პორტოცეფი
Portocef
ცეფტრიაქსონი არის ანტიბიოტიკი. ის განეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. ამ ტიპის ანტიბიოტიკები არის პენიცილინის მსგავსი. ცეფტრიაქსონი გამოიყენება ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ და პარენტერალური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში: სეფსისი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- Laboratorios Atral S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036796
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorios Atral S.A. (პორტუგალია)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პორტოცეფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფტრიაქსონი არის ანტიბიოტიკი. ის განეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. ამ ტიპის ანტიბიოტიკები არის პენიცილინის მსგავსი.
ცეფტრიაქსონი გამოიყენება ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ და პარენტერალური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში:
სეფსისი.
ბაქტერიული მენინგიტი.
ძვლების და სახსრების ინფექციები.
პნევმონია.
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.
ცეფტრიაქსონი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და მის შემდეგ ქირურგიულ ზომებთან დაკავშირებული მძიმე ინფექციების გარკვეული რისკის მქონე პაციენტებში. ოპერაციის მეთოდისა და მოსალოდნელი პათოგენების მიხედვით, ცეფტრიაქსონი უნდა იყოს კომბინირებული შესაბამის ანტიმიკრობულ აგენტთან რომელიც უზრუნველყოფს გართულებული პათოგენების დამატებით დაფარვას.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პორტოცეფის შეყვანა ჩვეულებრივ ხდება ექიმის ან ექთნის მიერ:
პრეპარატი ინიშნება ინექციის სახით.
ინექცია კეთდება ღრმა ინექციით დიდ კუნთში.
დოზა, რომელსაც ექიმი მოგცემთ, დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და ინფექციის სიმძიმეზე. ის ასევე დამოკიდებულია თქვენს წონაზე და იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. ექიმი მოგაწვდით ამის შესახებ განმარტებას. ჩვეულებრივი დოზები არის შემდეგი:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლიდან ასაკის ბავშვები 50კგ ან მეტი სხეულის წონით:
1-2 გ დღეში.
2-დან 12 წლამდე ასაკის და < 50 კგ სხეულის მასით ბავშვები:
20 -50 მგ სხეულის მასის ყოველ კგ-ზე 24 საათიანი ინტერვალებით.
მძიმე ინფექციების დროს უნდა დაინიშნოს არაუმეტეს 80 მგ/კგ წონაზე, გარდა მენინგიტისა (იხ. ქვემოთ). 50 კგ და მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებისათვის გამოყენებული უნდა იყოს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა, დღეში ერთხელ (იხ. ზემოთ).
ინფორმაცია სპეციალური დოზის შესახებ:
მენინგიტის ინფექციისას (მენინგიტი) თავდაპირველად ინიშნება 100 მგ/კგ დღეში ერთხელ (მაგრამ არა უმეტეს 2 გ დღეში).
ოპერაციის წინ გამოყენებისას ნორმალური დღიური დოზა ინიშნება ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე. ჩვეულებრივ მიიღება მხოლოდ ერთი დოზა.
თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება არ არის საჭირო, თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია. თუ თირკმლის მდგომარეობა ძალიან ცუდია (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ), ცეფტრიაქსონის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს ზრდასრულ პაციენტებში.
ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები არ საჭიროებენ დოზის შემცირებას, თუ მათ ასევე არ აქვთ თირკმელების პრობლემები.
თირკმელების და ღვიძლის ერთდროული მძიმე უკმარისობის დროს, ცეფტრიაქსონის პლაზმური კონცენტრაცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს და დოზირება სათანადოდ უნდა დარეგულირდეს ბავშვებში და მოზრდილებში.
თუ თქვენ ხართ დიალიზზე, თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ ანალიზებს, რათა დარწმუნდეს, რომ დანიშნული გაქვთ სწორი დოზა.
ცეფტრიაქსონი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს მინიმუმ 2 დღეს, რაც დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებაზე.
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს სულ 7-დან 14 დღემდე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პორტოცეფი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პორტოცეფი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან წაიღეთ წამალი მუყაოს კოლოფში, რათა პერსონალმა ზუსტად გაიგოს რა იყო გამოყენებული.
თუ შეწყვიტეთ პორტოცეფის გამოყენება
მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი გამოყენებულ იქნას დადგენილი კურსით, რომელიც არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობთ. თუ მკურნალობის კურსი ძალიან ადრე შეწყდა, ინფექცია შეიძლება ხელახლა დაიწყოს.
თუ თქვენ თავს კარგად ვერ გრძნობთ დანიშნული მკურნალობის კურსის დასრულებისას, ან კიდევ უფრო ცუდად გრძნობთ თავს მკურნალობის დროს, უნდა მიმართოთ ექიმს.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ცეფტრიაქსონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6);
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ;
- თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან შესაძლოა ასევე აღმოჩნდეთ ალერგიული ამ პრეპარატის მიმართ.
ცეფტრიაქსონი არ უნდა იქნას გამოყენებული სიყვითლის მქონე (ჰიპერბილირუბინემია) ახალშობილებში ან ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში, რადგან პორტოცეფის აქტიური ნივთიერების ცეფტრიაქსონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ტვინის შესაძლო დაზიანებით ამ პაციენტებში.
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია:
ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში კორექტირებული 41 კვირამდე ასაკით (ორსულობის კვირა + სიცოცხლის კვირა);
დღესრულ ახალშობილებში (28 დღემდე) სიყვითლის ან ჰიპოალბუმინემიის ან აციდოზის მდგომარეობებით.
