ასპანი
ASPAN™
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD). მოზრდილები: • Helicobacter pylori-ის (H. pylori) ერადიკაცია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად; • პეპტიკური წყლული (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პანტოპრაზოლი (pantoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Drogsan İlaçları San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039417
- რეგისტრირებულია
- 24 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Drogsan İlaçları San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ასფარმა საქართველო ფარმაცევტული კომპანია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ასპანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD).
მოზრდილები:
- Helicobacter pylori-ის (H. pylori) ერადიკაცია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად;
- პეპტიკური წყლული (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის სხვა მდგომარეობები.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა
პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40მგ(1ტაბ) ერთხელ დღე-ღამეში. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა (2 ტაბლეტი დღე-ღამეში. თუ მკურნალობის 4 კვირის შემდეგ არ აღინიშნება თერაპიული ეფექტი,მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 4 კვირით.
მოზრდილები:
H. pylori-ს ერადიკაცია ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად კომბინაციაში
H. pylori-დადებით პაციენტებში მიკროორგანიზმების ერადიკაცია მიიღწევა კომბინირებული თერაპიის გამოყენებით. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადგილობრივი მონაცემები ბაქტერიული რეზისტენტობის შესახებ და ეროვნული რეკომენდაციები შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისა და დანიშვნის შესახებ.
მგრძნობელობიდან გამომდინარე, შემდეგი კომბინაციები შეიძლება იყოს რეკომენდებული H. pylori-ს ერადიკაციისთვის:
ა) 1ტაბ.(40მგ) ასპანი TM 2 ჯერ დღე-ღამეში
+ამოქსიცილინი 1000მგ 2 ჯერ დღე-ღამეში
+კლარიტრომიცინი 500მგ 2 ჯერ დღე-ღამეში
ბ)ასპანიTM 40მგ (1ტაბ) 2 ჯერ დღე-ღამეში
+მეტრონიდაზოლი 400-500მგ(ან ტინიდაზოლი 500მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში
+კლარიტრომიცინი 250-500მგ 2ჯერ დღე-ღამეში;
გ)1ტაბ( 40მგ) ასპანი TM 2 ჯერ დღე-ღამეში
+ამოქსიცილინი 1000მგ 2 ჯერ დღე-ღამეში
+მეტრონიდაზოლი 500მგ(ან ტინიდაზოლი 500მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში
H. pylori-ის ერადიკაციის კომბინირებული თერაპიისას პრეპარატის ასპანიTM მეორე ტაბლეტი უნდა მიიღოთ სადილამდე 1 საათით ადრე. კომბინირებული თერაპია ჩვეულებრივ ტარდება 7 დღის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 2 კვირამდე. თუ პანტოპრაზოლით შემდგომი მკურნალობა ნაჩვენებია წყლულის შეხორცების უზრუნველსაყოფად, უნდა განიხილებოდეს დოზირების რეკომენდაციები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
თუ კომბინირებული თერაპია არ არის ნაჩვენები, მაგალითად, H. pylori-ზე უარყოფითი შედეგის მქონე პაციენტებში, მონოთერაპიისთვის ასპანიTM შემდეგი დოზებით გამოიყენება.
კუჭის წყლულის მკურნალობა
ასპანიTM -ის 1 ტაბლეტი დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია, დოზა შეიძლება გაორმაგდეს (2 ტაბლეტი დღე-ღამეში). კუჭის წყლულის განკურნებას ჩვეულებრივ 4 კვირა სჭირდება. თუ ეს საკმარისი არ არის, გამოჯანმრთელება მოსალოდნელია მომდევნო 4 კვირის განმავლობაში. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ასპანისTM 1 ტაბლეტი დღე-ღამეში. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია, დოზა შეიძლება გაორმაგდეს (2 ტაბლეტი დღე-ღამეში). თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობას ჩვეულებრივ 2 კვირა სჭირდება. თუ ეს საკმარისი არ არის, განკურნება შესაძლებელია მოხდეს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა ჰიპერსეკრეტორული პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობა
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა ჰიპერსეკრეტორული პათოლოგიური მდგომარეობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის საწყისი სადღეღამისო დოზაა 80 მგ (2 ტაბლეტი). რის შემდეგაც შესაძლებელია დოზის კორექტირება კუჭის წვენის მჟავიანობის მაჩვენებლის მიხედვით. დღე-ღამეში 80 მგ-ზე მეტი დოზა უნდა დაიყოს 2 მიღებად. შესაძლებელია დოზის დროებით გაზრდა 160 მგ-ზე მეტით, მაგრამ მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მჟავიანობის ადეკვატური კონტროლისთვის. ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და სხვა ჰიპერსეკრეტორული პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის და დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჭამამდე 1 საათით ადრე მთლიანად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით არ უნდა დაიღეჭოს ან დაქუცმაცდეს.
დამატებითი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტების სპეციალურ ჯგუფებთან
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, ასპანი TM არ გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი ამ ჯგუფში H. pylori-ს ერადიკაციისთვის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, პანტოპრაზოლის, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო. ასპანიTM, ამ ჯგუფში H. pylori-ს ერადიკაციისთვის როგორც კომბინირებული თერაპიის შემადგენელი ნაწილი არ გამოიყენება .
პედიატრიული პაციენტები
ვინაიდან ინფორმაცია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პანტოპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის ფერმენტების დონე რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს; თუ მათი აქტივობა გაიზარდა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
კომბინირებული მკურნალობა
კომბინირებული თერაპიისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია ასპანთან™ერთად გამოყენებული მედიკამენტების შესახებ.
კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნები
პანტოპრაზოლის გამოყენებაზე სიმპტომურმა პასუხმა შესაძლოა შენიღბოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეების სიმპტომები და გადაავადოს დიაგნოსტიკა. საგანგაშო სიმპტომების არსებობისას (მაგ. წონის მნიშვნელოვანი დაკლება, პერიოდული ღებინება, დისფაგია, სისხლით ღებინება, ანემია, მელენა), აგრეთვე კუჭის წყლულის ეჭვის ან არსებობის შემთხვევაში, ავთვისებიანი პროცესი უნდა გამოირიცხოს. თუ სიმპტომები შენარჩუნებულია ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, საჭიროა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება
აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება
პანტოპრაზოლის ერთდროული გამოყენება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ატაზანავირი), რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია ინტრაგასტრიკულ pH-ზე, არ არის რეკომენდებული მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო.
ზეგავლენა ვიტამინი B12 -ის შეწოვაზე
ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის სხვა პირობების ხანგრძლივი მკურნალობისას, პანტოპრაზოლმა, მარილმჟავას სეკრეციის სხვა ბლოკატორების მსგავსად, შეიძლება შეამციროს ვიტამინის B12 (ციანოკობალამინის) შეწოვა, რომელიც დაკავშირებულია ჰიპო- და აქლორჰიდრიასთან. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის იმ პაციენტებთან დანიშვნისას, რომლებსაც ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დონე შემცირებული აქვთ ან აღენიშნებათ მისი შეწოვის სავარაუდო დაქვეითება, ვინც ხანგრძლივად მკურნალობს ან აღენიშნებათ შესაბამისი კლინიკური სიმპტომები.
ხანგრძლივი მკურნალობა
ხანგრძლივი მკურნალობის დროს (განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) პაციენტები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ .
ძვლის მოტეხილობები
რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ პტი-ს გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ბარძაყის და მაჯის მოტეხილობის, ასევე ოსტეოპოროზის რისკი.
პტი-ების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) შესაძლოა გაზარდოს მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან სხვა რისკ-ფაქტორების მქონე პირებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ პტი-ს მინიმალური ეფექტური დოზა მოკლე პერიოდის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ პტი-ს გამოყენებით მოტეხილობის საერთო რისკი შეიძლება 10-40%-ით გაზარდოს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოწვეული იყოს რისკის სხვა ფაქტორებით. ოსტეოპოროზის განვითარების რისკის მქონე პაციენტებს მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს და უნდა მიიღონ D ვიტამინისა და კალციუმის საკმარისი რაოდენობა.
ჰიპომაგნიემია
დაფიქსირდა სიმპტომური და ასიმპტომური ჰიპომაგნიემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორებს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში. შესაძლოა განვითარდეს ჰიპომაგნიემიის შემდეგი სერიოზული კლინიკური გამოვლინებები: დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია. ჰიპომაგნიემიის დროს, პაციენტების მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში უმჯობესდება მაგნიუმის პრეპარატებით მაკორექტირებელი ჩანაცვლებითი თერაპიისა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ თერაპიას ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ პტი-ებს ერთდროულად დიგოქსინთან ან პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია (როგორიცაა დიურეტიკები), მაგნიუმის დონე უნდა განესაზღვროთ პტი-ით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოზის დროს კვლევის შედეგებზე გავლენა
როდესაც კუჭის წვენის მჟავიანობა მცირდება, ქრომოგრანინი A (CgA)-ს დონე იზრდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევების შედეგებზე ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკის დროს. ასეთი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, CgA დონის შეფასებამდე, მიზანშეწონილია მინიმუმ 5 დღით ადრე პანტოპრაზოლით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თუ CgA და გასტრინის დონე არ დუბრუნდა ნორმალურ დიაპაზონს საწყისი გაზომვის შემდეგ, განმეორებითი გაზომვები უნდა ჩატარდეს პტი-ით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. განმეორებითი გაზომვები (მაგ. დაკვირვების მიზნით) უნდა ჩატარდეს ერთი და იმავე ლაბორატორიაში (გამოკვლევებს შორის ინტერვალები შესაძლოა განსხვავდებოდეს).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასაპ) ერთდროული გამოყენება
არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატ ასპანის გამოყენება უნდა შეიზღუდოს პაციენტებთან, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს დიდი ხნის განმავლობაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. უნდა ჩატარდეს მაღალი რისკის ინდივიდუალური შეფასება ისეთი ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა 65 წელზე მეტი ასაკი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენა ანამნეზში.
ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები
პტი-ებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკის უმნიშვნელო მატება, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella, Campylobacter ან C. difficile.
კანის ქვემწვავე წითელი მგლურა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კანის ქვემწვავე წითელი მგლურას განვითარებას პტი-ის გამოყენებას უკავშირებენ. თუ დაზიანებები, რომელსაც თან ახლავს ართრალგია, გამოჩნდება კანის იმ ადგილებში, რომლებიც ექვემდებარება მზის რადიაციას, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა განიხილულ იქნას საკითხი პრეპარატის მიღების გაგრძელების შესახებ. ანამნეზში კანის ქვემწვავე წითელი მგლურას არსებობა, რომელიც დაკავშირებულია პტი-ით მკურნალობასთან, ზრდის მისი გაჩენის რისკს პტი-ს შემდგომი მიღების შემთხვევაში.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
ქრომოგრანინი A (CgA)-ს დონის ზრდამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტირების დროს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პანტოპრაზოლით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს CgA დონის შეფასებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე. თუ საწყისი გაზომვის შემდეგ CgA-ს და გასტრინის დონე არ დაუბრუნდა ნორმალურ დიაპაზონს, განმეორებითი გაზომვები უნდა ჩატარდეს პტი-თ მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან (ალკოჰოლმა შეიძლება გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი).
