პანდევი
PANDEV
• PANDEV ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, დაფარული სპეციალური ნივთიერებით (ენტერული გარსით დაფარული), რომელიც ხელს უშლის წამლების კუჭში დაშლას. თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით 40 მგ პანტოპრაზოლს (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით) შეიცავს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პანტოპრაზოლი (pantoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0558
- რეგისტრირებულია
- 22 ივნისი 2023, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
პანდევი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- PANDEV ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, დაფარული სპეციალური ნივთიერებით (ენტერული გარსით დაფარული), რომელიც ხელს უშლის წამლების კუჭში დაშლას. თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით 40 მგ პანტოპრაზოლს (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით) შეიცავს.
- PANDEV-ის აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელსაც "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები" ეწოდება. ის აჩვენებს თავის ეფექტს კუჭში წარმოქმნილი მჟავის რაოდენობის შემცირებით. იგი გამოიყენება მჟავასთან დაკავშირებული კუჭისა და ნაწლავების დაავადებების სამკურნალოდ.
- PANDEV ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც 14 ან 28 ენტერული გარსით დაფარულ ტაბლეტს შეიცავს. ტაბლეტები არის ღია ყვითელი ფერის, წაგრძელებული, ენტერული გარსით დაფარული ფორმის.
PANDEV
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში:
- რეფლუქს-ეზოფაგიტის (საყლაპავში ანთება კუჭის მჟავის საყლაპავში გადასვლის გამო) სამკურნალდ.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადების დროს (გერდ)
მოზრდილებში:
- გამოიყენება Helicobacter pylori (H.pylori)-ს სახელწოდების მქონე ბაქტერიით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავისა (თორმეტგოჯა ნაწლავის) და კუჭის (კუჭის) წყლულების დროს ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად, რათა გაანადგუროს ეს ბაქტერია და ამით შემცირდეს წყლულების რეციდივი.
- გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის წყლული).
- გამოიყენება ზოლინგერ ელისონის სინდრომის (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ ჭარბი მჟავას წარმოქმნას კუჭში) და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც იწვევენ კუჭის მჟავას ჭარბ სეკრეციას.
PANDEV-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
PANDEV არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერება პაანტოპრაზოლის ან PANDEV-ში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ასევე ბენზიმიდაზოლების (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები) მიმართ.
- არ გამოიყენოთ PANDEV, თუ ალერგიული ხართ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველ სხვა პრეპარატებზე.
PANDEV-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
- აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები ან გქონდათ რაიმე პრობლემა ღვიძლთან დაკავშირებით. PANDEV-ით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, თქვენი ექიმი თქვენი ღვიძლის ფერმენტებს რეგულარულად შეამოწმებს. ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების გაზრდის შემთხვევაში PANDEV-ის გამოყენება უნდა შეწყდეს.
- ფრთხილად უნდა იყოთ, თუ თქვენს ორგანიზმში B12 ვიტამინის მარაგი შემცირებულია ან გაქვთ B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორები. პანტოპრაზოლმა, ისევე როგორც ყველა სხვა კუჭის მჟავიანობის შემამცირებელმა მედიკამენტმა, შეიძლება ვიტამინი B12-ის შეწოვა შეამციროს.
- აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ PANDEV-ს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი სავარაუდოდ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ გამყოფებთ. თუ შეამჩნევთ რაიმე ახალ ან უჩვეულო სიმპტომს, ვიზიტის დროს მათ შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს.
- PANDEV-ით მკურნალობამ შეიძლება დათრგუნოს კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომები და საბოლოოდ დააყოვნოს დიაგნოზის დასმა. ამიტომ, PANDEV-ით მკურნალობამდე ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ რამდენიმე ტესტი, რათა დარწმუნდეს, რომ არ გაქვთ კიბო. თუ თქვენი სიმპტომები ისევ გაგრძელდება მკურნალობის დროს, შეიძლება დამატებითი გამოკვლევები გახდეს საჭირო.
- თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის დაკარგვა), აცნობეთ ექიმს. რადგან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, PANDEV-მაც შეიძლება ოდნავ გაზარდოს მოტეხილობების რისკი ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის არეში, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებში და იმ შემთხვევებში, როდესაც გამოვლენილია სხვა რისკ-ფაქტორები. ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი გირჩევთ გამოიყენოთ PANDEV უფრო დაბალი დოზით ან ხანმოკლე დროით.
