ბრუზოლი
BRUZOLE
რეფლუქს ეზოფაგიტი. კუჭისა და თორმერგოჯას წყლული ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პანტოპრაზოლი (pantoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Kwality Pharmaceuticals Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045122
- რეგისტრირებულია
- 31 მარტი 2026, მოქმედებს 31 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BRUDER LIFE SCIENCE (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიემთი ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრუზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რეფლუქს ეზოფაგიტი.
კუჭისა და თორმერგოჯას წყლული
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი პაციენტს უკეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობით.
პანტოპრაზოლის ვენაში შეყვანა რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ პერორალური გზით მიღება შესაფერისი არ არის. არსებობს მონაცემები 7 დღემდე ვენაში გამოყენების შესახებ. ამიტომ, როგორც კი შესაძლებელი იქნება პერორალური თერაპია, მკურნალობა 40 პანტოპრაზოლის ი.ვ. მკურნალობა უნდა შეწყდეს და მის ნაცვლად გამოყენებული იყოს 40 მგ პანტოპრაზოლი პერორალურად.
დოზირება
კუჭის და თორმეგოჯას წყლული, რეფლუქს ეზოფაგიტი
რეკომენდებული ინტრავენური დოზა არის პანტოპრაზოლის ერთი ფლაკონი (40 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების გრძელვადიანი მართვისთვის პაციენტის მკურნალობა უნდა დაიწყოს ვენაში შესაყვანი 80 მგ პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზით. ამის შემდეგ შეიძლება დოზის ტიტრირება მისი გაზრდით ან შემცირებით, საჭიროების მიხედვით, კუჭის მჟავას სეკრეციის დონის მიხედვით. თუ პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა 80 მგ-ს აღემატება, იგი ორ მიღებად უნდა გაიყოს. საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება გაიზარდოს 160 მგ-მდე დღე-ღამეში. აუცილებლობისას პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 160 მგ-მდე, თუმცა გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა მჟავას სეკრეციის ადექვატური კონტროლისთვის.
თუ საჭიროა მჟავას სწრაფი კონტროლი, 2 x 80 მგ პანტოპრაზოლის საწყისი დოზა საკმარისია მჟავას გამოყოფის შემცირების მართვისთვის სამიზნე დიაპაზონში (<10 მექ/სთ) ერთი საათის განმავლობაში პაციენტთა უმრავლესობაში.
განსაკუთრებული პოპულაცია
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება 20 მგ პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზის (40 მგ პანტოპრაზოლის ნახევარი ფლაკონი) გადამეტება
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია აუცილებელი არ არის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულთა პოპულაცია
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
პანტროპრაზოლის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ვენაში შეყვანისას 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში .
მიღების წესი
ინექციის წინ ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი საინექციო ხსნარით. ახლად მომზადებული ხსნარი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად 2-15 წუთის განმავლობაში, ნელი ინექციის სახით, ან შეიძლება მისი დამატებით განზავება 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი საინექციო ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის სა ინექციო ხსნარით და შეიყვანოთ ხანმოკლე ინფუზიის სახით. მიღების ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-15 წუთი. აღდგენილი ხსნარი სტაბილურია ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე) და გამოყენებული უნდა იქნას მომზადებიდან 12 საათის განმავლობაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინული ანტიბიოიკების ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
კუჭის ავთვისებიანობა
სიმპტომატურმა პასუხმა პანტოპრაზოლზე შეიძლება შენიღბოს კუჭის ავთვისებიანობის სიმპტომები და შეანელოს დიაგნოზის დასმმის პროცესი. გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობისას (მაგალითად, სხეულის წონის მნიშვნელოვნი კლება, მრავალჯერადი გულისრევა, დისფაგია, გულისრევა სისხლით ან მელენა), კუჭის წყლულზე ეჭვისას ან მისი არსებობისას უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნი. თუ შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად ზემოაღნიშნული სიმპტომები შენარჩუნდება, უნდა განიხილოს საკითხი პაციენტის შემდგომი გამოკვლევის შესახებ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში თერაპიის დროს აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს
აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღება
რეკომენდებული არ არის პანტოპრაზოლის მიღება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა ასბსორბცია დამოკიდებულია კუჭის შიდა მჟავიანობაზე pH, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო
კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული ინფექციები
პანტოპრაზოლის გამოყენებისას შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების წარმოქმნის რისკი, რომლებსაც იწვევს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა Salmonella და Campylobacter ან C. difficile
ჰიპომაგნეზემია
მწვავე ჰიპომაგნეზემია აღინიშა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (პტი) , როგორიცაა პანტოპრაზოლი, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ჰიპომაგნეზემიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭების არითმია, მაგრამ შეიძლება ისინი დაიწყოს სიმპტომების გარეშე და გამოგრჩეთ.პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემიისჰიპომაგნეზემია გაუმჯობესდა მაგნიუმის ჩანაცვლების და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტირების შეწყვეტის შემდეგ.
იმ პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია გრძელვადიანი მკურნალობა ან რომლებიც იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპომაგნეზემიის გამოწვევა (მაგ. დიურეტიკები), სამედიცინო სპეციალისტებმა უნდა განიხილონ მაგნიუმის დონეების გაზომვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე და ასევე პერიოდულად მკურნალობის დროს.
ძვლის მოტეხილობები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას (>1 წელი), შეიძლება ზომიერად გაზარდონ ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი, უპირატესად ხანდაზმულებში ან სხვა ცნობილი რისკ ფაქტორების არსებობისას. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ მოტეხილობის საერთო რისკი 10-40%-ით. ზოგჯერ ამგვარი ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რისკ ფაქტორებით. ოსტეოპოროზის რისკის მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ თერაპია მოქმედი კლინიკური გაიდლაინების მიხედვით და მათ უნდა მიიღონ D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი რაოდენობა.
ქვემწვავე კანის წითელი მგლურა
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ასოცირებულია ქვემწვავე კანის წითელი მგლურას ძალიან არახშირ შემთხვევებთან. თუ ვითარდება დაზიანებები, განსაკუთრებით, მზის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ კანის უბნებზე და თუ თან ახლავს ართრალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და სამედიცინო სპეციალისტებმა უნდა განიხილონ პანტოპრაზოლის შეწყვეტა. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით წინა მკურნალობის შემდეგ ქვემწვავე კანის წითელმა მგლურამ შეიძლება გაზარდოს ქვემწვავე კანის წითელი მგლურას რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით.
ზეგავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
A ქრომოგრანინის (CgA) დონის მომატებამ შეიძლება გააყალბოს ანალიზების შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევის ჩატარებისას. ამის თავიდან ასაცილებლად, პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს გაზომვამდე მინიმუმ
5 დღით ადრე . თუ საწყისი გაზომვის შემდეგ CgA და გასტრინის დონეები არ დაბრუნდა ნორმალური მნიშვნელობების დიაპაზონში , გაზომვა განმეორებით უნდა მოხდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში.
ეს პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ფლაკონში, ე.ი. თითქმის „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სიფრთხილის ზომები
ძუძუთი კვება
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პანტოპრაზოლი გადადის დედის რძეში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია პანტოპრაზოლის ადამიანის დედის რძეში გადასვლის შესახებ, მაგრამ აღინიშნა ადამიანის რძეში ექსკრეციის შემთხვევები. გამორიცხული არ არის რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. შესაბამისად, მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვტის ან პანტოპრაზოლით თერაპიის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის პანტოპრაზოლით თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო პრეპარატები рН-დამოკიდებული აბსორბციით
მარილმჟავას სეკრეციის ხანგრძლივი მნიშვნელოვანი შემცირების შედეგად პანტოპრაზოლს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სამკურნალო საშუალებათა შეწოვაზე, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის рН-ზე მაგალითად, აზოლების ჯგუფის ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, როგორებიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, და სხვა სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ერლოტინიბი.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები
რეკომენდებული არ არის პანტოპრაზოლთან ერთად აივ პროტეაზას ინჰიბიტორების მიღება, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის შიდა მჟავიანობაზე pH, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო
თუ აივ პროტეაზას ინჰიბიტორების კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან აუცილებელი, რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი (მაგ. ვირუსული დატვირთვა). არ შეიძლება დღეში 20 მგ პანტოპრაზოლის დოზის გადამეტება. შეიძლება საჭირო გახდეს აივ პროტეაზას ინჰიბიტორის დოზის კორექცია.
კუმარინის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი)
პანტოპრაზოლის მიღება ვარფარინთან ან ფენპროკუმონთან ერთად გავლენას არ ახდენს ვარფარინის, ფენპროკუმონის ფარმაკოკინეტიკაზე ან INR-ზე. მიუხედავად ამისა, აღინიშნა INR-ის და პროთრომბინის დროის მომატების შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს და ვარფარინს ან ფენოპროკუმონს. INR-ის და პროთრომბინის დროის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და სიკვდილიც კი. შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის და ვარფარინის ან ფენპროკუმონის მიმღები პაციენტების მონიტორინგი INR-ის და პროთრომბინის დროის მომატებაზე.
მეთოტრექსატი
ცნობილია, რომ მეთოტრექსატის მაღალი დოზის (მაგ. 300 მგ) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება ზოგიერთ პაციენტში ზრდის მეთოტრექსატის დონეებს. ამიტომ, ისეთი დაავადებების დროს, როდესაც მეთოტრექსატის მაღალი დოზა გამოიყენება, მაგალითად კიბოს და ფსორიაზის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის დროებით მოხსნის განხილვა.
სხვა ურთიერთქმედების კვლევები
პანტოპრაზოლი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში P450 ციტოქრომის ფერმენტული სისტემით. მეტაბოლიზმის ძირითადი დოზა არის დემეთილაცია CYP2C19 და კიდევ ერთი მეტაბოლური გზა არის ოქსიდაცია CYP3A4.
ურთიერთქმედების კვლევებისას ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ამ გზებით, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და ლევონორგესტრელის და ეთინილ ესტრადიოლის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივი, არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
ურთიერთქმედების კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პანტოპრაზოლი გავლენას არ ახდენს იმ აქტიური სუბსტანციების მეტაბოლიზმზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9-ით (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6-ით (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1-ით (როგორიცაა ეთანოლი) ან არ აფერხებს დიგოქსინის p-გლიკოპროტენთან დაკავშირებულ აბსორბციას.
არანაირი ურთიერთქმედება არ აღნიშნულა ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას.ურთიერთქმედების კვლევები ასევე ჩატარდა პანტოპრაზოლის შესაბამის ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი) ერთად გამოყენებით. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილი არ არის.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ ან აინდუცირებენ CYP2C19-ს:
CYP2C19-ის ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გაზარდონ პანტოპრაზოლის სისტემური ექსპოზიცია. შეიძლება განხილული იყოს დოზის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებიც გრძელვადიანად მკურნალობენ პანტოპრაზოლის მაღალი დოზებით ან რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა.
ფერმენტების ინდუქტორებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP2C19 CYP3A4, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hypericum perforatum), შეიძლება შეამცირონ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემებით.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსული ქალების შესახებ არსებული მოკრძალებული მონაცემები (300-1000 ორსულობის შედეგი) არ მიუთითებს პანტოპრაზოლის მიერ გამოწვეულ მალფორმაციებზე ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე.ცხოველებში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა
გავლენა ავტომობილის მართვაზე
შეიძლება განვითარდეს ისეთი უარყოფითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები . აღნიშნული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
პაციენტთა დაახლოებით 5%-ს შეიძლება განუვითარდეს არასასურველი რეაქციები (ADRs).
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად: (≥1/10), ხშირად: (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად: (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად: (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად: (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შეუძლებელია).
თითოეულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მისი შემცირების რიგითობით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - აგრანულოციტოზი; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციებისა და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: იშვიათად - ჰიპერლიპიდემია, სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის გაზრდა, სხეულის წონის შეცვლა; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპომაგნიემიასთან დაკავშირებული ჰიპოკალციემია1, ჰიპოკალიემია1.
ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - ძილის დარღვევა; იშვიათად - დეპრესია (და მდგომარეობის გაუარესება); ძალიან იშვიათად - დეზორიენტაცია (და მდგომარეობის გაუარესება); სიხშირე უცნობია - ჰალუცინაციები, გონების არევა (განსაკუთრებით მიდრეკილ პაციენტებში, მდგომარეობის გაუარესება).
