პანტინი 40
PANTIN 40
პანტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პანტინს. პანტინი არის სელექტიური „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭსა და ნაწლავებში მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პანტოპრაზოლი (pantoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- HETERO LABS LIMITED, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036104
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hetero Labs Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
პანტინი 40 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პანტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პანტინს. პანტინი არის სელექტიური „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭსა და ნაწლავებში მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.
პანტინი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
რეფლუქს ეზოფაგიტი. საყლაპავის (მილი, რომელიც თქვენს ხორხს კუჭთან აკავშირებს) ანთება, რასაც თან ახლავს კუჭის მჟავას რეგურგიტაცია.
პანტინი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
Helicobacter pylori-ის სახელწოდებით ცნობილი ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (აღმომფხვრელი თერაპია). მიზანს წარმოადგენს ბაქტერიის აღმოფხვრა და აღნიშნული წყლულების რეციდივის ალბათობის პრევენცია.
კუჭისა და თორმტეგოჯა ნაწლავის წყლული.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც კუჭში ჭარბი რაოდენობის მჟავა წარმოიქმნება.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტები ჭამამდე 1 საათით ადრე, დაღეჭვის ან გატეხვის გარეშე და გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზა არის:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
- რეფლუქს ეზოფაგიტის სამკურნალოდ
ჩვეული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. თქვენი ექიმი გეტყვით, გაზარდოთ დოზა 2 ტაბლეტამდე დღეში. რეფლუქს ეზოფაგიტის შემთხვევაში მკურნალობის პერიოდი, როგორც წესი, შეადგენს 4-8 კვირას. ექიმი გეტყვით, თუ რამდან ხანს უნდა მიიღოთ თქვენი პრეპარატი.
მოზრდილები
- Helicobacter pylori-ის სახელწოდებით ცნობილი ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (აღმომფხვრელი თერაპია).
ერთი ტაბლეტი, დღეში ორჯერ პლუს ორი ანტიბიოტიკი - ამოქსიცილინი, კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი (ან ტინიდაზოლი), თითოეული მიიღება დღეში ორჯერ პანტინის ტაბლეტთან ერთად. ჯერ მიიღეთ პანტინის ტაბლეტი საუზმემდე 1 საათით ადრე და პანტინის მეორე ტაბლეტი საღამოს კვებამდე 1 საათით ადრე. დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები და დარწმუნდით, რომ გაეცანით აღნიშნული ანტიბიოტიკების შეფუთის ჩანართებს. მკურნალობის ჩვეული პერიოდი არის ერთი ან ორი კვირა.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ.
ჩვეული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დოზა შეიძლება გაორმაგდეს. ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. მკურნალობის ხანგრძლივობა კუჭის წყლულის შემთხვევში, როგორც წესი, არის 4 კვირიდან 8 კვირამდე. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შემთხვევაში კი მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 2-4 კვირას შეადგენს.
- ზოლნგერ ელისონის სინდრომისა და სხვა ჰიპერსეკრეტორული მოვლენების ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
რეკომენდებული საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის ორი ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ორი ტაბლეტი ჭამამდე 1 საათით ადრე. თქვენი ექიმი მოგვიანებით დააკორექტირებს დოზას, გამომუშავებული კუჭის წვენის რაოდენობის მიხედვით. თუ დანიშნულია დღეში ორ ტაბლეტზე მეტი, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ.
თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ოთხ ტაბლეტზე მეტს დღეში, ის ზუსტად გაცნობებთ, თუ როდის უნდა შეწყვითოთ პრეპარატის მიღება.
პაციენტები თირკმლის დარღვევებით
თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, Helicobacter pylori-ს აღმოსაფხვრელად პანტინი არ უნდა მიიღოთ.
პაციენტები ღვიძლის დარღვევებით
თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დარღვევებით, არ უნდა მიიღოთ 20 მგ პანტინის ერთ ტაბლეტზე მეტი დღეში (აღნიშნული მიზნით ხელმისაწვდომია 20 მგ პანტინის ტაბლეტები). თუ გაწუხებთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევები, Helicobacter pylori-ს აღმოსაფხვრელად პანტინი არ უნდა მიიღოთ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
აღნიშნული ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პანტინი
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზირების სიმპტომები ცნობილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პანტინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ მომდევნო, ნორმალური დოზა ჩვეულ დროს.