- აცნობეთ ექიმს ადრე ჰიპომაგნიემიის (სისხლში მაგნიუმის მინერალის დაბალი დონე) დიაგნოზი თუ დაგისვეს. რადგან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, შეიძლება PANDEV-მაც მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) ჰიპომაგნიემია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მაგნიუმის დანამატები ან გადაწყვიტოს PANDEV-ით მკურნალობის უფრო მოკლე დროით გაგრძელება. PANDEV-ით მკურნალობის დროს თუ გრძნობთ, რომ თქვენი გული სცემს უჩვეულოდ სწრაფად, ნელა ან არარეგულარულად, იგრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, გექნებათ კუნთების სპაზმი ან კრუნჩხვები, აცნობეთ ექიმს. რადგანაც ეს სიმპტომები შეიძლება ჰიპომაგნიემიასთან იყოს დაკავშირებული. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს. ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ასევე სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება გამოიწვიოს. თქვენი ექიმი საჭიროდ თუ ჩათვლის, შეუძლია სისხლში მაგნიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი მოითხოვოს.
- აცნობეთ ექიმს, თუ იტარებთ ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკურ ტესტებს, რადგან PANDEV-მა, ისევე როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.
- პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, PANDEV-მა შეიძლება ოდნავ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმალურად არსებული ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა და, შესაბამისად, ინფექციის რისკი (სალმონელა და კამპილობაქტერია).
- თუ PANDEV გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (NSAI) გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკისთვის, იგი შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ NSAI წამლის მუდმივი გამოყენება და რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის სისტემაში გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი (მაგ. 65 წელზე უფროსი ასაკის, წყლულების ან კუჭის სისხლდენის ანამნეზის მქონე პაციენტებში).
- თუ იყენებთ ვარფარინისა და ფენპროკუმონის მსგავს მედიკამენტებს, რომლებიც ამკვრივებენ ან ათხელებენ სისხლს, შეიძლება დამატებითი გამოკვევები დაგჭირდეთ.
- თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- წონის მოულოდნელი კლება,
- განმეორებითი ღებინება,
- ყლაპვის გაძნელება,
- სისხლიანი ღებინება,
- ფერმკრთალი გარეგნობა და თავის სუსტად შეგრძნება (ანემია)
- განავალში სისხლის გამოვლენა
- მძიმე და მუდმივი დიარეა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
PANDEV-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
PANDEV უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის ან გატეხვის გარეშე და ცოტა წყალთან ერთად, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მიღების წესი და დოზირება
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვებისა და მჟავას კუჭიდან საყლაპავში გადასვლა) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (მაგ. წვა და ტკივილი გულმკერდის არეში, კუჭის მჟავის უკან საყლაპავში გადასვლა, ტკივილი ყლაპვისას) მკურნალობისას:
რეკომენდებული დოზაა PANDEV-ის ერთი ტაბლეტი დღეში. ექიმმა შეიძლება დღეში 2 ტაბლეტი PANDEV-ის გამოყენება გირჩიოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-8 კვირაა. თქვენი ექიმი გაცნობებთ თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ PANDEV-ით მკურნალობა.
მოზრდილებში
H.Pylori-ს სახელწოდებით ცნობილი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და კუჭის წყლულების ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად სამკურნალოდ:
ამოქსიცილინის, კლარითრომიცინისა და მეტრონიდაზოლის (ან თიონიდაზოლთან) სახელით ცნობილ ანტიბიოტიკთაგან ორ მათგანთან ერთად კომბინაციაში PANDEV-ის რეკომენდებული დოზა არის თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ. პირველი ტაბლეტი მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე ტაბლეტი მიიღება ვახშმამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 1-2 კვირაა. მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და წაიკითხეთ ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქცია.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ:
რეკომენდებული დოზაა PANDEV-ის ერთი ტაბლეტი დღეში. ექიმმა შეიძლება დღეში 2 ტაბლეტი PANDEV-ის გამოყენება გირჩიოთ. კუჭის წყლულის მკურნალობა ჩვეულებრივ 4-8 კვირას გრძელდება. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა ჩვეულებრივ 2-4 კვირას გრძელდება. თქვენი ექიმი გაცნობებთ თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ PANDEV-ით მკურნალობა.
