემატებოდეს.
თუ, ნეფროზული სინდრომი გაქვთ (თირკმლების დაავადება), გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი მაღალია, ამიტომ ექიმი მისაღები დოზის რეგულირებას ყურადღებით მოახდენს.
გამოყენებისთვის მზა ხსნარის მჟავიანობის ხარისხი მსუბუქად ტუტე და ნეიტრალურს შორისაა (PH მაჩვენებელი <7 არ არის). ამიტომ მჟავა ხსნარები (გამხსნელები) თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც თურქთიფსან ფუროსემიდის მოქმედი ნივთიერება შეიძლება დაიშალოს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების სახელით წოდებულმა ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო წამლებმა თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შეამციროს. ამ წამლების თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებამ ნეფროტოქსიურობის (თირკმლებზე მავნე ზემოქმედება) რისკი შეიძლება გაზარდოს.
სორბიტოლის (შაქრიანი დიაბეტის დავადებულების მიერ გამოყენებული დამატკბობელი) და თურქთიფსან ფუროსემიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დეჰიდრატაციის (სხეულის გაუწყლოვნება) მდგომარეობა გაზარდოს. სორბიტოლი, დიარეის გამოწვევით სითხის უფრო მეტი რაოდენობით დაკარგვას გამოიწვევს.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებისას დაფიქსირებულია ფოტო-სენსიტიურობის რეაქცია (სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება). თუ, მკურნალობის პერიოდში სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქცია გამოვლინდება, ექიმმა მკურნალობა შეიძლება შეაჩეროს. თუ, მკურნალობის განახლება იქნება საჭირო, ექიმი მზის სხივებისა და ან ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით შეიძლება დამცავი ტანისამოსის ტარების რეკომენდაციას მოგცემთ.
რისპერიდონთან (ზოგიერთი ფსიქიატრიული დაავადების და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად გამოყენება:
დეპრესიის მქონე ავადმყოფებში რისპერიდონთან ერთად თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება შეიძლება სიკვდილის მსგავსი სერიოზული გვერდითი ეფექტებით დასრულდეს. შესაბამისად, თქვენმა ექიმმა რისპერიდონთან ერთად თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენების საჭიროებისას, უნდა განახორციელოს საჭირო საკონტროლო ღონისძიებები და ერთად გამოყენების უზრუნველყოფით მიღებული სარგებელის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს მავნე ზემოქმედებას, ამ ყველაფერს კი განსაზღვრავს მკურნალობის ფორმა.
სისტემური წითელი მგლურას სახელით წოდებული დავადების დროს, რაც ხასიათდება საკუთარი იმუნური სისტემის მიერ საკუთარ სხეულზე თავდასხმით, მოსალოდნელია დაავადების გამწვავება.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებამ, დოპინგ ტესტების ჩატარებისას შეიძლება პოზიტიური შედეგი დადოს.
გარდა ამისა, თურქთიფსან ფუროსემიდის და დოპინგ ნივთიერების ერთად გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში იყოს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულა ვენაში და ან კუნთებში უნდა იქნას შეყვანილი (ინექციის გზით). ამიტომ საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თურქთიფსან ფუროსემიდის მოქმედი ნივთიერება-ფუროსემიდი პლაცენტაში გადადის, ამიტომ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ორსულობის დროს თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს. აღნიშნული მიზეზების გამო, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის არსებობის შეფასება-დადასტურება.
შარდმდენი წამლები, თურქთიფსან ფუროსემიდის ჩათვლით ორსულობის დროს მაღალი არტერიული წნევის და სითხის შეკავების პრობლემების რუტინული მკურნალობისას არ გამოიყენება, რადგანაც ნაყოფის საშვილოსნოს შიგა განვითარებაზე შეძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ორსულობის დროს გამოვლენილი გულის უკმარისობის და ან თირკმლის უკმარისობის გამო საჭიროა თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება, ექიმი თქვენს მდგომარეობას და ბავშვის განვითარებას ახლოდან დააკვირდება და მკურნალობას შეიძლება გააგრძელებს.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
ფუროსემიდი, დედის რძეში გადადის, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს. თუ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის საჭიროება გამოვლინდება, დედის რძეში გადასული ფუროსემიდის მავნე ზემოქმდებისგან ბავშვის დაცვის მიზნით ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თურქთიფსან ფუროსემიდის სწორი ფორმით გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატებისას და ან სხვა წამალზე გადასვლის შემთხვევაში და ან წამალთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ვლინდება.