ნატრიუმი
ასპანის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,7 მგ ნატრიუმს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მკურნალობისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
წამლები, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია pH-ზე
მარილმჟავას სეკრეციის სრული და ხანგრძლივი ინჰიბირების შედეგად, პანტოპრაზოლმა შეისაძლოა გავლენა მოახდინოს წამლების აბსორბციაზე, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია pH-ზე (მაგ. ზოგიერთი აზოლური რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი ან სხვა პრეპარატები, როგორიცაა ერლოტინიბი).
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები
პანტოპრაზოლის კომბინირებული გამოყენება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ატაზანავირი), რომლის აბსორბცია დამოკიდებულია ინტრაგასტრიკულ pH-ზე, არ არის რეკომენდებული მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია აივ პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენება პტი-ებთან ერთად, რეკომენდებულია გულდასმითი კლინიკური მონიტორინგი (მაგ, ვირუსული დატვირთვა). პანტოპრაზოლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს, შესაძლოა საჭირო გახდეს აივ პროტეაზას ინჰიბიტორების დოზის კორექცია.
კუმარინის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი და ვარფარინი)
პანტოპრაზოლის ვარფარინთან ან ფენპროკუმონთან ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს ვარფარინის, ფენპროკუმონის ფარმაკოკინეტიკაზე ან საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობაზე (INR). ცალკეულ შემთხვევებში, INR-ის მომატება და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებდნენ პტი-ს და ვარფარინს ან ფენპროკუმონს. INR-ის ზრდამ და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური სისხლდენის განვითარება და სიკვდილიც კი. ასეთი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია INR და პროთრომბინის დროის მონიტორინგი.
მეტოტრექსატი
მეტოტრექსატის მაღალი დოზების (მაგ. 300 მგ) და პტი-ს ერთდროული გამოყენება ზოგიერთ პაციენტში ზრდის მეთოტრექსატის დონეს სისხლში. პაციენტებს, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის მაღალ დოზებს, მაგალითად სიმსივნით ან ფსორიაზით დაავადებული პაციენტები, ურჩევენ დროებით შეწყვიტონ პანტოპრაზოლით მკურნალობა.
სხვა ურთიერთქმედება
პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის გამოყენებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა CYP 2C19-ით დემეთილაცია და ფერმენტ CYP 3A4-ით დაჟანგვა. ისეთი მედიკამენტებით ჩატარებულმა კვლევებმა, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და პერორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემის მიერ, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება. პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტული სისტემის მეშვეობით, არ არის გამორიცხული. სხვა კვლევებში არ გამოვლენილა პანტოპრაზოლის გავლენა იმ ნივთიერებების მეტაბოლიზმზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2 (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9 (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6 (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1 (როგორიცაა ეთანოლი.) საშუალებით, ასევე გლიკოპროტეინ-P-თან დაკავშირებული დიგოქსინის აბსორბციაზე. ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. არ არის გამოვლენილი პანტოპრაზოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კლარითრომიცინთან, მეტრონიდაზოლთან და ამოქსიცილინთან.
CYP 2C19-ის მაინჰიბირებელი და მაინდუცირებელი მედიკამენტები
CYP2C19 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გაზარდონ პანტოპრაზოლის სისტემური ზემოქმედება. პრეპარატის დოზის შემცირების აუცილებლობა გასათვალისწინებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას პანტოპრაზოლის მაღალი დოზებით და რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ფერმენტის ინდუქტორებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP 2C19 და CYP 3A4, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hypericum perforatum), შეუძლიათ შეამცირონ პლაზმაში პტი-ს კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემების მეშვეობით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება
ადამიანებში პრეპარატის გამოყენების პოტენციური რისკი უცნობია. სიფრთხილის მიზნით, ორსულობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენება. არსებობს მონაცემები დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში, გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან შეწყვეტის, ან პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და დედისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენებისაგან.
გვერდითი მოვლენები
განვითარების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (დან≥1/100 მდე <1/10); არცთუ ისე ხშირად (დან ≥1/1000 მდე <1/100); იშვიათად (დან ≥1/10000 მდე<1/1000); ძალიან იშვიათად(<1/10000), უცნობია(მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით განვითარების სიხშირე განსაზღვრა შეუძლებელია)
კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტული პერიოდის დროს, პანტოპრაზოლის მიღების შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან
იშვიათად: აგრანულოციტოზი;
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათად:ჰიპერმგრძნობელობა(მათ შორის ანაფილაქსური რეაქციები და ანაფილაქსური შოკი)
ნივთიერებათა ცვლის მხრიდან
იშვიათად:ჰიპერლიპიდემია და ლიპიდების დონის ზრდა (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი) სხეულის მასის ცვლილება;
უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია1, ჰიპოკალიემია
ფსიქიური აშლილობა
არცთუ ისე ხშირად: ძილის მოშლა;
იშვიათად: დეპრესია (მათ შორის გამწვავება);
ძალიან იშვიათად: დეზორიენტაცია(მათ შორის გამწვავება);
უცნობია:ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა(განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან მსგავსი გართულებების მიმართ, ასევე ამ სიმპტომების გართულება მათი არსებობის შემთხვევაში)
ნერვული სისტემის მხრიდან
არცთუ ისე ხშირად: თავის ტკივილი,თავბრუსხვევა;
იშვიათად: გემოვნების გაუკუღმართება
უცნობი:პარესთეზია
მხედველობის მხრიდან
იშვიათად:მხედველობის დარღვევა(დაბინდული გამოსახულება)
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან
ხშირად:კუჭის პოლიპები(კეთილთვისებიანი)
არცთუ ისე ხშირად:დიარეა,გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა და მეტეორიზმი,ყაზბობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი;
უცნობია:მიკროსკოპული კოლიტი;
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრიდან
არცთუ ისე ხშირად:ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, GGT) დონის მომატება;
იშვიათად: ბილირუბინის დონის მომატება;
უცნობია: ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე, ჰეპატოცელულური უკმარისობა.