თუ შეწყვიტეთ პანტინის მიღება
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
აღნიშნული პრეპარატის იღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული პანტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).
- თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი სხვა პრეპარატების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პანტინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს იმ შემთხვევაში,
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები. გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ის უფრო ხშირად შეამოწმებს ღვიძლის ფერმენტებს, განსაკუთრებით, თუ პანტინს ხანგრძლივად ღებულობთ. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- თუ ორგანიზმში B12 ვიტამინის მარაგი შემცირებულია, გაქვთ მისი შემცირების რისკ-ფაქტორები და იტარებთ ხანგრძლივ მკურნალობას პანტინით. მჟავიანობის შესამცირებელი ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანტინმა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის შეწოვის შემცირება.
- თუ პანტინთან ერთად ღებულობთ აივ პროტეაზა ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ ინფექციის სამკურნალოდ), მიმართეთ თქვენს ექიმს კონკრეტული კონსულტაციისათვის.
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, როგორიცაა პანტინი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება მცირედით გაზარდოს მენჯ-ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს (რომელმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
- თუ პანტინს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ღებულობთ, შესაძლებელია მაგნიუმის დონეების დაქვეითება თქვენს სისხლში. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, აჩქარებული გულის რითმი. ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ, სასწრაფოდ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის რეგულარული ანალიზის ჩატარება მაგნიუმის დონის კონტროლის მიზნით.
- თუ პანტინის მსგავსი პრეპარატით, რომელიც ამცირებს კუჭის წვენს, მკურნალობის შემდეგ აღინიშნება კანის რეაქციები.
- თუ კანზე აღინიშნება გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ კანის უბნებზე, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ პანტინით მკურნალობის შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე აცნობოთ მას სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, სახრების ტკივილი.
- თუ უნდა ჩაიტაროს სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება იყოს სხვა უფრო მძიმე დაავადების ნიშანი, როგორიცაა:
- წონაში უნებლიე კლება;
- პირღებინება, განსაკუთრებით მრავალჯერადი;
- პიღებინება სისხლის შემცველობით; რაც შეიძლება გამოვლინდეს პირღებინების მასაში მუქი ყავის ნალექის სახით;
- სისხლი განავალში; შავი ან კუპრისებრი შესახედაობის;
- ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.
- სიფერმკრთალე ან სისუსტე (ანემია).
- ტკივილი გულ-მკერდის არეში;
- მუცლის ტკივილი;
- მძიმე და/ან პერსისტული ფაღარათი, ვინაიდან ეს პრეპარატი ასოცირდება ინფექციური ფაღარათის მცირედ მატებასთან.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ გჭირდებათ ავთვისებიანი დაავადების გამორიცხვა, ვინაიდან პანტინი ასევე ამსუბუქებს კიბოს სიმპტომებს და შესაბამისად შეიძლება დააყოვნოს მისი დიაგნოსტირება. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები შენარჩუნდება, მიზანშეწონილია დამატებითი კვლევების ჩატარება.
იმ შემთხვევაში, თუ პანტინს ხანგრძლივად ღებულობთ (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), სავარაუდოდ თქვენი ექიმი მოითხოვს თქვენს რეგულარულ მეთვალყურეობას. თქვენს ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ნებისმიერი ახალი და უჩვეულო სიმპტომისა თუ მოვლენის განვითარების შესახებ.
ბავშვები და მოზარდები
პანტინის ბავშვებში მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მისი ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადასტურებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
პანტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტიანობაზე, შესაბამისად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ:
პრეპარატებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) ან ერლოტინიბს (გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების დროს), ვინაიდან პანტინმა შეიძლება შეაფერხოს ამ და სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტიანობა;
ვარფარინი და ფენპროკუმონი, რომლებიც მოქმედებს სისხლის გასქელებასა თუ გათხიერებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კვლევების ჩატარება;
აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ატაზანავირი;
მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და კიბოს სამკურნალოდ) - იმ შემთხვევაში, თუ მეთოტრექსატს ღებულობთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს პანტინით მკურნალობა, ვინაიდან პანტინმა შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის დონეები სისხლში;
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ ღებულობთ ფლუვოქსამინს, თქვენმ ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა;
რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში პანტინის გამოყენების შესახებ ადექვატური ინფორმაცია არ არსებობს. აღინიშნა დედის რძეში გამოყოფა.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს თქვენ ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის ან ჩვილისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პანტინს გააჩნია ნულოვანი ან უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ისეთი გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩემოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ, ან მიმართეთ ყველაზე ახლომდებარე საავადმყოფოს:
- მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში): ენის და/ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემით და ძლიერი ოფლიანობით.