პორტოცეფის გამოყენბა კუნთში ინექციის გზით არ შეიძლება:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
როდესაც გამსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, ცეფრტიაქსონის კუნთში ინექციამდე უნდა გამოირიცხოს ლიდოკაინისადმი უკუჩვენება.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
აცნობეთ ექიმს, ფარმაცვტს ან მედდას თუ ამჟამად იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა რაიმე პრეპარატები.
თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ოდესმე გქონდათ სხვა სახის ალერგიული რეაქცია ან ასთმა. ცეფტრიაქსონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილ ადამიანებში და შეიძლება განვითარდეს ყველა ხარისხის სიმძიმით ანაფილაქსიურ შოკამდე.
თუ ოდესმე ყოფილხართ ინფორმირებული, რომ თქვენი თირკმელები და/ან ღვიძლი არ ფუნქციონირებს სათანადოდ (იხილეთ პარაგრაფი 4).
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ ქვები ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში.
თუ იმყოფებით ინტრავენურ კვებაზე.
თუ ბოლო პეერიოდში გაკეთებული გაქვთ ან იკეთებთ კალციუმის შემცველ ინექციას.
თუ ოდესმე გქონდათ ნაწლავის ანთება - კოლიტი, ან სხვა მძიმე დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ნაწლავებზე.
ამ პრეპარატმა სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ფლორის შეცვლა. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ გაქვთ დიარეა (იმ შემთხვევაშიც კი თუ უკვე შეწყვეტილი გაქვთ პორტოცეფით მკურნალობა), რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობა ამ მდგომარეობისთვის.
ანტიბიოტიკის ყოველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პათოგენების გამრავლება, რომლებიც რეზისტენტულია გამოყენებული აქტიური ნივთიერების მიმართ. გამოკვლეულ უნდა იქნას ასეთი პათოგენებით მიმდინარე სხვა მეორადი ინფექციების ნიშნები (კანდიდას და სოკოების ჩათვლით).
ამ მედიკამენტს შეუძლია შეცვალოს სისხლის ანალიზის ზოგიერთი შედეგები (როგორიცაა კუმბსის ტესტი). თუ გჭირდებათ რომელიმე ამ ტესტის ჩატარება მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს რომ იღებთ აღნიშნულ მედიკამენტს.
თუ ხართ დაბალი ნატრიუმის დიეტაზე.
ლიდოკაინის ხსნარით მომზადებული ცეფტრიაქსონის ხსნარების შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრამუსკულარული გზით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რომელიმე პრეპარატი.
ამ დრომდე არ დაფიქსირბულა თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ცეფტრიაქსონის მაღალი დოზების და ისეთი მედიკამენტების ერთდროული გამოყენების შემდეგ, როგორიცაა ფუროსემიდი. არ არსებობს მონაცემები, რომ ცეფტრიაქსონი ზრდის ამინოგლიკოზიდების ტოქსიკურობას თირკმელების სისტემის მიმართ ან ურთიერთქმედებს აზითრომიცინთან.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ:
სხვა ანტიბიოტიკებს ინფექციების სამკურნალოდ, კერძოდ ვანკომიცინს, ამინოგლიკოზიდებს და ქლორამფენიკოლს.
პერორალურ კონტრაცეპტივებს (აბებს). მიზანშეწონილია დამატებითი არა-ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.
სხვა აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა პრობენიციდი, ამსაკრინი ან ფლუკონაზოლი.
ლიტერატურულ ცნობებზე დაყრდნობით, ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.
ცეფტრიაქსონის მიღების შემდეგ დისულფირამის მსგავსი ეფექტის შესახებ მონაცემები არ არსებობს ალკოჰოლის მიღებისას. ცეფტრიაქსონს არ გააჩნია N-მეთილთიოტეტრაზოლის ჯაჭვი, რომელიც ასოცირება ეთანოლის შესაძლო აუტანლობასთან და სხვა ცეფალოსპორინების სისხლდენის პრობლემებთან.
ამ მედიკამენტს შეუძლია შეცვალოს სისხლის ანალიზის ზოგიერთი შედეგები, როგორიცაა კუმბსის ტესტი, ან გალაქტოზის გაზომვა სისხლში. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, თუ გესაჭიროებათ რომელიმე აღნიშნული ტესტის ჩატარება.
ამ პრეპარატს ასევე შეუძლია შეცვალოს შარდში შაქრის განსაზღვის არაფერმენტული ანალიზის შედეგები. თუ გაქვთ დიაბეტი და რეგულარულად იტარებთ შარდის ანალიზს, აცნობეთ ექიმს. ეს იმიტომ, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა ტესტების გამოყენება დიაბეტის მონიტორინგისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პორტოცეფის კუნთში ინექცია უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს ლიდოკაინთან კომბინაციაში გამოყენებისას.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად ხართ.
ცეფტრიაქსონის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. მიუხედავად იმისა რომ არ არის ცნობილი ეს პრეპარატი აზიანებს თუ არა ნაყოფს, მისი დანიშვნა ორსულებში უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს ქალებს, რომლებიც იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. რადგან პრეპარატის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში და შესაბამისად ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ეს მოხდება, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პორტოცეფის გარკვეული ინგრედიენტების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს დაახლოვებით 83 მგ ნატრიუმს ცეფტრიაქსონის ყოველ ერთ გრამზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იქნას გათვალისწინებული ნატრიუმ- კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.
ცეფტრიაქსონის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არის მსუბუქი და ხანმოკლე.
თუ ადგილი ჰქონდა ქვემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მძიმე გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
თირკმელებში ქვების არსებობა ბავშვებში.