კანიდან და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
არცთუ ისე ხშირად: გამონაყარი, ეგზანთემა, ქავილი;
იშვიათად: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);
უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა, კანის ქვემწვავე წითელი მგლურა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
არცთუ ისე ხშირად: თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობები
იშვიათად: ართრალგია, მიალგია.
უცნობია: კუნთების სპაზმი2.
თირკმელების და საშარდე გზების მრიდან
უცნობია: ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის უკმარისობის შესაძლო განვითარებით).
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან
იშვიათად: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
არახშირად: ასთენია, დაღლილობა, სისუსტე;
იშვიათად: სხეულის ტემპერატურის მომატება, პერიფერიული შეშუპება.
- ჰიპოკალციემია ჰიპომაგნიემიასთან ერთად.
- კუნთების სპაზმი ელექტროლიტური დარღვევის გამო.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
ჭარბი დოზა
მონაცემები, ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ, არ არსებობს. ვინაიდან პანტოპრაზოლი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ის პრაქტიკულად არ ექვემდებარება ჰემოდიალიზს. ინტოქსიკაციის ნიშნებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გარდა სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობისა, არ არსებობს სპეციალური თერაპიული რეკომენდაციები.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პანტოპრაზოლი 40 მგ (45,1 მგ პანტოპრაზოლნატრიუმის სესქვიჰიდრატის ფორმით)
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ნატრიუმის კარბონატი, მანიტოლი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K90, ყვითელი ქინოლინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: თეთრი ოპადრი OY-D-7233 (HPMC, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, PEG 400, ნატრიუმის ლაურილ სულფატი), ყვითელი აკრილის პოლიმერი-პოლიმეთილ მეთაკრილატი / Acryl-Eze 93032417 ყვითელი (Eudragit L-100/5ctal ტიტანის დიოქსიდი, ტრიეთილის ციტრატი, ყვითელი ქინოლინის ალუმინის ლაქი 18-25%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი).
აღწერა
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მჟავიანობის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და გერდ-ის სამკურნალო მედიკამენტები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პანტოპრაზოლი.
ათქ კოდი: A02BC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პანტოპრაზოლი, როგორც ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, კუჭში ახდენს მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებას, პარიეტულ უჯრედებზე არსებულ პროტონულ ტუმბოზე სპეციფიკური ზემოქმედების შედეგად. პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში პანტოპრაზოლი გადადის აქტიურ ფორმაში და ახდენს მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიაზე ფერმენტ H+/K+ - ატფ-აზას ინჰიბირებას. ინჰიბირება დოზადამოკიდებულია და გავლენას ახდენს მარილმჟავას როგორც ბაზალურ და ისე სტიმულირებულ სეკრეციაზე.
პაციენტების უმრავლესობასთან სიმპტომების მოხსნა 2 კვირაში მიიღწევა. პანტოპრაზოლი, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები და H2-რეცეპტორების ანტაგონისტები, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, რითაც იწვევს პროპორციულად გასტრინის მომატებას. გასტრინის დონის მატება შექცევადია. ვინაიდან, პანტოპრაზოლი უკავშირდება რეცეპტორის მიმართ დისტალურ ფერმენტს, მას შეუძლია მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება სხვა ნივთიერებების სტიმულაციისგან დამოუკიდებლად (როგორიცაა აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პერორალური და ინტრავენური მიღებისას აღინიშნება პრეპარატის ერთნაირი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პანტოპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 40 მგ-ის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, საშუალოდ, პრეპარატის მიღებიდან 2,5 საათის შემდეგ, კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 2-3 მგ/მლ; მოცემული მნიშვნელობები მუდმივი რჩება პრეპარატის განმეორებითი გამოყენების შემდეგაც. ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ არ განსხვავდება.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 77%-ს. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება არ ახდენს გავლენას AUC და Cmax მაჩვენებლებზე და შესაბამისად არ ცვლის ბიოშეღწევადობას, მაგრამ ზრდის დაყოვნების დროის ცვალებადობას.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 98%-ს. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,15 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
პანტოპრაზოლი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა-დემეთილირება ფერმენტ CYP2C19-ის მონაწილეობით, შემდგომ სულფატთან შეერთებით. მეტაბოლიზმის სხვა გზაა -ფერმენტ CYP3A4-ით დაჟანგვა.
გამოყოფა
პანტოპრაზოლის მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა (დაახლოებით 80%),უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად.საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს, კლირენსი-დაახლოებით 0,1ლ/სთ/კგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ასპანი™, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
Aspan™
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Pantoprazole
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პანტოპრაზოლი 40 მგ (45,1 მგ პანტოპრაზოლნატრიუმის სესქვიჰიდრატის ფორმით)
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ნატრიუმის კარბონატი, მანიტოლი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K90, ყვითელი ქინოლინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: თეთრი ოპადრი OY-D-7233 (HPMC, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, PEG 400, ნატრიუმის ლაურილ სულფატი), ყვითელი აკრილის პოლიმერი-პოლიმეთილ მეთაკრილატი / Acryl-Eze 93032417 ყვითელი (Eudragit L-100/5ctal ტიტანის დიოქსიდი, ტრიეთილის ციტრატი, ყვითელი ქინოლინის ალუმინის ლაქი 18-25%, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი).