- კანის მძიმე მოვლენები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია): კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების ეროზია (მსუბუქი სისხლდენის ჩათვლით) (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა) და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
- სხვა მძიმე მოვლენები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია): კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი და თირკმელების გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვით, წელის ტკივილი (თირკმელების მძიმე ანთება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
თავის ტკვილი; თავბრუსხვევა; ფაღარათი, გულისრევა, პირღებინება; შებერილობა და მეტეორიზმი (გაზები); შეკრულობა; პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი; კანზე გამონაყარი; ეგზანთემა, გამონაყარი; ქავილი, სისუსტე, დაღლილობა ან ზოგადი უხასიათობა; ძილის დარღვევები; მენჯ-ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
გემოს დარღვევა ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევა, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება; ტკივილი სახსრებში; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილება; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ცხელება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
დეზორიენტაცია.
უცნობი (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
ჰალუცინაცების, დაბნეულობა (განსაკუთრებით პაციენტებში აღნიშნული სიმპტომების ანამნეზით); სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (იხილეთ პუნქტი 2), წიწკვნის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, წვის შეგრძნება ან გაშეშება, გამონაყარი, შესაძლოა ტკივილით სახსრებში, მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს წყლიან ფაღარათს,
სისხლის ანალიზით დადგენილი გვერდითი მოვლენები:
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში) ღვიძლის ფერმენტების მომატება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში) ბილირუბინის მომატება; სისხლში ცხიმების დონეების მომატება; მოცირკულირე გრანულარული ლეიკოციტების მკვეთრი შემცირება; ასოცირებული მაღალცხელებასთან.

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები ჩვეულზე მეტად; ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ხშირ ინფექციებს იწვევს; ერითროციტების, ლეიკოციტებისა და ასევე თრომბოციტების რაოდენობის თანაარსებული უჩვეულო შემცირება.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება შეიძლება ასევე პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის (Yellow Card Scheme) საშუალებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიეთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play ან Apple App Store საძიებო სისტემებში. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
ჭარბი დოზა
ადამიანებში ჭარბი დოზირების სიმპტომები ცნობილი არ არის.
2 წუთის განმავლობაში ინტრავენურად შეყვანილი 240 მგ-მდე დოზის სისტემური ექსპოზიცია კარგად იყო გადატანილი. ვინაიდან პანტინი ცილებთან ძლიერად არის შეკავშირებული, მისი დიალიზით გამოყოფა ადვილი არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, კონკრეტული თერაპიული რეკომენდაციების მიცემა არ შეიძლება სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობის გარდა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის პანტინი. ერთი გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტინს (ნატრიუმის სესქიჰიდრატის სახით).
დამატებითი ნივთიერებებია:
ბირთვის: ნატრიუმის კარბონატი (უწყლო), მანიტოლი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K90, კალციუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, პოვიდონი K25, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), პროპილენგლიკოლი, მეთაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1), პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტრიეთილციტრატი.
საღებავი: შელაკი, წითელი, შავი და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ამონიუმის ხსნარი, კონცენტრირებული.
შეფუთვის ფორმა: 3X10 ალუ დესიკანტ-ალუ ბლისტერული შეფუთვა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. ბოთლების შემთხვევაში: ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ბოთლის პირველი გახსნიდან 100 დღის გასვლის შემდეგ. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების გაუვნებელყოფა, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A02BC02.