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათად - დისგევზია; სიხშირე უცნობია - პარესთეზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის დარღვევა/მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - კუჭის ფსკერის ჯირკვლოვანი პოლიპები (კეთილთვისებიანი); არახშირად - ფაღარათი, ღებინება/გულისრევა, მუცლის შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება; სიხშირე უცნობია - მიკროსკოპული კოლიტი.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის) დონის მომატება; იშვიათად - სისხლის პლაზმაში ბილირუბინის დონის გაზრდა; სიხშირე უცნობია - ღვიძლის უჯრედების დაზიანება, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი/ეგზანთემა, ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქვემწვავე წითელი მგლურა, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა; იშვიათად - ართრალგია, მიალგია; სიხშირე უცნობია - კუნთების სპაზმები2.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ინტერსტიციული ნეფრიტი (შესაძლებელია დაავადების პროგრესირება და თირკმლის უკმარისობის განვითარება).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად - გინეკომასტია.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილას; არახშირად - ასთენია, დაღლილობა და სისუსტე; იშვიათად - სხეულის წონის მომატება, პერიფერიული შეშუპება.
1 ჰიპოკალცემია ან ჰიპოკალემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნემიის წარმოქმნასთან.
2 კუნთების სპაზმი, როგორც ელექტროლიტების დარღვევის შედეგი .
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგი გაგრძელდეს. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით:
ჭარბი დოზა
მამაკაცებში ჭარბი დოზის სიმპტომების შესახებ ცნობილი არ არის.
სისტემური ექსპოზიცია ვენაში 2 წუთის განმავლობაში 240 მგ-მდე შეყვანა კარგად გადაიტანება.
რადგან პანტოპრაზოლი ფართოდ უკავშირდება ცილებს, მისი მზად გამოდევნა დიალიზით არ ახდება.
ჭარბი დოზის შემთხვევაში ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობის გარდა, სპეციფიკური თერაპიული რეკომენდაციები არ არსებობს.
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს:
პანტოპრაზოლის ნატრიუმი (სტერილური)
40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტი.
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ფხვნილი
კლინიკური მონაცემები
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის განსაკუთრებული ზომები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ
შეფუთვა: 40 მგ ფხვნილი ფლაკონი N10, შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი:
Kwality Pharmaceuticals Limited
ინდოეთი
წარმოეებულია კომპანიისთვის:
Bruder Life Science
ინდოეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A02BC02
მოქმედების მექანიზმი
კუჭის პარიეტულ უჯრედებში მჟავე გარემოში პანტოპრაზოლი გარდაიქმნება აქტიურ ფორმად და აინჰიბირებს Н+-К+-ატფაზას, რომელიც მონაწილეობს კუჭში მარილმჟავას სინთეზის დასკვნით სტადიაში. სამკურნალო საშუალება ახდენს დოზადამოკიდებულ მოქმედებას და აინჰიბირებს კუჭის წვენის როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. პაციენტთა უმრავლესობაში დაავადების სიმპტომები, 2 კვირის განმავლობაში ნიველირდება. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების ან Н2-რეცეპტორების ბლოკატორების მიღებისას, კუჭში პანტოპრაზოლით განპირობებული მჟავიანობის დაწევა იწვევს გასტრინის სეკრეციის პროპორციულად მომატებას, რომელსაც შექცევადი ხასიათი გააჩნია. ვინაიდან პანტოპრაზოლი აკავშირებს ფერმენტს დისტალურად უჯრედულ მემბრანასთან მიმართებაში, პანტოპრაზოლს მისი სეკრეციის ინჰიბირება შეუძლია მასტიმულირებელი ნივთიერებების (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) სახეობის განურჩევლად. ვენაში შეყვანისას სამკურნალო საშუალება ახდენს იგივე ეფექტს, როგორსაც პერორალურად მიღებისას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პანტოპრაზოლის გამოყენებისას სისხლის პლაზმაში გასტრინის დონე უზმოზე იმატებს. როგორც წესი, ეს მაჩვენებელი არ სცდება ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს ხანმოკლე მკურნალობისას, თუმცა, პანტოპრაზოლის ხანგრძლივად გამოყენება უხშირესად იწვევს მის ორმაგად გაზრდას. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მომატება. როგორც შედეგი, ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში შემთხვევათა მცირე რაოდენობაში გამოვლინდა კუჭის სპეციფიკური ენდოკრინული (ECL,) ენტეროქრომაფინულის მსგავსი უჯრედების სუსტად ან ზომიერად გამოხატული პროლიფერაცია (მსუბუქიდან ადენომატოზური ჰიპერპლაზიამდე). ამ დროს კუჭის კარცინოიდული სიმსივნეების (ატიპიური ჰიპერპლაზია) და კარცინოიდების განვითარების მიმართ მიდრეკილი მდგომარეობების წარმოქმნის შემთხვევები, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ადამიანებში არ დაფიქსირებულა.
ერთ წელზე მეტ ხანს პანტოპრაზოლით გრძელვადიანი მკურნალობის ზეგავლენა თიროიდის ენდოკრინულ პარამეტრებზე სრულად არ გამოირიცხება, ცხოველებში ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით.
ანტისეკრეტორული პრეპარატებით მკურნალობის დროს მარილმჟავას სეკრეციის შემცირების შედეგად სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება. კუჭში მჟავიანობის დაწევისას ასევე იზრდება А (CgA) ქრომოგრანინის დონე. CgA კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გავლენა იქონიოს ანალიზების შედეგებზე ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისას.
არსებული მონაცემების თანახმად CgA-ის დონის განსაზღვრისას პტი-ის გამოყენება 5 დღიდან 2 კვირამდე ვადით უნდა შეწყდეს გამოკვლევის ჩატარებამდე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ CgA-ის დონე დაბრუნდეს ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში, ვინაიდან პტი-ის გამოყენების შედეგად იგი შეიძლება გაიზარდოს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ზოგადი ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი შეყვანისას ერთმანეთისგან არ განსხვავდება. 10 მგ-დან 80 მგ-მდე დოზების დიაპაზონში შიგნით და ვენაში შეყვანისას სამკურნალო საშუალებას სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის შეცვლის თითქმის ხაზოვანი კინეტიკა გააჩნია.