ზოლინგერ ელისონის სინდრომისა და კუჭი მიერ დიდი რაოდენობით მჟავას წარმოების სხვა პირობების გრძელვადიანი მკურნალობისას:
რეკომენდებული საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის PANDEV-ის 2 ტაბლეტი დღეში. ორივე ტაბლეტი მიიღება ერთდროულად, ჭამამდე 1 საათით ადრე. კუჭის მიერ მჟავას წარმოების მიხედვით მოგვიანებით ექიმი თქვენი მედიკამენტის დოზას დაარეგულირებს. დღეში 2 ტაბლეტზე მეტის გამოყენება თუ არის რეკომენდებული, ტაბლეტები დღეში ორჯერ მიიღება.
თუ თქვენი ექიმი დღეში 4 ტაბლეტზე მეტის გამოყენებას გირჩევთ, ექიმი ასევე გეტყვით როდის უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება.
მიღების გზა და მეთოდი:
PANDEV არ უნდა დაღეჭოთ ან არ უნდა გატეხოთ; ის უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად ჭამამდე 1 საათით ადრე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
მიღება ბავშვებში:
ის არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღება ხანდაზმულებში:
PANDEV შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანდაზმულებში დოზის კორექტირების გარეშე.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის მძიმე ან ზომიერი პრობლემები, PANDEV არ გამოიყენოთ H.pylori-ს სამკურნალოდ.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის 20 მგ დღიურ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ PANDEV-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი PANDEV მიიღეთ:
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ PANDEV-ს, დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის.
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი PANDEV ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ PANDEV-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დოზიდან ექიმის მიერ დადგენილი დოზირების სქემის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
PANDEV-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თქვენი ექიმი შეგატყობინებთ თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ PANDEV-ით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან შეიძლება თქვენი დაავადების სიმპტომები დაბრუნდეს ან გაუარესდეს.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს PANDEV-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ. თქვენ უნდა გამოიყენოთ პანტოპრაზოლი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, მაგრამ თქვენი ექიმი თვლის, რომ პრეპარატის სავარაუდო სარგებელი აღემატება თქვენი არ დაბადებული ბავშვის მიმართ არსებული ზიანის რისკს.
მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ძუძუთი კვება

ცნობილია, რომ პანტოპრაზოლი გადადის დედის რძეში. მეძუძურ დედებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ დანადგარები.
PANDEV-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც გაფრთხილებას საჭიროებენ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
- პანტოპრაზოლმა შეიძლება შეასუსტოს მედიკამენტების მოქმედება ისეთი მედიკამენტების შეწოვის შემცირებით, როგორიცაა სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებელი კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოზაკონაზოლი, ან ზოგიერთი კიბოს სამკურნალო საშუალება, როგორიცაა ერლოტინიბი, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭში მჟავას დონეზე (pH).
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ ატაზანავირის მსგავს აივ (შიდსის) სამკურნალოდ გამოსაყენებელი წამლების შეწოვას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მათ შორის პანტოპრაზოლი, არ უნდა იქნას გამოყენებული ატაზანავირთან ერთად.
- პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ანალოგიურად, შეიძლება არსებობდეს ურთიერთქმედება პანტოპრაზოლსა და სხვა პრეპარატებს შორის, რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდება. ამასთან ერთად, სპეციფიური ტესტები ჩატარდა ქვევით ჩამოთვლილ პრეპარატებთან დაკავშირებით და კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
- კარბამაზეპინი (მედიკამენტი ეპილეფსიისა და განწყობის ცვალებადობისთვის),
- დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ),
- ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
- გლიბენკლამიდი (სისხლში შაქრის დამაქვეითებელი),
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს).
- თუ თქვენ იყენებთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე (როგორიცაა ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია თქვენი სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი პანტოპრაზოლით მკურნალობის დაწყების და შეწყვეტის შემდეგ და არარეგულარული გამოყენებისას.
- ანტაციდებთან გამოყენებისას ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ანტაციდები არის მედიკამენტები, ჩვეულებრივ საღეჭი ტაბლეტების ან სიროფის სახით, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის მყისიერად შესამცირებლად.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
ხშირი: (ვლინდება 100 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით).
არახშირი: (ვლინდება 1000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით).
იშვიათი: (ვლინდება 10000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით).