მოქმედების მექანიზმი
პანტინი არის ბენზიმიდაზოლის შემცვლელი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიეტალური უჯრედების პროტონული ტუმბოების სპეციფიკური ბლოკადით. პანტინი გარდაიქმნება თავის აქტიურ ფორმად მჟავე გარემოში პარიეტალურ უჯრედებში, სადაც ის აინჰიბირებს H+, K+-ATP-აზა ფერმენტს, ანუ კუჭში მარილმჟავას გამომუშავების ბოლო სტადიას. ინჰიბირება არის დოზა დამოკიდებული და გავლენას ახდენს როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული მჟავას სეკრეციაზე. პაციენტთა უმრავლესობაში სიმპტომების მოხსნა მიიღწევა 2 კვირაში. ისევე როგორც სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებისა და H2 რეცეპტორის ინჰიბიტორების შემთხვევაში, პანტინით მკურნალობა ამცირებს კუჭში მჟავიანობას და ამით ზრდის გასტრინს მჟავიანობის შემცირების პროპორციულად. გასტრინის მატება შექცევადია. ვინაიდან პანტინი უკავშირდება ფერმენტს უჯრედის რეცეპტორის დონის დისტალურად, მას შეუძლია დათრგუნოს მარილმჟავას სეკრეცია სხვა ნივთიერებების (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) სტიმულაციისგან დამოუკიდებლად. ეფექტი იგივეა პრეპარატის პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენებისას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
უზმოზე გასტრინის მაჩვენებლები იზრდება პანტინის მიღებისას. ხანმოკლე გამოყენებისას უმეტეს შემთხვევაში ისინი არ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასტრინის დონე უმეტეს შემთხვევაში ორმაგდება. თუმცა, ჭარბი ზრდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება. ამის შედეგად, კუჭში სპეციფიკური ენდოკრინული (ECL) უჯრედების რაოდენობის მსუბუქი და ზომიერი მომატება შეინიშნება მცირე რაოდენობაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს (მარტივიდან ადენომატოიდურ ჰიპერპლაზიამდე). თუმცა, დღემდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, კარცინოიდული წინამორბედების (ატიპიური ჰიპერპლაზია) ან კუჭის კარცინოიდების განვითარება, როგორც ცხოველებზე ჩატარებული კვლევებში გამოვლინდა (იხილეთ პუნქტი 5.3), არ დაფიქსირებულა ადამიანებში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით შეუძლებელია გამოირიცხოს პანტინით გრძელვადიანი, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობის გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინულ პარამეტრებზე.
ანტისეკრეტორული სამედიცინო პროდუქტებით მკურნალობის დროს შრატში გასტრინი იზრდება მჟავას სეკრეციის შემცირების საპასუხოდ. ასევე იზრდება CgA კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. გაზრდილმა CgA დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას.
ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მტკიცებულება ცხადყოფს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს CgA გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირით ადრე. აღნიშნული იძლევა CgA დონეების, რომლებიც შეიძლება ცრუდ გაიზარდოს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) მკურნალობის შემდეგ, დაბრუნების შესაძლებლობას საკონტროლო დიაპაზონში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პანტინი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 40 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგაც კი. საშუალოდ დაახლოებით 2.5 სთ-ში შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 - 3 მკგ/მლ-ით და აღნიშნულიი მაჩვენებლები რჩება მუდმივი მრავალჯერადი მიღების შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღების შემდეგ. 10 მგ-დან 80 მგ-მდე დოზის დიაპაზონში, პანტინის პლაზმური კინეტიკა წრფივია როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ტაბლეტიდან იყო დაახლოებით 77%. საკვების მიღებამ არ მოახდინა გავლენა AUC-ზე, შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციაზე და, შესაბამისად, ბიოშეღწევადობაზე. საკვების ერთდროული მიღებისას იზრდება მხოლოდ დაყოვნების დროის ვარიაბელობა.
განაწილება
პანტინის შრატის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 98%. განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 0.15 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია
ნივთიერება თითქმის ექსკლუზიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლური გზა არის CYP2C19-ით დემეთილირება სულფატის შემდგომი კონიუგაციით; სხვა მეტაბოლური გზა მოიცავს დაჟანგვას CYP3A4-ით.