აღწერა
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მჟავიანობის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და გერდ-ის სამკურნალო მედიკამენტები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პანტოპრაზოლი.
ათქ კოდი: A02BC02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პანტოპრაზოლი, როგორც ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, კუჭში ახდენს მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებას, პარიეტულ უჯრედებზე არსებულ პროტონულ ტუმბოზე სპეციფიკური ზემოქმედების შედეგად. პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში პანტოპრაზოლი გადადის აქტიურ ფორმაში და ახდენს მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიაზე ფერმენტ H+/K+ - ატფ-აზას ინჰიბირებას. ინჰიბირება დოზადამოკიდებულია და გავლენას ახდენს მარილმჟავას როგორც ბაზალურ და ისე სტიმულირებულ სეკრეციაზე.
პაციენტების უმრავლესობასთან სიმპტომების მოხსნა 2 კვირაში მიიღწევა. პანტოპრაზოლი, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები და H2-რეცეპტორების ანტაგონისტები, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, რითაც იწვევს პროპორციულად გასტრინის მომატებას. გასტრინის დონის მატება შექცევადია. ვინაიდან, პანტოპრაზოლი უკავშირდება რეცეპტორის მიმართ დისტალურ ფერმენტს, მას შეუძლია მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირება სხვა ნივთიერებების სტიმულაციისგან დამოუკიდებლად (როგორიცაა აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პერორალური და ინტრავენური მიღებისას აღინიშნება პრეპარატის ერთნაირი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პანტოპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 40 მგ-ის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, საშუალოდ, პრეპარატის მიღებიდან 2,5 საათის შემდეგ, კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 2-3 მგ/მლ; მოცემული მნიშვნელობები მუდმივი რჩება პრეპარატის განმეორებითი გამოყენების შემდეგაც. ფარმაკოკინეტიკა ერთჯერადი ან განმეორებითი მიღების შემდეგ არ განსხვავდება.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 77%-ს. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება არ ახდენს გავლენას AUC და Cmax მაჩვენებლებზე და შესაბამისად არ ცვლის ბიოშეღწევადობას, მაგრამ ზრდის დაყოვნების დროის ცვალებადობას.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 98%-ს. განაწილების მოცულობა შეადგენს 0,15 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი
პანტოპრაზოლი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა-დემეთილირება ფერმენტ CYP2C19-ის მონაწილეობით, შემდგომ სულფატთან შეერთებით. მეტაბოლიზმის სხვა გზაა -ფერმენტ CYP3A4-ით დაჟანგვა.
გამოყოფა
პანტოპრაზოლის მეტაბოლიტები ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა (დაახლოებით 80%),უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად.საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს, კლირენსი-დაახლოებით 0,1ლ/სთ/კგ.
გამოყენების ჩვენებები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD).
მოზრდილები:
- Helicobacter pylori-ის (H. pylori) ერადიკაცია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად;
- პეპტიკური წყლული (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის სხვა მდგომარეობები.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პანტოპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის ფერმენტების დონე რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს; თუ მათი აქტივობა გაიზარდა, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
კომბინირებული მკურნალობა
კომბინირებული თერაპიისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია ასპანთან™ერთად გამოყენებული მედიკამენტების შესახებ.
კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნები
პანტოპრაზოლის გამოყენებაზე სიმპტომურმა პასუხმა შესაძლოა შენიღბოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეების სიმპტომები და გადაავადოს დიაგნოსტიკა. საგანგაშო სიმპტომების არსებობისას (მაგ. წონის მნიშვნელოვანი დაკლება, პერიოდული ღებინება, დისფაგია, სისხლით ღებინება, ანემია, მელენა), აგრეთვე კუჭის წყლულის ეჭვის ან არსებობის შემთხვევაში, ავთვისებიანი პროცესი უნდა გამოირიცხოს. თუ სიმპტომები შენარჩუნებულია ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, საჭიროა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება
აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება
პანტოპრაზოლის ერთდროული გამოყენება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ატაზანავირი), რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია ინტრაგასტრიკულ pH-ზე, არ არის რეკომენდებული მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო.
ზეგავლენა ვიტამინი B12 -ის შეწოვაზე
ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და პათოლოგიური ჰიპერსეკრეციის სხვა პირობების ხანგრძლივი მკურნალობისას, პანტოპრაზოლმა, მარილმჟავას სეკრეციის სხვა ბლოკატორების მსგავსად, შეიძლება შეამციროს ვიტამინის B12 (ციანოკობალამინის) შეწოვა, რომელიც დაკავშირებულია ჰიპო- და აქლორჰიდრიასთან. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის იმ პაციენტებთან დანიშვნისას, რომლებსაც ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დონე შემცირებული აქვთ ან აღენიშნებათ მისი შეწოვის სავარაუდო დაქვეითება, ვინც ხანგრძლივად მკურნალობს ან აღენიშნებათ შესაბამისი კლინიკური სიმპტომები.
ხანგრძლივი მკურნალობა
ხანგრძლივი მკურნალობის დროს (განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) პაციენტები რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ .
ძვლის მოტეხილობები
რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ პტი-ს გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ბარძაყის და მაჯის მოტეხილობის, ასევე ოსტეოპოროზის რისკი.