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
ცვლილებები სისხლის შედედების მხრივ.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
თავის ტკივილი, ვერტიგო, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა უეცარი ხიხინი და გულმკერდის შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარის გაჩენა კანზე, შესაძლო დაწყლულებით რამაც შეიძლება მოიცვას თვალები, პირი, ყელი და სასქესო ორგანოები, გონების დაკარგვა (გულის წასვლა).
ნაღვლის ბუშტში ქვები მოზრდილებში.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ზოგჯერ ძლიერი, მძიმე ინფექციის გაზრდილი რისკით).
გენიტალური ინფექციები სოკოებით.
დიარეა, რომელიც არის მწვავე ხასიათის, გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში ან არის სისხლიანი, კუჭის ტკივილი ან ცხელება.
ეს შეიძლება იყოს ნაწლავის საყურადღებო ანთების ნიშანი (ე.წ. "ფსევდომემბრანული კოლიტი"), რომელიც შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.
ცრუ დადებითი შედეგები სისხლის ზოგიერთ ანალიზში (კუმბსის ტესტი და გალაქტოზის ტესტი) ან შარდის ანალიზები (გლუკოზა).
ცხელება და კანკალი,
ინფექციები: ცეფტრიაქსონით მკურნალობამ შეიძლება დროებით გაზარდოს სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ახალი ინფექციების, მაგ. აფთოზური სტომატიტის გაჩენის ალბათობა.
ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომელიც აკონტროლებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
თირკმლის პრობლემები: თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, შარდის გამოყოფის შემცირება და შარდში გლუკოზისა და სისხლის არსებობა.
ცეფტრიაქსონით მკურნალობამ, კერძოდ ხანდზამულ პაციენტებში თირკმლის მწვავე და ნერვული სისტემის პრობლემებით, შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის დარღვევა, აღგზნება.
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გულის რევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა.
აფთოზური სტომატიტი, ენის ანთება, მადის დაკარგვა.
ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის და სახსრების შეშუპება).
სისხლის უჯრედების შემცირება და დაზიანება (სისხლდენის, სისხლჩაქცევების ან ინფექციის გაზრდილი ალბათობა).
ანემიის ტიპი რაც შეიძლება იყოს მწვავე და გამოწვეული იყოს სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობით. თუ რაიმე მიზეზით გჭირდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ სპეციალისტს, რომელიც იღებს სისხლის ნიმუშს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შედეგზე.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ქვები ნაღვლის ბუშტში ბავშვებში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ სახეს ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები რომელიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ცეფტრიაქსონის ჭარბი კონცენტრაცია შრატში არ შეიძლება შემცირდეს ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მითითებულია სიმპტომური სამკურნალო ღონისძიებები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ცეფტრიაქსონი, ნატრიუმის მარილის სახით.
პორტოცეფი 1 გ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 1000 მგ ცეფტრიაქსონს საინექციო ფხვნილის ყოველ ფლაკონში.
სხვა კომპონენტებია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი და საინექციო წყალი.
პორტოცეფი 1 გ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარს გამხსნელის ყოველ ამპულაში.
პორტოცეფის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
პორტოცეფი წარმოდგენილია ფხვნილის და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
პორტოცეფი შეიცავს ცეფტრიაქსონის (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით) ფლაკონებს და გამხსნელის (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი 1%) ამპულებს საინექციო ხსნარის მოსამზადებლად;
პორტოცეფი წარმოდგენილია შეფუთვაში 1 ერთეული და 2 ერთეულის სახით. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.
განზავების შემდეგ ხსნარები ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 250C-ზე ან 24 საათის განმავლობაში 20C-80C ზე, როგორც წესი ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე.
უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები. ფლაკონების შიგთავსი გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
განზავებული ხსნარების ფერი მერყეობს ღია ყვითელიდან ქარვისფერამდე, რაც დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და შენახვის დროზე. აქტიური ნივთიერების ეს მახასიათებელი არ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე ან ამტანობაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაუარესების რაიმე თვალსაჩინო ნიშანს.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1.2.3 ანტიინფექციური საშუალებები. ანტიბაქტერიული. ცეფალოსპორინები. მე-3 თაობის ცეფალოსპორინი. ათქ კოდი: J01DD04
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონს აქვს ბაქტერიციდული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. ცეფტრიაქსონს აქვს სტაბილურობის მაღალი ხარისხი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი β ლაქტამაზების მიმართ.
ცეფტრიაქსონისა და ამინოგლიკოზიდების სინერგიული ეფექტები გარკვეულ გრამუარყოფით ბაქტერიებზე აღინიშნა ინ ვიტრო.
რეზისტენტობის მექანიზმი
ცეფტრიაქსონი აქტიურია ორგანიზმების წინააღმდეგ, რომლებიც აპროდუცირებენ გარკვეული სახეობის ბეტა-ლაქტამაზას, მაგალითად TEM-1-ს. თუმცა, ის ინაქტივირებულია ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებსაც შეუძლიათ ცეფალოსპორინების ეფექტურად ჰიდროლიზირება, როგორიცაა მრავალი ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზები და ქრომოსომული ცეფალოსპორინაზები, მაგალითად AmpC ტიპის ენზიმები. ცეფტრიაქსონი არ არის მოსალოდნელი, რომ იყოს აქტიური ბაქტერიების უმრავლესობის წინააღმდეგ პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილებით, რომლებსაც აქვთ შემცირებული აფინურობა ბეტა-ლაქტამური სამკურნალო პროდუქტების მიმართ. რეზისტენტობა ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ბაქტერიული შეუღწევადობით ან ბაქტერიული ეფლუქსური ტუმბოებით. ამ ოთხი რეზისტენტობის ერთზე მეტი საშუალება შეიძლება იყოს ერთსა და იმავე ორგანიზმში.