გამოყოფა
ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს და კლირენსი არის დაახლოებით 0.1 ლ/სთ/კგ. აღინიშნა დაგვიანებული გამოყოფის რამდენიმე შემთხვევა. პარიეტალური უჯრედის პროტონულ ტუმბოებთან პანტინის სპეციფიკური შეკავშირების გამო, ნახევარგამოყოფის პერიოდი არ კორელირებს უფრო ხანგრძლივ მოქმედებასთან (მჟავას სეკრეციის დათრგუნვა).
თირკმლისმიერი გზით ელიმინაცია წარმოადგენს პანტინის მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითად გზას (დაახლოებით 80%), დანარჩენი გამოიყოფა განავლით. შრატსა და შარდში მთავარი მეტაბოლიტი არის დიმეთილ პანტინი, რომელიც კონიუგირებულია სულფატთან. მთავარი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1.5 საათი) არ არის უფრო ხანგრძლივი, ვიდრე პანტინის.
განსაკუთრებული პოპულაცია
ცუდი მეტაბოლიზატორები
ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს არ გააჩნია ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი და ცუდ მეტაბოლიზატორებს უწოდებენ. აღნიშნულ პირებში პანტინის მეტაბოლიზმი ძირითადად CYP3A4-ით კატალიზდება. 40 მგ პანტინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, საშუალო ფართობი პლაზმაში კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ იყო დაახლოებით 6-ჯერ მეტი ცუდ მეტაბოლიზატორებში, ვიდრე პირებში ფუნქციური CYP2C19 ფერმენტით (ექსტენსიური მეტაბოლიზატორები). პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია გაიზარდა დაახლოებით 60%-ით. აღნიშნულ მონაცემებს არანაირი გავლენა არ აქვს პანტინის დოზირებაზე.
თირკმლის უკმარისობა
არ არის რეკომენდებული დოზის შემცირება პანტინის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით). ისევე როგორც ჯანმრთელ სუბიექტებში, პანტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა. პანტინის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა დიალიზდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მეტაბოლიტს აქვს ზომიერად დაყოვნებული ნახევარგამოყოფის პერიოდი (2-3 სთ), ექსკრეცია მაინც სწრაფია და, შესაბამისად, აკუმულირება არ ხდება.
ღვიძლის უკმარისობა
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებში ღვიძლის ციროზით (A და B კლასები ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით), ნახევარგამოყოფის მაჩვენებლები გაიზარდა 7-დან 9 სთ-მდე და AUC მაჩვენებლები გაიზარდა 5-7 ფაქტორით, შრატის მაქსიმალური კონცენტრაცია ოდნავ გაიზარდა მხოლოდ 1.5 ფაქტორით ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ მოხალისეებში AUC და Cmax-ის უმნიშვნელო მატება ახალგაზრდა პირებთან შედარებით ასევე არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.
პედიატრიული პოპულაცია
5 წლიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 ან 40 მგ პანტინის ერთჯერადი პერორალური დოზების მიღების შემდეგ, AUC და Cmax იყო მოზრდილების შესაბამისი მნიშვნელობების დიაპაზონში.
- 8 ან 1.6 მგ/კგ პანტინის ერთჯერადი ინტრავენური დოზირების შემდეგ 2 წლიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში პანტინის კლირენსსა და ასაკსა ან წონას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ აღინიშნა. AUC და განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა მოზრდილების მონაცემებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
- 3 : ინფორმაცია პრეპარატის შესახებ
- 3.1 : პროდუქტის ზოგადი დახასიათება, მარკირება და შეფუთვის საინფორმაციო ჩანართი
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
პანტინი 40 (პანტოპრაზოლი 40 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები)
წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
შეფუთვის ჩანართის შინაარსი
რა არის პანტინი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ პანტინის მიღებამდე
პანტინის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
პანტინის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის პანტინი და რისთვის გამოიყენება იგი
პანტინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პანტინს. პანტინი არის სელექტიური „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“, პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში წარმოქმნილი მჟავას რაოდენობას. ის გამოიყენება კუჭსა და ნაწლავებში მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.
პანტინი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
რეფლუქს ეზოფაგიტი. საყლაპავის (მილი, რომელიც თქვენს ხორხს კუჭთან აკავშირებს) ანთება, რასაც თან ახლავს კუჭის მჟავას რეგურგიტაცია.