შესაბამისად, ავტომობილის და მექანიზმების მართვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თურქთიფსან ფუროსემიდის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ამპულა <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული შემდეგ წამლებთან:
დამამშვიდებელი და ან საძილე საშუალება- ქლორალ ჰიდრატი. ძალიან იშვიათ
შემთხვევებში თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენებიდან 24 საათში ქლორად ჰიდრატის მიღება სიცხის მომატებას, ოფლიანობას, მოუსვენრობას, გულისრევის შეგრძნებას და სისხლის არტერიული წნევის და გულის რითმის მომატებას (ტაქიკარდიას) იწვევს. შესაბამისად, თურქთიფსან ფუროსემიდის და ქლორალ ჰიდრატის ერთდ გამოყენებას უნდა მოერდოთ.
ამინოგლიკოზიდების (მაგალითად, კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი)
და სმენაზე მავნე ზემოქმედების მქონე სხვა წამლების (ოტოტოქსიური წამლები) თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. სმენის დაქვეითება შეიძლება შეუქცევადი იყოს. შესაბამისად, თურქთიფსან ფუროსემიდის ამ წამლებთან ერთად გამოყენებას მოერიდეთ.
პრეპარატები, როემლთა ერთად გამოყენებისას საჭიროა პროფილაქტიკური ღინისძიებების ჩატარება:
ცისპლატინის (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება) თურქთიფსან
ფუროსემიდთან ერთად გამოყენებამ შეიძლება სმენის დაქვეითება გამოწვიოს. გარდა ამისა, შეიძლება თირკმლებზე ცისპლატინის მავნე ზემოქმდება (ნეფროტოქსიურიბა) გაზარდოს, ამიტომ ცისპლატინის თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
ლითიუმის პრეპარატები (ფსიქიატრიული დაავადებების საკურნალოდ
გამოიყენება). ლითიუმის თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებამ ლითიუმის გულზე მავნე (კარდიოტოქსიურობა) ზემოქმედების ეფექტი და ნერვებზე მავნე ზემოქმედების ეფექტი (ნეიროტოქსიურობა) შეიძლება გაზარდოს. ავადმყოფები, რომლებიც ამ ორ პრეპარატს ერთად ღებულობენ, საჭიროა სისხლში ლითიუმის დონის ხშირი კონტროლი.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები,
შარდმდენები და ან წნევის დამქვეითებელი სხვა წამლები. თუ, ეს წამლები თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად იქნება გამოყენებული, არტერიული წნევა შეიძლება მკვეთრად დაეცეს. განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების და ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად პირველი გამოყენებისას და ან ამ წამლების უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას, ამ დროს წნევა შეიძლება ისე დაეცეს, რომ შოკური მდგომარეობა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა (იშვიათ შემთხვევებში თირკმლების მწვავე უკმარისობა) შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, ამ დროს თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობა შეძლებისდაგვარად დროებით უნდა შეჩერდეს და ან აგფ ინჰიბიტორებით და ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყებამდე და ან დოზის მომატებამდე თურქთიფსან ფუროსემიდის დოზა 3 დღის განმავლობაში უნდა შემცირდეს.
რისპერიდონი (ფსიქიატრიული დაავადებების და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება).
პრეპარატები, რომელთა ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებმა ასპირინის ჩათვლით
(ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო წამლები) თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შეამციროს. თუ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობა სისხლის მიმოქცევაში არსებული სითხის მოცულობას შეამცირებს და ან სხეულის სითხეების დეფიციტს გამოიწვევს, ამ წამლების ერთად გამოყენება შეიძლება თირკმლის მწვავე უკმარსობის მიზეზი გახდეს.
ფენიტოინი (ეპილფსიის სამკურნალოდ გამოიყენება). ამ წამალმა შეიძლება
თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეამციროს.
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო და ზოგიერთი სხვა
მდგომარეობის დროს გამოყენებული კორტიზოლის შემცველი წამლები), კარბენოქსოლინი (პირის ღრუში იარების (დაზიანებების) სამკურნალოდ გამოიყენება), საფაღარათოები (ყაბზობის თავიდან აცილების და სამკურნალოდ გამოიყენება), ძირტკბილას ფეხვები (კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ გამოოყენება) კალიუმის გამოყოფის მომატებით კალიუმის დეფიციტს იწვევს.