ზღვრული მნიშვნელობები
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები (MIC, გერმანიის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის DIN 58940 მიხედვით) არის 4 მგ/ლ (მგრძნობიარე) და 32 მგ/ლ (რეზისტენტული).
MIC ზღვრული მნიშვნელობის წერტილები კლინიკური და ლაბორატორიული სტანდარტების ინსტიტუტის მიხედვით (ყოფილი კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტების ეროვნული კომიტეტი) არის 8 მკგ/მლ (მგრძნობიარე), 16-32 მკგ/მლ (შუალედური) და 64 მკგ/მლ (რეზისტენტული) Enterobacteriaceae და Staphylococcus spp-თვის. Streptococcus pneumoniae-ს შესაბამისი მნიშვნელობებია 0,5 მკგ/მლ (მგრძნობიარე), 1 მკგ/მლ (შუალედური) და 2 მკგ/მლ (რეზისტენტული). მგრძნობელობის ზღვრული მნიშვნელობები არის 2 მკგ/მლ Haemophilus spp-სთვის და 0,25 მკგ/მლ Neisseria gonorrhea-თვის. ანაერობების შესაბამისი მნიშვნელობებია 16 მკგ/მლ (მგრძნობიარე), 32 მკგ/მლ (შუალედური) და 64 მკგ/მლ (რეზისტენტული).
მიკრობიოლოგია
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროში, შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოთ ექსპერტის რეკომენდაცია, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლიანობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციებში, საეჭვოა.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები გრამ-დადებითი აერობები
Staphylococcus aureus* (MSSA)
Streptococcus agalactiae
Streptococcus bovis
Streptococcus pyogenes*
Streptococcus pneumoniae*
გრამ-დადებითი ანაერობები
Peptococcus niger
Peptostreptococcus spp.
გრამ-უარყოფითი აერობები
Citrobacter koseri1
Escherichia coli*
Haemophilus influenzae*
Haemophilus parainfluenzae*
Klebsiella pneumoniae*
Klebsiella oxytoca*
Moraxella catarrhalis*
Morganella morganii1
Neisseria meningitidis*
Proteus mirabilis*1
Proteus vulgaris1
Providencia spp.1
Salmonella spp.1
Serratia spp.1
Shigella spp.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტეტნტობა შეიძლება იყოს პრობლემა
გრამდადებითი აერობები
Staphylococcus epidermidis*$ (MSSE)
გრამუარყოფითი აერობები
Citrobacter freundii 1
Enterobacter spp. 1,3
Pseudomonas aeruginosa $2
მემკვიდრულად რეზისტენტული სახეობები
გრამდადებითი აერობები
Enterococcus faecalis
Enterococcus faecium
Listeria monocytogenes
Staphylococcus aureus MRSA
Staphylococcus epidermidis MRSE
გრამდადებითი ანაერობები
Clostridium difficile
გრამუარყოფითი აერობები
Acinetobacter spp.
Achromobacter spp.
Aeromonas spp.
Alcaligenes spp.
Flavobacterium spp.
Legionella gormanii
გრამუარყოფითი ანაერობები
Bacteroides spp.
სხვები
Chlamydia spp.
Chlamydophila spp.
Mycobacterium spp.
Mycoplasma spp.
Rickettsia spp.
Ureaplasma urealyticum
- კლინიკური ეფექტურობა დადასტურებულია მგრძნობიარე იზოლატების მიმართ დამტკიცებულ კლინიკურ ჩვენებებში $ სახეობა ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობით
- ზოგიერთი შტამი აწარმოებს ინდუქციურ ან სტაბილურად დეპრესიულ ქრომოსომულად კოდირებულ ცეფალოსპორინაზებს და გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებს და, შესაბამისად, კლინიკურად მდგრადია ცეფალოსპორინების მიმართ.
- სავარაუდო ან დადასტურებული Pseudomonas ინფექციის შემთხვევაში აუცილებელია ამინოგლიკოზიდთან კომბინაცია.
- კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია Enterobacter cloacae-სა და Enterobacter aerogenes-ის მგრძნობიარე იზოლატების მიმართ დამტკიცებულ კლინიკურ ჩვენებებში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცეფტრიაქსონი არის ცეფალოსპორინი პარენტერალური გამოყენებისთვის. ცეფტრიაქსონი არ აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ.
1-2 გ დოზის შემდეგ, ნაჩვენებია, რომ კონცენტრაცია რჩება MIC მნიშვნელობებზე ზემოთ ინფექციის გამომწვევი პათოგენების უმეტესობისთვის 24 საათის განმავლობაში 60-ზე მეტ სხვადასხვა ქსოვილში (ფილტვები, გული, სანაღვლე გზები, ღვიძლი, ნუშისებრი ჯირკვლები, შუა ყური, ცხვირის ლორწოვანი გარსი, ძვლები) და მრავალი ქსოვილის სითხეში (ცერებროსპინალური სითხის ჩათვლით, პლევრის სითხე, აგრეთვე პროსტატისა და სინოვიალური სითხე).
აბსორბცია
1 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური შეყვანის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში, შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა, ინფუზიის პროცესის შეწყვეტისთანავე, მერყეობს 123,2-დან 150,7 მკგ/მლ-მდე; ინფუზიის დაწყებიდან 1.5, 4, 12 და 24 საათის შემდეგ დაფიქსირდა შრატის დონეები 94.81, 57.8, 20.2 და 4.6 მკგ/მლ, შესაბამისად.