პანტინი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:
Helicobacter pylori-ის სახელწოდებით ცნობილი ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (აღმომფხვრელი თერაპია). მიზანს წარმოადგენს ბაქტერიის აღმოფხვრა და აღნიშნული წყლულების რეციდივის ალბათობის პრევენცია.
კუჭისა და თორმტეგოჯა ნაწლავის წყლული.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც კუჭში ჭარბი რაოდენობის მჟავა წარმოიქმნება.
- რა უნდა იცოდეთ პანტინის მიღებამდე
არ მიიღოთ პანტინი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ხართ ალერგიული პანტინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).
- თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი სხვა პრეპარატების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პანტინის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს იმ შემთხვევაში,
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები. გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ის უფრო ხშირად შეამოწმებს ღვიძლის ფერმენტებს, განსაკუთრებით, თუ პანტინს ხანგრძლივად ღებულობთ. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- თუ ორგანიზმში B12 ვიტამინის მარაგი შემცირებულია, გაქვთ მისი შემცირების რისკ-ფაქტორები და იტარებთ ხანგრძლივ მკურნალობას პანტინით. მჟავიანობის შესამცირებელი ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანტინმა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის შეწოვის შემცირება.
- თუ პანტინთან ერთად ღებულობთ აივ პროტეაზა ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ ინფექციის სამკურნალოდ), მიმართეთ თქვენს ექიმს კონკრეტული კონსულტაციისათვის.
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, როგორიცაა პანტინი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება მცირედით გაზარდოს მენჯ-ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს (რომელმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
- თუ პანტინს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ღებულობთ, შესაძლებელია მაგნიუმის დონეების დაქვეითება თქვენს სისხლში. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, აჩქარებული გულის რითმი. ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ, სასწრაფოდ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის რეგულარული ანალიზის ჩატარება მაგნიუმის დონის კონტროლის მიზნით.
- თუ პანტინის მსგავსი პრეპარატით, რომელიც ამცირებს კუჭის წვენს, მკურნალობის შემდეგ აღინიშნება კანის რეაქციები.
- თუ კანზე აღინიშნება გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ კანის უბნებზე, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ პანტინით მკურნალობის შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ ასევე აცნობოთ მას სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, სახრების ტკივილი.
- თუ უნდა ჩაიტაროს სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება იყოს სხვა უფრო მძიმე დაავადების ნიშანი, როგორიცაა:
- წონაში უნებლიე კლება;
- პირღებინება, განსაკუთრებით მრავალჯერადი;
- პიღებინება სისხლის შემცველობით; რაც შეიძლება გამოვლინდეს პირღებინების მასაში მუქი ყავის ნალექის სახით;
- სისხლი განავალში; შავი ან კუპრისებრი შესახედაობის;
- ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.
- სიფერმკრთალე ან სისუსტე (ანემია).
- ტკივილი გულ-მკერდის არეში;
- მუცლის ტკივილი;
- მძიმე და/ან პერსისტული ფაღარათი, ვინაიდან ეს პრეპარატი ასოცირდება ინფექციური ფაღარათის მცირედ მატებასთან.
თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ გჭირდებათ ავთვისებიანი დაავადების გამორიცხვა, ვინაიდან პანტინი ასევე ამსუბუქებს კიბოს სიმპტომებს და შესაბამისად შეიძლება დააყოვნოს მისი დიაგნოსტირება. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები შენარჩუნდება, მიზანშეწონილია დამატებითი კვლევების ჩატარება.
იმ შემთხვევაში, თუ პანტინს ხანგრძლივად ღებულობთ (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), სავარაუდოდ თქვენი ექიმი მოითხოვს თქვენს რეგულარულ მეთვალყურეობას. თქვენს ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ნებისმიერი ახალი და უჩვეულო სიმპტომისა თუ მოვლენის განვითარების შესახებ.