განაწილება
პანტოპრაზოლის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაახლოებით 98%-ს შეადგენს. განაწილების მოცულობა - დაახლოებით 0,15 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი და ბიოტრანსფორმაცია
პანტოპრაზოლი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის ძირიდათ გზას წარმოადგენს დემეთილირება CYP2C19-ის მონაწილეობით შემდგომი სულფატირებით. ბიოტრანსფორმაციის სხვა გზები მოიცავს დაჟანგვას CYP3A4-ის მონაწილეობით.
ელიმინაცია
ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით 1 საათს შეადგენს, კლირენსი დაახლოებით 0,1 ლ/სთ/კგ; ზოგიერთ სუბიექტს სამკურნალო საშუალების უფრო ნელი ელიმინაციის შემთხვევები აღენიშნა. პანტოპრაზოლის მოქმედების ხანგრძლივობა (მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება) არ კორელირებს ნახევარგამოყოფის პერიოდთან და მას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც განპირობებულია სამკურნალო საშუალების სპეციფიკური ურთიერთქმედებით კუჭის პარიეტულ უჯრედებთან.
მეტაბოლიტები უპირატესად (დაახლოებით 80%) თირკმელებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით გამოიყოფა. პანტოპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც როგორც სისხლის პლაზმაში, ასევე შარდში განისაზღვრება, კონიუგირებულია დესმეთილპანტოპრაზოლის სულფატთან. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1,5 საათი) სულ ოდნავ მეტია, ვიდრე პანტოპრაზოლის.
სპეციალური პოპულაციები სუსტი მეტაბოლიზატორები
ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს აღენიშნება CYP2C19-ის ფუნქციური დეფიციტი ნელი მეტაბოლიზატორები. ასეთ ადამიანებში პანტოპრაზოლი, შესაძლოა, მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ის მონაწილეობით. სამკურნალო პრეპარატის 40 მგ დოზით ერთჯერადი გამოყენების შემდეგ „ნელ“ მეტაბოლიზატორებში კონცენტრაცია-დროს მრუდის (AUC) ქვეშ ფართობის საშუალო მნიშვნელობები 6-ჯერ უფრო მაღალი იყო იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებსაც CYP2C19-ის ნორმალური ფუნქციური აქტივობა გააჩნდათ („სწრაფი“ მეტაბოლიზატორები). სისხლის პლაზმაში მაქსიმალური
კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობები (Cmax) გაიზარდა დაახლოებით 60%-ით. ამ მონაცემებს მნიშვნელობა არა აქვთ პანტოპრაზოლის დოზირების რეჟიმის შერჩევის დროს.
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით) დოზის შემცირება საჭირო არ არის, პატროპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი მათ ხანგრძლივი არ აქვთ და ჯანმრთელი მოხალისეების მსგავსია. სამკურნალო საშუალება მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის ძირითად მეტაბოლიტს ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი აქვს (2-3 საათი), იგი სწრაფად ელიმინირდება და ორგანიზმში მისი კუმულირება არ ხდება.
ღვიძლის უკმარისიობა
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით А და В კლასები) პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი 7-9 საათამდე იზრდება, ხოლო AUC-ის საშუალო მნიშვნელობები ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით 5-7-ჯერ იზრდება, მაშინ როდესაც სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ 1,5-ჯერ იზრდება.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ მოხალისეებში AUC და Cmax-ის უმნიშვნელო ზრდა ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
ბავშვები
0,8 მგ/კგ ან 1,6 მგ/კგ დოზებით პანტოპრაზოლის ვენაში შეყვანის შემდეგ 2-დან 16 წლამდე ბავშვებში სამკურნალო საშუალების კლირენსსა და ბავშვის სხეულის წონას ან ასაკს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი აღმოჩენილი არ ყოფილა. AUC მაჩვენებლები და განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა მოზრდილებისას.
წინაკლინიკური მონაცემები:
არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობისა და გენოტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე.
ვირთხებზე ჩატარებულ ორწლიან კანცეროგენულ კვლევებში აღმოჩენილი იქნა ნეიროენდოკრინული ნეოპლაზმები. გარდა ამისა, ვირთხების კუჭის წინა ნაწილში აღმოჩენილი იქნა ბრტყელუჯრედოვანი პაპილომები. ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლებით კუჭის კარცინოიდების წარმოქმნის მექანიზმი საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი და საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს არის მეორადი რეაქცია ვირთხებში ქრონიკული მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შრატში გასტრინის დონის მასიურად მომატების მიმართ. ორწლიან მღრღნელებზე ჩატარებულ კვლევებში ვირთხებსა და მდედრ თაგვებში დაფიქსირდა ღვიძლის სიმსივნეების რაოდენობის ზრდა, რაც განმარტებული იყო, როგორც პანტოპრაზოლის ღვიძლში მაღალი მეტაბოლური სიჩქარით გამოწვეული.
ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზიური ცვლილებების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა ვირთხების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ყველაზე მაღალ დოზას (200 მგ/კგ). ამ ნეოპლაზმების გაჩენა დაკავშირებულია პანტოპრაზოლით გამოწვეულ ცვლილებებთან ვირთხის ღვიძლში თიროქსინის დაშლის პროცესში. რადგან ადამიანებში თერაპიული დოზა დაბალია, ფარისებრ ჯირკვლებზე მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას, 5 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებისას დაფიქსირდა ფეტოტოქსიკურობის მსუბუქი ნიშნები. კვლევებმა არ გამოავლინა ნაყოფიერების დარღვევის ან ტერატოგენული ეფექტების ნიშნები.
ვირთხებში პლაცენტაში შეღწევა გამოკვლეული იქნა და აღმოჩნდა, რომ ის იზრდებოდა ორსულობის გვიან სტადიაზე. შედეგად, ნაყოფში პანტოპრაზოლის კონცენტრაცია იზრდება დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ბრუზოლი
შემადგენლობა:
ყოველი ფლაკონი შეიცავს:
პანტოპრაზოლის ნატრიუმი (სტერილური)
40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტი.
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ფხვნილი
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
რეფლუქს ეზოფაგიტი.
კუჭისა და თორმერგოჯას წყლული
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები.
დოზირება და მიღების წესი:
ეს პრეპარატი პაციენტს უკეთდება სამედიცინო პერსონალის მიერ და სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობით.