ძალიან იშვიათი: (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
უცნობია: (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ PANDEV-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათად ვლინდება): ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის/გადაყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება (ურტიკარია),სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს დაავადება/ანგიონევროზული შეშუპება), ძალიან სწრაფი გულისცემა და ოფლიანობით მიმდინარე თავბრუსხვევა.
- კანის ძალიან სერიოზული დაავადებები (სიხშირე უცნობია): უეცარი, ფართოდ გავრცელებული, ბუშტუკოვანი, მტკივნეული გამონაყარი კანზე, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის ღრუს/ტუჩების და სასქესო ორგანოების გაღიზიანება (მსუბუქი სისხლდენა) (ეს შეიძლება იყოს კანის სერიოზული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა სტივენ ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა და ლაიელის სინდრომი) და მგრძნობლობა სინათლეზე.
- სხვა ძალიან სერიოზული დაავადებები (სიხშირე უცნობია): კანის ან თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, ჭინჭრის ციება და მტკივნეული შარდვა და წელის ტკივილთან ერთად გადიდებული თირკმელები (თირკმლის მწვავე ანთება)
ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
რომელიმე მათგანი თქვენთან თუ გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ PANDEV-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, აცნობეთ ექიმს:
- არახშირი (ვლინდება 1000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით):
თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; თავის შეუძლოდ შეგრძნება; ღებინება; შებერილობა და აირები კუჭში; ყაბზობა; სიმშრალე პირის ღრუში; მუცლის ტკივილი; ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და გამონაყარი კანზე; სისუსტე; ძილის დარღვევები; არსებობს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პანტოპრაზოლის მსგავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს..
- იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით):
გემოს შეგრძნების დარღვევა ან სრული დაკარგვა; ბუნდოვანი ხედვის მსგავსი მხედველობის დარღვევები; ჭინჭრის ციება (ურტიკარია); სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონაში მომატება/კლება; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ტემპერატურა; შეშუპება ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; ძუძუს გაზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია).
- ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დეზორიენტაცია
- უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტების მიერ იმის დანახვა ან მოსმენა, რაც რეალურად არ არსებობს (ჰალუცინაციები); დროისა და სივრცის აღრევა და დაბნეულობა (კონფუზია);სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია); თუ თქვენ იყენებთ PANDEV-ს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არ არის გამორიცხული, რომ სისხლში მაგნიუმის დონეც შემცირდეს. მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია) ვლინდება დაღლილობის, კუნთების უნებლიე დაძაბულობის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის და პულსის მომატების სახით. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ რეგულარულად გაიაროთ ტესტები სისხლში მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.
გვერდითი მოვლენები, რომელთა დიაგნოსტირებაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი:

ღვიძლის ფერმენტების მატება

სისხლში ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმების)დონის მომატება; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის უეცარი შემცირება (ფიქსირდება მაღალი ცხელებით).

სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას (ამან შეიძლება გამოიწვიოს ნორმალურზე მეტი სისხლდენა); სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირად დაინფიცირება); ასევე შეიძლება მოხდეს სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და სისხლის შედედებისთვის ხელშემწყობი სისხლის უჯრედების (თრომბოციტები) რაოდენობის პათოლოგიური შემცირება.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ PANDEV?
შეინახეთ PANDEV ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ PANDEV შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ PANDEV, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
Deva Holding A. Ş. (სს. „დევა ჰოლდინგ“)
ქუჩუქჩექმეჯე/სტამბული
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
წარმოების ადგილი:
Deva Holding A. Ş. (სს. „დევა ჰოლდინგ“)
ქაფაქლი/თექირდაღ
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 07/05/2014 წელს იქნა დადასტურებული.
CKY0923KT-04
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Pandev® 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
PANDEV® 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად (პირით).
აქტიური ნივთიერება: თითოეული ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტ 45,11 მგ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბონატის ანჰიდროზი, მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოლივინილპიროლიდონი K90, კალციუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი/PEG 3350, ყვითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სიმეთიკონი Q7-2587.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
რა არის PANDEV და რისთვის გამოიყენება?
PANDEV-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
როგორ უნდა მიიღოთ PANDEV?
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ შეინახოთ PANDEV?
რა არის PANDEV და რისთვის გამოიყენება?
- PANDEV ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, დაფარული სპეციალური ნივთიერებით (ენტერული გარსით დაფარული), რომელიც ხელს უშლის წამლების კუჭში დაშლას. თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით 40 მგ პანტოპრაზოლს (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით) შეიცავს.