ბავშვები და მოზარდები
პანტინის ბავშვებში მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მისი ეფექტიანობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადასტურებული.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პანტინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
პანტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტიანობაზე, შესაბამისად აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ:
პრეპარატებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) ან ერლოტინიბს (გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების დროს), ვინაიდან პანტინმა შეიძლება შეაფერხოს ამ და სხვა პრეპარატების მოქმედების ეფექტიანობა;
ვარფარინი და ფენპროკუმონი, რომლებიც მოქმედებს სისხლის გასქელებასა თუ გათხიერებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კვლევების ჩატარება;
აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ატაზანავირი;
მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და კიბოს სამკურნალოდ) - იმ შემთხვევაში, თუ მეთოტრექსატს ღებულობთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს პანტინით მკურნალობა, ვინაიდან პანტინმა შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის დონეები სისხლში;
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ ღებულობთ ფლუვოქსამინს, თქვენმ ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა;
რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში პანტინის გამოყენების შესახებ ადექვატური ინფორმაცია არ არსებობს. აღინიშნა დედის რძეში გამოყოფა.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს თქვენ ჯერ არდაბადებული ბავშვისთვის ან ჩვილისათვის.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
პანტინს გააჩნია ნულოვანი ან უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ისეთი გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.
- პანტინის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტები ჭამამდე 1 საათით ადრე, დაღეჭვის ან გატეხვის გარეშე და გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზა არის:
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
- რეფლუქს ეზოფაგიტის სამკურნალოდ
ჩვეული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. თქვენი ექიმი გეტყვით, გაზარდოთ დოზა 2 ტაბლეტამდე დღეში. რეფლუქს ეზოფაგიტის შემთხვევაში მკურნალობის პერიოდი, როგორც წესი, შეადგენს 4-8 კვირას. ექიმი გეტყვით, თუ რამდან ხანს უნდა მიიღოთ თქვენი პრეპარატი.
მოზრდილები
- Helicobacter pylori-ის სახელწოდებით ცნობილი ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (აღმომფხვრელი თერაპია).
ერთი ტაბლეტი, დღეში ორჯერ პლუს ორი ანტიბიოტიკი - ამოქსიცილინი, კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი (ან ტინიდაზოლი), თითოეული მიიღება დღეში ორჯერ პანტინის ტაბლეტთან ერთად. ჯერ მიიღეთ პანტინის ტაბლეტი საუზმემდე 1 საათით ადრე და პანტინის მეორე ტაბლეტი საღამოს კვებამდე 1 საათით ადრე. დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები და დარწმუნდით, რომ გაეცანით აღნიშნული ანტიბიოტიკების შეფუთის ჩანართებს. მკურნალობის ჩვეული პერიოდი არის ერთი ან ორი კვირა.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ.
ჩვეული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, დოზა შეიძლება გაორმაგდეს. ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. მკურნალობის ხანგრძლივობა კუჭის წყლულის შემთხვევში, როგორც წესი, არის 4 კვირიდან 8 კვირამდე. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების შემთხვევაში კი მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 2-4 კვირას შეადგენს.
- ზოლნგერ ელისონის სინდრომისა და სხვა ჰიპერსეკრეტორული მოვლენების ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
რეკომენდებული საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის ორი ტაბლეტი დღეში.
მიიღეთ ორი ტაბლეტი ჭამამდე 1 საათით ადრე. თქვენი ექიმი მოგვიანებით დააკორექტირებს დოზას, გამომუშავებული კუჭის წვენის რაოდენობის მიხედვით. თუ დანიშნულია დღეში ორ ტაბლეტზე მეტი, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღეში ორჯერ.
თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ოთხ ტაბლეტზე მეტს დღეში, ის ზუსტად გაცნობებთ, თუ როდის უნდა შეწყვითოთ პრეპარატის მიღება.
პაციენტები თირკმლის დარღვევებით
თუ გაქვთ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, Helicobacter pylori-ს აღმოსაფხვრელად პანტინი არ უნდა მიიღოთ.
პაციენტები ღვიძლის დარღვევებით
თუ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დარღვევებით, არ უნდა მიიღოთ 20 მგ პანტინის ერთ ტაბლეტზე მეტი დღეში (აღნიშნული მიზნით ხელმისაწვდომია 20 მგ პანტინის ტაბლეტები). თუ გაწუხებთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დარღვევები, Helicobacter pylori-ს აღმოსაფხვრელად პანტინი არ უნდა მიიღოთ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
აღნიშნული ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პანტინი
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჭარბი დოზირების სიმპტომები ცნობილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პანტინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ მომდევნო, ნორმალური დოზა ჩვეულ დროს.