პანტოპრაზოლის ვენაში შეყვანა რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, თუ პერორალური გზით მიღება შესაფერისი არ არის. არსებობს მონაცემები 7 დღემდე ვენაში გამოყენების შესახებ. ამიტომ, როგორც კი შესაძლებელი იქნება პერორალური თერაპია, მკურნალობა 40 პანტოპრაზოლის ი.ვ. მკურნალობა უნდა შეწყდეს და მის ნაცვლად გამოყენებული იყოს 40 მგ პანტოპრაზოლი პერორალურად.
დოზირება
კუჭის და თორმეგოჯას წყლული, რეფლუქს ეზოფაგიტი
რეკომენდებული ინტრავენური დოზა არის პანტოპრაზოლის ერთი ფლაკონი (40 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების გრძელვადიანი მართვისთვის პაციენტის მკურნალობა უნდა დაიწყოს ვენაში შესაყვანი 80 მგ პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზით. ამის შემდეგ შეიძლება დოზის ტიტრირება მისი გაზრდით ან შემცირებით, საჭიროების მიხედვით, კუჭის მჟავას სეკრეციის დონის მიხედვით. თუ პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა 80 მგ-ს აღემატება, იგი ორ მიღებად უნდა გაიყოს. საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება გაიზარდოს 160 მგ-მდე დღე-ღამეში. აუცილებლობისას პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 160 მგ-მდე, თუმცა გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა მჟავას სეკრეციის ადექვატური კონტროლისთვის.
თუ საჭიროა მჟავას სწრაფი კონტროლი, 2 x 80 მგ პანტოპრაზოლის საწყისი დოზა საკმარისია მჟავას გამოყოფის შემცირების მართვისთვის სამიზნე დიაპაზონში (<10 მექ/სთ) ერთი საათის განმავლობაში პაციენტთა უმრავლესობაში.
განსაკუთრებული პოპულაცია
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება 20 მგ პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზის (40 მგ პანტოპრაზოლის ნახევარი ფლაკონი) გადამეტება
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია აუცილებელი არ არის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულთა პოპულაცია
დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია
პანტროპრაზოლის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ვენაში შეყვანისას 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში .
მიღების წესი
ინექციის წინ ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი საინექციო ხსნარით. ახლად მომზადებული ხსნარი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად 2-15 წუთის განმავლობაში, ნელი ინექციის სახით, ან შეიძლება მისი დამატებით განზავება 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი საინექციო ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის სა ინექციო ხსნარით და შეიყვანოთ ხანმოკლე ინფუზიის სახით. მიღების ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-15 წუთი. აღდგენილი ხსნარი სტაბილურია ოთახის ტემპერატურაზე (25°C-მდე) და გამოყენებული უნდა იქნას მომზადებიდან 12 საათის განმავლობაში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინული ანტიბიოიკების ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
კუჭის ავთვისებიანობა
სიმპტომატურმა პასუხმა პანტოპრაზოლზე შეიძლება შენიღბოს კუჭის ავთვისებიანობის სიმპტომები და შეანელოს დიაგნოზის დასმმის პროცესი. გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობისას (მაგალითად, სხეულის წონის მნიშვნელოვნი კლება, მრავალჯერადი გულისრევა, დისფაგია, გულისრევა სისხლით ან მელენა), კუჭის წყლულზე ეჭვისას ან მისი არსებობისას უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნი. თუ შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად ზემოაღნიშნული სიმპტომები შენარჩუნდება, უნდა განიხილოს საკითხი პაციენტის შემდგომი გამოკვლევის შესახებ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში თერაპიის დროს აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს
აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღება
რეკომენდებული არ არის პანტოპრაზოლის მიღება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად, რომელთა ასბსორბცია დამოკიდებულია კუჭის შიდა მჟავიანობაზე pH, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო
კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული ინფექციები
პანტოპრაზოლის გამოყენებისას შეიძლება უმნიშვნელოდ გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების წარმოქმნის რისკი, რომლებსაც იწვევს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა Salmonella და Campylobacter ან C. difficile
ჰიპომაგნეზემია
მწვავე ჰიპომაგნეზემია აღინიშა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (პტი) , როგორიცაა პანტოპრაზოლი, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ჰიპომაგნეზემიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭების არითმია, მაგრამ შეიძლება ისინი დაიწყოს სიმპტომების გარეშე და გამოგრჩეთ.პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემიისჰიპომაგნეზემია გაუმჯობესდა მაგნიუმის ჩანაცვლების და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტირების შეწყვეტის შემდეგ.
იმ პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია გრძელვადიანი მკურნალობა ან რომლებიც იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპომაგნეზემიის გამოწვევა (მაგ. დიურეტიკები), სამედიცინო სპეციალისტებმა უნდა განიხილონ მაგნიუმის დონეების გაზომვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე და ასევე პერიოდულად მკურნალობის დროს.
ძვლის მოტეხილობები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას (>1 წელი), შეიძლება ზომიერად გაზარდონ ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი, უპირატესად ხანდაზმულებში ან სხვა ცნობილი რისკ ფაქტორების არსებობისას. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ მოტეხილობის საერთო რისკი 10-40%-ით. ზოგჯერ ამგვარი ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რისკ ფაქტორებით. ოსტეოპოროზის რისკის მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ თერაპია მოქმედი კლინიკური გაიდლაინების მიხედვით და მათ უნდა მიიღონ D ვიტამინის და კალციუმის საკმარისი რაოდენობა.
ქვემწვავე კანის წითელი მგლურა
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ასოცირებულია ქვემწვავე კანის წითელი მგლურას ძალიან არახშირ შემთხვევებთან. თუ ვითარდება დაზიანებები, განსაკუთრებით, მზის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ კანის უბნებზე და თუ თან ახლავს ართრალგია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და სამედიცინო სპეციალისტებმა უნდა განიხილონ პანტოპრაზოლის შეწყვეტა. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით წინა მკურნალობის შემდეგ ქვემწვავე კანის წითელმა მგლურამ შეიძლება გაზარდოს ქვემწვავე კანის წითელი მგლურას რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით.
ზეგავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
A ქრომოგრანინის (CgA) დონის მომატებამ შეიძლება გააყალბოს ანალიზების შედეგები ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევის ჩატარებისას. ამის თავიდან ასაცილებლად, პანტოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA-ს გაზომვამდე მინიმუმ
5 დღით ადრე . თუ საწყისი გაზომვის შემდეგ CgA და გასტრინის დონეები არ დაბრუნდა ნორმალური მნიშვნელობების დიაპაზონში , გაზომვა განმეორებით უნდა მოხდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში.