- PANDEV-ის აქტიური ნივთიერება პანტოპრაზოლი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელსაც "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები" ეწოდება. ის აჩვენებს თავის ეფექტს კუჭში წარმოქმნილი მჟავის რაოდენობის შემცირებით. იგი გამოიყენება მჟავასთან დაკავშირებული კუჭისა და ნაწლავების დაავადებების სამკურნალოდ.
- PANDEV ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც 14 ან 28 ენტერული გარსით დაფარულ ტაბლეტს შეიცავს. ტაბლეტები არის ღია ყვითელი ფერის, წაგრძელებული, ენტერული გარსით დაფარული ფორმის.
PANDEV
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში:
- რეფლუქს-ეზოფაგიტის (საყლაპავში ანთება კუჭის მჟავის საყლაპავში გადასვლის გამო) სამკურნალდ.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადების დროს (გერდ)
მოზრდილებში:
- გამოიყენება Helicobacter pylori (H.pylori)-ს სახელწოდების მქონე ბაქტერიით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავისა (თორმეტგოჯა ნაწლავის) და კუჭის (კუჭის) წყლულების დროს ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად, რათა გაანადგუროს ეს ბაქტერია და ამით შემცირდეს წყლულების რეციდივი.
- გამოიყენება პეპტიური წყლულის სამკურნალოდ (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და კუჭის წყლული).
- გამოიყენება ზოლინგერ ელისონის სინდრომის (პანკრეასის სიმსივნეები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორმონებს, რომლებიც იწვევენ ჭარბი მჟავას წარმოქმნას კუჭში) და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც იწვევენ კუჭის მჟავას ჭარბ სეკრეციას.
PANDEV-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
PANDEV არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერება პაანტოპრაზოლის ან PANDEV-ში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ასევე ბენზიმიდაზოლების (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები) მიმართ.
- არ გამოიყენოთ PANDEV, თუ ალერგიული ხართ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველ სხვა პრეპარატებზე.
PANDEV-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
- აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები ან გქონდათ რაიმე პრობლემა ღვიძლთან დაკავშირებით. PANDEV-ით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, თქვენი ექიმი თქვენი ღვიძლის ფერმენტებს რეგულარულად შეამოწმებს. ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების გაზრდის შემთხვევაში PANDEV-ის გამოყენება უნდა შეწყდეს.
- ფრთხილად უნდა იყოთ, თუ თქვენს ორგანიზმში B12 ვიტამინის მარაგი შემცირებულია ან გაქვთ B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორები. პანტოპრაზოლმა, ისევე როგორც ყველა სხვა კუჭის მჟავიანობის შემამცირებელმა მედიკამენტმა, შეიძლება ვიტამინი B12-ის შეწოვა შეამციროს.
- აცნობეთ ექიმს თუ იყენებთ PANDEV-ს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თქვენი ექიმი სავარაუდოდ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ გამყოფებთ. თუ შეამჩნევთ რაიმე ახალ ან უჩვეულო სიმპტომს, ვიზიტის დროს მათ შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს.
- PANDEV-ით მკურნალობამ შეიძლება დათრგუნოს კიბოსთან დაკავშირებული სიმპტომები და საბოლოოდ დააყოვნოს დიაგნოზის დასმა. ამიტომ, PANDEV-ით მკურნალობამდე ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ რამდენიმე ტესტი, რათა დარწმუნდეს, რომ არ გაქვთ კიბო. თუ თქვენი სიმპტომები ისევ გაგრძელდება მკურნალობის დროს, შეიძლება დამატებითი გამოკვლევები გახდეს საჭირო.
- თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის დაკარგვა), აცნობეთ ექიმს. რადგან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, PANDEV-მაც შეიძლება ოდნავ გაზარდოს მოტეხილობების რისკი ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის არეში, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), განსაკუთრებით ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ პაციენტებში და იმ შემთხვევებში, როდესაც გამოვლენილია სხვა რისკ-ფაქტორები. ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი გირჩევთ გამოიყენოთ PANDEV უფრო დაბალი დოზით ან ხანმოკლე დროით.