დიგიტალისის პრეპარატები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება)
პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან
ფუროსემიდმა შეიძლება ამ წამლის თირკმლების გზით გამოყოფა შეამციროს, შესაბამისად, მაღალი დოზებით მკურნალობისას სისხლში ამ წამლის დონე მოიმატებს და ამ დროს გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკიც მატულობს.
მეტოტრექსატი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან
ფუროსემიდმა შეიძლება ამ წამლის თირკმლების გზით გამოყოფა შეამციროს, შესაბამისად მაღალი დოზებით მკურალობისას, სისხლში ამ წამლის დონე მოიმატებს და გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკის მომატებას გამოიწვევს.
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულმა წამლებმა შეიძლება
თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეამციროს.
სისხლის არტერიული წნევის მომატების გამომწვევი სიმპატომიმეტიკური
წამლები (ადრენალინის მსგავსი წამლები, მაგალითად ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი), თურქთიფსან ფუროსემიდმა ამ წამლების ეფექტი შეიძლება შეამციროს.
კურარეს ტიპის კუნთების მომადუნებელი საშუალებები. თურქთიფსან
ფუროსემიდმა ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაზარდოს.
თეოფილინი (სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების
სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან ფუროსემიდმა ამ წამლის ეფექტი შეიძლება გაზარდოს.
თირკმლებზე მავნე ზემოქმედების მქონე წამლები (ნეფროტოქსიკური
წამლები). (მაგალითად ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, პოლიმიქსინების მსგავსი ანტიბიოტიკები). თურქთიფსან ფუროსემიდმა ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაზარდოს. თურქთიფსან ფუროსემიდის და ზოგიერთი ცეფალოსპორინის ერთდროულმა და მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება თირკმლის ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს.
ციკლოსპორინ A (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოიყენება).თურქთიფსან
ფუროსემიდი, სისხლში არსებული შადმჟავას დონის მომატებას, ციკლოსპორინი კი შარდმჟავას, შარდოვანას გამოყოფის დარღვევას იწვევს, შედეგად კი პოდაგრასთან დაკავშირებული ართრიტის რისკი შეიძლება მოიმატოს.
თირკმლის უკმარისობის მხრივ მაღალი რისკის მქონე ავადმყოფებში
რენტგენოლოგიურ კვლევისას ორგანოების გამოსახულების მომატების მიზნით გამოყენებული კონტრასტული ნივთიერებები. კონტრასტული ნივთიერებით კვლევის ჩატარების შემდეგ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადყოფებში ხშირად ვლინდება თირკმლის ფუნქციების დარღვევა, განსაკუთრებით მათთან, რომელთაც ხშირად უწევთ სითხის ინტრავენური ინფუზიები.
თურქთიფსან ფუროსემიდის მაღალი დოზებით მკურნალობის პარალელურად
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (მაგ.ლევოთიროქსინის) მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირვლის ჰორმონების დონეზე. ამიტომ, თუ თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ღებულობთ, ექიმმა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე რეგულარულად უნდა გადაამოწმოს.
გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება). თუ,
თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის დროს კალიუმის და ან მაგნიუმის დეფიციტი გამოვლინდება, ამ წამლების მიმართ გულის კუნთის მგრძნობელობა შეიძლება მოიმატებს. ელექტროლიტური დისბალანსის მქონე ავამყოფებში და თურქთიფსან ფუროსემიდის განსაზღვრული ეკგ ცვლილებების (QT ინტრვალის გახანგრძლივება) გამომწვევ წამლებთან (მაგ. ტერფენადინი, ანტიალერგიული წამლები და გულის რითმის დარვევების სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამალის (I და III კლასის ანტიარითმული წამლები) ერთად გამოყენებისას, გულის რითმის დარღვევის (torsades de pointes ჩათვლით პარკუჭოვანი არითმია) რისკი უფრო მაღალია.
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება) და ან
ამინოგლუტეტიმიდი (კუშინგის სინდრომის სახელით წოდებული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება). თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენებისას ჰიპონატრემიის (სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა) რისკი მატულობს.
თიაზიდები (შარდმდენების ჯგუფში შედის). თურქთიფსან ფუროსემიდთან
ერთად გამოყენებისას შარდმდენი ეფექტი და შარდის გამოყოფა შეიძლება მოიმატოს.
მეტფორმინი (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება). ამ წამალმა
თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი შეიძლება შეამციროს.