თუ შეწყვიტეთ პანტინის მიღება
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
აღნიშნული პრეპარატის იღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩემოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ, ან მიმართეთ ყველაზე ახლომდებარე საავადმყოფოს:
- მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში): ენის და/ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემით და ძლიერი ოფლიანობით.
- კანის მძიმე მოვლენები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია): კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების ეროზია (მსუბუქი სისხლდენის ჩათვლით) (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა) და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
- სხვა მძიმე მოვლენები (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია): კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი და თირკმელების გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვით, წელის ტკივილი (თირკმელების მძიმე ანთება), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)
თავის ტკვილი; თავბრუსხვევა; ფაღარათი, გულისრევა, პირღებინება; შებერილობა და მეტეორიზმი (გაზები); შეკრულობა; პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და დისკომფორტი; კანზე გამონაყარი; ეგზანთემა, გამონაყარი; ქავილი, სისუსტე, დაღლილობა ან ზოგადი უხასიათობა; ძილის დარღვევები; მენჯ-ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
გემოს დარღვევა ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევა, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება; ტკივილი სახსრებში; კუნთების ტკივილი; წონის ცვლილება; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ცხელება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
დეზორიენტაცია.
უცნობი (სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):
ჰალუცინაცების, დაბნეულობა (განსაკუთრებით პაციენტებში აღნიშნული სიმპტომების ანამნეზით); სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (იხილეთ პუნქტი 2), წიწკვნის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, წვის შეგრძნება ან გაშეშება, გამონაყარი, შესაძლოა ტკივილით სახსრებში, მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს წყლიან ფაღარათს,
სისხლის ანალიზით დადგენილი გვერდითი მოვლენები:
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში) ღვიძლის ფერმენტების მომატება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე პაციენტში) ბილირუბინის მომატება; სისხლში ცხიმების დონეების მომატება; მოცირკულირე გრანულარული ლეიკოციტების მკვეთრი შემცირება; ასოცირებული მაღალცხელებასთან.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები ჩვეულზე მეტად; ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ხშირ ინფექციებს იწვევს; ერითროციტების, ლეიკოციტებისა და ასევე თრომბოციტების რაოდენობის თანაარსებული უჩვეულო შემცირება.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება შეიძლება ასევე პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის (Yellow Card Scheme) საშუალებით. ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიეთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play ან Apple App Store საძიებო სისტემებში. გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- პანტინის შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე „EXP“ ნიშნის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს. ბოთლების შემთხვევაში: ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ბოთლის პირველი გახსნიდან 100 დღის გასვლის შემდეგ. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების გაუვნებელყოფა, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პანტინი
აქტიური ნივთიერება არის პანტინი. ერთი გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტინს (ნატრიუმის სესქიჰიდრატის სახით).
დამატებითი ნივთიერებებია:
ბირთვის: ნატრიუმის კარბონატი (უწყლო), მანიტოლი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K90, კალციუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, პოვიდონი K25, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), პროპილენგლიკოლი, მეთაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1), პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტრიეთილციტრატი.
საღებავი: შელაკი, წითელი, შავი და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ამონიუმის ხსნარი, კონცენტრირებული.
შეფუთვის ფორმა: 3X10 ალუ დესიკანტ-ალუ ბლისტერული შეფუთვა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელი და მისამართი
„ჰეტერო ლაბს ლიმიტედი“ (Hetero Labs Limited)
„Hetero Corporate“,
7-2-A2, ინდასთრიალ ისთეითს,
სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი
ტელანგანა, ინდოეთი- 500 018,
ტელ: +91-40-23704923/24/25
ფაქსი: +91-40-237-4926
მწარმოებლის მისამართი:
„ჰეტერო ლაბს ლიმიტედი“ (Hetero Labs Limited), UNIT –V,
ბლოკი V და V-A, TSIIC-Formulation SEZ,
S.Nos 439,440,441&458
სოფელი პოლაპელი, იადჩერლა მანდალი,
ტელანგანას შტატი, 509301, ინდოეთი
პასუხისმგებელი პირი: ბჰანუ პრაკაშ განჯი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.