- აცნობეთ ექიმს ადრე ჰიპომაგნიემიის (სისხლში მაგნიუმის მინერალის დაბალი დონე) დიაგნოზი თუ დაგისვეს. რადგან პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, შეიძლება PANDEV-მაც მკურნალობის შემდეგ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) ჰიპომაგნიემია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მაგნიუმის დანამატები ან გადაწყვიტოს PANDEV-ით მკურნალობის უფრო მოკლე დროით გაგრძელება. PANDEV-ით მკურნალობის დროს თუ გრძნობთ, რომ თქვენი გული სცემს უჩვეულოდ სწრაფად, ნელა ან არარეგულარულად, იგრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, გექნებათ კუნთების სპაზმი ან კრუნჩხვები, აცნობეთ ექიმს. რადგანაც ეს სიმპტომები შეიძლება ჰიპომაგნიემიასთან იყოს დაკავშირებული. ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ სხვა მედიკამენტებს. ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ასევე სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის დაქვეითება გამოიწვიოს. თქვენი ექიმი საჭიროდ თუ ჩათვლის, შეუძლია სისხლში მაგნიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი მოითხოვოს.
- აცნობეთ ექიმს, თუ იტარებთ ნეიროენდოკრინული სიმსივნის დიაგნოსტიკურ ტესტებს, რადგან PANDEV-მა, ისევე როგორც ყველა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.
- პროტონული ტუმბოს ყველა ინჰიბიტორის მსგავსად, PANDEV-მა შეიძლება ოდნავ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმალურად არსებული ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა და, შესაბამისად, ინფექციის რისკი (სალმონელა და კამპილობაქტერია).
- თუ PANDEV გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (NSAI) გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკისთვის, იგი შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ NSAI წამლის მუდმივი გამოყენება და რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის სისტემაში გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი (მაგ. 65 წელზე უფროსი ასაკის, წყლულების ან კუჭის სისხლდენის ანამნეზის მქონე პაციენტებში).
- თუ იყენებთ ვარფარინისა და ფენპროკუმონის მსგავს მედიკამენტებს, რომლებიც ამკვრივებენ ან ათხელებენ სისხლს, შეიძლება დამატებითი გამოკვევები დაგჭირდეთ.
- თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- წონის მოულოდნელი კლება,
- განმეორებითი ღებინება,
- ყლაპვის გაძნელება,
- სისხლიანი ღებინება,
- ფერმკრთალი გარეგნობა და თავის სუსტად შეგრძნება (ანემია)
- განავალში სისხლის გამოვლენა
- მძიმე და მუდმივი დიარეა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
PANDEV-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
PANDEV უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის ან გატეხვის გარეშე და ცოტა წყალთან ერთად, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ. თქვენ უნდა გამოიყენოთ პანტოპრაზოლი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, მაგრამ თქვენი ექიმი თვლის, რომ პრეპარატის სავარაუდო სარგებელი აღემატება თქვენი არ დაბადებული ბავშვის მიმართ არსებული ზიანის რისკს.
მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცნობილია, რომ პანტოპრაზოლი გადადის დედის რძეში. მეძუძურ დედებში პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ დანადგარები.
PANDEV-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც გაფრთხილებას საჭიროებენ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
- პანტოპრაზოლმა შეიძლება შეასუსტოს მედიკამენტების მოქმედება ისეთი მედიკამენტების შეწოვის შემცირებით, როგორიცაა სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებელი კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოზაკონაზოლი, ან ზოგიერთი კიბოს სამკურნალო საშუალება, როგორიცაა ერლოტინიბი, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭში მჟავას დონეზე (pH).
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ ატაზანავირის მსგავს აივ (შიდსის) სამკურნალოდ გამოსაყენებელი წამლების შეწოვას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მათ შორის პანტოპრაზოლი, არ უნდა იქნას გამოყენებული ატაზანავირთან ერთად.
- პანტოპრაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ანალოგიურად, შეიძლება არსებობდეს ურთიერთქმედება პანტოპრაზოლსა და სხვა პრეპარატებს შორის, რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდება. ამასთან ერთად, სპეციფიური ტესტები ჩატარდა ქვევით ჩამოთვლილ პრეპარატებთან დაკავშირებით და კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
- კარბამაზეპინი (მედიკამენტი ეპილეფსიისა და განწყობის ცვალებადობისთვის),
- დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ),
- ნიფედიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
- გლიბენკლამიდი (სისხლში შაქრის დამაქვეითებელი),
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (შეიცავს ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს).