ფიბრის მჟავის წარმოებულები (სისხლში ცხიმის დაქვეითების სამკურნალოდ
გამოყენებული წამლები, მაგალითად, ქლორფიბრატი და ფენოფიბრატი). განსაკუთრებით ჰიპოალბუმინებიის დროს (სისხლში ალბუმინის დონის დაცემა) თურქთიფსან ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, ორივე წამლის დონე სისხლში შეიძლება მოიმატოს, ამიტომ საჭიროა სისხლში ამ წამლების დონის რეგულარული კონტროლი.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება თურქთიფსან ფუროსემიდი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
თქვენი ექიმი, დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და ინექციას და ან ინფუზიას განახორციელებს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულის ფორმა გამოიყენება მაშინ, როცა ორალური გზით წამლის მიღება შეუძლებელია და ან ეფექტური არ არის (მაგ. ნაწლაებიდან შეწოვის დარღვევისას), თუ, სწრაფი ეფექტის მიღებაა საჭირო, პრეპარატი ვენაში კეთდება. თუ, წამლით ინტრავენური მკურნალობა მიმდინარეობს, რეკომენდირებულია უმოკლეს დროში ორალურ (პირის გზით) მკურნალობაზე გადასვლა.
თურქთიფსან ფუროსემიდის გამოყენება შესაძლებელია განზავებული სახითაც. გამხსნელის სახით შესაძლებელია ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება.
ამპულის გახსნა
ამპულა დაიჭირეთ ისე, რომ წერტილის ნიშნული ზემოთ იყოს მიმართული
თუ ამპულის მწვერავლში ხსნარია, ქვემოთ გადმოღვრისთვის მსუბუქად დაარტყით და ან ამპულა შეარხიეთ.
ამპულის თავის ნაწილი ისრის მიმართულებით ქვემოთ მოქაჩეთ
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებსა და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში, გამონაკლისი მდგომარეობების გარდა (მაგალითად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები) თურქთიფსან ფუროსემიდი არ უნდა იქნას გამოყენებული. საშუალო დღიურ დოზას წარმოადგენს 0.5 მგ ფუროსემიდი /კგ სხეულის წონის შესაბამისად. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია 1მგ ფუროსემიდი/კგ სხეულის წონის შესაბამისად ინტრავენური გამოყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებსა და დარღვეული ზოგადი მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში, ექიმი თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გათვალისწინებით დოზების რეგულირებას მოახდენს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
ღვიძლის/ თირკმლის უკმარისობა:
თქვენი ექიმი, დაავადების და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის გათვალისწინებით წამლის დოზის რეგულირებას მოახდენს.
სხვა:
თუ, გულის უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია გაქვთ, თქვენი ექიმი ამ მდგომარეობის გათვალისწინებით წამლის დოზას სიფრთილით განსაზღვრავს.
თუ, ფიქრობთ, რომ თურქთიფსან ფუროსემიდის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, თურქთიფსან ფუროსემიდის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულის გახსნა- გამოყენება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ხდება, შესაბამისად მსგავსი მდგომარეობის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომები იქნება მიღებული. თუ, ასეთი მდგომარეობა მაინც განვითარდება, შესაბამისი მკურნალობა განხორციელდება.
დოზის გადაჭარბების ნიშნები დამოკიდებულია სითხის და მარილების (ელექტროლიტების ) დაკარგვის სიმძიმეზე.
ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს: მწოლიარე პოზიციიდან ფეხზე წამოდგომისას წნევის დაცემა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის, ნატრიუმის და ქლორის დონის დაცემა) და სისხლში მჟავიანობის დონის მომატება (ალკალოზი).
სითხის უფრო სერიოზული დაკარგვის დროს შეძლება განვითარდეს სითხის დეფიციტსა და სისხლის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებული მიმოქცევის დარღვევა, შოკი, თრომბოზი (სისხლის კოლტი), ეს კი სისხლის კონცენტრაციის მომატებას (ჰემოკონცენტრაცია) გამოიწვევს.
სითხის და ელექტროლიტების სწრაფი დაკარგვისას შეიძლება გამოვლინეს ცნობიერების დაბინდვა (კონფუზია).
თუ, თურქთიფსან ფუროსემიდის მიღება დაგავიწყდებათ:
თურქთიფსან ფუროსემიდის ამპულის გახსნა-გამოყენება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ხდება, შესაბამისად მსგავსი მდგომარეობის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომები იქნება მიღებული.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე შეაჩერებთ, არტერიული წნევა შეიძლება კვლავ მოიმატებს და ან სხეულში სითხის ჭარბი შეკავება განვითარდეს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე თურქთიფსან ფუროსემიდის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თურქთიფსან ფუროსემიდის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
სისხლის მიმოქევის სისტემაში მოხვედრილი შოკის გამომწვევი სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი). ანაფილაქსიური შოკის პირველი სიმპტომებია: სიწითლე, ურტიკარია, გამონაყარის მსგავსი კანის რეაქციები, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება და ყლაპვის გაძნელება, კანის რუხ-მოლურჯო ფერად შეფერვა.