ეს პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ფლაკონში, ე.ი. თითქმის „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალო პრეპარატები рН-დამოკიდებული აბსორბციით
მარილმჟავას სეკრეციის ხანგრძლივი მნიშვნელოვანი შემცირების შედეგად პანტოპრაზოლს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სამკურნალო საშუალებათა შეწოვაზე, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის рН-ზე მაგალითად, აზოლების ჯგუფის ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, როგორებიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, და სხვა სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ერლოტინიბი.
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები
რეკომენდებული არ არის პანტოპრაზოლთან ერთად აივ პროტეაზას ინჰიბიტორების მიღება, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის შიდა მჟავიანობაზე pH, როგორიცაა ატაზანავირი, მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო
თუ აივ პროტეაზას ინჰიბიტორების კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან აუცილებელი, რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი (მაგ. ვირუსული დატვირთვა). არ შეიძლება დღეში 20 მგ პანტოპრაზოლის დოზის გადამეტება. შეიძლება საჭირო გახდეს აივ პროტეაზას ინჰიბიტორის დოზის კორექცია.
კუმარინის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი ან ვარფარინი)
პანტოპრაზოლის მიღება ვარფარინთან ან ფენპროკუმონთან ერთად გავლენას არ ახდენს ვარფარინის, ფენპროკუმონის ფარმაკოკინეტიკაზე ან INR-ზე. მიუხედავად ამისა, აღინიშნა INR-ის და პროთრომბინის დროის მომატების შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს და ვარფარინს ან ფენოპროკუმონს. INR-ის და პროთრომბინის დროის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და სიკვდილიც კი. შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის და ვარფარინის ან ფენპროკუმონის მიმღები პაციენტების მონიტორინგი INR-ის და პროთრომბინის დროის მომატებაზე.
მეთოტრექსატი
ცნობილია, რომ მეთოტრექსატის მაღალი დოზის (მაგ. 300 მგ) და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება ზოგიერთ პაციენტში ზრდის მეთოტრექსატის დონეებს. ამიტომ, ისეთი დაავადებების დროს, როდესაც მეთოტრექსატის მაღალი დოზა გამოიყენება, მაგალითად კიბოს და ფსორიაზის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლის დროებით მოხსნის განხილვა.
სხვა ურთიერთქმედების კვლევები
პანტოპრაზოლი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში P450 ციტოქრომის ფერმენტული სისტემით. მეტაბოლიზმის ძირითადი დოზა არის დემეთილაცია CYP2C19 და კიდევ ერთი მეტაბოლური გზა არის ოქსიდაცია CYP3A4.
ურთიერთქმედების კვლევებისას ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ამ გზებით, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და ლევონორგესტრელის და ეთინილ ესტრადიოლის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივი, არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.
ურთიერთქმედების კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პანტოპრაზოლი გავლენას არ ახდენს იმ აქტიური სუბსტანციების მეტაბოლიზმზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9-ით (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6-ით (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1-ით (როგორიცაა ეთანოლი) ან არ აფერხებს დიგოქსინის p-გლიკოპროტენთან დაკავშირებულ აბსორბციას.
არანაირი ურთიერთქმედება არ აღნიშნულა ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას.ურთიერთქმედების კვლევები ასევე ჩატარდა პანტოპრაზოლის შესაბამის ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი) ერთად გამოყენებით. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების შესახებ ცნობილი არ არის.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ ან აინდუცირებენ CYP2C19-ს:
CYP2C19-ის ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გაზარდონ პანტოპრაზოლის სისტემური ექსპოზიცია. შეიძლება განხილული იყოს დოზის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებიც გრძელვადიანად მკურნალობენ პანტოპრაზოლის მაღალი დოზებით ან რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა.
ფერმენტების ინდუქტორებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP2C19 CYP3A4, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hypericum perforatum), შეიძლება შეამცირონ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემებით.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსული ქალების შესახებ არსებული მოკრძალებული მონაცემები (300-1000 ორსულობის შედეგი) არ მიუთითებს პანტოპრაზოლის მიერ გამოწვეულ მალფორმაციებზე ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე.ცხოველებში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა
სიფრთხილის ზომის სახით უმჯობესია ორსულობის დროს პანტოპრაზოლის გამოყენებისაგან თავის შეკავება.
ძუძუთი კვება
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პანტოპრაზოლი გადადის დედის რძეში. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია პანტოპრაზოლის ადამიანის დედის რძეში გადასვლის შესახებ, მაგრამ აღინიშნა ადამიანის რძეში ექსკრეციის შემთხვევები. გამორიცხული არ არის რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. შესაბამისად, მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვტის ან პანტოპრაზოლით თერაპიის შეწყვეტის/თავის შეკავების შესახებ ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისათვის პანტოპრაზოლით თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილურობა
არ არსებობს მტკიცებულება ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პანტოპრაზოლის მიღების შემდეგ ფერტილურობის დარღვევის შესახებ
ზეგავლენა ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
შეიძლება განვითარდეს ისეთი უარყოფითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევები . აღნიშნული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან მექანიზმები.
არასასურველი ეფექტები:
პაციენტთა დაახლოებით 5%-ს შეიძლება განუვითარდეს არასასურველი რეაქციები (ADRs).
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად: (≥1/10), ხშირად: (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად: (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად: (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად: (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შეუძლებელია).
თითოეულ სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.თითოეული კატეგორიის ფარგლებში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მისი შემცირების რიგითობით.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - აგრანულოციტოზი; ძალიან იშვიათად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციებისა და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: იშვიათად - ჰიპერლიპიდემია, სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის გაზრდა, სხეულის წონის შეცვლა; სიხშირე უცნობია - ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპომაგნიემიასთან დაკავშირებული ჰიპოკალციემია1, ჰიპოკალიემია1.
ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - ძილის დარღვევა; იშვიათად - დეპრესია (და მდგომარეობის გაუარესება); ძალიან იშვიათად - დეზორიენტაცია (და მდგომარეობის გაუარესება); სიხშირე უცნობია - ჰალუცინაციები, გონების არევა (განსაკუთრებით მიდრეკილ პაციენტებში, მდგომარეობის გაუარესება).