პტი-ების მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) შესაძლოა გაზარდოს მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან სხვა რისკ-ფაქტორების მქონე პირებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ პტი-ს მინიმალური ეფექტური დოზა მოკლე პერიოდის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ პტი-ს გამოყენებით მოტეხილობის საერთო რისკი შეიძლება 10-40%-ით გაზარდოს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოწვეული იყოს რისკის სხვა ფაქტორებით. ოსტეოპოროზის განვითარების რისკის მქონე პაციენტებს მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს და უნდა მიიღონ D ვიტამინისა და კალციუმის საკმარისი რაოდენობა.
ჰიპომაგნიემია
დაფიქსირდა სიმპტომური და ასიმპტომური ჰიპომაგნიემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორებს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში. შესაძლოა განვითარდეს ჰიპომაგნიემიის შემდეგი სერიოზული კლინიკური გამოვლინებები: დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია. ჰიპომაგნიემიის დროს, პაციენტების მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში უმჯობესდება მაგნიუმის პრეპარატებით მაკორექტირებელი ჩანაცვლებითი თერაპიისა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ თერაპიას ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ პტი-ებს ერთდროულად დიგოქსინთან ან პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია (როგორიცაა დიურეტიკები), მაგნიუმის დონე უნდა განესაზღვროთ პტი-ით მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.
ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოზის დროს კვლევის შედეგებზე გავლენა
როდესაც კუჭის წვენის მჟავიანობა მცირდება, ქრომოგრანინი A (CgA)-ს დონე იზრდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევების შედეგებზე ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკის დროს. ასეთი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, CgA დონის შეფასებამდე, მიზანშეწონილია მინიმუმ 5 დღით ადრე პანტოპრაზოლით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თუ CgA და გასტრინის დონე არ დუბრუნდა ნორმალურ დიაპაზონს საწყისი გაზომვის შემდეგ, განმეორებითი გაზომვები უნდა ჩატარდეს პტი-ით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. განმეორებითი გაზომვები (მაგ. დაკვირვების მიზნით) უნდა ჩატარდეს ერთი და იმავე ლაბორატორიაში (გამოკვლევებს შორის ინტერვალები შესაძლოა განსხვავდებოდეს).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასაპ) ერთდროული გამოყენება
არასელექტიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატ ასპანის გამოყენება უნდა შეიზღუდოს პაციენტებთან, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს დიდი ხნის განმავლობაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. უნდა ჩატარდეს მაღალი რისკის ინდივიდუალური შეფასება ისეთი ფაქტორების არსებობისას, როგორიცაა 65 წელზე მეტი ასაკი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენა ანამნეზში.
ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები
პტი-ებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკის უმნიშვნელო მატება, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა Salmonella, Campylobacter ან C. difficile.
კანის ქვემწვავე წითელი მგლურა
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კანის ქვემწვავე წითელი მგლურას განვითარებას პტი-ის გამოყენებას უკავშირებენ. თუ დაზიანებები, რომელსაც თან ახლავს ართრალგია, გამოჩნდება კანის იმ ადგილებში, რომლებიც ექვემდებარება მზის რადიაციას, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა განიხილულ იქნას საკითხი პრეპარატის მიღების გაგრძელების შესახებ. ანამნეზში კანის ქვემწვავე წითელი მგლურას არსებობა, რომელიც დაკავშირებულია პტი-ით მკურნალობასთან, ზრდის მისი გაჩენის რისკს პტი-ს შემდგომი მიღების შემთხვევაში.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
ქრომოგრანინი A (CgA)-ს დონის ზრდამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტირების დროს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პანტოპრაზოლით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს CgA დონის შეფასებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე. თუ საწყისი გაზომვის შემდეგ CgA-ს და გასტრინის დონე არ დაუბრუნდა ნორმალურ დიაპაზონს, განმეორებითი გაზომვები უნდა ჩატარდეს პტი-თ მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან (ალკოჰოლმა შეიძლება გააღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი).
ნატრიუმი
ასპანის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,7 მგ ნატრიუმს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მკურნალობისას.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
წამლები, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია pH-ზე
მარილმჟავას სეკრეციის სრული და ხანგრძლივი ინჰიბირების შედეგად, პანტოპრაზოლმა შეისაძლოა გავლენა მოახდინოს წამლების აბსორბციაზე, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია pH-ზე (მაგ. ზოგიერთი აზოლური რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი ან სხვა პრეპარატები, როგორიცაა ერლოტინიბი).
აივ პროტეაზას ინჰიბიტორები
პანტოპრაზოლის კომბინირებული გამოყენება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (როგორიცაა ატაზანავირი), რომლის აბსორბცია დამოკიდებულია ინტრაგასტრიკულ pH-ზე, არ არის რეკომენდებული მათი ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია აივ პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენება პტი-ებთან ერთად, რეკომენდებულია გულდასმითი კლინიკური მონიტორინგი (მაგ, ვირუსული დატვირთვა). პანტოპრაზოლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს, შესაძლოა საჭირო გახდეს აივ პროტეაზას ინჰიბიტორების დოზის კორექცია.
კუმარინის ანტიკოაგულანტები (ფენპროკუმონი და ვარფარინი)
პანტოპრაზოლის ვარფარინთან ან ფენპროკუმონთან ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს ვარფარინის, ფენპროკუმონის ფარმაკოკინეტიკაზე ან საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობაზე (INR). ცალკეულ შემთხვევებში, INR-ის მომატება და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებდნენ პტი-ს და ვარფარინს ან ფენპროკუმონს. INR-ის ზრდამ და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური სისხლდენის განვითარება და სიკვდილიც კი. ასეთი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია INR და პროთრომბინის დროის მონიტორინგი.