განაწილება
ცეფტრიაქსონი კარგად ნაწილდება სხვადასხვა უჯრედებში და ასევე გადის პლაცენტურ ბარიერს.
ჯანმრთელ მოზრდილებში განაწილების საშუალო მოცულობა არის 0,13 ლ/კგ.
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. შეკავშირება არის 95% პლაზმაში 100 მგ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით, შეკავშირების პროცენტი მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად (85%-მდე ცეფტრიაქსონის პლაზმური კონცენტრაციით 300 მკგ/მლ).
ცეფტრიაქსონი პენეტრირდება ახალშობილების და ბავშვების ანთებითი თავის ტვინის გარსებში. ცერებროსპინალურ სითხეში პიკური კონცენტრაცია 18 მგ/ლ მიიღწევა 50-100 მგ/კგ ინტრავენური დოზის შემდეგ, დაახლოებით ოთხ საათში. მენინგიტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 2-24 საათის განმავლობაში 50 მგ/კგ დოზით.
ცეფტრიაქსონი კვეთს პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძეში დაბალი კონცენტრაციით.
ბიოტრანსფორმაცია
ცეფტრიაქსონი არ განიცდის სისტემურ მეტაბოლიზმს, მაგრამ ის იშლება წვრილ ნაწლავში ბაქტერიული მოქმედებით.
ელიმინაცია
0,15-დან 3 გ-მდე დოზის დიაპაზონში, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის მნიშვნელობები მერყეობს 6-დან 9 საათამდე, მთლიანი პლაზმური კლირენსი 0,6-1,4 ლ/სთ-მდე და თირკმლის კლირენსი 0,3-0,7 ლ/სთ-მდე.
ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით შარდში, ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა ნაღვლის მეშვეობით განავალში მიკრობიოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ცეფტრიაქსონი კონცენტრირდება შარდში. შარდის კონცენტრაცია 5-10-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში.
ცეფტრიაქსონი არ შეიძლება მოიხსნას დიალიზით. ეს ეხება როგორც ჰემოდიალიზს, ასევე პერიტონეალურ დიალიზს.
შარდის გამოყოფა ხდება გორგლოვანი ფილტრაციის გზით. მილაკოვანი სეკრეცია არ ხდება. ამ მიზეზით, პრობენეციდის ერთდროული მიღებისას შრატში დონის მატება არ არის მოსალოდნელი და რეალურად - უფრო მაღალი დოზებითაც კი, მაგ. 1-2 გ პრობენეციდით - არ არის დაფიქსირებული.
არახაზოვნება
ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა დოზასთან მიმართებაში არახაზოვანია. ეს არაწრფივობა აიხსნება პლაზმის ცილებთან შეკავშირების კონცენტრაციაზე დამოკიდებული შემცირებით, რაც იწვევს განაწილების და ელიმინაციის შესაბამის ზრდას.
ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, ყველა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი დოზაზეა დამოკიდებული.
0,5-დან 2 გ-მდე განმეორებითი დოზირება იწვევს 15%-36% დაგროვებას, ერთჯერადი დოზაზე მაღალი მნიშვნელობებით.
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
ხანდაზმულები 75 წლის ასაკიდან:
ცეფტრიაქსონის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3-ჯერ გაიზარდა ახალგაზრდებთან შედარებით.
ახალშობილი:
პირველი კვირის განმავლობაში მიღებული დოზის 80% გამოიყოფა შარდით; პირველი თვის განმავლობაში ეს მნიშვნელობა მსგავსია მოზრდილების მონაცემებისა. 8 დღეზე უმცროს ჩვილებში, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი, ზოგადად, 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში.
3 დღის ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შრატში შეადგენს დაახლოებით 16 საათს და დაახლოებით 9 საათს 9-დან 30 დღემდე ახალშობილებში.
თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ცეფტრიაქსონის გაზრდილი ექსკრეცია ნაღველში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ცეფტრიაქსონის თირკმელებით გაზრდილი ექსკრეცია. ცეფტრიაქსონის პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი თითქმის არ იზრდება პაციენტების ამ ჯგუფებში. პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ისევე როგორც ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, შეიძლება ჰქონდეთ ცეფტრიაქსონის პლაზმური ელიმინაციის გაზრდილი ნახევარგამოყოფის პერიოდი. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში, ნახევარგამოყოფის პერიოდი აშკარად უფრო მაღალია და აღწევს დაახლოებით 14 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის საინფორმაციო ფურცელი: ინსტრუქცია მომხმარებლისთვის
პორტოცეფი 1 გ
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
(ცეფტრიაქსონი) ინტრამუსკულარული
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
- გვერდითი ეფექტების გაურესებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ საინფორმაციო ფურცელში:
- რა არის პორტოცეფი და რისთვის გამოიყენება ის.
- რა უნდა იცოდეთ პორტოცეფის გამოყენებამდე.
- როგორ გამოიყენება პორტოცეფი.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები.
- როგორ ინახება პორტოცეფი.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის პორტოცეფი და რისთვის გამოიყენება
ცეფტრიაქსონი არის ანტიბიოტიკი. ის განეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. ამ ტიპის ანტიბიოტიკები არის პენიცილინის მსგავსი.
ცეფტრიაქსონი გამოიყენება ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობიარე მიკრორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ და პარენტერალური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში:
სეფსისი.
ბაქტერიული მენინგიტი.
ძვლების და სახსრების ინფექციები.
პნევმონია.
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.