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათად - დისგევზია; სიხშირე უცნობია - პარესთეზია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის დარღვევა/მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - კუჭის ფსკერის ჯირკვლოვანი პოლიპები (კეთილთვისებიანი); არახშირად - ფაღარათი, ღებინება/გულისრევა, მუცლის შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება, ყაბზობა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება; სიხშირე უცნობია - მიკროსკოპული კოლიტი.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირად - სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის) დონის მომატება; იშვიათად - სისხლის პლაზმაში ბილირუბინის დონის გაზრდა; სიხშირე უცნობია - ღვიძლის უჯრედების დაზიანება, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი/ეგზანთემა, ქავილი; იშვიათად - ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე უცნობია - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქვემწვავე წითელი მგლურა, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირად - ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა; იშვიათად - ართრალგია, მიალგია; სიხშირე უცნობია - კუნთების სპაზმები2.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - ინტერსტიციული ნეფრიტი (შესაძლებელია დაავადების პროგრესირება და თირკმლის უკმარისობის განვითარება).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად - გინეკომასტია.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - თრომბოფლებიტი შეყვანის ადგილას; არახშირად - ასთენია, დაღლილობა და სისუსტე; იშვიათად - სხეულის წონის მომატება, პერიფერიული შეშუპება.
1 ჰიპოკალცემია ან ჰიპოკალემია შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპომაგნემიის წარმოქმნასთან.
2 კუნთების სპაზმი, როგორც ელექტროლიტების დარღვევის შედეგი .
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგი გაგრძელდეს. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით:
ჭარბი დოზა:
მამაკაცებში ჭარბი დოზის სიმპტომების შესახებ ცნობილი არ არის.
სისტემური ექსპოზიცია ვენაში 2 წუთის განმავლობაში 240 მგ-მდე შეყვანა კარგად გადაიტანება.
რადგან პანტოპრაზოლი ფართოდ უკავშირდება ცილებს, მისი მზად გამოდევნა დიალიზით არ ახდება.
ჭარბი დოზის შემთხვევაში ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობის გარდა, სპეციფიკური თერაპიული რეკომენდაციები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A02BC02
მოქმედების მექანიზმი
კუჭის პარიეტულ უჯრედებში მჟავე გარემოში პანტოპრაზოლი გარდაიქმნება აქტიურ ფორმად და აინჰიბირებს Н+-К+-ატფაზას, რომელიც მონაწილეობს კუჭში მარილმჟავას სინთეზის დასკვნით სტადიაში. სამკურნალო საშუალება ახდენს დოზადამოკიდებულ მოქმედებას და აინჰიბირებს კუჭის წვენის როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. პაციენტთა უმრავლესობაში დაავადების სიმპტომები, 2 კვირის განმავლობაში ნიველირდება. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების ან Н2-რეცეპტორების ბლოკატორების მიღებისას, კუჭში პანტოპრაზოლით განპირობებული მჟავიანობის დაწევა იწვევს გასტრინის სეკრეციის პროპორციულად მომატებას, რომელსაც შექცევადი ხასიათი გააჩნია. ვინაიდან პანტოპრაზოლი აკავშირებს ფერმენტს დისტალურად უჯრედულ მემბრანასთან მიმართებაში, პანტოპრაზოლს მისი სეკრეციის ინჰიბირება შეუძლია მასტიმულირებელი ნივთიერებების (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი) სახეობის განურჩევლად. ვენაში შეყვანისას სამკურნალო საშუალება ახდენს იგივე ეფექტს, როგორსაც პერორალურად მიღებისას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პანტოპრაზოლის გამოყენებისას სისხლის პლაზმაში გასტრინის დონე უზმოზე იმატებს. როგორც წესი, ეს მაჩვენებელი არ სცდება ნორმალური მნიშვნელობების ზედა ზღვარს ხანმოკლე მკურნალობისას, თუმცა, პანტოპრაზოლის ხანგრძლივად გამოყენება უხშირესად იწვევს მის ორმაგად გაზრდას. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მომატება. როგორც შედეგი, ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში შემთხვევათა მცირე რაოდენობაში გამოვლინდა კუჭის სპეციფიკური ენდოკრინული (ECL,) ენტეროქრომაფინულის მსგავსი უჯრედების სუსტად ან ზომიერად გამოხატული პროლიფერაცია (მსუბუქიდან ადენომატოზური ჰიპერპლაზიამდე). ამ დროს კუჭის კარცინოიდული სიმსივნეების (ატიპიური ჰიპერპლაზია) და კარცინოიდების განვითარების მიმართ მიდრეკილი მდგომარეობების წარმოქმნის შემთხვევები, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ადამიანებში არ დაფიქსირებულა.
ერთ წელზე მეტ ხანს პანტოპრაზოლით გრძელვადიანი მკურნალობის ზეგავლენა თიროიდის ენდოკრინულ პარამეტრებზე სრულად არ გამოირიცხება, ცხოველებში ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით.
ანტისეკრეტორული პრეპარატებით მკურნალობის დროს მარილმჟავას სეკრეციის შემცირების შედეგად სისხლის პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება. კუჭში მჟავიანობის დაწევისას ასევე იზრდება А (CgA) ქრომოგრანინის დონე. CgA კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გავლენა იქონიოს ანალიზების შედეგებზე ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისას.
არსებული მონაცემების თანახმად CgA-ის დონის განსაზღვრისას პტი-ის გამოყენება 5 დღიდან 2 კვირამდე ვადით უნდა შეწყდეს გამოკვლევის ჩატარებამდე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ CgA-ის დონე დაბრუნდეს ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში, ვინაიდან პტი-ის გამოყენების შედეგად იგი შეიძლება გაიზარდოს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ზოგადი ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი შეყვანისას ერთმანეთისგან არ განსხვავდება. 10 მგ-დან 80 მგ-მდე დოზების დიაპაზონში შიგნით და ვენაში შეყვანისას სამკურნალო საშუალებას სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის შეცვლის თითქმის ხაზოვანი კინეტიკა გააჩნია.