კანის უეცარი გაწითლება და ალაგ-ლაგ პატარა პუსტულების გაჩენა (თეთრი/ყვითელი ჩირქოვანი სითხით სავსე პატარა ბუშტუკები) (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემოზური პუსტულოზი(AGEP))
ეოზინოფილია და სისტემური ნიშნებით გამოვლენილი წამლისმიერი რეაქცია (DRESS). (DRESS) უპირველესად გრიპის მსგავსი ნიშნებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ კი მაღალი ტემპერატურით ვლინდება, თან ახლავს გავრცელებული გამონაყარი, სისხლის ანალიზით ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და სისხლის თეთრი უჯრდების ერთერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება.
ქავილი, ურიტკარია, სხვა გამონაყარი, სითხით სავსე ბუშტუკები, ხლებზე, სახესა და ფეხებზე მაქმანის მსგავსი სიწითლე, რომელიც თავისით გადადის, აღნიშნული არის მომატებული მგრძნობელობის რეაქცია.
ძირითადად ხელებსა და ფეხებზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენა-ბულების ფორმაციით მიმდინარე კანის დაავადება.
ბალთა-ბალთა გამონაყარის ფორმაციით მიმდინარე ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც კანის დაავადების ერთ-ერთი სახეობაა (ექსფოლიაციური დერმატიტი).
ნემსის თავის ფორმის წითელი ჩალურჯებები (პურპურა), სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება.
უეცრად განვითარებული მომატებული მგრძნობელობის რეაქცია.
კანსა და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შესივება და სიწითლით მიმდინარე ანთება (სტევენს-ჯონსონის სინდრომი).
კანზე სითხით სავსე ბუშტუკების გაჩენით მიმდინარე კანის სერიოზული დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი).
სისხლის კოლტების წარმოქმნა (ფეხების ტკივილი, შესივება და ან მგრძნობელობის მომატება).
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ზემოთ აღნიშნულთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თურქთიფსან ფუროსემიდის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
დაფიქსირებული სხვა გვერდითი ფექტები ქვემოთაა ჩამოთვლილი. თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გართულდება და ან მოცემული წამლის ინსტურქციაში არ აღწერილი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული:
სისხლში ქიმიური ნაერთების კონცენტრაციის ცვლილება (ელექტროლიტური დარღვევები)
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), განსაკუთრებით ხანდაზმულებში, სხეულის მიერ სითხის დაკარგვა(დეჰიდრატაცია)
სისხლში კრეატინინის და ტრიგლიცერიდების (სისხლის ცხიმების) რაოდენობის მომატება
სისხლის არტერიული წნევის დაცემა (ჯდომის და ან მწოლიარე მდგომარეობიდან ფეხზე წამოდგომისას წნევის დაცემა)
გავრცელებული:
ჰემოკონცენტრაცია (სისხლში სითხის შემცირებასთან დაკავშირებული სისხლის კონცენტრაციის მომატება)
სისხლში ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის მაჩვენებლების დაცემა, სისხლში ქოლესტერინის და შარდმჟავას მაჩვენებლების მომატება
პოდაგრის შეტევები (სახსრებში ანთების და ტკივილის გამომწვევი, შარდმჟავას მომატებით გამოვლენილი დაავადება)
ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებული თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა)
შარდის რაოდენობის მომატება
ნაკლებად გავრცელებული:
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჩეულო სისხლდენა და ან სისხლჩაქცევები)
შაქრიანი დიაბეტის დროს, გლუკოზისადმი მგრძნობელობის შემცირება და სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ყურადსაღები დარღვევა
სისხლში პროტეინების რაოდენობის ანორმალური დაცემის მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით თირკმლების მძიმე დაზიანების მქონე ავადმყოფებში სმენის დარღვევები, რომელიც ზოგჯერ შეიძლება შეუქცევადი იყოს, სიყრუე
გულისრევა
ქავილი, გამონაყარი
იშვიათი:
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
სისხლში ეოზინოფილების (ალერგიული უჯრედების სახეობა) რაოდენობის მომატება
დაბუჟება
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