ცეფტრიაქსონი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და მის შემდეგ ქირურგიულ ზომებთან დაკავშირებული მძიმე ინფექციების გარკვეული რისკის მქონე პაციენტებში. ოპერაციის მეთოდისა და მოსალოდნელი პათოგენების მიხედვით, ცეფტრიაქსონი უნდა იყოს კომბინირებული შესაბამის ანტიმიკრობულ აგენტთან რომელიც უზრუნველყოფს გართულებული პათოგენების დამატებით დაფარვას.
- რა უნდა იცოდეთ პორტოცეფის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პორტოცეფი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ცეფტრიაქსონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6);
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ;
- თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან შესაძლოა ასევე აღმოჩნდეთ ალერგიული ამ პრეპარატის მიმართ.
ცეფტრიაქსონი არ უნდა იქნას გამოყენებული სიყვითლის მქონე (ჰიპერბილირუბინემია) ახალშობილებში ან ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში, რადგან პორტოცეფის აქტიური ნივთიერების ცეფტრიაქსონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ტვინის შესაძლო დაზიანებით ამ პაციენტებში.
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია:
ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში კორექტირებული 41 კვირამდე ასაკით (ორსულობის კვირა + სიცოცხლის კვირა);
დღესრულ ახალშობილებში (28 დღემდე) სიყვითლის ან ჰიპოალბუმინემიის ან აციდოზის მდგომარეობებით.
პორტოცეფის გამოყენბა კუნთში ინექციის გზით არ შეიძლება:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
როდესაც გამსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, ცეფრტიაქსონის კუნთში ინექციამდე უნდა გამოირიცხოს ლიდოკაინისადმი უკუჩვენება.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აცნობეთ ექიმს, ფარმაცვტს ან მედდას თუ ამჟამად იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა რაიმე პრეპარატები.
თუ ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ოდესმე გქონდათ სხვა სახის ალერგიული რეაქცია ან ასთმა. ცეფტრიაქსონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილ ადამიანებში და შეიძლება განვითარდეს ყველა ხარისხის სიმძიმით ანაფილაქსიურ შოკამდე.
თუ ოდესმე ყოფილხართ ინფორმირებული, რომ თქვენი თირკმელები და/ან ღვიძლი არ ფუნქციონირებს სათანადოდ (იხილეთ პარაგრაფი 4).
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონდათ ქვები ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში.
თუ იმყოფებით ინტრავენურ კვებაზე.
თუ ბოლო პეერიოდში გაკეთებული გაქვთ ან იკეთებთ კალციუმის შემცველ ინექციას.
თუ ოდესმე გქონდათ ნაწლავის ანთება - კოლიტი, ან სხვა მძიმე დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ნაწლავებზე.
ამ პრეპარატმა სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ფლორის შეცვლა. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ გაქვთ დიარეა (იმ შემთხვევაშიც კი თუ უკვე შეწყვეტილი გაქვთ პორტოცეფით მკურნალობა), რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობა ამ მდგომარეობისთვის.
ანტიბიოტიკის ყოველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პათოგენების გამრავლება, რომლებიც რეზისტენტულია გამოყენებული აქტიური ნივთიერების მიმართ. გამოკვლეულ უნდა იქნას ასეთი პათოგენებით მიმდინარე სხვა მეორადი ინფექციების ნიშნები (კანდიდას და სოკოების ჩათვლით).
ამ მედიკამენტს შეუძლია შეცვალოს სისხლის ანალიზის ზოგიერთი შედეგები (როგორიცაა კუმბსის ტესტი). თუ გჭირდებათ რომელიმე ამ ტესტის ჩატარება მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს რომ იღებთ აღნიშნულ მედიკამენტს.
თუ ხართ დაბალი ნატრიუმის დიეტაზე.
ლიდოკაინის ხსნარით მომზადებული ცეფტრიაქსონის ხსნარების შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ინტრამუსკულარული გზით.
სხვა პრეპარატები და პორტოცეფი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა რომელიმე პრეპარატი.
ამ დრომდე არ დაფიქსირბულა თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ცეფტრიაქსონის მაღალი დოზების და ისეთი მედიკამენტების ერთდროული გამოყენების შემდეგ, როგორიცაა ფუროსემიდი. არ არსებობს მონაცემები, რომ ცეფტრიაქსონი ზრდის ამინოგლიკოზიდების ტოქსიკურობას თირკმელების სისტემის მიმართ ან ურთიერთქმედებს აზითრომიცინთან.
კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ:
სხვა ანტიბიოტიკებს ინფექციების სამკურნალოდ, კერძოდ ვანკომიცინს, ამინოგლიკოზიდებს და ქლორამფენიკოლს.
პერორალურ კონტრაცეპტივებს (აბებს). მიზანშეწონილია დამატებითი არა-ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.
სხვა აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა პრობენიციდი, ამსაკრინი ან ფლუკონაზოლი.
ლიტერატურულ ცნობებზე დაყრდნობით, ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.
ცეფტრიაქსონის მიღების შემდეგ დისულფირამის მსგავსი ეფექტის შესახებ მონაცემები არ არსებობს ალკოჰოლის მიღებისას. ცეფტრიაქსონს არ გააჩნია N-მეთილთიოტეტრაზოლის ჯაჭვი, რომელიც ასოცირება ეთანოლის შესაძლო აუტანლობასთან და სხვა ცეფალოსპორინების სისხლდენის პრობლემებთან.
ამ მედიკამენტს შეუძლია შეცვალოს სისხლის ანალიზის ზოგიერთი შედეგები, როგორიცაა კუმბსის ტესტი, ან გალაქტოზის გაზომვა სისხლში. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, თუ გესაჭიროებათ რომელიმე აღნიშნული ტესტის ჩატარება.