მეტოტრექსატი
მეტოტრექსატის მაღალი დოზების (მაგ. 300 მგ) და პტი-ს ერთდროული გამოყენება ზოგიერთ პაციენტში ზრდის მეთოტრექსატის დონეს სისხლში. პაციენტებს, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატის მაღალ დოზებს, მაგალითად სიმსივნით ან ფსორიაზით დაავადებული პაციენტები, ურჩევენ დროებით შეწყვიტონ პანტოპრაზოლით მკურნალობა.
სხვა ურთიერთქმედება
პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის გამოყენებით. მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა CYP 2C19-ით დემეთილაცია და ფერმენტ CYP 3A4-ით დაჟანგვა. ისეთი მედიკამენტებით ჩატარებულმა კვლევებმა, როგორიცაა კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და პერორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემის მიერ, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება. პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება იმავე ფერმენტული სისტემის მეშვეობით, არ არის გამორიცხული. სხვა კვლევებში არ გამოვლენილა პანტოპრაზოლის გავლენა იმ ნივთიერებების მეტაბოლიზმზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2 (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9 (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი), CYP2D6 (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1 (როგორიცაა ეთანოლი.) საშუალებით, ასევე გლიკოპროტეინ-P-თან დაკავშირებული დიგოქსინის აბსორბციაზე. ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. არ არის გამოვლენილი პანტოპრაზოლის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კლარითრომიცინთან, მეტრონიდაზოლთან და ამოქსიცილინთან.
CYP 2C19-ის მაინჰიბირებელი და მაინდუცირებელი მედიკამენტები
CYP2C19 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ფლუვოქსამინი, შეიძლება გაზარდონ პანტოპრაზოლის სისტემური ზემოქმედება. პრეპარატის დოზის შემცირების აუცილებლობა გასათვალისწინებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას პანტოპრაზოლის მაღალი დოზებით და რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ფერმენტის ინდუქტორებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ CYP 2C19 და CYP 3A4, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანა (Hypericum perforatum), შეუძლიათ შეამცირონ პლაზმაში პტი-ს კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტული სისტემების მეშვეობით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება
ადამიანებში პრეპარატის გამოყენების პოტენციური რისკი უცნობია. სიფრთხილის მიზნით, ორსულობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენება. არსებობს მონაცემები დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში, გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან შეწყვეტის, ან პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და დედისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
შეიძლება განვითარდეს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენებისაგან.
გამოყენების მეთოდი და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით:
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა
პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40მგ(1ტაბ) ერთხელ დღე-ღამეში. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა (2 ტაბლეტი დღე-ღამეში. თუ მკურნალობის 4 კვირის შემდეგ არ აღინიშნება თერაპიული ეფექტი,მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 4 კვირით.
მოზრდილები:
H. pylori-ს ერადიკაცია ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად კომბინაციაში
H. pylori-დადებით პაციენტებში მიკროორგანიზმების ერადიკაცია მიიღწევა კომბინირებული თერაპიის გამოყენებით. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადგილობრივი მონაცემები ბაქტერიული რეზისტენტობის შესახებ და ეროვნული რეკომენდაციები შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისა და დანიშვნის შესახებ.
მგრძნობელობიდან გამომდინარე, შემდეგი კომბინაციები შეიძლება იყოს რეკომენდებული H. pylori-ს ერადიკაციისთვის:
ა) 1ტაბ.(40მგ) ასპანი TM 2 ჯერ დღე-ღამეში
+ამოქსიცილინი 1000მგ 2 ჯერ დღე-ღამეში
+კლარიტრომიცინი 500მგ 2 ჯერ დღე-ღამეში
ბ)ასპანიTM 40მგ (1ტაბ) 2 ჯერ დღე-ღამეში
+მეტრონიდაზოლი 400-500მგ(ან ტინიდაზოლი 500მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში
+კლარიტრომიცინი 250-500მგ 2ჯერ დღე-ღამეში;
გ)1ტაბ( 40მგ) ასპანი TM 2 ჯერ დღე-ღამეში
+ამოქსიცილინი 1000მგ 2 ჯერ დღე-ღამეში
+მეტრონიდაზოლი 500მგ(ან ტინიდაზოლი 500მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში
H. pylori-ის ერადიკაციის კომბინირებული თერაპიისას პრეპარატის ასპანიTM მეორე ტაბლეტი უნდა მიიღოთ სადილამდე 1 საათით ადრე. კომბინირებული თერაპია ჩვეულებრივ ტარდება 7 დღის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 2 კვირამდე. თუ პანტოპრაზოლით შემდგომი მკურნალობა ნაჩვენებია წყლულის შეხორცების უზრუნველსაყოფად, უნდა განიხილებოდეს დოზირების რეკომენდაციები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
თუ კომბინირებული თერაპია არ არის ნაჩვენები, მაგალითად, H. pylori-ზე უარყოფითი შედეგის მქონე პაციენტებში, მონოთერაპიისთვის ასპანიTM შემდეგი დოზებით გამოიყენება.