- თუ თქვენ იყენებთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე (როგორიცაა ფენპროკუმონი/ვარფარინი), რეკომენდებულია თქვენი სისხლის შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი პანტოპრაზოლით მკურნალობის დაწყების და შეწყვეტის შემდეგ და არარეგულარული გამოყენებისას.
- ანტაციდებთან გამოყენებისას ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა. ანტაციდები არის მედიკამენტები, ჩვეულებრივ საღეჭი ტაბლეტების ან სიროფის სახით, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის მყისიერად შესამცირებლად.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ PANDEV?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
რეფლუქს ეზოფაგიტის (საკვებისა და მჟავას კუჭიდან საყლაპავში გადასვლა) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (მაგ. წვა და ტკივილი გულმკერდის არეში, კუჭის მჟავის უკან საყლაპავში გადასვლა, ტკივილი ყლაპვისას) მკურნალობისას:
რეკომენდებული დოზაა PANDEV-ის ერთი ტაბლეტი დღეში. ექიმმა შეიძლება დღეში 2 ტაბლეტი PANDEV-ის გამოყენება გირჩიოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-8 კვირაა. თქვენი ექიმი გაცნობებთ თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ PANDEV-ით მკურნალობა.
მოზრდილებში
H.Pylori-ს სახელწოდებით ცნობილი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და კუჭის წყლულების ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად სამკურნალოდ:
ამოქსიცილინის, კლარითრომიცინისა და მეტრონიდაზოლის (ან თიონიდაზოლთან) სახელით ცნობილ ანტიბიოტიკთაგან ორ მათგანთან ერთად კომბინაციაში PANDEV-ის რეკომენდებული დოზა არის თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ. პირველი ტაბლეტი მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე ტაბლეტი მიიღება ვახშმამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 1-2 კვირაა. მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და წაიკითხეთ ამ ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქცია.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ:
რეკომენდებული დოზაა PANDEV-ის ერთი ტაბლეტი დღეში. ექიმმა შეიძლება დღეში 2 ტაბლეტი PANDEV-ის გამოყენება გირჩიოთ. კუჭის წყლულის მკურნალობა ჩვეულებრივ 4-8 კვირას გრძელდება. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა ჩვეულებრივ 2-4 კვირას გრძელდება. თქვენი ექიმი გაცნობებთ თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ PANDEV-ით მკურნალობა.
ზოლინგერ ელისონის სინდრომისა და კუჭი მიერ დიდი რაოდენობით მჟავას წარმოების სხვა პირობების გრძელვადიანი მკურნალობისას:
რეკომენდებული საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის PANDEV-ის 2 ტაბლეტი დღეში. ორივე ტაბლეტი მიიღება ერთდროულად, ჭამამდე 1 საათით ადრე. კუჭის მიერ მჟავას წარმოების მიხედვით მოგვიანებით ექიმი თქვენი მედიკამენტის დოზას დაარეგულირებს. დღეში 2 ტაბლეტზე მეტის გამოყენება თუ არის რეკომენდებული, ტაბლეტები დღეში ორჯერ მიიღება.
თუ თქვენი ექიმი დღეში 4 ტაბლეტზე მეტის გამოყენებას გირჩევთ, ექიმი ასევე გეტყვით როდის უნდა შეწყვიტოთ წამლის მიღება.
მიღების გზა და მეთოდი:
PANDEV არ უნდა დაღეჭოთ ან არ უნდა გატეხოთ; ის უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყალთან ერთად ჭამამდე 1 საათით ადრე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
მიღება ბავშვებში:
ის არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღება ხანდაზმულებში:
PANDEV შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანდაზმულებში დოზის კორექტირების გარეშე.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის მძიმე ან ზომიერი პრობლემები, PANDEV არ გამოიყენოთ H.pylori-ს სამკურნალოდ.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის 20 მგ დღიურ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ PANDEV-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი PANDEV მიიღეთ:
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ PANDEV-ს, დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის.
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი PANDEV ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ PANDEV-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გააგრძელეთ მკურნალობა მომდევნო დოზიდან ექიმის მიერ დადგენილი დოზირების სქემის მიხედვით.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
PANDEV-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თქვენი ექიმი შეგატყობინებთ თუ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ PANDEV-ით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან შეიძლება თქვენი დაავადების სიმპტომები დაბრუნდეს ან გაუარესდეს.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს PANDEV-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:
ძალიან ხშირი: (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
ხშირი: (ვლინდება 100 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით).