ამ პრეპარატს ასევე შეუძლია შეცვალოს შარდში შაქრის განსაზღვის არაფერმენტული ანალიზის შედეგები. თუ გაქვთ დიაბეტი და რეგულარულად იტარებთ შარდის ანალიზს, აცნობეთ ექიმს. ეს იმიტომ, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა ტესტების გამოყენება დიაბეტის მონიტორინგისთვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პორტოცეფის კუნთში ინექცია უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს ლიდოკაინთან კომბინაციაში გამოყენებისას.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად ხართ.
ცეფტრიაქსონის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. მიუხედავად იმისა რომ არ არის ცნობილი ეს პრეპარატი აზიანებს თუ არა ნაყოფს, მისი დანიშვნა ორსულებში უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება
ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს ქალებს, რომლებიც იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. რადგან პრეპარატის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში და შესაბამისად ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ამ პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ეს მოხდება, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პორტოცეფის გარკვეული ინგრედიენტების შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს დაახლოვებით 83 მგ ნატრიუმს ცეფტრიაქსონის ყოველ ერთ გრამზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იქნას გათვალისწინებული ნატრიუმ- კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.
- როგორ გამოიყენება პორტოცეფი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პორტოცეფის შეყვანა ჩვეულებრივ ხდება ექიმის ან ექთნის მიერ:
პრეპარატი ინიშნება ინექციის სახით.
ინექცია კეთდება ღრმა ინექციით დიდ კუნთში.
დოზა, რომელსაც ექიმი მოგცემთ, დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და ინფექციის სიმძიმეზე. ის ასევე დამოკიდებულია თქვენს წონაზე და იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. ექიმი მოგაწვდით ამის შესახებ განმარტებას. ჩვეულებრივი დოზები არის შემდეგი:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წლიდან ასაკის ბავშვები 50კგ ან მეტი სხეულის წონით:
1-2 გ დღეში.
2-დან 12 წლამდე ასაკის და < 50 კგ სხეულის მასით ბავშვები:
20 -50 მგ სხეულის მასის ყოველ კგ-ზე 24 საათიანი ინტერვალებით.
მძიმე ინფექციების დროს უნდა დაინიშნოს არაუმეტეს 80 მგ/კგ წონაზე, გარდა მენინგიტისა (იხ. ქვემოთ). 50 კგ და მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებისათვის გამოყენებული უნდა იყოს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა, დღეში ერთხელ (იხ. ზემოთ).
ინფორმაცია სპეციალური დოზის შესახებ:
მენინგიტის ინფექციისას (მენინგიტი) თავდაპირველად ინიშნება 100 მგ/კგ დღეში ერთხელ (მაგრამ არა უმეტეს 2 გ დღეში).
ოპერაციის წინ გამოყენებისას ნორმალური დღიური დოზა ინიშნება ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე. ჩვეულებრივ მიიღება მხოლოდ ერთი დოზა.
თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება არ არის საჭირო, თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია. თუ თირკმლის მდგომარეობა ძალიან ცუდია (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ), ცეფტრიაქსონის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს ზრდასრულ პაციენტებში.
ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები არ საჭიროებენ დოზის შემცირებას, თუ მათ ასევე არ აქვთ თირკმელების პრობლემები.
თირკმელების და ღვიძლის ერთდროული მძიმე უკმარისობის დროს, ცეფტრიაქსონის პლაზმური კონცენტრაცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს და დოზირება სათანადოდ უნდა დარეგულირდეს ბავშვებში და მოზრდილებში.
თუ თქვენ ხართ დიალიზზე, თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ ანალიზებს, რათა დარწმუნდეს, რომ დანიშნული გაქვთ სწორი დოზა.
ცეფტრიაქსონი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს მინიმუმ 2 დღეს, რაც დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებაზე.
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს სულ 7-დან 14 დღემდე.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პორტოცეფი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პორტოცეფი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან წაიღეთ წამალი მუყაოს კოლოფში, რათა პერსონალმა ზუსტად გაიგოს რა იყო გამოყენებული.
თუ შეწყვიტეთ პორტოცეფის გამოყენება
მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი გამოყენებულ იქნას დადგენილი კურსით, რომელიც არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობთ. თუ მკურნალობის კურსი ძალიან ადრე შეწყდა, ინფექცია შეიძლება ხელახლა დაიწყოს.
თუ თქვენ თავს კარგად ვერ გრძნობთ დანიშნული მკურნალობის კურსის დასრულებისას, ან კიდევ უფრო ცუდად გრძნობთ თავს მკურნალობის დროს, უნდა მიმართოთ ექიმს.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.
ცეფტრიაქსონის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ არის მსუბუქი და ხანმოკლე.
თუ ადგილი ჰქონდა ქვემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მძიმე გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
თირკმელებში ქვების არსებობა ბავშვებში.
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
ცვლილებები სისხლის შედედების მხრივ.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
თავის ტკივილი, ვერტიგო, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა უეცარი ხიხინი და გულმკერდის შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარის გაჩენა კანზე, შესაძლო დაწყლულებით რამაც შეიძლება მოიცვას თვალები, პირი, ყელი და სასქესო ორგანოები, გონების დაკარგვა (გულის წასვლა).
ნაღვლის ბუშტში ქვები მოზრდილებში.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ზოგჯერ ძლიერი, მძიმე ინფექციის გაზრდილი რისკით).
გენიტალური ინფექციები სოკოებით.
დიარეა, რომელიც არის მწვავე ხასიათის, გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში ან არის სისხლიანი, კუჭის ტკივილი ან ცხელება.