კუჭის წყლულის მკურნალობა
ასპანიTM -ის 1 ტაბლეტი დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია, დოზა შეიძლება გაორმაგდეს (2 ტაბლეტი დღე-ღამეში). კუჭის წყლულის განკურნებას ჩვეულებრივ 4 კვირა სჭირდება. თუ ეს საკმარისი არ არის, გამოჯანმრთელება მოსალოდნელია მომდევნო 4 კვირის განმავლობაში. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ასპანისTM 1 ტაბლეტი დღე-ღამეში. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია, დოზა შეიძლება გაორმაგდეს (2 ტაბლეტი დღე-ღამეში). თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობას ჩვეულებრივ 2 კვირა სჭირდება. თუ ეს საკმარისი არ არის, განკურნება შესაძლებელია მოხდეს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა ჰიპერსეკრეტორული პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობა
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა ჰიპერსეკრეტორული პათოლოგიური მდგომარეობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის საწყისი სადღეღამისო დოზაა 80 მგ (2 ტაბლეტი). რის შემდეგაც შესაძლებელია დოზის კორექტირება კუჭის წვენის მჟავიანობის მაჩვენებლის მიხედვით. დღე-ღამეში 80 მგ-ზე მეტი დოზა უნდა დაიყოს 2 მიღებად. შესაძლებელია დოზის დროებით გაზრდა 160 მგ-ზე მეტით, მაგრამ მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მჟავიანობის ადეკვატური კონტროლისთვის. ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და სხვა ჰიპერსეკრეტორული პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის და დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული ჭამამდე 1 საათით ადრე მთლიანად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით არ უნდა დაიღეჭოს ან დაქუცმაცდეს.
დამატებითი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პაციენტების სპეციალურ ჯგუფებთან
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, ასპანი TM არ გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი ამ ჯგუფში H. pylori-ს ერადიკაციისთვის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს ღვიძლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, პანტოპრაზოლის, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო. ასპანიTM, ამ ჯგუფში H. pylori-ს ერადიკაციისთვის როგორც კომბინირებული თერაპიის შემადგენელი ნაწილი არ გამოიყენება .
პედიატრიული პაციენტები
ვინაიდან ინფორმაცია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ შეზღუდულია, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
განვითარების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (დან≥1/100 მდე <1/10); არცთუ ისე ხშირად (დან ≥1/1000 მდე <1/100); იშვიათად (დან ≥1/10000 მდე<1/1000); ძალიან იშვიათად(<1/10000), უცნობია(მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით განვითარების სიხშირე განსაზღვრა შეუძლებელია)
კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტული პერიოდის დროს, პანტოპრაზოლის მიღების შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან
იშვიათად: აგრანულოციტოზი;
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრიდან
იშვიათად:ჰიპერმგრძნობელობა(მათ შორის ანაფილაქსური რეაქციები და ანაფილაქსური შოკი)
ნივთიერებათა ცვლის მხრიდან
იშვიათად:ჰიპერლიპიდემია და ლიპიდების დონის ზრდა (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი) სხეულის მასის ცვლილება;
უცნობია: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია1, ჰიპოკალიემია
ფსიქიური აშლილობა
არცთუ ისე ხშირად: ძილის მოშლა;
იშვიათად: დეპრესია (მათ შორის გამწვავება);
ძალიან იშვიათად: დეზორიენტაცია(მათ შორის გამწვავება);
უცნობია:ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა(განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან მსგავსი გართულებების მიმართ, ასევე ამ სიმპტომების გართულება მათი არსებობის შემთხვევაში)
ნერვული სისტემის მხრიდან
არცთუ ისე ხშირად: თავის ტკივილი,თავბრუსხვევა;
იშვიათად: გემოვნების გაუკუღმართება
უცნობი:პარესთეზია
მხედველობის მხრიდან
იშვიათად:მხედველობის დარღვევა(დაბინდული გამოსახულება)
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან
ხშირად:კუჭის პოლიპები(კეთილთვისებიანი)
არცთუ ისე ხშირად:დიარეა,გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა და მეტეორიზმი,ყაზბობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი;
უცნობია:მიკროსკოპული კოლიტი;
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრიდან
არცთუ ისე ხშირად:ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების, GGT) დონის მომატება;
იშვიათად: ბილირუბინის დონის მომატება;
უცნობია: ჰეპატოცელულარული დაზიანება, სიყვითლე, ჰეპატოცელულური უკმარისობა.
კანიდან და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
არცთუ ისე ხშირად: გამონაყარი, ეგზანთემა, ქავილი;
იშვიათად: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);
უცნობია: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა, კანის ქვემწვავე წითელი მგლურა.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
არცთუ ისე ხშირად: თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობები
იშვიათად: ართრალგია, მიალგია.
უცნობია: კუნთების სპაზმი2.
თირკმელების და საშარდე გზების მრიდან
უცნობია: ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის უკმარისობის შესაძლო განვითარებით).
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან
იშვიათად: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
არახშირად: ასთენია, დაღლილობა, სისუსტე;
იშვიათად: სხეულის ტემპერატურის მომატება, პერიფერიული შეშუპება.
- ჰიპოკალციემია ჰიპომაგნიემიასთან ერთად.
- კუნთების სპაზმი ელექტროლიტური დარღვევის გამო.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
დოზის გადაჭარბება
მონაცემები, ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ, არ არსებობს. ვინაიდან პანტოპრაზოლი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ის პრაქტიკულად არ ექვემდებარება ჰემოდიალიზს. ინტოქსიკაციის ნიშნებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გარდა სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობისა, არ არსებობს სპეციალური თერაპიული რეკომენდაციები.
გამოშვების ფორმა
ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები, 40 მგ. 14 ტაბლეტი განთავსებული ბლისტერზე. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
დროგსან ილაჩლარი სან. ვე თიჯ. ა.შ.
ესენბოგა მერქეზ მაჰ. ჩუბუქ ჯად №:31,ჩუბუქ,ანკარა, თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