თვლემა
გონების არევა, თავში ზეწოლის შეგრძნება
მიოპიის პროგრესირება, მხედველობის შემღვრევა
სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია) და თანმხლები მხედველობის დარღვევები
ყურებში ხმაური
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
ღებინება, დიარეა
სისტემური წითელი მგლიურას სახელით წოდებული დაავადების (იმუნური სისტემის ბრძოლა საკუთარი სხეულის ქსოვილების მიმართ) გამწვავება
ფეხების კუნთების კრუნჩხვები, ძალის შემცირება
ქრონიკული ართრიტი (სახსრების ანთება)
თირკმლების ანთება
ცხელება
ძალიან იშვიათი:
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), აპლაზიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება), ანემია (ჰემოლიზური ანემია)
მწვავე პანკრეატიტი ნიშნები: მუცლის ძლიერი ტკივლი და ზურგის ტკივილი
ღვიძლში ნაღვლის დინების შენელება დ ან შეჩერება, რომელიც გარკვეულ მიზეზებთან არის დაკავშირებული და ან ღვძლის ფერმენტების მომატება
სანაღვლე გზების დახშობასთან დაკავშირებული სიყვითლე, ღვიძლში მიმოქცევის უკმარისობა
უცნობი:
სისხლში კალიუმის, მაგნიუმის დონის შემცირება, შარდოვანას მომატება, მეტაბოლური ალკალოზის გამო პირის სიმშრალე, სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, გულყრები, კუნთოვანი სისუსტე და ან კრუნჩხვები, სისხლის დაბალი არტერიული წნევა, აჩქარებული და ან არარეგულარული გულისცემა
ხანგრძლივი გამოყენებისას ფსევდო-ბარტერის სინდრომი (ღებინება, შარდვის გაძნელება და ცნობირების დარღვევა)
შარდში ნატრიუმის, ქლორის და შარდოვანას მომატება, შარდვის გაძნელება (ვერ მოშადვა)
ნაადრევად შობილ ახალშობილებში, ხშირად შეუქცევადი, თირკმლების დაზიანების განმაპირობებელი თირკმლებში კალციუმის მარილების დაგროვება და/ და ან თირკმლის კენჭების წარმოქმნა
ნაადრევად შობილ ახალშობილებში პრეპარატის სიცოცხლის პირველ კვირაში გამოყენების შემთხვევაში, სისხლძარღვის დააავადების- გულიდან გამომავალ ორ დიდ არტერიას შორის ხვრელის არსებობისას--ე.წ. ღია არტერიული სადინარის არსებობის დროს, თურქთიფსან ფუროსემიდით მკურნალობის განხორციელებისას არსებობს სადინარის ღია დარჩენის რისკის მომატება დაბადების შემდეგ.
თავბრუსსხვევა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილლი
სისხლის თრომბის განვითარებასთან დაკავშირებული სისხლძარღვის დახშობა (თრობოზი, განსაკუთრებთ ხანდაზმულ ავადმყოფებში)
ხშირად კალიუმის სერიოზულ დეფიციტთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კუნთების მძიმე დაავადების (რაბდომილიზის) შემთხვევები (იხილეთ ნაწილი: ,,,თურქთიფსან ფუროსემიდი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ’’.
ინექციის ადგილას ტკივილი
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- თურქთიფსან ფუროსემიდი შენახვა
თურქთიფსან ფუროსემიდი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გაზავებული ხსნარი უმოკლეს დროში გამოყენებული უნდა იქნას. განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ნაწილი გადააგდეთ.
თუ, პროდუქტზე და/ და ან შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, თურქთიფსან ფუროსემიდი არ გამოიყენოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ თურქთიფსან ფუროსემიდი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, თ.რ. გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ
აქიურთ/ანკარა
ტელ: 0 312 8441508
ელ. ფოსტა: [email protected]
წარმოების ადგილი: ს.ს. თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ
აქიურთ/ანკარა
ტელ: 0 312 8441508
ელ. ფოსტა: [email protected]
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.01.2024-ში დამოწმებულია.
სს თურქთიფსან საღლიქ თურიზმ ეღითიმ ვე თიჯარეთ.
ბუღდუზის დასახლ. გუბერნატორ ალი გალიფის ქ. N:28. აქიურთი/ანკარა
იაჰია გალიფის საგადასახადო:271 041 6809
ბეჭედი: უმით ქარაოღლუ გენერალური მენეჯერის მოადგილე
ბეჭედი დასმულია, ხელმოწერილია
RU.SOP.18/F288 REV05
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.