არახშირი: (ვლინდება 1000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით).
იშვიათი: (ვლინდება 10000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით).
ძალიან იშვიათი: (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
უცნობია: (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ PANDEV-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათად ვლინდება): ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის/გადაყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება (ურტიკარია),სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს დაავადება/ანგიონევროზული შეშუპება), ძალიან სწრაფი გულისცემა და ოფლიანობით მიმდინარე თავბრუსხვევა.
- კანის ძალიან სერიოზული დაავადებები (სიხშირე უცნობია): უეცარი, ფართოდ გავრცელებული, ბუშტუკოვანი, მტკივნეული გამონაყარი კანზე, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის ღრუს/ტუჩების და სასქესო ორგანოების გაღიზიანება (მსუბუქი სისხლდენა) (ეს შეიძლება იყოს კანის სერიოზული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა სტივენ ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა და ლაიელის სინდრომი) და მგრძნობლობა სინათლეზე.
- სხვა ძალიან სერიოზული დაავადებები (სიხშირე უცნობია): კანის ან თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, ჭინჭრის ციება და მტკივნეული შარდვა და წელის ტკივილთან ერთად გადიდებული თირკმელები (თირკმლის მწვავე ანთება)
ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
რომელიმე მათგანი თქვენთან თუ გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ PANDEV-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, აცნობეთ ექიმს:
- არახშირი (ვლინდება 1000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით):
თავის ტკივილი; თავბრუსხვევა; დიარეა; თავის შეუძლოდ შეგრძნება; ღებინება; შებერილობა და აირები კუჭში; ყაბზობა; სიმშრალე პირის ღრუში; მუცლის ტკივილი; ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და გამონაყარი კანზე; სისუსტე; ძილის დარღვევები; არსებობს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პანტოპრაზოლის მსგავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს..
- იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით):
გემოს შეგრძნების დარღვევა ან სრული დაკარგვა; ბუნდოვანი ხედვის მსგავსი მხედველობის დარღვევები; ჭინჭრის ციება (ურტიკარია); სახსრების ტკივილი; კუნთების ტკივილი; წონაში მომატება/კლება; სხეულის ტემპერატურის მომატება; მაღალი ტემპერატურა; შეშუპება ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; ძუძუს გაზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია).
- ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დეზორიენტაცია
- უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):
განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტების მიერ იმის დანახვა ან მოსმენა, რაც რეალურად არ არსებობს (ჰალუცინაციები); დროისა და სივრცის აღრევა და დაბნეულობა (კონფუზია);სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია); თუ თქვენ იყენებთ PANDEV-ს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არ არის გამორიცხული, რომ სისხლში მაგნიუმის დონეც შემცირდეს. მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია) ვლინდება დაღლილობის, კუნთების უნებლიე დაძაბულობის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის და პულსის მომატების სახით. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის შემცირება. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ რეგულარულად გაიაროთ ტესტები სისხლში მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.
გვერდითი მოვლენები, რომელთა დიაგნოსტირებაც სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი:
- არახშირი (ვლინდება 1000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით):
ღვიძლის ფერმენტების მატება
- იშვიათი (ვლინდება 10000 პაციენტში 1-დან 10-მდე სიხშირით):
სისხლში ბილირუბინის დონის მომატება; სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმების)დონის მომატება; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის უეცარი შემცირება (ფიქსირდება მაღალი ცხელებით).
- ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას (ამან შეიძლება გამოიწვიოს ნორმალურზე მეტი სისხლდენა); სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირად დაინფიცირება); ასევე შეიძლება მოხდეს სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და სისხლის შედედებისთვის ხელშემწყობი სისხლის უჯრედების (თრომბოციტები) რაოდენობის პათოლოგიური შემცირება.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ PANDEV?
შეინახეთ PANDEV ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ PANDEV შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ PANDEV, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
Deva Holding A. Ş. (სს. „დევა ჰოლდინგ“)
ქუჩუქჩექმეჯე/სტამბული
ტელ: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
წარმოების ადგილი:
Deva Holding A. Ş. (სს. „დევა ჰოლდინგ“)
ქაფაქლი/თექირდაღ
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 07/05/2014 წელს იქნა დადასტურებული.
CKY0923KT-04
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.