განაწილება
პანტოპრაზოლის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაახლოებით 98%-ს შეადგენს. განაწილების მოცულობა - დაახლოებით 0,15 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი და ბიოტრანსფორმაცია
პანტოპრაზოლი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის ძირიდათ გზას წარმოადგენს დემეთილირება CYP2C19-ის მონაწილეობით შემდგომი სულფატირებით. ბიოტრანსფორმაციის სხვა გზები მოიცავს დაჟანგვას CYP3A4-ის მონაწილეობით.
ელიმინაცია
ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით 1 საათს შეადგენს, კლირენსი დაახლოებით 0,1 ლ/სთ/კგ; ზოგიერთ სუბიექტს სამკურნალო საშუალების უფრო ნელი ელიმინაციის შემთხვევები აღენიშნა. პანტოპრაზოლის მოქმედების ხანგრძლივობა (მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება) არ კორელირებს ნახევარგამოყოფის პერიოდთან და მას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც განპირობებულია სამკურნალო საშუალების სპეციფიკური ურთიერთქმედებით კუჭის პარიეტულ უჯრედებთან.
მეტაბოლიტები უპირატესად (დაახლოებით 80%) თირკმელებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით გამოიყოფა. პანტოპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც როგორც სისხლის პლაზმაში, ასევე შარდში განისაზღვრება, კონიუგირებულია დესმეთილპანტოპრაზოლის სულფატთან. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი (დაახლოებით 1,5 საათი) სულ ოდნავ მეტია, ვიდრე პანტოპრაზოლის.
სპეციალური პოპულაციები სუსტი მეტაბოლიზატორები
ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს აღენიშნება CYP2C19-ის ფუნქციური დეფიციტი ნელი მეტაბოლიზატორები. ასეთ ადამიანებში პანტოპრაზოლი, შესაძლოა, მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ის მონაწილეობით. სამკურნალო პრეპარატის 40 მგ დოზით ერთჯერადი გამოყენების შემდეგ „ნელ“ მეტაბოლიზატორებში კონცენტრაცია-დროს მრუდის (AUC) ქვეშ ფართობის საშუალო მნიშვნელობები 6-ჯერ უფრო მაღალი იყო იმ სუბიექტებთან შედარებით, რომლებსაც CYP2C19-ის ნორმალური ფუნქციური აქტივობა გააჩნდათ („სწრაფი“ მეტაბოლიზატორები). სისხლის პლაზმაში მაქსიმალური
კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობები (Cmax) გაიზარდა დაახლოებით 60%-ით. ამ მონაცემებს მნიშვნელობა არა აქვთ პანტოპრაზოლის დოზირების რეჟიმის შერჩევის დროს.
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით) დოზის შემცირება საჭირო არ არის, პატროპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი მათ ხანგრძლივი არ აქვთ და ჯანმრთელი მოხალისეების მსგავსია. სამკურნალო საშუალება მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის ძირითად მეტაბოლიტს ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი აქვს (2-3 საათი), იგი სწრაფად ელიმინირდება და ორგანიზმში მისი კუმულირება არ ხდება.
ღვიძლის უკმარისიობა
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით А და В კლასები) პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი 7-9 საათამდე იზრდება, ხოლო AUC-ის საშუალო მნიშვნელობები ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით 5-7-ჯერ იზრდება, მაშინ როდესაც სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ 1,5-ჯერ იზრდება.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ მოხალისეებში AUC და Cmax-ის უმნიშვნელო ზრდა ახალგაზრდა მოხალისეებთან შედარებით კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
ბავშვები
0,8 მგ/კგ ან 1,6 მგ/კგ დოზებით პანტოპრაზოლის ვენაში შეყვანის შემდეგ 2-დან 16 წლამდე ბავშვებში სამკურნალო საშუალების კლირენსსა და ბავშვის სხეულის წონას ან ასაკს შორის მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი აღმოჩენილი არ ყოფილა. AUC მაჩვენებლები და განაწილების მოცულობა შეესაბამებოდა მოზრდილებისას.
წინაკლინიკური მონაცემები:
არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობისა და გენოტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე.
ვირთხებზე ჩატარებულ ორწლიან კანცეროგენულ კვლევებში აღმოჩენილი იქნა ნეიროენდოკრინული ნეოპლაზმები. გარდა ამისა, ვირთხების კუჭის წინა ნაწილში აღმოჩენილი იქნა ბრტყელუჯრედოვანი პაპილომები. ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლებით კუჭის კარცინოიდების წარმოქმნის მექანიზმი საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი და საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს არის მეორადი რეაქცია ვირთხებში ქრონიკული მაღალი დოზებით მკურნალობის დროს შრატში გასტრინის დონის მასიურად მომატების მიმართ. ორწლიან მღრღნელებზე ჩატარებულ კვლევებში ვირთხებსა და მდედრ თაგვებში დაფიქსირდა ღვიძლის სიმსივნეების რაოდენობის ზრდა, რაც განმარტებული იყო, როგორც პანტოპრაზოლის ღვიძლში მაღალი მეტაბოლური სიჩქარით გამოწვეული.
ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზიური ცვლილებების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა ვირთხების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ყველაზე მაღალ დოზას (200 მგ/კგ). ამ ნეოპლაზმების გაჩენა დაკავშირებულია პანტოპრაზოლით გამოწვეულ ცვლილებებთან ვირთხის ღვიძლში თიროქსინის დაშლის პროცესში. რადგან ადამიანებში თერაპიული დოზა დაბალია, ფარისებრ ჯირკვლებზე მავნე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული კვლევებისას, 5 მგ/კგ-ზე მეტი დოზით მიღებისას დაფიქსირდა ფეტოტოქსიკურობის მსუბუქი ნიშნები. კვლევებმა არ გამოავლინა ნაყოფიერების დარღვევის ან ტერატოგენული ეფექტების ნიშნები.
ვირთხებში პლაცენტაში შეღწევა გამოკვლეული იქნა და აღმოჩნდა, რომ ის იზრდებოდა ორსულობის გვიან სტადიაზე. შედეგად, ნაყოფში პანტოპრაზოლის კონცენტრაცია იზრდება დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე.
შენახვის ვადა
3 წელი
შენახვის განსაკუთრებული ზომები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ
შეფუთვა: 40 მგ ფხვნილი ფლაკონი N10, შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი:
Kwality Pharmaceuticals Limited
ინდოეთი
წარმოეებულია კომპანიისთვის:
Bruder Life Science
ინდოეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