ეს შეიძლება იყოს ნაწლავის საყურადღებო ანთების ნიშანი (ე.წ. "ფსევდომემბრანული კოლიტი"), რომელიც შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.
ცრუ დადებითი შედეგები სისხლის ზოგიერთ ანალიზში (კუმბსის ტესტი და გალაქტოზის ტესტი) ან შარდის ანალიზები (გლუკოზა).
ცხელება და კანკალი,
ინფექციები: ცეფტრიაქსონით მკურნალობამ შეიძლება დროებით გაზარდოს სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ახალი ინფექციების, მაგ. აფთოზური სტომატიტის გაჩენის ალბათობა.
ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომელიც აკონტროლებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
თირკმლის პრობლემები: თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, შარდის გამოყოფის შემცირება და შარდში გლუკოზისა და სისხლის არსებობა.
ცეფტრიაქსონით მკურნალობამ, კერძოდ ხანდზამულ პაციენტებში თირკმლის მწვავე და ნერვული სისტემის პრობლემებით, შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, მოძრაობის დარღვევა, აღგზნება.
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გულის რევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა.
აფთოზური სტომატიტი, ენის ანთება, მადის დაკარგვა.
ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის და სახსრების შეშუპება).
სისხლის უჯრედების შემცირება და დაზიანება (სისხლდენის, სისხლჩაქცევების ან ინფექციის გაზრდილი ალბათობა).
ანემიის ტიპი რაც შეიძლება იყოს მწვავე და გამოწვეული იყოს სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობით. თუ რაიმე მიზეზით გჭირდებათ სისხლის ანალიზი, აცნობეთ სპეციალისტს, რომელიც იღებს სისხლის ნიმუშს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს შედეგზე.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
ქვები ნაღვლის ბუშტში ბავშვებში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ სახეს ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები რომელიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელში, აცნობეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება პორტოცეფი
შეინახეთ არა უმეტეს 250C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისაგან დაცვის მიზნით.
განზავების შემდეგ ხსნარები ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 250C-ზე ან 24 საათის განმავლობაში 20C-80C ზე, როგორც წესი ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებისთანავე.
უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები. ფლაკონების შიგთავსი გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
განზავებული ხსნარების ფერი მერყეობს ღია ყვითელიდან ქარვისფერამდე, რაც დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და შენახვის დროზე. აქტიური ნივთიერების ეს მახასიათებელი არ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე ან ამტანობაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ გაუარესების რაიმე თვალსაჩინო ნიშანს.
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პორტოცეფი
აქტიური ნივთიერება არის ცეფტრიაქსონი, ნატრიუმის მარილის სახით.
პორტოცეფი 1 გ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 1000 მგ ცეფტრიაქსონს საინექციო ფხვნილის ყოველ ფლაკონში.
სხვა კომპონენტებია ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი და საინექციო წყალი.
პორტოცეფი 1 გ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარს გამხსნელის ყოველ ამპულაში.
პორტოცეფის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
პორტოცეფი წარმოდგენილია ფხვნილის და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
პორტოცეფი შეიცავს ცეფტრიაქსონის (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით) ფლაკონებს და გამხსნელის (ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი 1%) ამპულებს საინექციო ხსნარის მოსამზადებლად;
პორტოცეფი წარმოდგენილია შეფუთვაში 1 ერთეული და 2 ერთეულის სახით. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ლაბორატორიოს ატრალ ს.ა. - / Laboratorios Atral, S.A.
რუა და ესტაკაო N 1 და 1A
კასტანეირა დო რიბატეიო
2600-726, პორტუგალია
საინფორმაციო ფურცელი ბოლოს განახლდა 2022 წლის ნოემბერში.
ეს ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
მიღების მეთოდი და გზა
პორტოცეფის ინექცია კეთდება კუნთში (შეყვანის ინტრამუსკულური გზა).
ინტრამუსკულური ინექცია (კუნთში ინექცია):
პორტოცეფი 1 გ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის ინტრამუსკულური ინექციის მოსამზადებლად, ფხვნილი უნდა გაიხსნას 3,5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარში.
განზავებული ხსნარი შეჰყავთ ღრმა ინექციით დუნდულის კუნთში (ინტრაგლუტალური ინექცია). არაუმეტეს 1 გ ცეფტრიაქსონის შეყვანა უნდა მოხდეს ერთ საინექციო ადგილას. ინტრამუსკულური ინექცია არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში.
ლიდოკაინის ხსნარების შეყვანა არ შეიძლება ინტრავენური გზით.
კუნთში ინექციით მკურნალობა გამართლებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ რისკის/სარგებლის ყურადღებით შეფასების შემდეგ. ასევე იხილეთ ნაწილი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები".
ძირითადი ქიმიური გადაუტანლობა
პორტოცეფი არ უნდა იყოს შერეული რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ხსნართან:
კალციუმის შემცველი ხსნარები როგორიცაა ჰარტმენის და რინგერის ხსნარები.
ამინოგლიკოზიდები (ერთდროულად გამოყენებისას, ეს პრეპარატები უნდა იქნას შეყვანილი ცალკე.
პორტიცეფის შეყვანა არ უნდა მოხდეს იგივე შპრიცით რომლითაც სხვა ანტიბიოტიკები ან სხვა ბაქტერიციდული აგენტები.
ცეფტრიაქსონის ქიმიური გადაუტანლობა ასევე დაფიქსირდა ამსაკრინის (ანტისიმსივნური აგენტი), ვანკომიცინის (ანტიბიოტიკი) და ფლუკონაზოლის (ფუნგიციდთან) მიმართ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



